ქუთაისისა და იმერეთის მხარის ეკონომიკური მდგომარეობა

ფატი მამიაშვილი

2005 წლის თებერვალში დეკლარირებული მონაცემებით, ქუთაისის მსხვილ, საშუალო და მცირე სიმძლავრის საწარმოებში, წარმოების მოცულობამ შეადგინა 2037 ათასი ლარი, რაც 430.1 ათასი ლარით ჩამორჩება 2004 წლის თებერვლის თვეს. ტემპი – 82.6 %. იანვარ-თებერვლის თვეში სულ აღრიცხულ იქნა 4.3 მლნ ლარის პროდუქცია, რაც 415.7 ათასი ლარით ჩამორჩება 2004 წლის შესაბამის პერიოდს, ტემპი – 91.1%.

ნიკო ჩიხლაძე – იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი:

“ქუთაისის მოქმედ საწარმოებში დასაქმებულთა რიცხოვნობა 143 ერთეულითაა შემცირებული. რთული მდგომარეობაა სამეწარმეო საქმიანობაშიც. ის მსხვილი საკავშირო დაქვემდებარების საწარმოები, რაც ქუთაისში იყო განთავსებული, პრაქტიკულად, დაუტვირთავია. მათი უმეტესი ნაწილი, მაგალითისთვის, სს “ელექტრომექანიკოსი”, პრივატიზაციის პროცესშია.. რაც შეეხება ავტოქარხანას, მისი პრივატიზაციის საკითხი, ჯერჯერობით, შეჩერებულია.. მხოლოდ ავტოქარხნის შვილობილი კომპანიები ასრულებენ კერძო დაკვეთებს. სატრაქტორო ქარხანაც სოფლის მეურნეობისათვის საჭირო ცალკეულ დეტალებს ამზადებს. მთავარი მიზეზი, რის გამოც შეწყვეტილია ტრაქტორების წარმოება, მათი მაღალი თვითღირებულებაა.

1

დიდი ყურადღებაა გადატანილი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, რადგან ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ბიზნესის ხელშეწყობისთვის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკება დონორ ორგანიზაციებთან. მთლიანობაში, დამატებითი თანხების გათვალისწინებით, ეს თანხა ჯამურად 12 მილიონზე ადის, რაც, ამ ეტაპზე, საკმარისია ქუთაისში გზების, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოსაწესრიგებლად. ამასთან, შემუშავებულია ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2005-2007 წლების სამოქმედო პროგრამა, რომელიც დამუშავებულია დარგობრივ ჭრილში, ცალკეული ღონისძიებების მიხედვით.”

რაც შეეხება იმერეთის მხარის სამეწარმეო სფეროს.

2

2005 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ზრდის ტემპები დაფიქსირდა ეროვნული ეკონომიკის 5 დარგში, კერძოდ: საცალო ვაჭრობა გაიზარდა 2.2 მლნ ლარით, საზკვება – 93.4 ათასი ლარით, ჯანდაცვის შემოსავლები – 57.5 ათასი ლარით, ფასიანი განათლების შემოსავლები – 1.5 მლნ ლარით, მშენებლობა და რემონტი – 206.1 ათასი ლარით. 2004 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბენზინით საცალო ვაჭრობა გაიზარდა 729.5 ათასი ლიტრით (14.9 %), დიზელის საწვავით საცალო ვაჭრობა 325.2 ათასი ლიტრით (33.3%). გაზრდილია უალკოჰოლო სასმელებისა და პურის ფქვილის წარმოება, კერძოდ, მ/წ 2 თვეში დეკლარირებულია 6.6 ათასი დკლ მეტი უალკოჰოლო სასმელების წარმოება, რაც 15.5%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს, პურის ფქვილის წარმოება – 279.7 ტონით, ანუ 39.1 %-ით აღემატება გასული წლის დეკლარირებულ მაჩვენებლებს.

ბაზრებისა და ბაზრობების 2 თვის შემოსავლები, გასული წლის 2 თვესთან შედარებით, გაიზარდა 71.9 ათასი ლარით (15.6%), ხოლო რესტორნების, სასადილოებისა და კაფე-ბარების შემოსავლები – 93.4 ათასი ლარით (22.5%).

იანვარ-თებერვალში, შესადარ ფასებში წარმოებული პროდუქციის მოცულობამ 22.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც საბაზისო პერიოდს 2.1 მლნ ლარით ჩამორჩება, ტემპი – 91.6%.

3

ჰესების 2005 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები 399 ათასი ლარით ჩამორჩება მათ 2004 წლის შესაბამის მაჩვენებლებს, დარგის ტემპი 86.9%-ია.

2005 წლის იანვარ-თებერვალში მოქმედ 401 საწარმოდან საანგარიშო თებერვლის თვეში პროდუქცია არ უწარმოებია 32 საწარმოს, ანუ გაჩერებულია მოქმედ საწარმოთა 8%.

2005 წლის მონაცემებით, იმერეთში წარმოებულ მთლიან სამრეწველო პროდუქციაში 5% -ზე მეტი ხვედრითი წილით წარმოდგენილია 4 დარგი;
1) ლითონპროდუქტების წარმოება – 50.6%,
2) ელ. ენერგიის წარმოება – 11.7%,
3) მასალების მოპოვება შახტებში – 11.8%, %,
4) პურისა და პურფუნთუშეულის წარმოება – 7.0%.

2005 წლის 2 თვეში იმერეთში წარმოებული მთლიანი პროდუქციის მოცულობაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით – 50.6%-ით წარმოდგენილია “ლითონპროდუქტების წარმოება”. 2005 წლის თებერვლის თვეში წარმოებულად დეკლარირებულია 3295 ათასი ლარის ღირებულების პროდუქცია, რაც 2956.6 ათასი ლარით ჩამორჩება გასული წლის თებერვლის თვის მონაცემს.

4

იმერეთის მხარეში განლაგებულ 5 ჰესის მიერ შესადარ ფასში სულ წარმოებულია 2.6 მლნ ლარის ელ. ენერგია, რაც საბაზისო პერიოდს 0.4 მლნ ლარით ჩამორჩება. ტემპი – (შესადარ ფასში) 86.8%.

ნიკო ჩიხლაძე: რეგიონის სამრეწველო პროდუქციის მოცულობის ზრდა, ძირითადად, განაპირობა ჭიათურმანგანუმისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნების ამუშავებამ. ფაქტიურად, მათ მუშაობაში აღარ არის მნიშვნელოვანი შეფერხებები, მათ შედარებით ნორმალური მენეჯმენტი აქვთ. შესაბამისად, დიდია პროდუქციაზე მოთხოვნაც. უნდა ითქვას, რომ ფეროს პროდუქციას უკვე უჭირავს მსოფლიო ბაზრის 2%-4%. იმერეთში ფუნქციონირებს რამდენიმე საწარმო, რომელთაც უცხოელი ინვესტორები ჰყავთ. მაგალითად, ასეთია შპს “გამა-ვუდი” – თერჯოლის ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმო, რომლის ინვესტორები იტალიელები არიან. ასევე, იტალიურია საჩხერის ხე-ტყის გადამამუშავებელი “ინტერნეშენალ ტიმბერკომპანი”. ორივე საწარმო წარმატებულად მუშაობს.

უახლოეს მომავალში, გამოცხადდება ტენდერი, რომლის თანახმადაც, ჭიათურმანგანუმი, ტყიბულნახშირი და ვარციხჰესი გადაეცემა ერთ ინვესტორს. რაც შეეხება იმერეთის მხარის დანარჩენ 4 ჰესს – ძევრულჰესს, გუმათჰესს, შაორჰესსა და რიონჰესს – ისინი ჯერჯერობით სახელმწიფოს საკუთრებაშია.. სამწუხაროა, რომ ჰიდრორესურსებით მდიდარ იმერეთში ელექტროენერგიის დეფიციტი კვლავ უცვლელია როგორც საწარმოო, ისე კერძო სექტორში. ფაქტიურად, რეგიონში რთულად სრულდება ფორმულირება “ელექტროენერგია – მომხმარებელს!”

მიმდინარე წლის თებერვლის თვეში დარგში წარმოებულია 1.2 მლნ ლარის პროდუქცია, რაც საბაზისო პერიოდს 0.3 მლნ ლარით ჩამორჩება. ტემპი – (შესადარ ფასში) 79.6%. დარგში დასაქმებულ მუშაკთა რიცხვმა 508 კაცი შეადგინა.

დარგი – “მასალების მოპოვება შახტებში”, წარმოდგენილია ჭიათურისა და ტყიბულის სამთო მომპოვებელი საწარმოებით. 2005 წლის თებერვლის თვეში შესადარ ფასში, წარმოებულია 1289.9 ათასი ლარის პროდუქცია, რაც 205.7 ათასი ლარით აღემატება გასული წლის თებერვლის თვეს, ზრდის ტემპი 119%-ია. 2005 წლის იანვარ-თებერვალში დეკლარირებულია 2.7 მლნ ლარის ღირებულების პროდუქციის წარმოება, რაც 261.2 ათასი ლარით აღემატება გასულ 2004 წელს. ზრდის ტემპი – 110.9%. წლის დასაწყისიდან დარგის ხვედრითი წილი, იმერეთის მთლიან წარმოებულ პროდუქციაში 11.8% შეადგენს. 2005 წლის, თებერვლის მონაცემებით, დარგში დასაქმებულია 3939 კაცი, რაც 325 ერთეულით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს.

თებერვლის თვეში იმერეთის მხარეში სულ აღირიცხა 1251.5 ტონა პურის ცხობა, რაც 13.9 ტონით ჩამორჩება გასული წლის თებერვლის თვეს, ტემპი 98.9%-ია. წლის დასაწყისიდან 1 სულ მოსახლეზე, საშუალო დღიური პურის ცხობა შეადგენს 59 გრამს. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ქუთაისში – 120 გრამი, ყველაზე მინიმალური კი ზესტაფონში – 15 გრამი.

იმერეთის მრეწველობაში 11.5%-ის ხვედრითი წილი უჭირავს “კვების მრეწველობას”, რომელშიც შემავალი დარგები თავისი შინაარსით (სწრაფსარეალიზაციო საქონელი) მიდრეკილი არიან ჩრდილოვანი ეკონომიკისადმი. ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა სახის პურის ქუთაისი აღარ არის ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი. დღევანდელ პროვინციაში, სადაც მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, ყოველწლიურად, 1 მილიარდი მანეთის ღირებულების პროდუქცია იქმნებოდა, მხოლოდ რამდენიმე საწარმო ფუნქციონირებს. მასიური უმუშევრობა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები, მუდმივი უშუქობა, ხელისუფლების ინერტულობა – ასეთი მდგომარეობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის დატოვებას და უცხოეთში სამუშაოდ წასვლას ამჯობინებს. ქუთაისელებს ირონიულად ეღიმებათ, რომ ქალაქში, სადაც ელექტროენერგია არც სატელევიზიო ანძას და არც სასიცოცხლო ობიექტებს არ მიეწოდება (ადგილობრივი ტელევიზია და რადიო გენერატორების საშუალებით მუშაობს და გაზეთების დაბეჭდვაც ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული), მხოლოდ წყლის პრობლემა გახდა საქვეყნო აჟიოტაჟის მიზეზი. მათ მაინც აქვთ იმედი, რომ სასამართლო, საბანკო თუ საუნივერსიტეტო უწყებების თბილისიდან ქუთაისში გადატანის პერსპექტივა გადაარჩენს მთლიანად იმერეთის მხარეს..

ფქვილით, (როგორც იმპორტული ასევე სამამულო წარმოების), პრობლემა მხოლოდ მათი აღრიცხვაში მოქცევაა.

წლის დასაწყისიდან მოქმედი 7 საწარმოს მიერ დეკლარირებულია 995.5 ტონა პურის ფქვილის წარმოება, რაც 279.7 ტონით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს და ზრდის ტემპი შეადგენს 139.1% თებერვლის თვეში წარმოებულად დეკლარირებული ხორბლის ფქვილი 75.1 ტონით აღემატება წინა იანვრის თვის მაჩვენებელს, რის გამოც ზრდის ტემპი 116.3%-ის ტოლია.

ნიკო ჩიხლაძე: “ძირითადად, საექსპორტო პროდუქციაა: ფეროს პროდუქცია და ლითონპროდუქტები, მანგანუმის წარმოება, მანქანები და მოწყობილობები, კვების პროდუქტები და სასმელები, ავეჯი და ხე-ტყის ნაწარმი. ფეროშენადნობთა ქარხნის პროდუქცია, ძირითადად, ევროპაში იგზავნება, დანარჩენი – დსთ-ს ბაზარზე. მაგალითისთვის, კვების პროდუქტებიდან მეტი წილი ღვინოსა და სპირტიან სასმელებზე მოდის, უმნიშვნელო რაოდენობით ხდება ჩაის იმპორტი, ავეჯი უმეტესად ცალკეული დეტალების სახით იგზავნება.”

ნიკო ჩიხლაძე: “როგორც ცხრილიდან ჩანს, დეკლარირებული მონაცემებით, მრეწველობაში საანგარიშო პერიოდში მთლიანად დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 630 ერთეულით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს. თუმცა ანალიზით სჩანს, რომ 2005 წლის მონაცემებში ჩართულია იმ საწარმოთა მონაცემები, რომლებსაც მიმდინარე წელს პროდუქცია არ უწარმოებიათ. ამდენად საჭიროა დაზუსტდეს მოქმედ საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანი რიცხოვნობა. უნდა ითქვას, რომ სამრეწველო სექტორში შედარებით მაღალია დასაქმებულთა მაჩვენებელიც. ეს, ერთგვარად, განაპირობა ჭიათურმანგანუმის, ფეროსა და სამტრედიის რკინიგზის სტაბილურმა მუშაობამ. თუმცა, დასაქმების კუთხით მდგომარეობა კვლავ არასასურველია. რეგიონის მასშტაბით, შეგვიძლია გამოვყოთ ე. წ. დეპრესიული რაიონები, სადაც უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ტრანსფერებისა და სხვა სოციალური მისაცემლების დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან დროულად ხდება. არსებითად. არ შეცვლილა რეგიონის საწარმოო სფეროს სრტუქტურა. ორი დარგი, რომელთა ხვედრითი წილი გაიზარდა, არის მეტალურგია და ლითონპროდუქტები (43%-დან 50%-მდე) და შახტებში მასალების მოპოვება (12%-დან 13%-მდე).”

იმერეთის მხარეში ე.წ. დეპრესიულ რაიონს მიეკუთვნება ხონი, სადაც ხუთამდე კერძო ჩაის ფაბრიკა უმნიშვნელო დატვირთვით მუშაობას. მათი ძირითადი პრობლემა ენერგოდეფიციტს, მარკეტინგს და არასრულყოფილ მენეჯმენტს უკავშირდება. ტყიბულში თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის შეჩერების შემდეგ კრიზისული მდგომარეობაა. განსაკუთრებით მძიმეა სოციალური ფონი მეშახტეთა ქალაქში, რომლის ინფრასტრუქტურა და სიცოცხლისუნარიანობა დაკავშირებული იყო ტყიბულნახშირის ნორმალურ ფუნქციონირებასთან. დღეს ტყიბულნახშირი მხოლოდ მცირე შეკვეთებს ასრულებს ფეროსა და კერძო სექტორისთვის.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია ტყიბულნახშირით კერძო ინვესტორის დაინტერესება.

ქუთაისის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის, ზურაბ თადუმაძის ინფორმაციით, იმერეთის მხარეში ეკონომიკური წინსვლა უკვე შეიმჩნევა, რაც, ძირითადად, ექსპორტსა და შიდა ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის მოცულობითი წილის ზრდის შედეგია.

ზურაბ თადუმაძე: იმერეთის მხარის ეკონომიკური აქტივობის უფრო მეტი ზრდისა და დადებითი ეკონომიკური ეფექტის მიღებისათვის აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა: რეგიონის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მცირე და საშუალო ბიზნენსის განვითარების ხელისშემწყობი რეგიონალური პროგრამის მომზადება, რომელიც დამტკიცდება საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და რომლის შესრულებაზე დაწესდება მკაცრი კონტროლი.

აუცილებელია, აგრეთვე, რეგიონის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების გაუმჯობესება, სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო სტანდარტებით საბანკო კრედიტების გაცემა, შიდა ბაზრის დაცვა კონტრაბანდული და ფალსიფიცირებული პროდუქციისგან. ამ მხრივ, რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატა მკვეთრად გაააქტიურებს მუშაობას.”