ვირტუალური მოხმარების საბანკო დაფინანსების პრობლემები და კრიატულობის თეორია

ემზარ ჯგერენაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი

1998 წლის საფინანსო კრიზისიდან ზუსტად 10 წელი გავიდა, მაშინ კრიზისი აზიის ბაზრებზე დაიწყო (ძირითადად კორეაში) და მთელს მსოფლიოს – როგორც განვითარებული ქვეყნების, ისე განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს შეეხო. ყველას ახსოვს შავი აგვისტოს დღეები რუსეთში – რუბლის კრახი და საქართველოში ეკონომიკის სერიოზული სტაგნაცია.

დაეცა ლარის კურსი დოლართან და ძირითად ვალუტებთან მიმართებაში, ეკონომიკურმა ზრდამ წლების განმავლობაში ვერ მიაღწია 1997 წლის დონეს. ეკონომისტები ამ პროცესს დიდხანს აანალიზებდნენ და დღემდე სწავლობენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს აზიური ეკონომიკების განვითარების სწრაფ ტემპებთან, ინვესტიციების მატებასა და მათი სტერილიზაციის საკითხების მიმართებას ბაზრის გადახურების საერთო პრობლემებთან. ამ საკითხების ანალიზი დღეს, მორიგი სტაგნაციის წინ, მეტად მნიშვნელოვანია. ბოლო წლების კვლევებმა აშკარად დაადასტურა, რომ მაშინდელი კრიზისის ფორმალური თუ რეალური მიზეზი კორეაში და მთლიანად აზიურ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების კანონის ბალანსის დარღვევა, ან თვით მოთხოვნა-მიწოდების კანონში დროის მიერ შეტანილი შესწორებები იყო, რომლებიც ფუნდამენტური ანალიზის დროს ეკონომისტებმა და ბიზნესმენებმა არ გაითვალისწინეს.
გავიხსენოთ ეპიზოდი, კერძოდ, კორეის ბაზარზე კაპიტალის იმპორტმა გადააჭარბა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. ჯერ ერთი, ბაზარმა ვერ აიტანა ჭარბი ინვესტიცია, მეორე, საფინანსო ვალდებულებებმა ისე დაამძიმა ეკონომიკა, რომ ვალის მომსახურება გახდა ძირითადი სფერო და ხელი შეუშალა ეკონომიკის ზრდას. მესამე, ვერ მოხერხდა ოპტიმალურად ინვესტიციების სტერილიზაცია და მეოთხე, პროვოცირებული მოხმარება, ანუ ხელოვნურად შექმნილი მოხმარება გახდა შენელებული მოქმედების ის ბომბი, რომლის აფეთქების შემდეგაც დაიწყო კრიზისი.
რა ხდება დღეს? აშშ-ში, სადაც კრიზისის ეპიცენტრია, ბოლო წლებში მოხმარების პროვოცირება ორი მიმართულებით მოხდა: პირველი, იპოთეკაზე და მეორე, მთლიან სასაქონლო ბაზარზე მისი ფიუჩერსული კონტრაქტებით სპეკულაციით, რამაც სასაქონლო ბაზრის ფასების აფეთქება გამოიწვია. აქაც მიზეზი მოხმარების ხელოვნური გაზრდა იყო. მოკლედ, რაში მდგომარეობს მოხმარების ხელოვნური ზრდის სქემის არსი იპოთეკაში? აშშ-ში მოსახლეობის საკრედიტო დავალიანება 8-ჯერ აღემატება მის რეალურ შემოსავალს, ინგლისში – 4-ჯერ. ეს ბაზრის ხელოვნურობის პირველი სიმპტომია. მერე რატომ გაჩნდა სუბ-პრაიმი კრედიტი აშშ-ში, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველი საბანკო კრედიტით თქვენ დამატებითი გარანტირებისა და დოკუმენტაციის გარშე იპოთეკურ კრედიტებს გაძლევენ თქვენივე უძრავი ქონების გირაოთი, რომლის ღირებულება ისაზღვრება მომავლის ღირებულებით. ეს არის ახალი ტერმინი და ცნება. მომავლის ღირებულება, ანუ სახლი ან ოფისი რომელიმე ექსპერტული გათვლებით 2020 წელს მილიონი დოლარი ეღირება, არადა, ის 2007 წელს ღირდა 100000 დოლარი, ანუ ჩვენ რეალური ბაზრის მოცულობა გვქონდა ამ მაგალითის მიხედვით 100000 დოლარი, არ დაგვაკმაყოფილა ამ ციფრმა და ბაზარი მარტივად შევქმენით, ანუ:
1) უზრუნველყოფა გადავიტანეთ მომავალში და მომავლის ღირებულებით შევქმენით იპოთეკა და 10-ჯერ გაზრდილი ბაზრის მოცულობა მივიღეთ;
2) ამ უზრუნველყოფით გავეცით კრედიტი მშენებლობაზე;
3) ამ ქაღალდების გირაოთი სხვადასხვა საფინანსო ვარიაციებით ფასიანი ქაღალდები გამოუშვით;
4) ყოველივე ეს მხედველობაში მივიღეთ საკუთარი კაპიტალისა და აქციის კურსის გათვლის დროს. ასე შეიკრა წრე და მივიღეთ ვირტუალური ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ ბაზრის გაძვირების პროგნოზს ეყრდნობოდა, ანუ XXI საუკუნის ბიზნესის მთავარ ტენდენციებს – ჩვენ ფსონი გაკეთებული გვაქვს ხარის ტრენდზე, უნდა მოხდეს ფასების ტოტალური ზრდა! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ვირტუალური ეკონომიკა კრახისთვისაა განწირული და ეს ორი ფაქტორი ურთიერთგანმაპირობებელია.
თქვენ ყიდულობთ სამ-ოთხ სახლს, მერე ყიდით ერთს, შოულობთ ფულს, ყიდით მეორეს, თქვენ გადადიხართ მესამეში და ა.შ. იქმნება ილუზია, რომ სამი სახლი გაიყიდა, ანუ მოთხოვნა არის სამ სახლზე, სინამდვილეში მოთხოვნა ერთ სახლზეა და ამ ერთის დასაკმაყოფილებლად იყიდება სამი სახლი, ანუ თუ მოსახლეობის და საერთოდ იპოთეკით დაინტერესებული პირების მსყიდველობითუნარიანობის მსოფლიო ბაზრის მოცულობის

ჯამი არის ზეტი Z, ჩვენ ბაზრის მოცულობას M ვსაზღვრავთ Z, გამრავლებული K
M=Z∗K
K ამ შემთხვევაში იმ მოსახლეობის კოეფიციენტია, რომელიც მზადაა განახორციელოს ასეთი შეძენა.
შეიძლება ჩვენმა ოპონენტებმა გვითხრან, რომ ეს ხომ შეიძლება მარტივად იქნას კორექტირებული მაჩვენებლით, რომელსაც კარგა ხანია ექსპერტები ღია ბაზარზე ანალიზის დროს იყენებენ და ეწოდება პირობითი ღირებულება რისკის ქვეშ – ჩონდიტიონალ ვალუე ატ რისკ (C-Vაღ)
C-VaR=(100-x)%/n
სადაც ნ – დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გაზრდილი ღირებულების კორექციაა მოსალოდნელი;
x – არის გადამეტებული მოგების ან ზარალის (ჩვენს შემთხვევაში 300 %) სავარაუდო დონე.
მიუხედავად John C. Hull-ის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემისა, ეს ცნობილი ფორმულა საკმარისი არ არის ღირებულების ვირტუალური მოცულობის დასადგენად და ამიტომ გთავაზობთ იმ ფორმულას, რომელიც სრული ადექვატური ღირებულების ამსახველი იქნება. დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ მაგალითს, ვთქვათ, ამ სახის გათვლებით, რომელიც ეყრდნობა კლასიკურ და ასევე სამუელსონ-მენკიუსეულ განმარტებას მოთხოვნა-მიწოდების შესახებ, მოთხოვნა იყო 100 სახლზე, მაგრამ ეს არ იყო საბანკო სექტორისათვის მისაღები მოგების საკმარისი ობიექტი, ანუ ჩვენს მაგალითში საბანკო სექტორებმა ჩათვალა, რომ უკეთესია სამჯერ მეტი. მაგრამ გაჩნდა პრობლემა – კლიენტების მსყიდველობითუნარიანობა. აქ შეიქმნა ახალი სქემა და ეკონომიკაში ბაზრის ახალი განმარტება, ცნება – ხელოვნურად შექმნილი ბაზარი.
ქონება (ამ შემთხვევაში იპოთეკა) გაზრდილი შეფასებით იქნა ჩადებული უზრუნველყოფაში. ამისათვის უზრუნველყოფაში ჩაიდო არა ქონების ღირებულების 50-70 ან 100 პროცენტი, არამედ – 300%, ანუ გაჩნდა ვირტუალური ღირებულების ცნება. ვირტუალურია ღირებულება, რომელიც ეყრდნობა ტექნიკურ ანალიზს და პროგნოზის საფუძველზე დროში გაწერილ ღირებულებას ქმნის. მაგალითად, ეკონომიკის ასეთი ტემპით ზრდის და უძრავ ქონებაზე ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში ეს სახლი ან ფართობი 3 ან 5 წლის შემდეგ 300%-ით მეტი ეღირება, სუფთა მათემატიკური კუთხით კი, აქ არაფერია საშიში, რადგან დინამიკა გარანტია – ეს ასე ეღირება და მოთხოვნა რეალური იქნება. მაგრამ რაიმე მაკროეკონომიკური ცვლილების შემთხვევვაში (თუნდაც ვირტუალური ქონების სიდიდის ზღვრის განსაკუთრებულობის შემთხვევაში მთლიან რეალურ ღირებულებასთან) სიტუაცია იცვლება და ჯაჭვური რეაქციით კატასტროფულ შედეგს ვიღებთ. ამ შემთხვევაში კატასტროფა აშშ-ს სულ მცირე 150 მილიარდი წმინდა ფული დაუჯდა, ანუ ის ზუსტად ვირტუალური ღირებულების ტოლი იყო.
ამას შეიძლება ვუწოდოთ ფუღუროს სისტემა, დაახლოებით ისეთი, როგორიც არის მონაკოში – გზატკეცილები ქალაქის ქვეშ, რომლებიც ქვეყანაში რეალურ ფართობს ზრდის.
ამ სქემას მონაკოს სისტემა ვუწოდეთ. ამ სრულიად ეკონომიკურ მოვლენას მონაკოს სისტემა იმიტომ დავარქვით, რომ ეს სუფთად ეყრდნობა მონაკოში საფინანსო კაპიტალის (ვირტუალურ) მოძრაობას.
ათი წლის წინანდელი კრიზისისგან, სადაც პირველად იქნა გამოყენებული ეს მეთოდი, განსხვავება ისაა, რომ ჩვენ (მსოფლიო ბიზნესმა) შევცვალეთ მოედანი, ახლა ის სერიოზულად მყარ სივრცეში – აშშ-ში გამოვცადეთ, რომელიც ამ მოდელის ავტორთა ჩანაფიქრით წესით გაუძლებდა ამ აფეთქებას, თუმცა არავინ იცის გაუძლებდა თუ არა ბოლომდე. შეიძლება გაუძლოს! რადგან სივრცე და დროა ოპტიმალურად შერჩეული და აქედან გამომდინარე, მსოფლიო ბაზრის მდგრად განვითარებას არ ემუქრება ღრმა დეპრესია. უფრო მეტიც, ის შეიძლება საერთაშორისო ბაზრის მენეჯმენტის ახალი სტილი და მეთოდი გახდეს. აშშ-ს და ინგლისის ეკონომიკები რეალურად გაუძლებენ ამ ახალი სისტემის – მონაკოს სისტემის გამოცდას, რადგან მათ იგივე თუ დაემართება, რაც კორეას, მაშინ რა მოუვა იმ ბანკებს და ქვეყნებს, რომელთა სარეზერვო სეიფები 4 ტრილიონი დოლარითაა სავსე, ან მათ ეკონომიკას, რომელთა ძირითადი მომხმარებელი არის აშშ და ინგლისი.
შეიძლება გათვლები სწორი იყოს და ეს დელტა ეკონომიკური განვითარებისათვის გადამწყვეტი იყოს, რადგან დღეს მსოფლიოში არსებული ფასებისა და მოხმარების ზრდის სტადიაში, მას არარეალური მოხმარება სჭირდება.
M=Z∗K
M-1=(ძ&ლოწასტ;კ+Dძ)&ლოწასტ;ჩღ
სადაც დელტა DZ (ზეტი) არის ვირტუალური მოხმარება, ჩღ (სი ერი) არის ქვეყნის სავალუტო კურსი, ხოლო M-1 (ემ-1) არის მონაკოს სქემის ბაზრის მოთხოვნის მაჩვენებელი.
შეიძლება ჩვენმა ოპონენტებმა განაცხადონ, რომ მოთხოვნა და მიწოდება ის არის, რაც ფიქსირდებაო და ის ემორჩილება მოთხოვნა-მიწოდების კლასიკურ კანონს და ასე გაფატვრა არ სჭირდება. მინდა გიპასუხოთ, ცდებით! ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ეკონომიკა შეიცვალა და საკმაოდაც. ბევრი კლასიკური ტრაქტატი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. უფრო მეტიც, კლასიკური თეორით ბევრი რამ აუხსნელია.
გავიხსენო კლასიკური მოთხოვნა-მიწოდება:
ადამ სმიტი ამბობს, რომ ყოველი ადამიანი ცდილობს საკუთარი კაპიტალი ისე გამოიყენოს, რომ მისი პროდუქტი ყველაზე მეტ ღირებულებას ატარებდეს და ამ დროს მისთვის მთავარია არა საზოგადოებრივი ინტერესი, არამედ – საკუთარი და ის იმართება უხილავი ხელით, რათა უკეთესად მიაღწიოს მიზანს.
არ ვიცი, გულისხმობდა თუ არა ადამ სმიტი იმ ამერიკელებს, რომლებმაც საკუთარი სახლები დააგირავეს, როგორც კაპიტალი და ცდილობდნენ მაქსიმალური ღირებულების მიღებას, მაგრამ აქაც უხილავი ხელი რომ მართავდა მათ, ეს რეალობაა, უბრალოდ როგორი იყო ეს უხილავი ხელი, რამდენად მიღწევადი იყო ის მიზანი, საითკენაც ექაჩებოდა.
როგორც სამუელსონი ამბობს თავის “ეკონომიკის” II თავის დასაწყისში, ყველა ტიპის საზოგადოებისათვის მთავარია, თუ რას აწარმოებს, როგორ და ვისთვის, ამიტომ სამუელსონი განსაზღვრავს მოთხოვნა-მიწოდებას, როგორც ბალანსს.
მოთხოვნა-მიწოდების კლასიკური გრაფიკი

კლასიკური სქემა

მისი აზრით, კონკურენტული წონასწორობა ყოველთვის არის ერთადერთი მისაღები ფასის, ანუ მიწოდება-მოთხოვნის გადაჭრის წერტილი. შეიცვალა ამ გრაფიკში რაიმე?
დიახ შეიცვალა! თვით გრაფიკის ფორმირების პრობლემა:
1. მოთხოვნა-ფორმირების პრობლემა;
2. აქედან ფასი;
3. მიწოდების თავისებურება.
მიწოდება ჩიკაგოს ბირჟაზე ფიუჩერსებით ვაჭრობაა? კი და არა! კი, თუ ეს ეხება მსხვილ ბიზნესს, რომელიც ფასების ნიველირებისა და მიწოდების უწყვეტობისათვის ფიუჩერსებს ყიდულობს. არა, თუ ეს სპეკულანტების მიერ შექმნილი ხარის ტრენდია და მიზნად გადაყიდვას, კაპიტალის დაბინავებას და საერთოდ მარჟას ისახავს. ამ შემთხვევაში საერთოდ არ გაინტერესებს ხორბალი იქნება, ყავა თუ ბენზინი. აი, ეს არის ბაზარზე მოთხოვნის ფორმირების და ფასის თანამედროვე თავისებურება.
შაქრის მსოფლიო მოთხოვნა ამჟამად წლიურად 120 მილიონი ტონაა, ბრინჯის – 520 მილიონი, ხორბლის – 800 მილიონი, ხოლო ნავთობის – 27 000 მილიონი ბარელი წელიწადში (ბ – 159 ლ).
მაგრამ 2007 წელს ეს მაჩვენებლები სერიოზულდ გაიზარდა მოხმარების 3%-იანი ზრდის პირობებში. რატომ? იმიტომ, რომ გაიზარდა ვირტუალური მოხმარება და ფიუჩერსები. გადამწყვეტი ხდება ხარის ტრენდი სასაქონლო ბაზარზე. ის უზრუნველყოფს ვირტუალური მოხმარების სპირალს.
მეორე თავისებურებაა ის, რომ XXI საუკუნის კონკურენციას ცვლის შერწყმები და შთანთქმები, შერწყმა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე კონკურენცია.
მესამე თავისებურება ისაა, რომ უსწრაფესად იზრდება ტექნიკური პროგრესი, მაგრამ ასევე უსწრაფესად ძვირდება ახალი გამოგონებებისა და კვლევების ორგანიზება და ასევე სწრაფად ხდება ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა – ამას უკვე ორგანიზებული ხასიათი აქვს, მაგალითად, წამყვან აზიურ ქვეყნებში, ასევე საქართველოში და სნგ-ს ქვეყნებში, სადაც თითქმის არაა დაცული ინტელექტუალური საკუთრება და ბრენდები, არ არსებობს სტანდარტების კონტროლი და მართვის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო მექანიზმები. ეს ცვლის მიწოდების კლასიკურ სქემას, განსაკუთრებით ციფრულ ტექნოლოგიებში და პროგრამულ ტექნიკურ საქონელზე (ეს XXI საუკუნის თავისებურებაა).
უფრო აშკარა რომ იყოს რეალური კლასიკური მოთხოვნა-მიწოდების კანონის მიხედვით ნავთობის ფასი ბრენტ ფრაქციაზე, ექსპერტული გათვლებით არის 60-65 დოლარი ბარელზე და 50 დოლარი ოპეკის კალათის მარკაზე, ხოლო ხორბალზე – 320-330 დოლარი ტონაზე.
დღევანდელი ფასები ნაკარნახევია მონაკოს სქემის კრახით ამერიკაში, აქედან გამომდინარე პრობლემებითა და სპეკულაციური კაპიტალის მოძრაობით. კაპიტალის სპეკულაცია იწვევს მის სერიოზულ გლობალიზაციას და პირიქით.
აქაც შეიძლება კამათი იმაზე, რას გულისხმობდნენ კლასიკოსები და იგივე სამუელსონი, როცა აცხადებდნენ – “სხვა თანაბარ პირობებში”. არა, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თვისობრივად ბაზრის ფორმირების ახალ სქემასთან.
ამასთან ძალაში რჩება სავალუტო კურსით და საგადასახადო პრესით მოთხოვნაზე ზეგავლენის ძველი კლასიკური სქემის მოდერნიზებული ვარიანტი და აქაც თვისობრივად ახალ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ესეც გარკვეულწილად იყო განხილული ფიშერის და სხვა ცნობილი ეკონომისტების ნაშრომებში – თუნდაც კონკურენციის პირობებში ფასების ელასტიურობის მრუდი. მაგრამ ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ფინანსურმა სექტორმა მსოფლიოს აბსოლუტურად ახალი სქემა შესთავაზა.
საოცრად მეტყველია დოლარის და ევროს კურსების დინამიკა (იხ. სქემა), რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ აშშ-ში წარმოებულ საქონელზე ფასები იზრდება და ევროპული ექსპორტი ეცემა, რის გამოც მსხვილ ბიზნესს წარმოების შემცირება უწევს. იაფი დოლარი მოთხოვნას ზრდის და, ბუნებრივია, ბევრ პრობლემას უწყვეტს აშშ-ის ეკონომიკას, რომლის ფესვებიც სწორედ ვირტუალურ ეკონომიკაშია. ახლა კრიზისის ზეგავლენის შესამცირებლად აშშ-ში ჯ. ბუშის გეგმით საგადასახდო წნეხს ამცირებენ და ფულს აიაფებენ, რაც გააკეთა ალან გრინსპენმა, ბ. ბერნანკე კი შედეგების სტერილიზაციისათვის საწინააღმდეგოს აკეთებს.
რა ხდება საქართველოში? როგორია ვირტუალური მოხმარების მასშტაბები და სტაგნაციის, ან საქართველოს ეკონომიკაში ეკონომიკის მართვისა და სტიმულირების ახალი მეთოდის დანერგვის საფრთხე?
დაბალ ნიშნულზე ვაჩერებთ ლარის კურსს, ვამყარებთ მას დოლარისა და ევროს მიმართაც. უფრო მეტიც, ცხადია, რომ ლარი არის კვაზი კონვერტირებადი ვალუტა და ეროვნულ ბანკს ფიქსინგში ჩაურევლობის შესახებ ზეპირი განცხადებების მიუხედავად, მაინც სერიოზული ზეგავლენა აქვს. უფრო მეტიც, თვით კურსის დადგენის წესი და მოთხოვნა-მიწოდების განსაზღვრაა არასწორი, რადგან სწორედ სავალუტო ბირჟაზე, სადაც ოპერაციების მხოლოდ 5% ტარდება, ფიქსირდება მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი. ბირჟა დიდი ხანია არ ასრულებს რეალური სავალუტო ბაზრის როლს, რადგან 2007 წელს საქართველოში ბირჟის გვერდის ავლით ბანკებს შორის 6. 5 მილიარდი დოლარია შეძენილი, ჯიხურებში კი – 600 მილიონი დოლარი მაშინ, როცა ბირჟაზე დარეგისტრირებულია 430 მილიონი დოლარის ოპერაცია და ისიც ძირითადად ეროვნული ბანკის მონაწილეობით.

რამდენად შესაძლებელია ეს ბირჟა რეალურ მოთხოვა-მიწოდებას ასახავდეს, ანუ ასეთი იაფი დოლარით ხდება იმპორტის გაიაფება და ინფლაციის დარეგულირება, რათა მისი მასშტაბები დამანგრეველი არ იყოს. მეორეს მხრივ, ხდება წარმოებების ხელშეწყობა, რომელთა 60% იმპორტირებულ ნედლეულზე მუშაობს, რათა იაფი კალკულაცია ჰქონდეს და პროდუქცია კი – კონკურენტუნარიანი. ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მზარდი უცხოური ინვესტიციების სტერილიზაციას მოხმარდეს რაც შეიძლება ნაკლები ლარი და ამითაც ინფლაციის ერთგვარი მართვა მოხდეს. ამითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ადგილი აქვს ფასების ხელოვნურად რეგულირებას და მოთხოვნის ზრდას, რაც ვირტუალური ეკონომიკის ნაწილია და გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგს არ იძლევა, რადგან ეს კონკრეტულ-ტაქტიკური ამოცანების გადასაწყვეტადაა გათვლილი. საქართველოში ყოველივე ამას ისიც ემატება, რომ ხშირ შემთხვევაში ფული ბანკებში ძალიან ძვირია, ხოლო საკომისიოები, რომლებსაც საერთოდ არა აქვს რისკთან შეხება – კატასტროფულად დიდი.
კრედიტის ფასი შეფარულად გადადის საკომისიოებში, მაგალითად, კრედიტის აღების, ანგარიშის გახსნის, მომსახურეობისა და კონვერტირების, ასევე მიმდინარე ნაშთებზე არაფრის დარიცხვისა და ბარათების მომსახურეობის საკომისიოები და ა.შ. საბოლოო ჯამში ეს ბანკებს საშუალებას აძლევს მოახდინონ გაუგონარი შემოსავლების კონსოლიდირება და საერთოდ, საშუალო საბანკო შემოსავალი წლიურ 20-25%-მდე აიყვანოს, თუ ინსაიდერების ოპერაციულ შემოსავალსაც დავამატებთ, ეს 40-50%-მდე ადის. ამით აიხსნება უცხოელების ასეთი სწრაფვა საქართველოს საბანკო სისტემისადმი და ბუნებრივია, ინვესტირება ხორციელდება არა მთლიანად ეკონომიკაში, არამედ იმ ორ დარგში, სადაც მონაკოს მეთოდით, კრიატიული თეორის თანახმად, ბაზრის ზრდა წარმატებით ხორციელდება, კერძოდ, სამშენებლო და საბანკო ბიზნესში. საქართველოშიც ამ დარგებზე მოდის ხელოვნური ბაზრების 90% და აქაა დაჩქარებული ტემპებით მოგების მიღების ფართო ასპარეზი. ბუნებრივია, რომ კრიზისის ზეგავლენის რისკებიც აქ უფრო მეტია.
გავაანალიზოთ ფულზე ფასები აშშ-ში 2002-2007 წლებში

როგორც ვხედავთ, ფულის ფასი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და ბენ ბერნანკეს მოსვლამდე ალან გრინსპენი მონაკოს სისტემისათვის სერიოზულ საფუძველს ქმნიდა. ამის გაგრძელება იყო ბანკთაშორისო კრედიტებისა და საერთოდ კრედიტზე ფასების აწევა. ბუნებრივია, ამის ოფიციალური მიზეზი წარმოების ზრდის შეჩერება და ინფლაციის მოთოკვა იყო. მაგრამ გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა იმავე პერიოდში სასაქონლო ბაზარზე (იხ. სქემა).
მსოფლიოში ფასების ზრდის სერიოზული ტენდენციის მიუხედავად, 2003-2004 წლებში მსოფლიო ბანკის ანალიზით, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელიც იზრდება. ეს გარემოება ადასტურებს კლასიკურ მოთხოვნა-მიწოდების სიზუსტეს? არამც და არამც!
თეზა, რომელსაც მოუწია გამოცდის ჩაბარება – სამუელსონი, ფიშერი, დორბუში… ყველა ეთანხმდება იმას, რომ როცა ფასი მაღლა იწევს, საქონელზე მოთხოვნა მცირდება! ფასი საწვავზეც იწევს მაღლა, მაგრამ დღიურმა მოთხოვნამ 88 მილიონს ბარელს გადააჭარბა, ასევე გაიზარდა მსოფლიო მოთხოვნა ხორბალსა და შაქარზე და ა.შ.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2003-2008 წლებში ფასები საქონელსა და უძრავ ქონებაზე, ასევე მომსახურებაზე 2-3-ჯერ გაიზარდა, მაგრამ მოთხოვნის მატებაც იგივე იყო. აქ არის ახალი და ძველი მსოფლიო ეკონომიკის განსხვავება. დღეს მთავარია მყიდველის პოვნა, თუ პოლიტიკური შეზღუდვა არაა ყველაფერს შემოზიდავ. XXI საუკუნემდე მთავარი მაინც წარმოება იყო, მყიდველსაც ნახულობდნენ და რიგშიც აყენებდნენ.
ამიტომ პერმანენტული ფასების ზრდის პირობებში ზოგადად ეკონომიკებიც იზრდება, ყველა სახელმწიფოს ხარჯებიც და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპიც მაღალია, ანუ ფასების მატება არ ამცირებს მოხმარებას, არამედ, პირიქით, ხშირ შემთხვევაში იგი სტიმულატორია. უფრო მეტიც, ფასების მომატების შედეგად იზრდება მთლიანად ეკონომიკაც და მითი კრიზისის კლასიკური ფაზის შესახებ მხოლოდ ისტორია და პესიმისტების სლუკუნია.
ცნობილი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურიატი ჯულიან სეიმონი წერს: “მოდაში შემოვიდა ადამიანის დახატვა, როგორც პანიკით მოცულის, რესურსების ამოწურვის გამო და ის წარმოდგენილია, როგორც ბუნების გამანადგურებელი”. სწორედ ასეთი ადამიანები თვლიან, რომ აშშ-ის მოსახლეობა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 5%-ს შეადგენს, რესურსების 40%-ს მოიხმარს, მაგრამ არავინ ამბობს, წერს სეიმონი, თუ რამდენ რესურსს ქმნის ეს 5%. რესურსი შექმნილია და კრიატულობა ადამიანის ნიჭია. ასევე შექმნა მან ვირტუალური მოხმარება და რეალური მიწოდება. “რაც მეტი რესურსია აღმოჩენილი და შექმნილი, მით მეტია ცვლილებისა და წინსვლის შანსი”, – ამტკიცებს სეიმონი. არ მინდა ისე გავიგოთ, რომ კრიატულობის და ვირტუალური მოხმარების, თუ ბაზრის თეორიის მიზანი პანიკა ან შიში იყოს, რომ ეს დააქცევს მსოფლიო ეკონომიკას და სპეკულანტები იმსხვერპლებენ ბაზარს!! მე მსურს ჩვენ ვიაზროვნოთ იმ კუთხით, რომ ეს კრიატული თეორია და ვირტუალური მოხმარება არსებობს მონაკოს სისტემის სახით და ვეცადოთ ვნახოთ სარგებელი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის, თუნდაც ეკონომიკური ზრდის პროვოცირების გზით და არა მარტო საბანკო და სამშენებლო სფეროში.
მეორეს მხრივ, არსებობს მედლის სხვა მხარეც. არ მინდა ვინმემ ცნობილი ეკონომისტის ან ნობელის პრემიის ლაურიატის იოსებ სტიგლიცის ფანად ჩამთვალოს, თუმცა ამას სიამაყით ვაღიარებდი, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკის მთავარი პრობლემა, როგორც სტიგლიცი ამტკიცებს, სპეკულაციური კაპიტალია და მას შეუძლია რეცესიის პროვოცირება.
მაგრამ აქ ხომ არ არის ჩადებული ხელოვნური ზრდის ეფექტის დადებითი მხარე? ასეთი მდგომარეობა ახალი მოთხოვნის ფორმირებით ხომ არ არის განპირობებული? არსებული სიტუაციიდან გამოსავალი ხელოვნური მოთხოვნა და ვირტუალური ბაზარი ხომ არ არის, როცა ერთის მხრივ, ფასები და მოხმარება იზრდება, ეკონომიკების ზრდის მაღალი ტემპი მიწოდების მაღალი ტემპის ხარჯზე უნდა შენარჩუნდეს. აქ შეიძლება სქემა ასე მოგვეხაზა, ან მოგვენიშნა მშპ-ის ზრდის მთავარი პარამეტრიც. არა მარტო საქართველოში, არამედ აშშ-შიც ინვესტიციების მოსაზიდად ბაზარი მიმზიდველი უნდა გავხადოთ, ამიტომ ამერიკელებმა იპოთეკის ბიზნესში “პრაიმით” მიმზიდველი ბაზარი შექმნეს. ამით ომის წარმოების ხარჯების მიუხედავად, ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი წლების განმავლობაში შეინარჩუნეს. ბაზრის პროვოცირება საქართველოშიც მოხდა, ან უნდა მოხდეს. ანუ თუნდაც მოხმარების ხელოვნურად გაზრდის გზით ბაზრის პროვოცირება ეკონომიკის ზრდის საფუძველი ხდება. ეს ღრმა ანალიზს მოითხოვს, იქნებ ახალი სქემით მუშაობა ხელოვნური ბაზრის, მოთხოვნის ზედა საზღვრის ოპტიმალურ დონეზეა დამოკიდებული.
განვიხილოთ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების საფინასო ანატომია და ვირტუალური ბაზრის შესაბამის სიმპტომებს ადვილად აღმოვაჩენთ. საქართველოს ეკონომიკაში, სადაც მოსახლეობის კრებითი შემოსავალი 2.2 მილიარდი ლარია და ეკონომიკის საკრედიტო დავალიანების მაჩვენებელმა 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწია, აქედან ეროვნულ ვალუტაში 2008 წლის 1 თებერვლის მონაცემებით 4.5 მილიარდი ვადიანი საკრედიტო დაბანდებიდან 1,5 მოდიოდა ეროვნულ ვალუტაზე გაცემულ კრედიტებზე და 3 მილიარდი – უცხოურ ვალუტაზე გაცემულზე, ძირითადად დოლარზე. ამასთან, ეკონომიკის დოლარიზაციის კოეფიციენტი ერთობ მაღალია და 65%-ს აღწევს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სასესხო კალათის ძირითადი ნაწილის დოლარში წარმოდგენის გამო ხდება ჩვენი ბანკების აქტივების დიდი ოდენობით გაუფასურება.
ცალკე მსჯელობისა და შესწავლის საგანია იპოთეკის ბაზარი, რომელიც აშშ-ის ანალოგიისგან თვისობრივად განსხვავდება. დღემდე ჩვენ მაინც მოსახლეობისათვის სახლებს ვაშენებდით და ბიზნეს-ელემენტივით იპოთეკაში 15-20%-ის დონეზე იყო. 2008 წლიდან სიტუაცია იცვლება. იპოთეკური კრედიტების ზრდამ 300%-ს გადააჭარბა. ეს ბაზარი აშკარად კაპიტალის მეტობას განიცდის, მაგრამ ამავდროულად თბილისში მწვავედ დგას საბინაო საკითხი და გადახდისუნარიანობის პრობლემა.
ბანკები უკვე ცდილობენ, ისევე როგორც დეველოპერული ფირმები, რომ შეიქმნას მოხმარების ზრდის სისტემა და ბაზრის მოცულობა კრიატული მიდგომით გაიზარდოს. საქართველოში ხელოვნური ბაზრის შექმნის სინდრომი უკვე არის, თუნდაც ემბრიონის მდგომარეობაში. რას აძლევს ის საქართველოს ეკონომიკას, მოვსპოთ, თუ ხელი შეუწყოთ მას?. თუ მსოფლიო ეკონომიკა სპეკულაციურია, რატომ არ უნდა შევუწყოთ აქ მას ხელი. მეორეს მხრივ, რამდენად აიტანს უახლეს პერსპექტივაში ხარის პერმანენტულ ტრენდს საქართველოს ეკონომიკა? მე მგონი ღირს ამის კვლევა. რატომ?
ყოველი ტენდენციის ანალიზი გვაძლევს იმ დასკვნის საფუძველს, რომ XXI საუკუნეში, ისევე როგორც აქამდე ძირითადი ეკონომიკის მამოძრავებელი იყო კრიატულობის თეორია. რესურსებს ყოველთვის ადამიანი ქმნიდა, ისევე როგორც მის დეფიციტს, შემდეგ თვითონვე ქმნიდა ახალ რესურსებს ან მათი მოპოვების ახალ გზებს. აქედან, კრიატულობა უზრუნველყოფს სამყაროს და რესურსების ამოუწურულობას. ისმის კითხვა: სადაა პროდუქტზე ფასებისა და მოხმარების მაჩვენებლის ზრდის ზღვარი. მე გეტყვით – არც ერთს ზღვარი არ აქვს, გარდა თვით მოხმარების და თვისებრივი ცვლილებით, ზღვრისა და სუბსტიტების ფასზე დელეგირებისა. დედამიწაზე გაიზრდება ადამიანთა რიცხვი, მოხმარება მსოფლიო ბაზარზე და ბუნებრივია, ფასებიც დარეგულირდება როგორც სუფთა მოთხოვნის, ისე ვირტუალური მოთხოვნის თანახმად, შეიქმნება ახალი რესურსები და სუბსტიტებს გამოიყენებენ.
აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, კრიატულობის თეორია არის:
არსი. სუბსტანცია – მზარდი მოხმარების პირობებში გაზრდილი ფასების ტრენდით გამოწვეული ეკონომიკის ზრდის შეფერხების თავიდან ასაცილებლად დროსა და სივრცეში, ბაზრის ისეთი მაღალი ტემპებით ზრდის უზრუნველყოფა მომავალი ღირებულების გათვალისწინებით ხელოვნური მოხმარების შექმნის ბაზაზე, ვიდრე ეს შესაძლებელია ბუნებრივი ეკონომიკური განვითარების პროცესით და ამ სახით კრიატული ბაზრის შექმნა.
მიზანი – მასზე დაყრდნობით გაფართოვდეს მოხმარება, რომელიც იქნება ეკონომიკური ზრდის მაპროვოცირებელი და გადაფარავს ფასების ზრდით გამოწვეულ მოხმარების შემცირებას, უზრუნველყოფს გაზრდილი მოგების მიღებას;
მოქმედების არეალი – კრიატულობის თეორიის მოქმედების დრო და სივრცის შერჩევა გადამწყვეტი ფაქტორია მისი წარმატებისათვის, მან უნდა მოიცვას ყველაზე განვითარებული ქვეყნები და განვითარებად ქვეყნებს, ისეთი როგორიც საქართველოა, შეუძლიათ იყვნენ პროცესის მონაწილე იმ ბაზარზე და არა საკუთარზე. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკის სექტორი, თუ სად ხდება ამ თეორიით მუშაობა, ამიტომ მისი ღირებულების ტემპი ჩვეულებრივზე ოდნავ მაინც მაღალი უნდა იყოს შორეულ პერსპექტივაში.
დროსა და სივრცეს აქ გადამწყვეტი ადგილი უჭირავს, ეს არის თვისობრივი განსხვავება 1998 წლისგან და ამიტომ არ იქნება ამ სტაგნაციის შედეგები
დამანგრეველი, პირიქით, ის იქნება ახალი ერის დასაწყისი მსოფლიოს და ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკაში. თუ მერი ლინჩისათვის და “სითი ბანკისათვის” 12-18 მილიარდის გადახდა პრობლემა არ არის, თუნდაც მისი აქციონერების ხარჯზე, საქართველოში კი საკმაოდ მაღალი იქნება დარტყმის სიმძაფრე, რომელსაც ვირტუალური ეკონომიკის კრახი და მსოფლიო ეკონომიკის კრიზისი გამოიწვევს.
საქართველოს საბანკო სფერო ამ ახალი სტილის ეკონომიკის შექმნის სათავეში დგას, როგორც ზოგადად საბანკო სისტემა მსოფლიოში და მისი წარმმართველი ძალა. მაგრამ რამდენად ბალანსირებული და გათვლილია ამ ახალი თეორიის მარგი ქმედების კოეფიციენტი, ეს კიდევ კვლევის და გათვლების ობიექტია. ორი პრობლემაა – ინსაიდერების საკრედიტო მაჩვენებლის დიდი მოცულობა რეალობაში და იპოთეკური სამშენებლო კრედიტების მოცულობის დიდი მაჩვენებელი საკრედიტო კალათაში. აქტივების დივერსიფიკაციის ხარისხის დაბალი დონე – აი, ბანკების ყველაზე დიდი ტაქტიკური #1 პრობლემა. მეორე პრობლემა ვირტუალური ბაზრის შექმნის მცდელობაა და დაზღვევის დაბალი დონე, განსაკუთრებით, როდესაც პრაქტიკულად ყველა მსხვილი ბანკი თვითონ აზღვევს თავის აქტივს. შეიძლება ოპონენტებმა გვისაყვედურონ საბანკო რეგულირებასთან დაკავშირებით და შეგვახსენონ ბაზელ 2-ის მოთხოვნები კაპიტალთან და საერთოდ, საბანკო რეგულირებასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ეს საქართველოში შერჩევით ვრცელდება ეროვნული ბანკის მოთხოვნისა და შეხედულების მიხედვით. ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის საქმეში რომ პრობლემებია, ეს არაა სადავო და ამიტომაც მოითხოვა დრომ ამ სფეროს რეორგანიზება, რადგან სუბიექტივიზმი სჭარბობდა. სხვა შემთხვევაში ბევრ ბანკს ამ რეგულირების ზოგადი ნორმების შესრულება გაუჭირდებოდა, თუნდაც ლიკვიდურობის ან ინსაიდერების დაფინანსების კუთხით. მნიშვნელოვანია ბოლო ხანებში ფართო ფულის მასის მოცულობის მეტისმეტი ზრდა და ამაში არაფერი არ უნდა იყოს ცუდი. ის შეიძლება მშპ-ის 2-ჯერ აღემატებოდეს, მაგრამ არა დაბალანსებულად.
ამიტომ მიგვაჩნია, რომ უნდა შემოვიღოთ ინფლაციის ზღვრული მაჩვენებელი და გადავიდეთ უფრო მოქნილ, თავისუფალ, მაგრამ ოპტიმალურ გაცვლით კურსზე, რომელიც რეალური მოთხოვნა-მიწოდების შედეგი იქნება. ასევე კრიატული თეორის ხელშეწყობის მიზნით საბაზრო ინსტიტუტებისა და ბერკეტების შექმნა, ოღონდ არა ვირტუალურის, არამედ რეალურის. მსოფლიო საბაზრო ეკონომიკა ითრევს, ჩაითრია კიდეც საქართველოს ეკონომიკა, რომელიც ვერაა საბაზრო. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი შეუქცევადი ინტეგრაციის პროცესიდან უმტკივნეულო ადაპტირების ეკონომიკის ფორმის ცვლილებაა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial