ბიზნესი და გრაფოლოგია

მოამზადა მზია ქირთბაიამ

ხელწერა ადამიანივით განუმეორებელია. ადამიანი ისე მჟღავნდება ხელნაწერში, როგორც პაწაწინა მინიატურაში. მსოფლიოში არსებობს ე.წ. დამოუკიდებელი გრაფოლოგიური ბიუროები, რომელთაც მიმართავენ არა მარტო კრიმინალები, არამედ ბიზნესმენებიც. მათ აინტერესებთ, დაიკავონ თუ არა, ესა თუ ის ვაკანტური ადგილები.
საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში განცხადებას გრაფოლოგ-ექსპერტი სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ არჩევენ კანდიდატურას. გრაფოლოგის დახასიათება შეიცავს სრულ ინფორმაციას, გრაფოლოგიურ პორტრეტს, ინტელექტუალურ დონეს, ტემპერამენტს, მიზანს, ხასიათსა და მიდრეკილებებს.
უნდა იცოდე, როგორი ხარ, რომ ადვილად შეძლო სხვა ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობა. ამიტომაც თვლიან სიტყვას სულის ხმად, კალიგრაფიას კი – მის მხედველობით გამოსახულებად”.
მართლაც, ადამიანის ხასიათი ყველაზე მეტად ვლინდება მის ხელწერაში. იგი უშუალოდაა დაკავშირებული ცხოვრების პირობებთან, ნერვულ სისტემასთან და ამიტომაც ისეთივე უეჭველი მატერიალური დაღი აზის, როგორც ყველაფერს, რასაც კი ვეხებით.
სტეფან ცვაიგი ლონდონში, წიგნის გამოფენაზე წარმოთქმულ სიტყვაში განსაკუთრებით ხაზს უსვამდა და მსმენელებს მიუთითებდა, მხატვრები და მუსიკოსები მათი ხელნაწერების მიხედვი შეესწავლათ, რადგანაც ხელნაწერს მიიჩნევდა ადამიანის სულის სარკედ.
კალიგრაფია ადამიანის სულის ყვავილია”, – წერს პოეტი ქალი ჰანდა სიუკო.
საგულისხმოა, რომ გრაფოლოგია მიიჩნევა ადამიანის, კოსმოსისა და კულტურის ჰარმონიულ სინთეზად.
როგორც ამბობენ, იგი ყორღანების გათხრებზე არანაკლებ ისტორიულ მასალას გვაწვდის პიროვნებაზე.
დათვლილია ასოების 21 კერძო თავისებურება. ციფრებშიც მჟღავნდება ისეთივე ინდივიდუალური თვისებები, როგორიც ჩვეულებრივ ხელნაწერში.
ძირითადად გამოყოფენ რამდენიმე საკითხს: სტრიქონების მიმართება, სიტყვათა შორის მანძილი, ასოების დახრილობა, მათი ფორმა, ხელწერის სისწრაფე, სასვენი ნიშნები.
ხელნაწერი თითქოს რენტგენით აშუქებს ჩვენს სულს… ასო სუნთქავს, მოძრაობს, იცინის, ტირის, ბრაზობს, უყვარს, კვდება, ცოცხლდება… არასოდეს ყოფილა იგი ასე აუცილებელი, როგორც დღეს.
ხელმოწერა ინახავს ინფორმაციას იმის შესახებ, მისი ავტორი ბიოლოგიური ლიდერია, თუ მხოლოდ სხვისი ნების შემსრულებელი.
გრაფოლოგიის დაუფლებისათვის აუცილებელია დაკვირვება და რამდენიმე წესის ცოდნა:
უნდა იყო ობიექტური, გაესაუბრო წინასწარ ადამიანს, რომლის ხელნაწერის ანალიზიც უნდა გააკეთო.
ბევრმა იცის, რომ ხელწერა ავლენს ყველაფერს მკაფიოდ, ამიტომაც ბევრი ცდილობს შეალამაზოს იგი. ამის გამო აუცილებელია იმ ხელნაწერის ანალიზი, სადაც ავტორი არ აკონტროლებს საკუთარ თავს და თავისუფალია.
ნაწერი უნდა იყოს თეთრ ქაღალდზე. ნაწყვეტი შეიძლება იყოს წიგნაკიდან და ახლობლისადმი მიწერილი წერილიდან აღებული.
ხელწერას ადამიანის ხასიათის განსაზღვრისათვისაც აქვს დიდი მნიშვნელობა.
თუ სტრიქონები მიდის ზევით, იგი მღელვარეა, ენერგიული, ძალაუფლების მოყვარული.
თუ ხაზები ეშვება დაბლა, ფიზიკურად სუსტია, სევდიანი და უიღბლო.
თანაბარი სტრიქონები – გაწონასწორებული, მშვიდი პიროვნება
მრგვალი – თვინიერი, რბილი, ცნობისმოყვარე.
კუთხოვანი – ძლიერი ბუნების.
დაცილებული ასოები-განმარტოების მოყვარული.
მარჯვნივ გადახრილი- გულღია, ხალისიანი.
მარცხნივ გადახრილი საკუთარ თავში დარწმუნებული.
პირდაპირი ხელწერა – მორიდებული.

ხელნაწერში ჩანს პროფესიონალიზმიც:
ექიმი – ნაწერის წაკითხვა თვით ავტორსაც უჭირს
ქირურგი – მტკიცე ხელით გამოირჩევა
ფსიქიატრი – ხელწერა არ ექვემდებარება არც ერთ ანალიზს
მათემატიკოსი – წვრილი, გასაგები, ციფრების ფორმის
ვაჭრები, ფინანსისტები – მომრგვალებული.
დიპლომატები – კლაკნილი, მიხვეულ-მოხვეული
ხელოვანი – ჰარმონიული
მუსიკოსი – ჰგავს მუსიკის ნიშნებს.
უკვე მოქმედებს ხელნაწერის ელექტრონული ანალიზატორიც იგი არეგისტრირებს ფურცლებზე თითებისა და კალმის დაჭერას, ხელების აწევას, ვიბრაციას და ხელნაწერისთვის დამახასიათებელ სხვა მაჩვენებელსაც. შეიძლება დადგინდეს ნერვიული დაძაბულობის ან დაღლილობის დონეც, ხელწერის დახრილობის კუთხის მიხედვით.
იგი საინტერესოა ავადმყოფობის პიროვნული თავისებურებების ფსიქობიოლოგიური დიაგნოსტიკის თვალსაზრისითაც
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობის სურათიც ხელნაწერში, რადგანაც ხელწერა რადიკალურად იცვლება ავადმყოფობის დროს.
დავაკვირდეთ ასო-ბგერებს:
ასოების მიმართულების მერყეობა ნიშნავს-საჭმლის მომნელებელი ორგანოების მოშლას
სტრიქონების დაბლა დაშვება კუჭის დაავადებაა
სტრიქონების მაღლა მიმართვა – ღვიძლზე ზედმეტი დატვირთვა
წვრილი ასოები – სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითება
ძალიან მაღალი ასოები – ზედმეტი დაძაბვა, სულიერი გადაღლა
ცალკეული ასოს გაუმართლებელი დაშორება – სისხლის მიმოქცევის მოშლა
დახრილი – მგრძნობიარე
ვერტიკალური – მშვიდი – ცივი გონებით
მარცხნივ დახრილი – პირმოთნე
შემჭიდროებული – მომჭირნე, ეკონომიური
გაშლილი – მფლანგველი
გადაპრანჭული ასოები – პრეტენზიული
გამოტოვებული ასოები – მერყევი, ფრთხილი აზრების მატარებელი
ერთმანეთში მკვეთრად გადახლართული ასოები – ნევროზი
კაუჭებით სიტყვის დაბოლოება – აკვიატებული იდეები
მოკლე ხელწერა – ცხოვრების დაბალი ტონუსი
ფართო ხელწერა – ენერგიის ამაოდ ფლანგვა
მკაფიო წერტილი ზუსტად ცენტრში – სიძნელეების სწრაფად გადალახვა, ცხოვრებისეული ძალების კონცენტრაციის უნარი.
ასოების მკაფიოდ დაპატარავება ხაზს ზემოთ – განწყობილების დაცემა, დეპრესია, ძლიერი იმედგაცრუება.
გრაფოლოგია დიდ სამსახურს უწევს საქორწინო სააგენტოებს, მსურველები სისტემატურად უკვეთავენ სპეციალისტებს მომავალი თანამგზავრის გრაფოლოგიურ პორტრეტს. ხშირად მომავალ დედამთილებს მიაქვთ სარძლოების ხელნაწერი ანალიზისათვის…
ხელმოწერები – წერტილით დამთავრებული – ანალიტიკური ტვინი, წერტილი ტირით – უნდობლობა, ზიგზაგები – ენერგია.
ქართულ სინამდვილეში მოცემულია ვ. ვადბოლსკის დაკვირვებები თამარ მეფის, ერეკლე მეორის, გარსევან ჭავჭავაძის ხელმოწერებზე.

მეფეთ მეფე თამარ, ერეკლე მეორე, თავადი გარსევან ჭავჭავაძე.

საბოლოოდ კი შეიძლება დავასკვნათ: ხელწერა ავლენს ჩვენი სულის ყველაზე მიუწვდომელ და ყველაზე საიდუმლო მხარეს… მთავარია, ვისწავლოთ გრაფოლოგიის ენა.
ხელმოწერა
დაახლოებით 40-მდე ნიშან-თვისებას არჩევენ, მნიშვნელოვანია როგორ ბოლოვდება ხელმოწერა: – ზემოთ მიიწევს, ქვემოთ, თუ სწორია.
ზემოთ მიმართული დაბოლოება – ოპტიმისტია, ენერგიული, მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებს.
სწორი დაბოლოება – არის თანაბრად ოპტიმისტიც და პესიმისტიც.
ქვემოთ მიმართული – პესიმისტი.
გრძელი ხელმოწერა – მოწესრიგებული, არ ჩქარობს.
მოკლე – ადვილად კარგავს მოთმინებას, არ უყვარს მონოტონურობა, აღიზიანებს სიზანტე.
მრგვალი – კეთილი, მშვიდი და რბილი.
კუთხოვანი ასოები – მოუთმენელი, ფიცხი.
მკვეთრად განსხვავებული პირველი ასო – ადამიანი ჭირვეული და მომთხოვნი.
ნაკლებად განსხვავებული – მოკრძალებული, უპრეტენზიო.
კალამით ღრმად გავლებული კვალი – თვითდაჯერებული ზედმეტად.
ასოები დიდად დაშორებული – ხელგაშლილი, მფლანგველი.
ასოები ერთმანეთზე მიკრული – ეკონომიკური, ძუნწი.
ძალიან პატარა ასოები – სიძუნწის გამომხატველი.
ძნელად გასარჩევი – გულმოდგინედ დამალული ეგოიზმი.
ადვილად იკითხება – გარშემომყოფებს კარგად უგებს.
ასოები დახრილი არ არის – თავშეკავებული, პირდაპირი, ჭკვიანი.
გადახრილი მარჯვნივ – გაწონასწორებული, ესმის ადამიანების.
“დაწოლილი” ასოები – ფსიქოლოგიური პრობლემებით შეწუხებული.
მარცხნივ დახრილი (დაქანებული) – მოთხოვნები და ცხოვრების პირობები შეუსაბამოა, გამორჩეულობისკენ სწრაფვა.
ლამაზი ხელმოწერა – პიროვნული ღირსება, ინტელექტუალური, კულტურული.
ხელმოწერის წერტილით დაბოლოება – დისციპლინირებული, საქმის სრულყოფილად შემსრულებელი.
ტალღისებური ხელმოწერა – დიპლომატი, ეგუება სიახლეებს, იოლად იტანს განსხვავებულ პირობებს.
ხელმოწერის ხაზგასმა – მეტად თავმოყვარე, ადვილად ბრაზდება.
ხელმოწერას ხაზი ზემოდან გასდევს – ამაყი, ქედმაღალი.
დაბოლოებისას “მოქნეული კუდის” სიგრძით ირკვევა რეაქცია – რაც მას უჩნდება, როცა მის ცხოვრებაში ერევიან.
რაც უფრო გრძელია “კუდი”, მით უფრო მძიმედ იტანს შენიშვნებს, მითუმეტეს, მის ცხოვრებაში “ცხვირის ჩაყოფას”.
თუ ხელმოწერას შუაში ხაზი კვეთავს, იგი საკუთარი თავით უკმაყოფილოა და თავისი აზრის სისწორეში ხშირად ეპარება ეჭვი…
… დაინტერესდით გრაფოლოგიით!

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial