“ბოროტებას ნუ ჩაიდენთ” და ისე ებრძოლეთ კონკურენტებს

სოფიკო სიჭინავა

წამყვანი ფინანსისტების ყურადღება საძიებო სისტემის, google-ისკენ არის მიმართული. ინტერნეტ-ბუმის დაწყებიდან ბაზარზე ინტერნეტ-კომპანიების აქციათა ფართომასშტაბიანი გატანა პირველად მზადდება. ანუ, google-ი ამ წელიწადს თავისი საქმიანობის სფეროსა და ბაზარზე გავლენის გაფართოების პარალელურად ფასიანი ქაღალდების ემისიასაც გეგმავს. მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან IPO-ზე (Initial Public Offering – პირველი სახალხო შეთავაზება) 2,7 მლრდ-ზე მეტი გამოიმუშავონ.

ამასთან ერთად, ყველა მსურველს შეუძლია ონლაინ-აუქციონზე ამ კომპანიის აქციათა შესყიდვა. ინფორმაცია ამის შესახებ დიდი ხანია გავრცელდა, მაგრამ განცხადება მისი პარამეტრების შესახებ კომპანიამ მხოლოდ აპრილის ბოლოს გააკეთა. თითოეული აქციის ღირებულება ჯერ არ კონკრეტდება. ანალიტიკოსების აზრით, IPO-ს შედეგად, google-ის საბაზრო ღირებულება არანაკლებ 20 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რის შედეგადაც, კომპანიის 1907 თანამშრომელი თავისუფლად შეიძლება მილიონერი გახდეს. აქციები განთავსდება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, ან Nasdaq-ზე.

IPO კომპანიის დამფუძნებლებს საშუალებას მისცემს სრული კონტროლი შეინარჩუნონ. მანამ, სანამ კომპანიის აქციები ბირჟაზე გაიყიდებოდეს, google-ი საჯარო აუქციონის მოწყობას გეგმავს. ეს ნაბიჯი იმისთვის არის გამიზნული, რომ კომპანიის აქციების შესყიდვის საშუალება ყველა მსურველს ჰქონდეს და არა მხოლოდ კორპორატიულ ინვესტორებს. ვარაუდობენ, რომ ბირჟაზე აქციათა მიმართვა ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში განხორციელდება. IPO-ს მართვა დაკისრებული აქვს ბანკებს – Morgan Stanley-სა და Credit Suisse First Boston-ს. განცხადებაში, რომელიც კომპანიამ აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას წარუდგინა, წერია, რომ 2003 წელს google-ის მოგებამ 105,6 მლნ დოლარი შეადგინა, ბრუნვაზე 962 მლნ დოლარი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში google-მა გამოიმუშავა 64 მლნ დოლარი. ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომპანია, რომელიც 1998 წელს შექმნილი იყო სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ, დღესდღეობით კორპორატიულ სამყაროში ყველაზე უჩვეულოდ და არასტანდარტულად მიიჩნევა. მას უცნაური დევიზი აქვს: ბოროტებას ნუ ჩაიდენ! (Do no evil). დამფუძნებლებმა მოახერხეს თავიანთი პოტენციური ინვესტორების დარწმუნება იმაში, რომ საფონდო ბაზარზე კომპანიის გამოსვლაgoogle-ის ჩამოყალიბებულ კულტურას ვერ შეცვლის.

google-ი ყოველდღიურად 200 მლნ მოთხოვნას ამუშავებს, ანალიტიკოსების აზრით, კომპანია საძიებო სისტემის ბაზრის 35%-ს იკავებს. მათი ყველაზე მთავარი კონკურენტი, Yahoo – 30%-ს, ხოლო კორპორაცია Microsoft-ის MSN-ის სამსახური – 15%-ს. ასევე, ანალიტიკოსების აზრით, ამ მომენტისთვის IPO google-ისთვის ხელსაყრელი კონიუნქტურაა ჩამოყალიბებული. ელექტრონულ კომერციასა და კონტექსტურ რეკლამას საძიებო სისტემებში არც ისე ცუდი მოგება მოაქვს, რაზედაც Yahoo-ს კვარტალური ფინანსური ანგარიში მეტყველებს.

თუმცა, არსებობენ გარემოებები, რომლებთაც შეუძლიათ google-ის ხელმძღვანელობას ხასიათი გაუფუჭონ. საქმე ის არის, რომ კომპანია ვერ გაექცა მთელ რიგ სასამართლო პროცესებს, რომელიც კონტექსტური რეკლამის გაყიდვას შეეხებოდა და google-ისთვის მოგების ძირითად წყაროს წარმოადგენდა. როგორც google-ის ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი (რომელიც ფასიანი ქაღალდების კომისიას წარუდგინეს), 2002 წელს კომპანია Overture Servicesცდილობდა google-ისთვის პასუხსმგებლობა დაეკისრებინა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი მათ გამოგონებას იყენებდა. ახლა კომპანია Overture Services Yahoo-ს ეკუთვნის, რომელმაც გადაწყვიტა google-ის მიმართ იურიდიული დევნა გააგრძელოს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა google-ი საქმის მოგებას იმედოვნებს.

ამ უჩვეულო და არასტანდარტულ კომპანიას კონკურენტები დაუღალავად ებრძვიან: ამ ცოტა ხნის წინ Yahoo-მ უარი განაცხადა თავის გვერდებზე ძიებისას google-ის ალგორითმის გამოყენებაზე, რომელიც თავისით შეცვალა. მანამდე Yahoo-მ რამდენიმე “მაძიებელი” იყიდა: Inktomi, Aლტავისტა და Oვერტურე. Microsoft-მაც კი აღიარა, რომgoogle-ის მიერ შემუშავებული ძიების ტექნოლოგიები ბევრად აღემატება მათი კომპანიისას, მაგრამ ბილ გეითსი დაბეჯითებით აცხადებს, რომ ორი წლის შემდეგ სურათი საგრძნობლად შეიცვლება. თავის მხრივ, არც შეტევის სამიზნეს, google-ს სძინავს: ბოლო თვეებში კომპანიამ თავისი საქმიანობის სფეროს გაფართოებაზე გააკეთა განაცხადი.

თუმცა, პრობლემები არც მას ელევა: საძიებო სისტემის – google-ის საფოსტო სერვისი, რომელიც ინტერნეტ-ფოსტის ბაზრის გადატრიალებას გვპირდებოდა, შესაძლოა განუხორციელებელ ოცნებად დარჩეს. დემოკრატი ამერიკელი სენატორი, ლიზ ფიგეირო ფიქრობს, აკრძალოს გიგაბაიტური საფოსტო ყუთები. ექსპერტთა არაოფიციალური კომენტარების მიხედვით, ასეთი რამ შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ზეწოლის შედეგად, რომელსაც ამერიკის ხელისუფლებაზე ახრციელებენ ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან Microsoft-ი ან Yahoo, რომლებიც თავიანთი კლიენტების შესაძლო დაკარგვით არიან შეშფოთებულნი.

მასობრივი ინფრომაციის საშუალებები იტყობინებიან, რომ სენატში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტი ასეთი სერვისის აკრძალვას ითვალისწინებს იმ მოტივით, რომ ამ გზით შესაძლებელია მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში ჩარევა მოხდეს. google-მა უფასო ელექტრონული ფოსტის – Gემაილ-ის მომსახურების ბეტა-ტესტირების დაწყების შესახებ უკვე მოასწრო გამოეცხადებინა. კომპანია აცხადებდა, რომ საფოსტო ყუთების მოცულობა 1 გბ-ს შეადგენდა, იძლეოდა დაპირებას, რომ ფანჯრები და გრაფიკული რეკლამები არ იტივტივებდა. გარდა ამისა, სერვისში გათვალისწინებული იყო ელექტრონული ფოსტის გზავნილთა ბაზის სტრუქტურიზებისა და კატალოგიზაციის მექანიზმი, მაგრამ ასეთი სიამოვნებისთვის ფულის გადახდაა საჭირო და თანაც ინტერნეტ-მომხმარებლისთვის არც თუ სასიამოვნო მეთოდით – წერილში სარეკლამო განცხადებების სავალდებულო ინტეგრირებით. ამას ისიც ემატება, რომ, რეკლამა უნდა იცვლებოდეს გზავნილის შინაარსის ანალიზის მიხედვით, რომელსაც google-ის მიერ სპეციალურად შემუშავებული საშუალებები განახორციელებდნენ. კონტექსტური რეკლამა დღესდღეობით ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინტერნეტის მეშვეობით სარეკლამო კამპანიის საწარმოებლად და სარეკლამო ბაზარზე ასეთი წინადადების წარმატება გარანტირებული იქნებოდა.

“მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა საფოსტო სისტემის მომხმარებლის პირად ცხოვრებაში უდავო ჩარევაა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ თქვენს სახლში ვინმემ სარეკლამო აბრა ჩადოს,” – განაცხადა ლიზ ფიგეირომ. გარდა ამისა, აპრილის შუა რიცხვებში სენატორმა google-ის მისწერა, უარი ეთქვა “უკანონოდ შობილ” იდეაზე.

მიუხედავად ასეთი განცხადებებისა, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მომხმარებლების ინტერესების დაცვა ახალი სერვისის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მთავარი მიზეზი არ არის. ის, რომ საფოსტო სისტემის კომპიუტერები, სისტემის ხელმომწერთა წერილებს “წაიკითხავს”, არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან ინტერნეტის თანამედროვე მომხმარებლები მიჩვეულები არიან ურთიერთობის კონფიდეციალობის არც ისე მაღალ დონეს. google-ის კონკურენტები, ისეთები, როგორებიც არიან Yahoo და Microsoft-ი უკვე აქტიურად მუშაობენ თავიანთი საძიებო მექანიზმის ჩაშვებაზე და ჩართულნი არიან არც ისე დიდი ხნის წინ გაჩაღებულ “პორტალთა ომში”. google-ის კონკურენტები გვთავაზობენ უფრო ტევად საფოსტო ყუთებს. Yahoo დღესდღეობით უმსხვილესი უფასო საფოსტო სერვერს 52 მლნ-ზე მეტი მომხმარებლით და 4 მბ-იან საფოსტო ყუთებს გვთავაზობს. ჰოტმაილ-ი კი, რომელიცMicrosoft-ს ეკუთვნის და 45 მლნ მომხმარებელს ითვლის – 2 მბ-იანს. დისკურ სივრცეზე კი მომხმარებელებს ფულის გადახდა უწევთ. Yahoo წელიწადში 100 მბ-მდე 50 დოლარს ითხოვს. თუკი email-ი პოპულარობით ისარგებლებს, და ამაზე ყველაფერი მეტყველებს, google-ს კორესპონდენციების შესანახად არც ისე ცოტა ადგილი დასჭირდება. ყოველ მილიონ მომხმარებელს 1000 ტბ დისკური სივრცე დასჭირდება, იმ შემთხვევაშიც, თუკი ყველა მათგანი ვერ შეავსებს თავის საფოსტო ყუთს ბოლომდე. ახალი მომსახურების იდეა google-ის ერთ-ერთ შემქმნელს, ლარი პეიჯს მოუვიდა აზრად მას შემდეგ, რაც იგი google-ზე საფოსტო ყუთის რომელიღაც მფლობელის საჩივარს გაეცნო. მომჩივანის განცხადებით, ფოსტის დამუშავებაში, წერილების ძებნასა და წაშლაში დიდი დრო იხარჯება და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ შენახული ინფორმაციების მოცულობა გამოყოფილ ლიმიტში ჩაეტიოს.

როგორც ჩანს, კომპანიის ხელმძღვანელობისადმი საფოსტო ყუთების მოცულობის გაფართოვებისა და ელექტრონული ფოსტის სორტირების მეთოდების სრულყოფის მოთხოვნით ეს ერთადერთი მიმართვა არ ყოფილა. თანაც საძიებო სისტემის ბაზარზე შექმნილი სიტუაცია google-ს იძულებულს ხდის ახალი გზები მოგების მისაღებად ეძიოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ყოფილმა პარტნიორმა, ახლა კი კონკურენტმა – Yahoo-მ თავისი საძიებო ტექნოლოგია Inktom-ი შემოიღო. google-ი ყველა საძიებო მოთხოვნის 55%-ს ამუშავებს და არა 80%-ს, როგორც ადრე.

როგორც მოსალოდნელია, სერვისი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოში გავრცელებულ ყველა ენაზე. შეგახსენებთ, რომ იგი ძიებას მსოფლიოს 97 ენაზე გვთავაზობს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial