საფონდო ბირჟის “სპეკულანტები” – გამდიდრების მოკლე და რისკიანი გზა

თეონა აბდუშელიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი
საქართველოში საფონდო ბაზარმა ფეხი ახლახანს აიდგა და განვითარების სტადიაშია. მის წინაშე ჯერ არ დამდგარა ისეთი პრობლემები, რაც ევროპამ და ამერიკამ XVII-XVIII საუკუნეებში გაიარა და დღესაც იჩენს ხოლმე თავს. ამის მიზეზი, ჯერჯერობით, საქართველოში ეგრეთწოდებული სპეკულანტების არარსებობაა, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა. ალბათ, გამოჩნდება ვინმე ჭკვიანი ადამიანი, რომელიც მოკლე” გაყიდვებით ძალიან დიდ მოგებას ნახავს, რადგან ამ მხრივ ბაზარს გამოცდილება არ აქვს და ერთგვარად დაუცველია.
ბევრი დამწყები ინვესტორისთვის მოკლე გაყიდვის კონცეფცია ცოტა უცნაურად ჩანს: რატომ ვისესხო აქციები და მერე უცბადვე გავყიდო? იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ პროცესში ყველაფერი თავდაყირაა და სულელურად გამოიყურება. როგორ შეიძლება გამოიმუშაო ფული აქციებზე ფასის ვარდნით? მოდით განვიხილოთ მოკლე გაყიდვის განხორციელების შემდეგი მაგალითი. თქვენ დეტალურად აანალიზებთ Go South Corp-ის საქმიანობას და მიდიხართ დასკვნამდე, რომ ეს არის მოკლე გაყიდვებისათვის შესაფერისი კანდიდატი. ამ კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება ერთ აქციაზე 20 დოლარია. როგორც გგონიათ, ეს ფასი 10 დოლარამდე ჩამოვა. თქვენ იღებთ ვალად თქვენი საფონდო ბროკერისგან Go South Corp-ის 100 აქციას. შემდეგ ღია ბაზარზე განხორციელდება 100 აქციის მიმდინარე ფასში გაყიდვა – 20 დოლარი აქციაზე. თქვენი შემოსავალი 2000 დოლარი იქნება. თუ ამ ფასიანი ქაღალდების საცალო ღირებულება 30 დოლარამდე ავა, ეს კი 1000 დოლარით მეტია იმ თანხაზე, რაც თქვენ გადაიხადეთ, ასეთ ტრანსაქციაზე თქვენ კარგავთ ფულს, მაგრამ თუ აქციის ფასი 10 დოლარი გახდა, თქვენ 100 აქციას 1000 დოლარად იყიდით, ხოლო დანარჩენ 1000 დოლარს დააბრუნებთ გირავნობის ანგარიშზე.
მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე სპეკულანტები საკმაოდ დიდი რაოდენობითაა. ისეთი ცნობილი სახეებიც კი, როგორიც არის ჯორჯ სოროსი, როი ნიუბერგი, ჯიმი ჩანოსი, ძმები ფიშბახერები და ბევრი სხვა, ფასების დაწევაზე მუშაობდნენ და მოკლე გაყიდვებით აგროვებდნენ ქონებას. მოკლედ მოგიყვებით თითოეულის წარმატებული თუ წარუმატებელი ოპერაციების შესახებ.
მოკლე გაყიდვები ბაზარზე არც თუ ისე ახალი მოვლენაა. იგი წარმოიშვა 1500 წლის ბოლოს, დანიაში, საფონდო ბაზრის ჩამოყალიბებასთან ერთად. შემდგომ ეს პროცესი უფრო დაიხვეწა და ინვესტორებმა შექმნეს მოკლე გაყიდვებისთვის ახალი ფინანსური ინსტრუმენტები: ოპციონები, საპაიო საინვესტიციო ფონდები, გირავნობის აუქციონები. ამ ოპერაციების ყველაზე თვალსაჩინო სპეციალისტი იყო ისააკ დე მიელერი. მან შექმნა დათვების შემოტევის მეთოდიკა. აირჩია არამდგრადი ფინანსური მდგომარეობის კომპანია და განახორციელა მოკლე გაყიდვები აქციების მაქსიმალურ რაოდენობაზე, მათი ფასის დაწევის მიზნით, შემდეგ შეიძინა დავარდნილ ფასებში აქციები და ხმები გაავრცელა ფასის ასაწევის თაობაზე.
მე-17 საუკუნე კაპიტალიზმის განვითარების ხანაა, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვა მოკლე გაყიდვების ოპერაციების განვითარებაც, თუმცა მთავრობა დროდადრო კრძალავდა ამგვარ ოპერაციებს, მაგრამ აკრძალვების მიუხედავად, ბირჟაზე გარიგებები მაინც ხორციელდებოდა. მოკლე გაყიდვები ვითარდებოდა როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. 1840 წ. ტელეგრაფის გამოგონებამ ხელი შეუწყო გაყიდვების განხორციელებას შედარებით ფართო მაშტაბით. ევროპელ ინვესტორებს მიეცათ საშუალება მიახლოებოდნენ ამერიკულ ბაზარს. სწორედ მაშინ გამოიგონეს ტიკერ-მექანიზმი ინფორმაციის მისაღებად. ამერიკული საფონდო ბაზრის განვითარებას ხელი შეუწყო ასევე რკინიგზის განვითარებამ, რაც მოითხოვდა დიდი კაპიტალის დაბანდებას. ამიტომ საჭირო იყო ინვესტიციების მოძიება, რამაც გამოიწვია დიდი კონკურენცია. ინვესტორები ყველაფერზე მიდიოდნენ ფულის მისაღებად. უმართლებდათ საუკეთესოებს, რომლებსაც ყაჩაღთა მეთაურებს უწოდებდნენ.
ერთ-ერთი ასეთი მეთაური იყო დანიელ დრუ, გაუნათლებელი ადამიანი, მაგრამ მოკლე გაყიდვების კომპეტენტური სპეციალისტი. ის კარგად მანიპულირებდა ბაზარზე და ამათუიმ ფინანსური ინსტრუმენტებით წევდა ფასებს. დრუ ამბობდა: ადამიანი, რომელიც ყიდის იმას, რაც მას არ ეკუთვნის, მან ან უნდა გამოისყიდოს იგი, ან უნდა ჩაჯდეს ციხეში. მან 1854წ. 1,5 მილიონი დოლარის სესხი გადასცა კომპანია Erie Railroad-ს და მასზე კონტროლის უფლება მიიღო, გაყიდა სარკინიგზო საქმის აქციები მოკლე პოზიციით და დიდი მოგება მიიღო. შემდეგ ის შეხვდა ჯო გოულდს და ჯიმ ფისკს, რომელთაც უნდოდათ თავი მოეყარათ ქონებისთვის. გოულდის პირველი ბიზნესი იყო ტყავის ქარხანა, რომელმაც მალე მოუტანა მოგება და 1818წ. 21 წლის ასაკში იგი მულტიმილიონერი გახდა. ჯიმ ფრესკი, თავდაპირველად ოფიციანტი იყო, მუშაობდა ასევე ცირკშიც, ხოლო შემდეგ გახდა უოლტ-სტრიტის მეკუჭნავე. დრუს სიკვდილის შემდეგ გოულდმა და ფისკმა მიიღეს 1967წ. Erie Railroad-ზე კონტროლი, რომლის ფინანსებს იყენებდნენ პირადი საქმეებისთვის. გოულდს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ბოს ტვიდთან დაTammany Hall Group-თან, რომლებიც ნიუ-იორკს მართავდნენ. გოულდმა იყიდა ასევე New York World. ის ასევე შეეცადა განეხორციელებინა კორნერი ოქროს ბაზარზე და მიეღო 10 მილიონი დოლარის მოგება, რამაც გააკოტრა რამდენიმე საინვესტიციო ბანკი. 1872 წელს გოულდი გამოდევნეს სარკინიგზო ბაზრიდან. ამავე წელს დაიღუპა ფისკიც.
XX საუკუნის დასაწყისში საფონდო ბაზარი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. უფრო რთული გახდა ფასებით მანიპულირება. გაიზარდა მარეგლამენტირებელი აქტების რიცხვი, მაგალითად, კორნერზე აკრძალვა. საბირჟო მაკლერებს შორის იყვნენ ლეგენდარული პირები, რომლებმაც ქონება მოკლე გაყიდვებით დააგროვეს. ერთ-ერთი იყო ჯეს ლივერმორი. ის დაიბადა 1877წ. მასაჩუსეტსში, 14 წლის ასაკში სახლიდან წავიდა და მუშაობა დაიწყო Paine Webber-ში. მას ევალებოდა მხოლოდ აქციების კურსის დაწერა დაფაზე, მაგრამ მან ბევრი რამ ისწავლა. იმ დროს საფონდო ბაზარზე ინფორმაცია ნაკლები იყო. ინვესტორები ეყრდნობოდნენ გავრცელებულ ხმებს. ცივილური საფონდო ბაზარი მაშინ არ არსებობდა. ლივერმორი კი ყურად არ იღებდა ასეთ ხმებს. მას ასევე ჰქონდა ფოტოგრაფიული მახსოვრობის ნიჭი და მათემატიკური შესაძლებლობებიც. მან დაიმახსოვრა აქციების ფასების ყველა ისტორიული ცვლილება, რომელთა მაჩვენებლებზე აწარმოებდა გაყიდვების რაციონალურ სტრუქტურას. საქმის არსის მიხედვით, ლივერმორი იყენებდა ტექნიკური ანალიზის მეთოდიკას.
ლივერმორს არ ჰქონდა პრეფერენციები მოკლე ან გრძელი გაყიდვების სასარგებლოდ. ის ირჩევდა ვარიანტს, რომელიც მოუტანდა მაქსიმალურ მოგებას. 1906 წელს მან “მოკლე გაყიდვებით შეიძინა Uნიონ Pაციფიც-ღაილროად-ის აქციები. რამდენიმე თვეში სან-ფრანცისკოში მიწისძვრა მოხდა და ამ კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა. ლივერმორმა მოიგო 250 ათასი დოლარი. ერთი წლის შემდეგ, მან განახორციელა ფართომაშტაბიანი მოკლე გაყიდვა. 1907 წლის ოქტომბერში ბაზარზე ფასები დავარდა და ლივერმორმა ამ ჯერზე 3 მილიონი დოლარი მოიგო. 1907 წელს პანიკის დროს ასევე დიდი ფული იშოვა, იგი 4-ჯერ გაკოტრდა. იყო ასევე წარუმატებელი შეთანხმებებიც და ყავდა ასევე ბევრი მტერი, რის გამოც მუდმივი დაცვის ქვეშ ცხოვრობდა. 1934 წელს ის გაკოტრდა, რადგან ვერ შეძლო კრედიტორებთან თავისი მოვალეობის შესრულება და 1940წ. თავი მოიკლა. მან დაწერა წიგნი საფონდო ბროკერის მოგონებანი, სადაც საინვესტიციო საქმიანობის რამდენიმე წესია მოყვანილი.
მოკლე გაყიდვების კიდევ ერთი ცნობილი სპეციალისტი იყო ბერნარდ ბრაუხი. იგი დაიბადა 1870წ. მუშის ოჯახში, დაამთავრა კოლეჯი და კარიერა უოლტ-სტრიტზე დაიწყო. დაუღალავი შრომის შედეგად გახდა A. A. Housman & Co-ს კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც დარეგისტრირებული იყო საფონდო ბირჟაზე. მისი ყველაზე ცნობილი მოკლე გაყიდვის შეთანხმება შედგა 1901წ. ამ დროს Amalgamated Copper Companyცდილობდა სპილენძის ბაზრის მონოპოლიზირებას ფასის აწევით და კონკურენტების შემცირებით. ბარუხი ფიქრობდა, რომ თუ ფასს აუწევდნენ საქონელს, მოთხოვნილება დაიწევდა და მოახდინა მოკლე გაყიდვა. ამ ნაბიჯმა მას 800 ათასი დოლარის მოგება მოუტანა. მან მოკლე გაყიდვების პრაქტიკის შესახებ წიგნი გამოუშვა, თუმცა ავტორად თავი არ დაასახელა. ამ წიგნის წყალობით ბარუხს იმედი ქონდა, რომ შეამცირებდნენ მოკლე გაყიდვებზე შეზღუდვებს. მაგალითად, ხომ შეუძლია მშენებელს გაყიდოს ჯერ კიდევ აუშენებელი სახლი? ან ფერმერმა – მომავალი წლის მოსავალი? თავის წიგნში იგი ირწმუნება, რომ ეს არის ფინანსური სისტემის შემადგენელი ნაწილი.
1920-იან წლებში დაიწყო საფონდო ბაზრის მკვეთრი ზრდა, რაც განაპირობა ეკონომიკის ტემპის ზრდამ. ეს მოვლენა დაკავშირებული იყო რადიოტექნიკისა და ავტომშენებლობის განვითარებასთან. ამ დროს ინვესტორები თვითონ ცდილობდნენ განესაზღვრათ მოგების მიღების რაციონალური მეთოდი. ამ საქმეში ცნობილი იყო უილიამ დიურანი. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი იყო Gენერალ Mოტორს-ის დამფუძნებელი. მან შეძლო აქციის კურსის მანიპულირება პირადი მოგების მიზნით. ერთ-ერთი მომგებიანი კომპანია გახდა კანადური ფირმა International Nickel. ის იყო სპეკულანტების გემრიელი ლუკმა. დიურანი, ანგარების მიზნით იყენებდა ფულად პულებს იმისათვის, რომ აეწია მოცემული კომპანიის აქციების კურსი 60 პუნქტით და შეეცადა განეხორციელებინა კორნერი ამ ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში. შემდეგ გაიზარდა იმ ინვესტორთა რიცხვი, რომლებმაც განახორციელეს მოკლე გაყიდვები. მათ იყიდეს დიურანის კომპანიის ფასიანი ქაღალდები. აქციის კურსის შემდგომი მომატების ფონზე გაიზარდა მყიდველ ინვესტორთა რიცხვიც, ყველას გამდიდრება მოუნდა. ეს მანიად იქცა, ხოლო აქციების ფასის ზრდის ერთი მთავარი ფაქტორი იყო საბაზრო მანიპულირება ფულადი პულებით. 1929 წლის შუაში კი საფონდო ბაზარზე დაიწყო ვარდნა. რა თქმა უნდა, ყველაფერი სპეკულანტებს დაბრალდა. განა ისინი არ იღებდნენ შემოსავლებს მოკლე გაყიდვებით?
1929 წელს საფონდო ბაზარზე დაწყებული ვარდნა ბევრმა გამოიყენა, მათ შორის ყველაზე მეტად ალბერტ უიჯინმა. 36 წლის ასაკში ის იყო Chase National Bank-ის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი. იგი ასევე შედიოდა 59 კომპანიის დირექტორთა საბჭოში. 1929 წლის ოქტომბერში ბაზარზე ვარდნის პირობებში უიჯინმა მონაწილეობა მიიღო ბანკების პულის შექმნაში, რამაც ხელი შეუწყო ფასიანი ქაღალდების ფასის აწევას. ამასთან მან განახორციელა 42 ათასი აქციისმოკლე გაყიდვა (თავისი ბანკის), რომ ანგარიში შეევსო. ეს იყო სარფიანი გაარიგება, რამაც მას 4 მილიონი დოლარი მოუტანა.
ამ შეთანხმებამ ამერიკელების გულისწყრომა გამოიწვია. პრეზიდენტმა ჰერბერტ გუვერმა მოთხოვა სენატს გამოეძიათ მოკლე გაყიდვების პრაქტიკა. კონგრესმა მიიღო საკანონმდებლო აქტები, რასაც მოჰყვა ფასიანი ქაღალდების ბაზრების ფართომაშტაბიანი დარეგულირება. შემდეგ შეიქმნა კომისია ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების შესასწავლად. ფედერალური ორგანო არეგულირებდა იმ ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ფინანსურ ინსტრუმენტებზე მუშაობდნენ. SEC-ის პირველი პრეზიდენტი ჯოზეფ კენედი იყო. 1934წ. მოღებული კანონის შემუშავებისას კონგრესმა ჩართო 10(ა) სტატია, სადაც SEC-სა და ბირჟებს ენიჭებოდა ფართო უფლება მოკლე გაყიდვების რეგულირებაში. ეს სტატია შეუცვლელი სახით მოქმედებს დღემდე. საუბარია წესზე პლიუს ტიკი, რაც შემოკლებულად ნიშნავს, რომ თუ ამ შეთანხმების ფასი წინა შეთანხმებაზე დაბალია, მოკლე გაყიდვების განხორციელება არ შეიძლება.
ბირჟის ოფიციალურად დახურვის შემდეგ შეთანხმებების მიღების პრაქტიკა ითვალისწინებს მოკლე გაყიდვების განხორციელებას. ტიკ-ტესტი დამყარებულია, იმ შეთანხმებების შესახებ ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულია ტიკერისგან. ტიკერი არის საფონდო ბირჟის მაღალსისწრაფიანი ან ელექტრონული სააღრიცხვო სისტემა. ტიკერზე შემოდის მონაცემები იმ შეთანხმებების შესახებ, რომელიც შედგა სხვადასხვა ბირჟებზე. ეს შეიძლება იყოს საერთო რაციონალური და რეგიონალური ბირჟები.
ადრე აქციების კურსი გამოიყურებოდა ნაწილებად, ახლანდელ დროში კი მეათედური რიცხვების სახით. SEC-ის აზრით, ფასის უმნიშვნელოვანეს ცვლასაც შეუძლია გაააქტიუროს წესი პლიუს ტიკი და დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს მოკლე გაყიდვების განხორციელებას.
SEC-ი შემდეგი წინადადებებით გამოვიდა:
1) პლიუს ტიკი არ გამოიყენება, თუ ფინანსური ინსტრუმენტის ფასი მოთხოვნილზე მაღალია;
2) ტიკ-ტესტი არ ტარდება აქტიურად გაყიდვად აქციებში;
3) შეზღუდვები მოკლე გაყიდვების განსახორციელებლად შეიძლება განსაკუთრებული სიტუაციების შექმნის დროს;
4) მოკლე გაყიდვების მარეგულირებელი წესები არ უნდა ვრცელდებოდეს ხეჯირებულ ტრანზაქციებზე.
1950-იან წლებამდე სპეკულანტები, რომლებიც მოგებაზე მუშაობდნენ, წარმოდგენილნი იყვნენ კერძო პირებად. 1949 წელს ალფრედ უინსლოუ ჯოუნზმა შექმნა პირველი ჰეჯირული ფონდი, რომელმაც შეაძლებინა ინსტიტუციონალურ ინვესტორებს მოკლე გაყიდვების განხორციელება. ინვესტორები საკმაოდ შეძლებული ხალხი იყო, რომლებმაც მას 60 ათასი დოლარი გადასცეს. გარდა ამისა, მან თავისი სახსრებიდან 40 ათასი დოლარი ჩადო. მის ფონდს უნდა უზრუნველეყო ფასიანი ქაღალდების პორტფელი მოკლე გაყიდვების წყალობით. ის ასევე ფიქრობდა მიეღო სესხები აქციების შესაძენად. თეორია ფორმულის სახით ასე გამოიყურება:

ჯოუნზის კიდევ ერთი დანერგილი ინოვაციური ელემენტია საკომისიოების სისტემა, რომელსაც პორთფელის მენეჯერებს უხდიან, რაც 20% შეადგენს. ამიტომ მენეჯერები დაინტერესებულები არიან მეტი შემოსავალი მოუტანონ თავიანთ კლიენტებს.
1970-იან წლებში ბევრმა ჯეხირულმა ფირმამ შეწყვიტა არსებობა, საფონდო ბირჟაზე ფასების დაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ 1980-იანი წლებიდან ისინი ისევ ამოქმედდნენ. საფონდო ბაზარზე წამყვანი მოთამაშეები, მათ შორის ჯორჯ სოროსი, ხშირად ყიდიან ფასიან ქაღალდებს მოკლეში.
სოროსმა 1956წ. ამერიკაში შექმნა საკუთარი ჰეჯირული ფონდი. მან ბევრი წარმატებული “მოკლე გაყიდვა განახორციელა. მაგალითად, 1970-იან წლებში მან გაყიდა მოკლეში Aვონ-ის აქციები, რომელთა კურსი ადრინდელი 20 დოლარის ნაცვლად 120 დოლარს შეადგენდა. ამ შეთანხმებიდან სოროსმა მილიონიანი მოგება მიიღო. 1990 წლიდან სოროსმა უარი თქვა თავისი ფონდის ხელმძღვანელობაზე და მისი ადგილი დაიკავა სტენლი დარნკენ მილერმა, რომელმაც შეცვალა ფონდის მოქმედების ხასიათი. ის დაკავდა მაკრო გარიგებებით, ეროვნული ვალუტის გრძელი ან მოკლე გაყიდვებით. ერთ-ერთი ცნობილი გაყიდვა იყო ბრიტანული ფუნტის გაყიდვა მოკლეში 1992 წელს. შემოსავალმა მილიონი დოლარი შეადგინა. ბრიტანელები აღშფოთდნენ, მაგრამ სოროსმა თქვა: “ეს მე რომ არ გამეკეთებინა, აუცილებლად სხვა გააკეთებდაო.
ფასიანი ქაღალდების გავლენიანი პორთფელის მფლობელი იყო მაიკლ შტეინხარტი. 20 წლის ასაკში ის უკვე უოლ-სტრიტზე ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკოსი იყო. მან 1977 წელს შექმნა ჰეჯირული ფონდი, საწყისი თანხით 77 მილიონი დოლარი. ეს იყო კარგი დრო ასეთი ფონდის შესაქმნელად, რადგან ამერიკის ეკონომიკა აღმავლობას განიცდიდა. იგი არა მარტო აქციებს შეისყიდდა, არამედ მოკლე გაყიდვებსაც აწარმოებდა. შემდგომ მეგა-ჰეჯირული ფონდის მსგავსად მან მაკრო გარიგებების განხორციელება დაიწყო, მაგრამ გარიგებები არაეფექტური გამოდგა. იგი გადადგა და დღემდე ქველმოქმედებითაა დაკავებული. ავტორია წიგნის – No Bull.
ცნობილია ასევე ძმები ფიშბახების ჰეჯირული ფონდი. ისინი მუშაობენ ფასების დაწევაზე. ერთ-ერთი ცნობილი მოკლე გაყიდვა ეხება ZZZZBEST-ის აქციებს. როცა კომპანიამ გამოაცხადა 7-მილიონიანი კონტრაქტის შესახებ, ძმებმა მაშინვე დამწვრის სუნი იგრძნეს, კარგად შეისწავლეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და კონტრაქტი და იწინასწარმეტყველეს გაკოტრება, განახორციელეს მოკლე გაყიდვა და დიდი მოგება მიიღეს. 1985-1990 წლებში ამ ფონდის შემოსავლების ყოველწლიურმა მოცულობამ ფენომენალურ მაჩვენებელს მიაღწია – 40%-ს შეადგენდა. მისი აქტივები მილიარდ დოლარს უტოლდებოდა. თუმცა შემდეგ მათი საქმეები, დიდი შეცდომების გამო გაუარესდა. ყველაზე დიდი შეცდომა ჭელლს Fრაგო-ს აქციების “მოკლეში გაყიდვა იყო.
კომპანია Kynikos Associates-ს მართავს საკმაოდ ცნობილი სპეკულიანტი ჯიმი ჩასონი. 1990-იან წლებში ეს ფონდი რთულ ვითარებაში ჩავარდა. მან “მოკლეში გაყიდა ისეთი წამყვანი კომპანიის აქციები, როგორიცაა ინტერნეტი და მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკლისი განიცადა.
წამყვანი საბირჟო მაკლერებიც კი იწვებოდნენ მოკლე გაყიდვების დროს. ეს იოლი საქმე არ არის. საჭიროა წინასწარი მომზადება და სერიოზული ანალიზის უნარი. მიზანშეწონილი არ არის საინვესტიციო პორტფელში მოკლე პოზიციების დიდი პროცენტის ქონა, რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში ბაზარზე ფასები იზრდება.
ამგვარად, თუ თქვენ განიზრახავთ ფული იშოვოთ მოკლე გაყიდვებით, მიმართეთ კონსულტაციისთვის საფონდო ბროკერს, რათა დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღოთ მოკლე გაყიდვების შესახებ და მასთან ასეთი გაყიდვების განსახორციელებლად ანგარიშის გახსნის შესახებ.