ნეკროლოგი

ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ეკონომისტი, პროფესორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლეო ჩიქავა.
ლეო ჩიქავამ 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა – ვაჭრობის ეკონომიკა.
1954-1955 წლებში იყო გორკის სახ. სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის უფროსი მასწავლებელი;

1955-1969 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი;
1970-1974 წლებში ი.ჭავჭავაძის სახ. თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგე;

1974-1983 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგე;
1983-1990 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში;
1990-1991 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის დირექტორი;
1991-2005 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი;
1999-2006 წლებში სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის უფროსი (შეთავსებით);
1997 წლიდან იყო პაატა გუგუშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
2007 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი. იყო ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს დაახლოებით 140 სამეცნიერო ნაშრომი.
ჟურნალის რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეო ჩიქავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.