რამდენია საქართველოს საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა

რედაქციისაგან

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა 2007 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 1 მლრდ 790 მლნ 049 ათას აშშ დოლარს (2 მლრდ 849 მლნ 043 ათასი ლარი) შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 30 ნოემბრის მდგომარეობით, აღნიშნული მაჩვენებელი 1 მლრდ 810 მლნ 323 ათასი აშშ დოლარს შეადგენდა.
საქართველოს დავალიანება ორმხრივი კრედიტორების მიმართ 522 მლნ 972 ათასი აშშ დოლარია (832 მლნ 362 ათასი ლარი), მათ შორისაა: ავსტრია – 1,844 ათასი აშშ დოლარი (2,935 ლარი); აზერბაიჯანი – 14,464 ათასი აშშ დოლარი (23,021 ათასი ლარი); თურქმენეთი – 4,654 ათასი აშშ დოლარი (7,407 ათასი ლარი); თურქეთი – 47,625 ათასი აშშ დოლარი (75,800 ათასი ლარი); ირანი – 11,356 ათასი აშშ დოლარი (18,074 ათასი ლარი); რუსეთი – 120,495 ათასი აშშ დოლარი (191,779 ათასი ლარი); სომხეთი – 17,508 ათასი აშშ დოლარი (27,866 ათასი ლარი); უზბეკეთი – 382 ათასი აშშ დოლარი (608 ათასი ლარი); უკრაინა – 349 ათასი აშშ დოლარი (555 ათასი ლარი); ყაზახეთი – 27,774 ათასი აშშ დოლარი (44,205 ათასი ლარი); გერმანია – 168,593 ათასი აშშ დოლარი (268,333 ათასი ლარი); იაპონია – 47,712 ათასი აშშ დოლარი (75,938 ათასი ლარი); ქუვეითი – 14,227 ათასი აშშ დოლარი (22,643 ათასი ლარი); ნიდერლანდები – 6,155 ათასი აშშ დოლარი (9,797 ათასი ლარი); აშშ – 39,835 ათასი აშშ დოლარი (63,401 ათასი ლარი).
ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოების გარდა, საქართველოს საერთაშორისო ინსტიტუტების ვალიც აქვს, რაც ჯამში 1 მლრდ 253 მლნ 052 ათას აშშ დოლარს (1 მლრდ 994 მლნ 358 ათასი ლარი) შეადგენს. ესენია საერთაშორისო სავალუტო ფონდი (მიმღები ეროვნული ბანკი) – 249,462 ათასი აშშ დოლარი (397,044 ათასი ლარი); მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია – 883,465 ათასი აშშ დოლარი (1,406,123 ათასი ლარი); სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი – 11,204 ათასი აშშ დოლარი (17,832 ათასი ლარი); ევროგაერთიანება – 84, 230 ათასი აშშ დოლარი (134,061 ათასი ლარი); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – 150 24,691 ათასი აშშ დოლარი (39,298 ათასი ლარი).
31 დეკემბრისთვის სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტები 14,025 ათას აშშ დოლარს (22,322 ათასი ლარი) შეადგენს, მათ შორისაა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – 9,760 ათასი აშშ დოლარი (15,533 ათასი ლარი); გერმანია – 4,265 ათასი აშშ დოლარი (6,789 ათასი ლარი).
აღსანიშნავია, რომ 2006 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საგარეო ვალი 1 მლრდ 697 მლნ 484 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.
საქართველოს მთავრობა საშემოსავლო გადასახადის 25-დან 15%-მდე დაწევას გეგმავს

საქართველოს მთავრობა მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის
25-დან 15%-მდე დაწევას გეგმავს
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადასახადის შემცირების მიზნით სპეციალური გრაფიკი ორი თვის განმავლობაში მომზადდება.
“ქვეყანაში იგეგმება საგადასახადო წნეხის სერიოზული შემცირება. 2009 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდება გადასახადი საპროცენტო შემოსავალზე, რომელიც მიღებულია ბანკებში განთავსებული დეპოზიტებიდან ან საჯარო ბრუნვაში მყოფი ობლიგაციებიდან. 2009 წლის პირველი იანვრიდან ასევე გაუქმდება გადასახადი დივიდენდებზე. შედეგად ჩვენ მივიღებთ გადასახადების სრულიად უპრეცენდენტო რეჟიმს”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი გეგმის მთავარი პრიორიტეტია ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ჩამოყალიბება და ქვეყანაში საფინანსო ცენტრის შექმნა.