ნობელის პრემიის 2016 წლის ლაურეატები ეკონომიკის დარგში

სტოკჰოლმში ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის 2016 წლის ლაურეატები დაასახელეს. კონტრაქტების თეორიაში შეტანილი წვლილისთვის 2016 წელს ჯილდოს ორი ეკონომისტი მიიღებს: ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომისტი, ბრიტანელი ოლივერ ჰარტი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი ფინელი ბენგტ ჰოლმსტრომი.

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის შეფასებით, ჰარტმა და ჰოლმსტრომმა საკუთარი ნაშრომებით ინტელექტუალური საფუძველი ჩაუყარეს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა გაკოტრების შესახებ კანონმდებლობა და პოლიტიკური კონსტიტუცია. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ოლივერ ჰარტმა და ბენგტ ჰოლმსტრომმა შექმნეს კონტრაქტების თეორია, რომელიც რეალურ ცხოვრებაში სხვადასხვა ინსტიტუტებსა და აგენტებს შორის კონტრაქტების დადების მექანიზმის გაანალიზებას ამარტივებს.

თეორია ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტოპმენეჯერების ხელფასი მათ მიერ გაწეული შრომის საფუძველზე, ფრანშიზები და დაზღვევის დანამატი, ასევე კერძო სექტორის პრივატიზაცია. „მსგავსი კონტრაქტები ხშირად იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. ამიტომ ჰარტისა და ჰოლმსტრიომის ახალ თეორიას უმნიშვნელოვანესი მნიშვნელობა აქვს კონტრაქტების გაანალიზებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტი სწორად იქნეს შედგენილი და ყველა მხარე იყოს დაცული“, – ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ პროფესორი ოლივერ ჰარტი ამჟამად არის ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი. 1975-1981 წლებში ის იყო ასისტენტ პროფესორი Churchill College-ში. ის დაიბადა ლონდონში, 1948 წელს. PhD ხარისხი მიიღო პრინსტონის უნივერსიტეტში, 1974 წელს.

ლაურეატებს ნობელის კომიტეტისგან ჯილდოს სახით 8 მილიონ შვედურ კრონს გადასცემენ. დაჯილდოების ცერემონია დეკემბერში გაიმართება.