ფინანსური რჩევები ქალებს, ქალებისაგან

დღეს, როდესაც მამაკაცებისა და ქალების როლი ჯერ კიდევ არეულია მსოფლიოში, კომპანიები მეტად ფრთხილობენ, რათა გენდერული სტერეოტიპების გაძლიერებას არ შეუწყონ ხელი. მაგრამ ამავე დროს, ორი ახალი ონლაინ საინვესტიციო ფირმა – რომლებიც ცნობილი არიან, როგორც რობო-მრჩევლები, მომხმარებელს წარუდგენს ახალ პროდუქტს, რომელიც ქალებს ფულთან დაკავშირებით დახმარებას სთავაზობს. ისინი ფინანსურ და საინვესტიციო რჩევებს სთავაზობენ, რომლებიც მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი.

ქალები უფრო და უფრო ზრდიან ოჯახის შემოსავალს. “ტალანტთა ინოვაციის ცენტრის” მიხედვით, ქალების როლი ასევე იზრდება ბაზარზე. მაგრამ სჭირდებათ თუ არა მათ სპეციალიზებული დახმარება – იმაზე მეტი, ვიდრე მომხმარებლები მოითხოვენ? ან ეს ინვესტორთა დიდი ფირმები უბრალოდ ქალების მზარდ საფულეს ხომ არ ეჭიდებიან?

ამანდა სტეინბერგი – „DailyWorth“-ის დამფუძნებელი, რომელიც 1.2 მილიონ მდედრობითი სქესის გამომწერს, ყოველდღიურად ელექტრონულ ფოსტას უგზავნის ფულთან დაკავშირებული საკითხების შესახებ – მალე გამოუშვებს რობო-მრჩეველს ქალებისთვის მიშელ სმიტთან ერთად, ვისი ფირმაც, „Source Financial Advisors“-იფინანსური რჩევებით ამარაგებს მრავალ მულტიმილიონერ განქორწინებულ ქალბატონს. მათი ახალი სერვისი – „Worth Financial Management“-ის დებიუტი მომავალ წელს შედგება. თუმცა აღსანიშნავია, რომ გენდერული ფოკუსირება იმის გამო არ არის გამოწვეული, რომ ქალებს დამატებითი დახმარება სჭირდებათ- აცხადებს ამანდა სტეინბერგი- სწორედ ეს არის პასუხი იმ დიალოგისა, რომელიც მას უკვე 7 წელია საკუთარ გამომწერებთან აქვს.

“მე ვიცი, რომ მათ არ მოსწონთ ის, რაც აქ ხდება,“ეუბნება პროგრამისტი ამანდა სტეინბერგი თავის გამომწერებს. რომლებიც საშუალოდ 38 წლის არიან და $78,000-ს გამოიმუშავებენ.
“ჩემი მისია დასაწყისიდანვე მხნეობის მომატება იყო ქალებისთვის, არა ბიუჯეტირების უკეთ შესწავლა, არა 10$-ის დაზოგვა ყვავილების ყიდვისას, სადილისთვის, არამედ ის, რომ მათ თავად ჰქონოდათ კონტროლი საკუთარ მომავალზე.
ქალები, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევის წინ დგანან. ისინი ზოგადად უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მამაკაცები.

4

ქალების დახმარება ქმედითუნარიანობის გაზრდისათვის, ის მიზეზია, რაც სალი კროჩეკს, “უოლ სტრიტის” ყოფილ აღმასრულებელს, ამ ბიზნესში რთავს. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შემდეგ წელს საკუთარი რობო-მრჩევლის – „ელევესტის“ გამოშვებას გეგმავს.

“მამაკაცებს უფრო შეუძლიათ შეცდომების დაშვება,” -ამბობს კროჩეკი, იგი მას მერე გახდა ცნობილი “უოლ სტრიტზე”, რაც “Fortune”-ის გარეკანი დაამშვენა, როგორც თავად „უოლ სტრიტის“ ერთ-ერთმა პატიოსანმა ანალიტიკოსმა. მას ეკავა მაღალი პოზიცია „ამერიკის ბანკსა“ და „სითიგრუფში“, მის ერთერთ თანადამფუძნებელთან, ჩარლი კროლთან ერთად 10 მილიონი დოლარი მოაგროვა ახალი საწარმოსთვის ფინანსურ ინდუსტრიაში. იგი უარს აცხადებს სერვისის შესახებ დეტალების გაცნობაზე, მაგრამ იმედია, რომ სალი კროჩეკი საკუთარი ავტორიტეტითა და რჩევებით იმ ხალხს დაეხმარება, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან შეძლებულები.

განქორწინებულმა და მარტოხელა დედებმა „WorthFM“-ის საშუალებით უკვე მოახერხეს 2 მილიონი დოლარის შეგროვება ინვესტორებისგან. ისინი ძირითადად აქცენტს აკეთებენ შეძლებულ მასაზე, რომელთაც 500,000$-ზე ნაკლები ექნებათ საინვესტიციოდ. ეს თანხა ხშირად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბევრი მრჩეველი მოიზიდოს და ეს „მტკნარი“ ეკონომიკის ბრალია. მაგრამ „WorthFM“-ის მიდგომა განსხავებულია, მისი მიზანია იმოქმედოს უფრო ეფექტურად, ვიდრე ადამიანი მრჩეველი. ამას განაპირობებს ის, რომ ჯერ ხდება ურთიერთობის აწყობა და მხოლოდ შემდეგა გარჩევა ყველაფრის, რაც ფულს ეხება.

ჩნდება კითხვა: და მაინც, როგორ შეიძლება ურთიერთობის აწყობა რობოტთან?
ურთიერთობის დასამყარებლად რობოტებმა უნდა ისწავლონ როგორია პიროვენების დამოკიდებლება ფულთან. ისინი მომხმარებლებს მოთხოვენ, რომ შეავსონ კითხვარი, “MoneyType“- ეს არის 40-კითხვიანი კვლევა, რომელიც კომპანიამ ფსიქოლოგებთან ერთად შეიმუშავა. შედეგები, როგორც ნათქვამია, გამოავლენს პერსპექტივებს და ქცევით ურთიერთობას ფულთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სერვისი შეავსებს პერსონალიზირებულ გვერდს, ანგარიშში მითითებული მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობითა და ცოდნით, ფინანსების შესახებ.

ქალების ის კატეგორია, რომლებიც ფულს აღიქვამენ როგორც გართობისა და სიამოვნების საშუალებას, პირველად ნახავენ დამფუძნებლების ვიდეოს, რათა მათი ყურადღება მიიქციონ. ხოლო ისინი, ვისთვისაც ფული სტაბილურობასთან და კონტროლთან ასოცირდება დანაზოგების სქემას ან მიმართულებებს ნახავენ, თუ რა გააკეთონ შემდეგში. რობოტი ასევე ჩაიწერს, თუ რამდენჯერ სტუმრობს კლიენტი სერვისს. მთავარი იდეა არის ის, რომ მომხმარებელი დაინტერესებული იყოს და თავდაჯერებულობა მოემატოს. “ჩვენი საქმეა, რომ გავეცნოთ მომხმარებლებს და ავსახოთ რა არის მნიშვნელოვანი მისთვის,” ამბობს სტეინბერგი. “ჩვენ ვგრძნობთ მის ინტენსივობას, ასე რომ შეგვიძლია ვიყოთ გულშემატკივრები და არამხოლოდ ვუბიძგოთ მას რაიმისკენ.”

მიშელ სმიტი აცხადებს, რომ მათ შეადგინეს ციფრული ვერსია იმ გამოცდილებისა, რომელიც შეგიძლიათ ჩვეულებრივ ოფისში მიიღოთ. “კარგი მრჩევლები პირველად ამას აკეთებენ,” -ამბობს იგი, “ისინი არ მოდიან პირდაპირ შემოთავაზებით, რომ აირჩიო გეგმა.”

უმთავრესი მიზანი ყველა მომხმარებლისთვის ერთია. მას შემდეგ, რაც ანგარიში შეიქმნება, საიტი ქმნის მომხმარებლისთვის ორ ცალკეულ განხრას: მოკლევადიანი ანგარიშის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს სამი თვის შემოსავალის დაგროვებას ინტერნეტიდან (შესაძლებელია დაკავშირება სხვა ანგარიშთანაც) და გრძელვადიანი საპენსიო ანგარიშის შექმნა. შეთავაზებული იქება ხუთი დივერსიფიცირებული პორტფოლიო დაბალი ღირებულების მქონე ფონდით, სხვადასხვა ტიპის მქონე ანგარიშები კი მოგვიანებით შეიქმნება (მათ შორის ერთობლივი ანგარიშები, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მამრობითი სქესის პარტნიორთან ან მეუღლესთან).

მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ავტომატიზაცია გაუწიონ საკუთარ დანაზოგებს, მაგრამ 6 თვის შემდეგ სერვისი გეგმავს ახალი ალგორითმის შემოტანას, რომელიც ამას მათ ნაცვლად გააკეთებს. მომხმარებლის შემოსავალისა და დანახარჯის განმეორებად ნიმუშებზე დაყრდნობით, იგი ავტომატურად გადაიტანს უსაფრთხო რაოდენობის თანხას დანაზოგებსა თუ ინვესტიციებში, იმის მსგავსად, რასაც „Digit“ აპლიკაცია აკეთებს ახლა მომხმარებლის ნებართვით.
“აქცენტის გაკეთება იმაზე, თუ სად მიდის მთელი შენი ფული გამაღიზიანებელია და ბევრი ადამიანისთვის შეუძლებელი პროცესიც ” ამბობს ამანდა სტეინბერგი. “ასე რომ ჩვენ გიადვილებთ საქმეს, თქვენს კალათაზე ზრუნვით. ეს არ ნიშნავს მხოლოდ- ‘წავიდე სადილისთვის რესტორანში?’ – ეს დანაზოგებია.” სტეინბერგი აცხადებს, რომ მისი ფირმა საკუთარი წარმატების გაზომვას ერთი ბარომეტრით გეგმავს: ის მიზნად ისახავს თითოეული ქალის შემოსავლის გაზრდას 30 პროცენტით 5 წელიწადში.

საკუთარი კაპიტალის აშენება ნიშნავს როგორც ვალების მოშორებას, ისევე დანაზოგის შექმნას. და რობო-მრჩევლის ერთერთი უდიდესი სისუსტე არის ის, რომ ისინი ვერ აღადგენენ ადამიანის მთლიან ფინანსურ სურათს ისე, როგორც ადამიანს შეუძლია ეს. სანაცვლოდ აქცენტი გადატანილი აქვთ საინვესტიციო ანგარიშებზე. ამანდა სტეინბერგი ამბობს, რომ მას სურს წარმოდგენილი იყოს მთლიანი სურათი, მათ შორის ვალის მართვაც, თუმცა ეს ცოტა მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.
„WorthFM“-იმომხმარებლებს ერთ ყოვლისმომცველ გადასახადს დააკისრებს, რომელშიც ძირითადი ინვესტიციები შევა. სხვა რობო-მრჩეველთან შედარებით ეს კონკურენტუნარიანია, რომელის გადასახადიც 0.15-დან სულ 0.50-მდე ინვესტიციურ აქტივებში იქნება (ისინი უარს ამბობენ დამატებით დეტალებზე, რადგან ჯერ არ არსებობს ფასების მონაცემების მარეგულირებელი).

2009 წლის ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, ქალების საფულის წინ წამოსაწევად უზარმაზარი შესაძლებლობა არსებობს- “ეს შეიძლება ძლიერ მომგებიანი იყოს ფინანსური ინსტიტუტებისათვის “, -აღინიშნა მოხსენებაში. დამატებით ითქვა, რომ ქალბატონები მუდმივად გაღიზიანებულები არიან ქცევის იმ მეთოდის გამო, რომელსაც ფინანსური კომპანიები მათ მიმართ იყენებენ.

რობო-მრჩევლები ყველას ერთსა და იმავე პროდუქტს სთავაზობენ. თუმცა ზოგიერთი წამყვანი ფირმა ამ კატეგორიაში, რომელშიც “Betterment” და “WealthFront” შედის, თითოეული სამი მილიარდი დოლარის მენეჯმენტით, აღიარებენ, რომ მათი კლიენტები ძირითადად მამაკაცები არიან.

“WorthFM” და “Ellevest” არ არიან პირველები, რომლებიც ქალების საფულის გაზრდას ცდილობენ. “LearnVest”-მა, რომელიც ყოვლისმომცველ ფინანსურ რჩევებს ყიდის, საქმიანობა 2009 წელს დაიწყო, როგორც ბიუჯეტის მართვის ვებსაიტმა ქალებისთვის, მაგრამ საბოლოოდ იგი გაფართოვდა, რათა მოეცვა მამაკაცებიც. მარტში იგი “Northwestern Mutual”-მა შეიძინა. ახლა, როდესაც მხოლოდ 10 000 კლიენტი იხდის სტანდარტულ გეგმას, მისი სამომავლო ბედი გაურკვეველია.
“მრეწველობის ეკონომიკა რთულია”, -ამბობს მანიშა თაკორი, სიმდიდრის სტრატეგიის დირექტორი ქალებისთვის, ბუკინგემში, საინვესტიციო საკონსულტაციო ფირმაში.

საინტერესოა, რომ ქალები რეალურად უკეთესები არიან დაზოგვასა და ინვესტიციებში, ვიდრე მამაკაცები. “ქალები ოდნავ უკეთ აკეთებენ ამას”,ამბობს ჯინ იანგი, უფროსი ანალიტიკოსი “ვანგარდში”, რომელმაც ახლახანს დაასრულა კვლევა, რომლის შედეგებითაც აღმოჩნდა, რომ ქალები, როგორც წესი, ზოგავენ უფრო მეტს, პროცენტული მაჩვენებლის საფუძვლებზე, ვიდრე მათი მამრობითი სქესის კოლეგები. “მეტად სავარაუდოა, რომ ქალები მიჰყვნენ გეგმას, ისინი ზოგავე მეტს, როდესაც გეგმაში არიან, ვაჭრობენ ნაკლებს და სარგებლობენ პროფესიული მენეჯმენტით”,-დაამატა მან.
მათი პრობლემა? მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზოგავენ უფრო მეტს, საშუალო მამაკაცის ანგარიშის ბალანსი არის დაახლოებით 50%-ით მეტი, მეტი იმიტომ, რომ ქალები გამოიმუშავებენ უფრო ცოტას.
და ამ ფაქტს ვერანაირი რობო-მრჩეველი ვერ გადაწყვეტს!

“The New York Times”-დან თარგმნა მანანა ბერიძემ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial