რა არის მცოცავი განაკვეთები?

რედაქციისაგან

სხვადასხვა ბანკებში იპოთეკის პირობების შესწავლის დროს, ხშირად შემოგთავაზებენ მცოცავ განაკვეთს. რას ნიშნავს მცოცავი განაკვეთი? როდისაა მომგებიანი მისი არჩევა?

საბანკო კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები შეიძლება იყოს ფიქსირებული და მცოცავი. პირველ შემთხვევაში ბანკი ზუსტად უთითებს განაკვეთის მოცულობას კრედიტის მთელი დროის განმავლობაში. მეორე სახის განაკვეთი ე.წ. მცოცავი განაკვეთი იცვლება დროთა განმავლობაში და ეს დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, ფულის ღირებულების ცვლილებაზე, რომელსაც ბანკი შემდეგ კრედიტორებზე ყიდის.
მცოცავ საპროცენტო განაკვეთს აქვს ორი შემადგენელი. პირველი – მცოცავი – არის ბაზა (უშუალოდ ის იცვლება დროში, მეორე – უცვლელი – არის დანამატი ბაზაზე ან მარჟაზე. ბაზად გამოიყენება ბანკთაშორისი დაკრედიტების ბაზრის საყოველთაოდ აღიარებული ინდიკატორები. ისინი იძლევიან სიგნალს, თუ რა ღირს ამა თუ იმ დღეს ფული, რომელსაც ბანკები ბაზრიდან მოიზიდავენ.
ვალუტის კრედიტისათვის ბაზის სახით იყენებენ ლონდონის ბანკთაშორისი ბაზრის განაკვეთებს ანუ LIBOR-ს.LIBOR დროის ყოველ კონკრეტულ მონაკვეთში განსხვავებულია სხვადასხვა ვალუტებისთვის და დაკრედიტების დროისთვის. მაგალითად, “დოლარებში წლიური LIBOR” მნიშვნელოვნად განსხვავდება “ფუნტი-სტერლინგის სამთვიან LIBOR-ზე”.
დაუშვათ, ბანკის წინადადებაში მითითებულია განაკვეთი -” LIBOR 1Y + 5%”, ეს ნიშნავს, რომ ბაზის სახით გამოყენებულია 12-თვიანი LIBOR-ი (1Y ეს არის 1 წელი, 1 ყეარ), რომელსაც ბანკი 5%-ს ამატებს. განაკვეთის გადახედვა ხდება წელიწადში ერთხელ. დაუშვათ თუ წინადადებაში მითითებულია, MosPrime 3M, ეს ნიშნავს იმას, რომ განაკვეთის გადახედვა მოხდება 3 თვეში ერთხელ, თუ მითითებულია MosPrime 6M, ე.ი. ნახევარ წელიწადში ერთხელ და ა.შ.
დავუშვათ, აიღეთ კრედიტი LIBOR 12M + 5% განაკვეთით 2003 წლის აგვისტოში. თქვენ მიგიზიდათ იმ დროისთვის იაფი განაკვეთის კრედიტმა, რადგან LIBOR-ი იმ პერიოდში წლიური 1,5%-ის დონეზე იყო. შესაბამისად, პირველ წელს განაკვეთმა წლიური 1,5 + 5 = 6,5% შეადგინა. მაგრამ ვითარება მუდმივად იცვლებოდა, თანაც კრედიტორის საზიანოდ. უკვე 2 წელიწადში – 2005 წლის აგვისტოს, LIBOR-ი დოლარებში აშშ-ში უკვე, წლიურად 3,5%-ის დონეზე იყო, ხოლო 2 წელიწადში კი – 2007 წლის აგვისტოში წლიურ 5,2%-მდე გაიზარდა, ე.ი. ჩვენს მაგალითში კრედიტის საპროცენტო განაკვეთი მიცოცდა წლიურ 5,2 + 5 + 10,2%-მდე.
ბოლო დროს MosPrime- ც იზრდებოდა. ვთქვათ, ზაფხულის დასაწყისში MosPrime 3M იყო წლიურ 5%-მდე, ხოლო სექტემბრის ბოლოს – 7%-ზე მეტი. საბაზო განაკვეთები შეიძლება საკმაოდ ფართო დიაპაზონით შეიცვალოს და ამ ტენდენციის პროგნოზირება ყველას არ შეუძლია, რადგან თუ ავიღებთ კრედიტს განაკვეთების ზრდის მორიგი ციკლის დასაწყისში, შეიძლება პროცენტი მნიშვნელოვდან გაიზარდოს. ზუსტად ეს ვითარება გახდა აშშ-ის იპოთეკური კრიზისის მიზეზი. ამ ქვეყანაში მცოცავი განაკვეთის კრედიტები საკმაოდ გავრცელებულია. მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, განაკვეთის შემცირების ციკლის დასაწყისში, შეიძლება პროცენტის გადახდის დროს სერიოზული ეკონომია გააკეთოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლიუსია. თუ თქვენ იღებთ სესხს ფიქსირებული პროცენტით, ხოლო განაკვეთები საგრძნობლად ვარდება, მაშინ ვითარების შეცვლის ერთ-ერთი შესაძლებლობაა ვალის რეფინანსირება (რაც, რა თქმა, უნდა მოითხოვს დროს და ზედმეტ ხარჯებს). მცოცავი განაკვეთების შემთხვევაში კი ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში ხდება.

რაზეა დამოკიდებული განაკვეთი?
თუ ჩვენ განვიხილავთ მცოცავ განაკვეთებს აშშ-ი დოლარებისა და ევროს სესხებზე, მეტად საყურადღებოა ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის პოლიტიკის ცვლილებებისადმი თვალყურის დევნება. ისინი რეფინანსირების “ღუზისებრ” განაკვეთს ადგენენ, რაც პირდაპირ ზემოქმედებს შესაბამისი ვალუტის ღირებულებაზე.
ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთი დაკავშირებული არ არის ფულის საბაზრო ღირებულებაზე, ამიტომ ორიენტირება უნდა მოახდინოთ მრავალრიცხოვან ირიბ პარამეტრებზე, რომელთა ჩამოთვლა ხშირად ბანკირებსაც უჭირთ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial