ვაკანსია

სტაჟირება სტუდენტებისთვის

მათ, ვინც ჟურნალისტის პროფესიას ეუფლება და უნდა მიიღოს მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“ აძლევს საშუალებას გაიარონ 45 დღიანი სტაჟირება ჟურნალში, დასაქმების პერსპექტივით.

სტაჟირების განმავლობაში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ იმუშაოთ ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკის“ ჟურნალისტებთან ერთად, პრაქტიკაში დაეუფლოთ თანამედროვე ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს, იმუშაოთ რეალური ნიუსრუმის რეჟიმში.

სტაჟირების განმავლობაში გათვალისწინებულია თეორიული საკითხების შესწავლა ისეთ თემებთან დაკავშირებით როგორიცაა:
• ფისკალური პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული პრობლემები
• მონეტარული პოლიტიკა და ლარის კურსი
• საერთაშორისო ფინანსური ბაზრები
• ინვესტიციები და საქართველოს საინვესტიციო პერსპექტივები
• დარგობრივი ეკონომიკის პრობლემები
• ენერგეტიკისა და კომუნიკაციების განვითარების პრობლემები საქართველოში და ეკონომიკასა და ბიზნესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

სტჟირების კურსს უძღვება ჟურნალისტი და ფინანსისტი, თსუ-ს პროფესორი, PHD ემზარ ჯგერენაია

აუცილებელი მოთხოვნები: ოპერატიული აზროვნება, წერის უნარი, საოფისე პროგრამების ცოდნა. სასურველია უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა. უპირატესობა მიენიჭებათ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებს.

საკონტაქტო პირი: მაკა ღანიაშვილი
ტელ: 557 578780; 2251600
CV გამოგზავნეთ შემდეგ მეილზე, დასათაურების ველში მიუთითეთ სტაჟირება: makaganiashvili@yahoo.com

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial