სამომხმარებლო ბაზარი

რედაქციისაგან

საქართველოში 2005 წლის ივლისში დეფლაციის დონემ 1,9 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე თბილისში შემცირდა 2%-ით, ბათუმში – 2,4%-ით, ქუთაისში – 2%-ით, თელავში – 0,4%-ით, გორში კი – 1,3%-ით.

ასევე ივლისში წინა თვესთან შედარებით ხანმოკლე მოხმარების საქონლის ფასები შემცირდა 2,9%-ით, ამასთან, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის ფასების საერთო დონე გაიზარდა 0,1 პროცენტით, მომსახურების ტარიფების ფასები – 0,4 პროცენტით, ხოლო საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონლის ფასები წინა თვესთან შედარებიოთ არ შეცვლილა.

საქართველოში 2005 წლის ივლისში 2004 წლის დეკემბერთან შედარებით (მიმდინარე წლის შვიდ თვეში) დეფლაციის დონემ 1,3 პროცენტი შეადგინა (2004 წლის შვიდ თვეში ფასების საერთო დონე უცვლელი იყო, 2003 წლის ანალოგიურ პერიოდში ინფლაციის დონემ 1,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2002 წელს – 1,9 პროცენტი).

2005 წლის ივლისში 2004 წლის ივლისთან შედარებით ინფლაციის დონემ 6,0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2005 წლის შვიდ თვეში საშუალოდ 2004 წლის შვიდი თვის საშუალოსთან შედარებით – 108,9 პროცენტი.