დედაქალაქის მთავრობის ერთწლიანი საქმიანობის შეჯამება

თბილისის მერმა აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, არასამთავრებო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დიპლომატიურ კორპუსს მერიის ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრა 8 დეკემბერს, სატუმრო „რედისონში“ გაიმართა. პრეზენტაციაზე მერიის სამსახურებისა და გამგეობის 2014 წლის აგვისტოდან, მიმდინარე წლის აგვისტოს თვის ჩათვლით განხორციელებული სამუშაოები წარმოადგინეს.
მერიის ანგარიშით, მათი ერთწლიანი საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი, რომლის დაგეგმვაშიც პრიორიტეტული ინფრასტუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, განათლების და კულტურის პროგრამების ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, შემცირდა აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული ხარჯები.

ასევე, წარმოადგინეს სამუშაოები, რომელიც შშმ პირთა ხელშეწყობას და ადაპტირებული გარემოს შექმნას ეხება, ასევე ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, ეკონომიკის და ბიზნესის ხელშეწყობა, კულტურა, სპორტი და ახალაგაზრდობა, გამწვანება, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება.
ღონისძიებაზე დეტალურად შეაჯამეს ყველა განხორციელებული პროგრამა, რეფორმა თუ ღონისძიება.
დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის წლიური შეჯამების პრეზენტაციას, საკრებულოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

ავტორი: ნინო ტაბაღუა