ელოდება მსოფლიო ეკონომიკას კოლაფსი?

მოამზადა ლინა ეპიშევამ

ომის დაწყების, ანუ ერაყში გაურკვეველი მდგომარეობის გადალახვის შემდეგ, ფულადი ნაკადი ოქროს, ობლიგაციებისა და ნავთობის ბაზრებიდან საფონდო და სავალუტო ბაზრებზე მიემართა.

რალი მსოფლიო საფონდო ბაზრებზე ისევე დრამატიულად მიმდინარეობდა, როგორც ომი ერაყში. როგორც ჩანს, ინვესტორებმა იფიქრეს,ამზადა რომ სამხედრო კამპანია წარმატებულად მიმდინარეობდა და სწრაფი გამარჯვება ამერიკის ეკონომიკაზე სასიკეთო ზეგავლენას მოახდენდა. რწმენა იმდენად დიდი იყო, რომ ბაზარი ნამდვილმა ეიფორიამ შეიპყრო. მაგალითად, ომის დაწყების შემდეგ, დოუ ჯონსონის ინდექსი 8,4%-ით გაიზარდა, რაც ოცი წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენდა. საგრძნობლად გაიზარდა სხვა საფონდო იდექსებიც – ნასდაკი 6%-ით, ხოლო შ&ამპ;P 7,5%-ით.

კომპანია “მორგან სტენლის” მთავარი ეკონომისტი, რომელიც ბაზარზე ომის ზეგავლენაზე მსჯელობს, აღნიშნავს, რომ “ომის მოლოდინი ყოველთვის გაურკვევლობას ქმნის, ხოლო ომის დაწყება მას ამცირებს”.

ამავე დროს, ეკონომისტები დარწმუნებულნი არ არიან, რომ ამერიკის ეკონომიკის აღდგენის პროცესი ისეთივე სწრაფი იქნება, როგორც ფინანსური ბაზრების აღდგენა. მაგალითად, “ლემან ბრაზერის” მთავარი ეკონომისტი ამბობს, რომ გაოცებულია იმით, რომ აშშ-ის ცენტრალური ბიურო წინ მხოლოდ ბურუსს ხედავს და ამაზე დაუფარავად საუბრობს, ხოლო ინვესტორების საინვესტიციო გეგმებში “ომის ოპტიმისტურმა სცენარმა” მთავარი ადგილი დაიკავა.

ეკონომისტებს არ სჯერათ, რომ ალან გრინსპანი ახალ შესაძლებლობებს ვერ ხედავს. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ეიფორიით შეპყრობილი ბაზრები “სწრაფად მიქრიან არაფრისკენ”.

ბაზრების მთავარი ამოცანა ეკონომიკის მომავალი მიმართულების პროგნოზირებაა და ამიტომ, არ შეიძლება ვუგულვებელყოთ ბევრი ინვესტორის რწმენა, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა. “გოლდმან ზახსის” ერთ-ერთი ეკონომისტის თქმით, “სჯობს ბაზარს ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდე, მაგრამ თუ ბაზარს სამი ნაბიჯით უსწრებ, ეს უკვე საშიშია და შეიძლება ძვირადაც დაგიჯდეს”.

კომპანია “აერო პასიფიკ კეპიტალის” პრეზიდენტის თქმით, “უოლ სტრიტის პროპაგანდულმა მანქანამ შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა ფართო მასები იმაში, რომ ახალი ერთადერთი ხელისშემშლელი ძალა სადამ ჰუსეინი და მისი ხელისუფლებიდან გადადგომის ირგლივ შექმნილი გაურკვევლობაა. სანამ ერაყში კვამლი გაიფანტება, ინვესტორები მიხვდებიან, რომ აშშ-ის ეკონომიკის და კორპორაციული შემოსავლების პერსპექტივები საკმაოდ არასაიმედოა.

ნავთობზე ფასების ვარდნა და საფონდო ბაზრის ზრდა, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობდა ხელს, მაგრამ ეს მალე არ მოხდება.

ომის დაწყებამდე ამერიკული ეკონომიკის მდგომარეობა არც ისეთი ბრწყინვალე იყო და სულ უფრო უარესდებოდა. ასე რომ, თუმცა ინვესტორების და პოლიტიკოსების ყურადღება, ძირითადად, სამხედრო მონაცემებზე, ამერიკულ ავანტიურაზე და მსოფლიო საზოგადოების რეაქციაზე გამახვილდება (მით უმეტეს, რომ ერაყში საომარი ოპერაცია ამერიკული ადმინისტრაციის გეგმების მიხედვით არ მიმდინარეობს), ეკონომიკური მონაცემები უეჭველად მიიპყრობენ საზოგადოების ყურადღებას და მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენენ.

როგორც აღვნიშნეთ, ამერიკულ და ძირითად საფონდო ბაზრებზე მდგომარეობას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განსაზღვრავენ. “ბაზარზე აღინიშნება ღელვა… შუა აღმოსავლეთში მომხდარ ამბებს ყველა ყურადღებით ადევნებს თვალყურს”, – განაცხადა ლეონ ლიმ, Bანკ ოფ ჩჰინა-ს მენეჯერმა. იმის საფრთხემ, რომ ომი ერაყში გაჭიანურდება, დოლარის კურსის ვარდნა გამოიწვია.

ამერიკელმა ინვესტორებმა ბოლოს და ბოლოს შეიგნეს, რომ ერაყში სამხედრო ოპერაცია არც ისეთი ადვილია, როგორც თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ბლიცკრიგი არ გამოვიდა. ეკრანებზე ჩნდება დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობის და სამხედრო ტყვეების სურათები. როგორც ჩანს, ამერიკელები პიარის ომშიც დამარცხდნენ. სამხედრო დაგეგმვის პრობლემებთან ერთად, პიარმაც გამოყო კუმულაციური ეფექტი: გუშინ ტელემაყურებლების უმეტესი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ “კოალიციის საქმე ცუდადაა”. ახლა აშშ-ს და გაერთიანებულ სამეფოს მოუწევთ საპირისპიროს დამტკიცება.

აშშ-ს საფონდო ბაზარზე ცნობებმა ერაყში სასტიკი ბრძოლის შესახებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე ღრმა ვარდნა გამოიწვია. ვაჭრობის პირველივე წუთებში ძირითადი ინდექსები 2,3-25%-ით დაეცა. შემდგომში ვარდნამ უფრო მშვიდი ხასიათი მიიღო.

დოუ ჯონსონი 307,29 პუნქტით დაეცა (36,1%) და 8214,69 პუნქტი შეადგინა. ნასდაკის ელექტრონული ბირჟის ინდექსი 52,06 პუნქტით, ანუ 3,66%-ით დაეცა და 1369,78 პუნქტს მიაღწია.

ასეთი მკვეთრი დაცემის ძირითადი მიზეზი ერაყელების შეუპოვარი წინააღმდეგობაა, რამაც შესაძლოა ომის გაჭიანურება გამოიწვიოს. საფონდო ბაზრების ვარდნა შეიძლება გაგრძელდეს სამხედრო ოპერაციის სწრაფ დასრულებაში ინვესტორების იმედგაცრუების გამო. კორპორაციებმა უკვე დაიწყეს ომით გამოწვეული ზარალის დათვლა. ავიაკომპანიები აცხადებენ მილიარდიან ზარალს მგზავრობების რიცხვის შემცირების გამო, ხოლო მზღვეველები შიშობენ, რომ მათ მოუწევთ დიდი კომპენსაციების გადახდა, როგორც ეს 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა.

ომის დაწყების შემდეგ, სამგზავრო დარგის აქციების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა იმ იმედით, რომ ერაყში ომი მალე დამთავრდებოდა. ეს პროგნოზი ახლა ეჭვს იწვევს. აშშ-ის ძალები უფრო სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდნენ, ვიდრე ინვესტორები მოელოდნენ.

არასახარბიელო პროგნოზი სამგზავრო დარგის შესახებ ორშაბათს უფრო გაუარესდა. “დელტა ეარლაინს”-მა განაცხადა, რომ შიდა და საგარეო რეისებს შეამცირებს, რაც გამოწვეულია მგზავრობების რიცხვის შემცირებით ერაყში ომის დაწყების შემდეგ. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელმძღვანელობას ჯერ არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება შემცირებებზე.

“საავიაციო ბიზნესი ელოდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები”, – განაცხადა კარენ მილერმა, პილოტების ასოციაციის წარმომადგენელმა.

იმავე ზომებს მიმართა “იუნაიტიდ ეარლაინსმა”, “კონტინენტალ ეარლაინსმა” და ნორზვესტ ეარლაინსმა, რომლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამსახურიდან 4900 თანამშრომელს გაანთავისუფლებენ და რეისებს 12%-ით შეამცირებენ.

ამ დარგში სიძნელეების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფედერალურ დახმარებზე. მოთხოვნაც.

ტრანსპორტის მინისტრი – ნორმან მინეტი ორშაბათს ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, მაგრამ ავიახაზებისთვის არავითარი დახმარება არ გამოიყო. ბუშის ადმინისტრაციის კანონპროექტის თანახმად, 75 მილიარდი დოლარი გამოიყოფა თავდაცვის სამინისტროსთვის.

კონგრესმა, შესაძლოა, მხარი დაუჭიროს ომის რისკის დაზღვევას, რომელიც იცავს ავიახაზებს ომით და ტერორიზმით გამოწვეული დავალიანებისგან.

ბევრი ავიაკომპანია უფრო მეტ მხარდაჭერას ითხოვს, მათ შორის 9 მილიონ დოლარიან საგადასახადო შეღავათს.

“საგადასახადო არდადეგების მოთხოვნას კაპიტოლიუმზე სკეპტიკურად უყურებენ”, – განაცხადა ბიორნსმა.

სტარვუდის აქციის ღირებულება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 2,69 დოლარიდან, ანუ 10%-დან 24,11 დოლარამდე შემცირდა. “მარიოტ ინტერნეიშენელის” აქციების ღირებულება 3,02 დოლარით დაეცა და 31,86 დოლარი შეადგინა.

ომის გარდა, არსებობს, აგრეთვე, სხვა ცუდი კორპორაციული ამბები: მნიშვნელოვნად დაიწია კომპანია “Altria Group”-ის აქციების ღირებულებამ. ილინოისის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებით, “Philip Morris”-ის მფლობელმა უნდა გადაიხადოს 10,1 მილიარდდოლარიანი ჯარიმა მწეველების შეცდომაში შეყვანისთვის. კომპანია არწმუნებდა მწეველებს იმაში, რომ “მსუბუქი” სიგარეტების მოწევა ნაკლებად მავნებელია, ვიდრე ჩვეულებრივისა.

კონფლიქტის გაჭიანურების შემთხვევაში იმ განწყობას, რომ ნავთობზე იაფი ფასების წყალობით ომი ეკონომიკისათვის სასარგებლო აღმოჩნდება, კონფლიკტის სხვა სერიოზული შედეგებით შეწუხება ცვლის.

ერაყის სამხედრო მოქმედებებზე ნეგატიური ამბები რუსეთის აქციათა ბაზარზეც აისახა. Pთჩ-ს ინდექსი 1,51%-ით დაეცა (5,58 პუნქტი) და 363,00 პუნქტს მიაღწია. IIAA-ის კრებსითი საფონდო ინდექსი 1,91%-ით, ანუ 6,46 პუნქტით დაეცა და 332,3 პუნქტს მიაღწია. ვაჭრობის მოცულობა სულ უფრო მცირდება.

მთლიანობაში, მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ერაყში სამხედრო ოპერაცია რუსეთის ბაზარს კარგს არაფერს მოუტანს: მოკავშირეების სწრაფი გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელია ნავთობზე ფასების მკვეთრი დაცემა, ხოლო სამხედრო ოპერაციის გაჭიანურების შემთხვევაში – ვარდნა. ასე რომ, რუსეთის საფონდო ბაზარზე ოპტიმიზმი ნაკლებად მოიმატებს.

ეკონომიკურ საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველის, ილარიონოვის თქმით, რუსეთის ეკონომიკისათვის საუკეთესო ვარიანტი კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტაა. მისი აზრით, ასეთი სცენარის შემთხვევაში ერაყის ნავთობის ბაზარი 12-18 თვეში გაიხსნებოდა და შესაბამისად, ნავთობზე მსოფლიო ფასები დაეცემოდა. “მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ნეგატიურად აისახებოდა რუსეთის ბიუჯეტის შემოსავალზე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების დაცემა ქვეყნის რეალურ ეკონომიკაზე დადებით ზეგავლენას მოახდენდა”, – განაცხადა ილარიონოვმა. მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების დაცემის შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკას შესაძლებლობა ექნება ნავთობზე დამოკიდებულება თავიდან აირიდოს “.

ილარიონოვი თვლის, რომ ერაყის ომი მსოფლიო და რუსეთის ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს. მისი აზრით, ერაყში ნავთობჭაბურღილების დანგრევის შემთხვევაში, ნავთობზე ისედაც მაღალი ფასი კიდევ უფრო გაძვირდება. ამის შედეგად, მსოფლიო ეკონომიკამ შესაძლოა ფასების შოკი განიცადოს.

ახლა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი სულ უფრო იზრდება. ლონდონში IPE-ზე, მაგალითად, ბრენტ მარკის ნავთობზე მაისის ფიუჩერების ფასი 7,15%-ით გაიზარდა და 26,09 დოლარს მიაღწია, ნიუ-იორკში, NYMEX-ზე მსგავსი კონტრაქტები 6,5%-ით გაძვირდა და ერთ ბარელზე 28,66 დოლარი შეადგინა. ნავთობტრეიდერების აზრით, ფასების ზრდა გამოწვეულია ჰუსეინის სატელევიზიო გამოსვლით, რომელმაც გააკეთა განცხადება ანტიერაყული კოალიციის დიდ დანაკარგებზე. მოგახსენებთ, რომ გასულ კვირას ნავთობის ფასი დაეცა იმ იმედით, რომ ომი მოკლევადიანი და სწრაფი იქნებოდა.

ახლა ნავთობის ბაზრის მონაწილეები შიშობენ, რომ ერაყში სამხედრო ოპერაციის გაჭიანურება ნავთობის მიწოდებას შუა აღმოსავლეთიდან ხელს შეუშლის.

ან-ნასირთან ერაყელებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს ამერიკულ და ბრიტანულ ჯარებს. ტელევიზიაში გამოსვლის დროს ჰუსეინმა განაცხადა, რომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და ერაყული ჯარის მოქმედება დადებითად შეაფასა. დაუსაბუთებელი წყაროების თანახმად, სამხედრო ოპერაციის დაწყების მომენტიდან დაიღუპა კოალიციის, დაახლოებით, 30 სამხედრო მოსამსახურე: 14 ამერიკელი და 16 ბრიტანელი.

ქუვეიტის ნავთობმრეწველობის მინისტრის მოადგილის, ისა ალ-აუნის თქმით, ერაყის სამხრეთით იწვის რუმაილის ნავთობის საბადო, ცეცხლი უკიდია შვიდ ჭაბურღილს. ქუვეიტელი მეხანძრეები ახლა ცდილობენ ჩააქრონ ცეცხლი. ანალიტიკოსები მოვლენების ოპტიმისტურ განვითარებას აღწერენ, მაგრამ ამ პროგნოზიდან ყველანაირი გადახვევა მაშინათვე იწვევს ნავთობზე ფასების ზრდას. თუ ერაყში ომი თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება, ფასები შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

მიუხედავად ამისა, ფრანგული ბანკის შოციეტე Gენერალე-ის, მონაცემებით, წლის მეორე ნახევარში ფასები მნიშვნელოვნად დაეცემა, რადგან ოპეკს მოთხოვნის სეზონური ვარდნის დროს მოპოვების მოცულობის შემცირება გაუჭირდება. ამის გარდა, შოციეტე Gენერალე-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აშშ-ს შეუძლია სტრატეგიული რეზერვებიდან ფასების დაკლების მიზნით ნავთობი გაყიდოს. თუ ოპეკი შეამცირებს მოპოვებას, ერაყიდან ექსპორტის აღდგენა მოპოვების მოცულობის ნაკლებობას აანაზღაურებს.

ბაზრის ძლიერი კორექციული ვარდნის შემდეგ, იგი ოდნავ დამუხრუჭდება. ომის გაჭიანურების და ერაყში ნავთობის კომპლექსის მნიშვნელოვანი დაზიანების მიუხედავად, ნავთობზე ფასი მკვეთრად არ გაზრდილა. როგორც ჩანს, ვარდნა ბაზარზე გაგრძელდება და გრძელვადიან ტრენდში გადაიზრდება.