რატომ შეირყა მსოფლიო ბაზარი

რედაქციისაგან
მსოფლიო ეკონომიკას თებერვალში ძლიერმა ციკლონმა გადაუარა. ეპიცენტრი ამჟამად შანხაიში იყო. ჩინეთის ბირჟაზე შექმნილი პრობლემის გამო რაც ძირითადად გამოიხატა ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელაბასა და აქციებზე ფასის დაცემაში, აგრეთვე ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ ინვესტორთა მიმართ მიდგომების გამკაცრებაში. სუსხმა გადაუარა მთელ აზიას და მიწვდა მთელ ევროპას და ამერიკას. რიგრიგობით ეცემოდა ყველა წამყვანი საფონდო ინდექსის მაჩვენებლები. დოლარის კურსი განუხრელად ეცემოდა, ხოლო ნავთობპროდუქტებზე ფასი იზრდებოდა. მთლიანობაში გაზაფხულის პირს მსოფლიო ეკონომიკამ სერიოზული რყევა იგრძნო. რა ხდებოდა მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე და რას შეიძლება ველოდოთ?
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სარეზერვო ფედერალური სისტემა 2007 წლის საპროცენტო განაკვეთს უცვლელად დატოვებს.
აშშ-ის ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტემპი შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინფლაციის შემცირებას, ამასთან ფედერალური სარეზერვო სისტემა მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთს უცვლელად დატოვებს – ასეთია ბიზნესის ეკონომიკის ნაციონალური ასოციაციის ეკონომისტების პროგნოზი.
ეს პროგნოზი განსხვავდება 2006 წლის ნოემბერში გაკეთებული პროგნოზისგან. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთის შემცირებას 2007 წლის მეორე ნახევარში დაიწყებდა. 2007 წლის 29 იანვრიდან 13 თებერვლამდე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს 2008 წლის პირველ ნახევარში შეამცირებს.
ეკონომიკური ზრდა, რომელიც საბინაო მშენებლობის ბაზარსა და წარმოების სექტორში ჯერ კიდევ შენელებული ტემპებით ხასიათდება, 2007 წლის მეორე ნახევარში მოიკრებს ძალას საბინაო მშენებლობაში მოსალოდნელი გამოცოცხლების ფონზე. ბინებზე მოთხოვნის შემცირება სამომხმარებლო ხარჯების ზრდას არ შეანელებს. ეკონომისტები თვლიან, რომ სამომხმარებლო ხარჯები უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე ამას ადრე ვარაუდობდნენ.
მოსალოდნელია, რომ წლიური გაანგარიშებით ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ კვარტალში 2,5%-ს მიაღწევს, შემდეგ ის ძალას მოიკრებს და ფინანსური წლის ბოლოს 3,1%-მდე გაიზრდება. ექსპერტები თვლიან, რომ ეკონომიკის მაჩვენებელი 2007 წელს 2,7%-ით გაიზრდება.
სავარაუდოდ, ბაზური ინფლაციის ინდექსის ზრდა, პროდუქტებსა და ენერგომატარებლებზე ფასების გარდა, 2007 და 2008 წლებში 2,3% იქნება. 2006 წელს ეს ინდექსი 2,6%-ით გაიზარდა. 2007 წელს უმუშევრობის საშუალო დონე 4,7% იქნება, რაც გასული წლის 4.6%-იანი მაჩვენებლისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.
იანვრის სხდომაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელობამ საპროცენტო განაკვეთი უკვე მეხუთეჯერ დატოვა უცვლელი და ის 5,25%-ს შეადგენს.
აშშ-ის საფონდო ინდექსი მკვეთრად დაეცა ჩინეთსა და სხვა ახალ ბაზრებზე დაფიქსირებული ვარდნის გამო
აშშ-ს საფონდო ინდექსი განადგურდა, ბაზრის კაპიტალიზაცია ჩინეთსა და სხვა ბაზრებზე განხორციელებული გამალებული გაყიდვების შემდეგ 600 მლრდ დოლარით შემცირდა.
ჩინეთის საფონდო ინდექსები 27 თებერვალს ბოლო 10 წლის მანძილზე მაქსიმალურად შემცირდა.
“Dow Jones Industrial Average”-ს ინდექსი მაქსიმალურად შემცირდა 2001 წლის 11 სექტემბრის სავაჭრო სესიის შემდეგ.
ჩინეთის საფონდო ბაზარზე მომხდარმა მოვლენებმა გავლენა იქონია მთელი მსოფლიოს ბაზრებზე: ევროპული ინდიკატორი “Dow Jones Stoxx 600� �ი 3%-ით შემცირდა, იაფდებოდა ასევე სხვა ახალი ბაზრების ბირჟებზე აქციები,
სანედლეულო კომპანიების აქციების ფასი 4,2%-ით შემცირდა.
მსოფლიოში ალუმინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის “Aloa Inc.”-ის წარმოებული ნედლეულის ფასი 1,57 დოლარით შემცირდა და 33,79 დოლარი გახდა. ჩინეთი ამ ლითონის უმსხვილესი მომხმარებელია. სპილენძის შახტების “Freeport-McMoRan Cooper & Gold Inc.� � ის აქციები 6,17 დოლარით გაიაფდა და 55,75 დოლარი Dშეადგინა.
საფინანსო კომპანია “Goldman Sachs Group Inc.� � ის ქაღალდების საბაზრო ფასი 18 დოლარით შემცირდა და 74,13 დოლარი გახდა.
“Dow Jones Industrial Average�- ის ინდექსი 416.02 პუნქტიდან (3,29%) – 12216.24 პუნქტამდე დაეცა.
“Standard & Poor�s 500� � ი 50.33 პუნქტით (3.47%-ით) შემცირდა და 1399.04 პუნქტი შეადგინა, რაც 2003 წლის მარტის შემდეგ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
“Nasdaq Composite� � ს ინდექსის მაჩვენებელი 96.66 პუნქტიდან (3.86%) 2407.86 პუნქტამდე შემცირდა.
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის გაყიდვების ბრუნვამ 2,4 მლრდ აქცია შეადგინა, რაც ბოლო 3 თვის მაჩვენებლებზე 58%-ით მეტია.
იენის კურსი ხანგრძლივი ზრდის შემდეგ კლებულობს, დოლარის კურსმა შეწყვიტა ზრდა ამერიკის მშპ-ის შესახებ მონაცემების ფონზე.
იენმა თავის პოზიციები შეასუსტა. დოლარმა კი სხვა ძირითად ვალუტებთან ერთად ერთი დღით ადრე დაკარგული პოზიციები გადაითამაშა, მაგრამ ტრეიდეტებმა არ განახორციელეს სარისკო ოპერაციები და დაელოდნენ აშშ-დან მნიშვნელოვან ეკონომიკურ მონაცემებს. აშშ-ის მშპ-ის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ დოლარის ფასი ცოტათი შემცირდა. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ გადახედა 2006 წლის IV კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს და მშპ-ის შეფასების თავისი მონაცემები 3.5%-დან 2.2%-მდე შეამცირა.
“გამოქვეყნებული ეკონომიკური მონაცემები არ უწყობს ხელს დოლარის კურსის გაძლიერებას, რადგან ისინი ეკონომიკური ზრდის შენელებასა და საინფლაციო რისკების შემცირებაზე მიანიშნებენ” – განაცხადა ანალიტიკოსმა ალექს ბუზელინმა, “ჩვენ ეხლა გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ ამერიკული მონეტარული ხელისუფლება საპროცენტო განაკვეთს არ გაზრდის, პირიქით, შემდეგ სესიაზე კრედიტის ფასს შეამცირებს” – განაცხადა მან.
დოლარი 0,2%-ით გაიზარდა, 1 დოლარზე 118,20 იენამდე. ანალიტიკოსების აზრით, ამერიკის ეკონომიკის მაჩვენებლები მომავალი 3-4 კვირის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპის II კვარტალში შემცირებაზე მეტყველებს, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემას ბაზური საპროცენტო განაკვეთების შემცირების საბაბს მისცემს.
ჩინეთმა ხელი შეუწყო ვარდნას მსოფლიო საფონდო ბაზრებზე.
მსოფლიო საფონდო ბაზრები ვაჭრობის ტალღამ მოიცვა. ჩინეთის ბაზარი 9%-ით შესუსტდა და პანიკა სხვა ქვეყნებსაც გადაედო.
დომინოს ეფექტი
ეპიდემიის გავრცელების კერა ჩინეთი გახდა: “Shangai Composite�- ს ინდექსი 8,8%-ით, ანუ 2771,79 პუნქტამდე დაეცა. ეს ყველაზე მასშტაბური ვარდნა იყო 1997 წლის თებერვლის შემდეგ. მასში შემავალი 835 აქციიდან მხოლოდ 33 მათგანის ფასი გაიზარდა, ნახევარზე მეტი კი 10%-ით გაიაფდა. ჩინეთში ამ ვარდნას ბიძგი მისცა ხმებმა იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ შეიძლება მიიღოს ზომები, საფონდო ბაზარზე სპეკულაციური მოქმედებების ჩატარების აღსაკვეთად. 2006 წელს “Shangai Composite�-ი 130%-ით, ამ წელს კი კიდევ 13,4%-ით გაიზარდა და 3000 პუნქტამდე მიაღწია.
კოტირების მატებამ მოსახლეობაში საფონდო ციებ-ცხელების პროვოცირება მოახდინა. ჩინელებმა დაიწყეს სახლების ჩადება და კრედიტების აღება, იმისთვის რომ აქციები შეეძინათ. იანვარში ისინი დღეში 90 000 საბროკერო ანგარიშს ხსნიდნენ – 35-ჯერ მეტს, ვიდრე ერთი წლით ადრე. ბაზრის მონაწილეების სიტყვებით, პროფესიონალმა ინვესტორებმა გადაწყვიტეს არ დალოდებოდნენ, რომ ხელისუფლება რამეს არ შეცვლიდა და მოგების დაფიქსირებას შეუდგნენ. “ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა სიფრთხილე გამოიჩინეს და იმ აქციების გაყიდვას შეუდგნენ, რომლებშიც საკმაოდ დიდი ფული ჰქონდათ ჩადებული” – განაცხადა ანალიტიკოსმა ჩჟუ ხაიბონმა.
რუსეთი გამონაკლისი არ არის
როგორც ყოველთვის, მკვეთრი ცვლილებების გამო სხვებთან შედარებით განვითარებადი ბაზრები დაზარალდნენ. რუსეთის სავაჭრო სისტემის ინდექსი 3,28%-ით შემცირდა, კორეული Kოსპი – 1,05%-ით, თურქული ISE National 100 � 4,5%-ით. რუსეთის ბაზარმა, რომელმაც განაახლა თავის ისტორიული მაქსიმუმი, მკვეთრად დათმო პოზიციები. რუსეთის სავაჭრო სისტემის ინდექსი 1968,99 პუნქტით გაიზარდა და სულ მალე 1906,08 პუნქტამდე დაეცა. “ასეთი ვარდნის მიზეზი ჩინეთის მოვლენები გახდა, რუსეთის ბაზარზე სიტუაციას გლობალური ინვესტორები იმდენად არ შეუწუხებია, რამდენადაც აქციების გაყიდვის მიზეზი გახდა, მით უმეტეს, რომ რუსეთის და სხვა ბაზრებმა მაქსიმუმს მიაღწიეს, ე.ი მოგების დაფიქსირების დრო დადგა” – განაცხადა “Citigroup�- ის აქციების სამმართველოს ვიცე-პრეზიდენტმა სერგეი სუვეროვმა. სავაჭრო სესიაზე ნავთობის ფასმაც ცუდად იმოქმედა, ის ბარელზე 61 დოლარზე დაბლა დაეცა.
აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპმა 2006 წლის IV კვარტალში 2,2% შეადგინა
აშშ-ის მშპ-ის ზრდამ 2006 წლის IV კვარტალში, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, 2,2% შეადგინა. III კვარტალში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი წლიური გამოთვლებით 2,0% იყო. 2006 წლის შედეგებით ქვეყნის ეკონომიკა 3,3%-ით გაიზარდა.
ექსპორტის მოცულობა 2006 წლის IV კვარტალში, III კვარტალში 6,8%-იან ზრდასთან შედარებით, 10,5%-ით გაიზარდა. იმპორტის მოცულობა 2,2%-ით შემცირდა. წინა კვარტალში კი ეს მონაცემი 5,6% იყო.
მომსახურებისა და საქონლის საბოლოო გაყიდვები 3,6%-ით გაიზარდა მთელი სავაჭრო პერიოდის მანძილზე. III კვარტალში კი ეს მაჩვენებელი წლიური გამოთვლით 1,9 %-ით გაიზარდა. საფასო ინდექსი IV კვარტალში წლიური გამოთვლებით 0,9%-ით შემცირდა. საბაზო ინდექსი პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით მთელ სავაჭრო პერიოდში 1,9%-ით გაიზარდა.
ფედერალური სარეზერვო სისტემა ისევ აშშ-ის ეკონომიკის ზრდას ელოდება
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ ბენ ბერნანკმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის მიერ ამერიკის ეკონომიკის შეფასებები, მიუხედავად IV კვარტალში მშპ-ის მაჩვენებლის შემცირებისა, უცვლელი რჩება.
ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის უფროსმა ტიმოთი გეოტნერმა განაცხადა, რომ ამერიკის ეკონომიკა, მიუხედავად სააქციო ბაზრის ნგრევისა, დამაკმაყოფილებელია. “ამერიკის ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ მას მშვენიერი შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ სწრაფად აღიდგინოს თავისი ფორმა” – განაცხადა გეიტნერმა. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების პალატის კომიტეტზე გამოსვლის დროს ბ. ბერნანკმა განაცხადა, რომ როგორც მას წარმოუდგენია, საფონდო ბაზრები გააგრძელებენ ნორმალურად ფუნქციონირებას. მისი აზრით, ბაზარზე მომხდარ გარღვევას არანაირი მიზეზი არ გააჩნია და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას წლის შუა პერიოდისთვის უნდა ველოდოთ. ამერიკის ცენტრალური ბანკი ყურადღებით ადევნებს თვალს ყველა პრობლემას, რაც ეხლახან აშშ-ის იპოთეკური კრედიტების ბაზარზე გაჩნდა, სადაც სწრაფად იზრდება ვადაგასული დავალიანებების რაოდენობა – განაცხადა მან.
ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ აშშ-ის ეკონომიკაში რეცესიის პროცესი შესაძლებელი, მაგრამ ნაკლებად სარწმუნოა
აშშ-ში არსებობს რეცესიის პროცესის გაჩენის შესაძლებლობა, მაგრამ ამ წელს ეს ნაკლებად სარწმუნოა, რადგან სასაქონლო-მატერიალური მარაგები სწრაფად მცირდება. – ასეთი განცხადება გააკეთა ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა უფროსმა ალან გრინსპენმა ტოკიოში ჩატარებულ ფორუმზე. 28 თებერვალს, ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ ბენ ბერნანკმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი ისევ იმის მოლოდინშია, რომ ქვეყნის ეკონომიკა პიკს ამ წელს მიაღწევს, მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომისტების უმრავლესობა რეცესიის პროცესს არ წინასწარმეტყველებენ.
იაპონიაში ინფლაციის ტემპი ნულამდე დაეცა და ხელფასებიც შემცირდა
სამომხმარებლო ფასების ბაზური დონე, კვების პროდუქტების გამოკლებით, იაპონიაში იანვრის თვეში არ შეცვლილა. გასული წლის მაისის თვიდან არც სამომხმარებლო ფასები შეცვლილა.
ეკონომისტები ვარაუდობდნენ, რომ იანვარში ხელფასების შემცირების პირობებში ქვეყანაში ინფლაცია ნულოვანი იქნებოდა. დეკემბერში მან მხოლოდ 0,1% შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, იანვარში ბოლო ორი წლის მანძილზე ხელფასების მნიშვნელოვანი – 1,4%-ით შემცირება აღინიშნა. ამავე დროს სხვა მონაცემებით გაიზარდა სამომხმარებლო მოთხოვნა. უმუშევრობა 4%-ის დონეზე დარჩა. 2006 წელს, ბოლო 8 წლის მანძილზე, იაპონიაში პირველად აღინიშნა საბაზო ინფლაცია 0,1%-ით. ანალიტიკოსების უმრავლესობა თვლის, რომ იაპონიის ბანკს წლის პირველ ნახევარში შეუძლია კიდევ ერთხელ აწიოს ბაზური განაკვეთი, რომელიც ამჟამად 0,5%-ს შეადგენს. ამავე დროს, თუ ინფლაციის მაჩვენებელი ნეგატიური გახდება, ცენტრალური ბანკი ამ ნაბიჯზე ვერ წავა – ამბობენ ეკონომისტები.
ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა თვლის, რომ აუცილებელია გაგრძელდეს საპროცენტო განაკვეტების “ნორმალიზაციის” პროცესი და ბანკი საპროცენტო განაკვეთებს იმდენით გაზრდის, როგორც ეს შესაძლებელი იქნება.
იაპონიის ცენტრალური ბანკის კრედიტები წლიური გამოთვლებით ბოლოს თებერვალში 0,25%-დან 0,5%-მდე გაიზარდა.
სამომხმარებლო მოთხოვნის დაბალი დონე ძველებურად აფერხებს იაპონიის ეკონომიკის ზრდას.
ბენ ბერნანკი თვლის, რომ გლობალიზაცია აშშ-ში ინფლაციის ზრდას გამოიწვევს
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის ბენ ბერნანკის აზრით, სხვადასხვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებამ შეიძლება აშშ-ის ინფლაციის დონის ზრდა გამოიწვიოს. მისი თქმით, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში ენერგომატარებლებსა და სამომხმარებლო საქონელზე მოთხოვნის ზრდამ გასულ წელს მათზე ფასების მომატება გამოიწვია. თუ მთლიანობაში განვიხილავთ გლობალიზაციას სამრეწველო წარმოების იმპორტირებულ საქონელზე, ენერგომატარებლებსა და სხვა საქონელზე ფასებმა, შეიძლება საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეამციროს ინფლაცია, მაგრამ მოვლენები საწინააღმდეგოდ ვითარდება.
მარტის პროგნოზი
მარტის თვე საინტერესოა ვალუტის სპეკულიანტებისთვის. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხები და საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებული სიტუაცია მკაფიოდ იქნება განსაზღვრული. კომპანია “ფერექს კლუბ”-ის შეფ-დილერი ალექსეი ტრიფონოვი თვლის, რომ საპროცენტო დიფერენციალის დინამიკასთან დაკავშირებით სიტუაცია ევროზონის სასარგებლოდ განვითარდება. ევროპის ცენტრალური ბანკისგან დიდი აგრესიაა მოსალოდნელი საპროცენტო განაკვეთების გაზრდის გამო. მისი აზრით, ევროპაში შემოდგომამდე საპროცენტო განაკვეთები 2- ჯერ უნდა გადიდდეს, დიდ ბრიტანეთთან შედარებით, რადგან ევრო უფრო მიმზიდველია, ვიდრე ფუნტი. მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების მოქმედებებში გაუბედაობა ჩანს. მათი შეხედულებები საპროცენტო განაკვეთების გაზრდასთან დაკავშირებით, განსხვავებულია. ზოგი მათგანი ინფლაციით შეწუხებულია და განაკვეთების მომატებას ითხოვს, ზოგი კი – ეკონომიკური აქტივობის შემცირებით და საპროცენტო განაკვეთების გაზრდას არ ჩქარობს. ევროპის ცენტრალური ბანკისა და ინგლისის ბანკისგან სიტუაციის გარკვევას ბაზარიც ელოდება.
რაც შეეხება აშშ-ის, ანალიტიკოსები უძრავი ქონების ბაზარს უთმობენ დიდ ყურადღებას. ეს სექტორი ისევ და ისევ საშიშია ეკონომიკური სტაბილურობისთვის. სპეციალისტები თვლიან, რომ “უარყოფითი კრედიტების” შესაძლებელი ზრდა ცუდად იმოქმედებს ფინანსურ სიტუაციაზე. აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების საკითხიც გაურკვეველია: ფინანსისტები ცდილობენ გაარკვიონ, აშშ-ი შეამცირებს განაკვეთებს, თუ რამდენიმე ხნით უცვლელად დატოვებს.
საკმაოდ საინტერესო ვითარებაა იაპონურ იენთან დაკავშირებით. მარტის დასაწყისში ბაზარზე აქტიური შემობრუნება, ასე ვთქვათ, “carry-trade”-ი დაიწყო, როცა შედარებით დაბალკურსიანი ვალუტებით (იენი და შვეიცარიული ფრანკი) ყიდულობდნენ უფრო ძვირ ვალუტას (ფუნტი, ავსტრალიური და ახალზელანდიური დოლარი). იაპონიის ეკონომიკა საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება, ამიტომ იენს გაძლიერების შანსი აქვს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ იენზე მოთხოვნა ტრადიციულად საფინანსო წლის ბოლოს, იაპონელების მიერ კაპიტალის რეპატრიაციასთან დაკავშირებით იზრდება.
გამორიცხული არ არის, რომ მარტში გეოპოლიტიკური დაძაბულობა გაძლიერდეს. ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი ინვესტორებში შეშფოთებას იწვევს. ამის გარდა, მარტში ნომერ პირველ ტერორისტს ოსამა ბენ ლადენს 50 წელი შეუსრულდება, რამაც შეიძლება ტერორისტული აქტივობის ახალი ტალღა გამოიწვიოს. როგორც წესი, ასეთი დაძაბულობის გაძლიერება დოლარის დასუსტებას იწვევს.

1

2<

Leave a Reply

Your email address will not be published.