წყნარი ოკეანიისყველაზე მზარდი ქვეყანა: ფილიპინები

რედაქციისაგან

ფილიპინების არქიპელაგი შედგება 79 პროვინციისა და 116 ქალაქისაგან. 1998 წელს, აზიის ფინანსური კრიზისისას, ფილიპინები ნაკლებად დაზარალდა. 1999 წელს GDP მაჩვენებელი იყო 2,4%, 2000 წელს – 4,4%, მაგრამ 2001 წელს, როდესაც მსოფლიოში შეინიშნებოდა ეკონომიკის ზრდის შენელება, ფილიპინებში GDP მაჩვენებელი იყო 3,2%, 2002 წელს – 4,3%, 2004 წელს – 6%, განავითარეს რა ექსპორტის, მომსახურების და სოფლის მეურნეობის სექტორები.

საწვავის ფასები ფილიპინებში მაღალია, ასევე მაღალია ინფლაციის მაჩვენებელიც. Qქვეყნის მსხვილმა საბიუჯეტო დეფიციტმა გამოიწვია სახელმწიფი ვალების დაგროვება.
GDP მაჩვენებელი 2004 წლის პირველ ნახევარში იყო 6,3%, ხოლო ეროვნულ პროდუქტებზე GNP მაჩვენებელი – 6,1%, ანუGDP მაჩვენებელზე დაბალი, რაც ფილიპინების ეკონომიკისათვის დამახასიათებელი არაა. ექსპორტი გაიზარდა 13,0%-ით, ხოლო იმპორტი – 5,7%-ით. Kკარგი კლიმატის წყალობით სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა და მეტყევეობა ქვეყნის საერთო პროდუქციის 6,3%-ია.
Mმრეწველობის სექტორი, რომელიც შეადგენს GDPმაჩვენებლის 33%-ს, გაიზარდა 5,6%-ით. მომსახურება, რომელიც შეადგენს GDP-ის 47%-ს, გაიზარდა 6,9%. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ეკონომიკას არ შეუქმნია საკმარისი სამუშაო ადგილები და უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი კვლავ მაღალია – 13,7%. 2004 წელს მაღალი იყო ინფლაციის მაჩვენებელიც, რაც გამოწვეული იყო საკვებ პროდუქტებზე, საწვავზე და ტრანსპორტზე ფასების ზრდით.
Fფილიპინების სახელმწიფო კაბინეტმა შეიმუშავა ეკონომიკის განვითარების გეგმა 2005-2010 წლებისთვის, თუმცა მასში დასახული მიზნები შეიძლება ამბიციურად ჩაითვალოს. Gგეგმის თანახმად, 6 წლის განმავლობაში უნდა შეიქმნას 6 მლნ სამუშაო ადგილი, მაგრამ თუ გადავხედავთ 1999-2003 წლებს, თითოეულ წელს იქმნებოდა მხოლოდ 800 000 ახალი სამუშაო ადგილი. მიუხედავად იმისა, ფილიპინების სახელმწიფო მიაღწევს თუ ვერა დასახულ მიზანს, უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი დარჩება. 2009 წელს ბიუჯეტის დასაბალანსებლად შემოსავლები წელიწადში 15%-ით უნდა გაიზარდოს, მაშინ, როცა 1999-2003 წლებში ყოველწლიურად 6%-ით იზრდებოდა.
სახელმწიფოს დაბალი შემოსავლები არის ბიუჯეტის დეფიციტის მთავარი მიზეზი, ამიტომ მთავრობა საგადასახადო სისტემაში რეფორმას ატარებს და იწყებს შემოსავლების დაბეგვრას 10-ზე მეტი პროცენტით. Eეს ნაბიჯი ანალიტიკოსების მსჯელობის საგანი გახდა. სახელმწიფო კაბინეტსა და სპეციალისტებს შორის დავა არ წყდება, არადა, ორივე მხარე მიიჩნევს, რომ რაც უფრო დიდი ხანი დასჭირდება კონსენსუსის მიღწევას, მით უფრო შეფერხდება ეკონომიკის განვითარება სახელმწიფოში.
ფილიპინების სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის ქვეყნის უმსხვილესი ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს ადგილობრივ პალატებს, საწარმოებსა და სავაჭრო ორგანიზაციებს. მისი მიზანია, განავითაროს მიკრო ეკონომიკა, მცირე და საშუალო საწარმოები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. 2005 წელს ფილიპინებმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა არგენტინასთან, რაც მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებას გამოიწვევს. Aასევე, ორგანიზაცია სთავაზობს კონსულტაციებს ჩინური ბაზრის ათვისებით დაინტერესებულ ნებისმიერ კომპანიასა თუ ბიზნეს ასოციაციას, აქვს წარმომადგენლობა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და აზიის სხვა ქვეყნებში.

Leave a Reply

Your email address will not be published.