საქართველოს ბიზნეს-ეკონომიკური სკოლის შექმნის გენეზისი

პროფ. ემზარ ჯგერენაია

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი საქართველოს ეკონომიკა და ბიზნეს-სამყარო 1800-ით სასიკეთოდ შემოტრიალდა 10-15 წლის წინადელისაგან. ახლა ბევრს ვერ წარმოუდგენია როგორი საგადასახადო კანონმდებლობა, როგორი საბუღალტრო აღრიცხვა და საერთო ბიზნესის საფინანსო მენეჯმენტის სისტემა იყო.

სახელმწიფოს მშენებლობა არ არის მარტო სახელმწიფო ინსტიტუტები, ეს არის პროფესიონალების ჯგუფი როგორც კერძო, ისე არასამთავრობო სფეროში. ასეთი პროფესიონაელები მეტად საჭირო იყო ისეთ დარგებში, რომლის აქტუალობა მაშინაც და ახლაც მაღალია, ესაა ბუღალტერია და აუდიტი. აღრიცხვა ბიზნესის ოპტიმალური მართვის საფუძველი და ასევე საბიუჯეტო ვალდებულებისა, თუ ბაზრის დაპყრობისა და ხარჯების ოპტიმიზაციის პირობაა. ამ რთული საქმის ერთ-ერთი თავდადებული ჯარისკაცები იყვნენ და არიან პროფესიონალთა ჯგუფი “ცოდნის” აუდიტორული კონცერნი, გიორგი ცერცვაძის, მაია ცერცვაძისა და გელა ჩადუნელის ხელმძღვანელობით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჯგუფი გამოსცემს საინტერესო პრაქტიკულ ჟურნალ “ააფ”-ს (აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები), სადაც განიხილავენ საბუღალტრო და საფინანსო აღრიცხვის პრაქტიკულ საკითხებს როგორც საკანონმდებლო, ისე საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისა და ეკონომისტებისათვის მაგალითების წარმოჩენით. მათ დიდი სკოლა და სერიოზული კულტურა შექმნეს ბიზნესის წარმოებაში. ვულოცავ პროფესიონალთა ამ ჯგუფს 10 წლის იუბილეს და წარმატებებს ვუსურვებ.