ტრანსნაციონალიზაცია – მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალა

თეა კასრაძე, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

გლობალიზაციის პროცესმა ხელი შეუწყო მსოფლიო ინტეგრაციის პროცესებს და დააჩქარა ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა. ამ პროცესის მთავარი კატალიზატორები არიან საერთაშორისო ფირმები – ტრანსნაციონალური კორპორაციები (ტნკ), რომლებიც, ერთი მხრივ, სწრაფად განვითარებადი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების შედეგია, ხოლო მეორე მხრივ კი, თავად წარმოადგენენ მათზე ზემოქმედების მძლავრ მექანიზმს.

ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ტრანსნაციონალიზაცია თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი ტენდენციაა. იგი განპირობებულია კაპიტალის გადადინების აუცილებლობით და შესაძლებლობით იმ ქვეყნებიდან სადაც მისი სიჭარბეა, იმ ქვეყნებში სადაც მისი დეფიციტია, მაგრამ სამაგიეროდ ჭარბადაა წარმოების ისეთი ფაქტორები, როგორებიც არიან მიწა და შრომა, რომელთა რაციონალური გამოყენება ვერ ხერხდება სწორედ კაპიტალის უკმარისობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტრანსნაციონალიზაციას მივყავართ მსოფლიო წარმოების პროცესების აღმავლობისა და ეკონომიკური გამოთანაბრებისაკენ. ის მოგებიანია როგორც იმ ქვეყნებისათვის, რომელთა კორპორაციებიც ახორციელებენ პირდაპირ ინვესტიციებს (საბაზო ქვეყნები), ასევე ინვესტიციების მიმღები ქვეყნებისთვისაც. ამასთანავე, ტნკ-ებს სურთ რა თავიანთი ინვესტიციების უსაფრთხოების გარანტიები, ბუნებრივია, ცდილობენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენის მოპოვებას ინვესტიციების მიმღებ ქვეყნებში, რაც ადგილობრივი მეწარმეებისა და ხშირად მთავრობების უკმაყოფილებასაც კი იწვევს. გარდა ამისა, საბაზო ქვეყნების პოზიციიდან, ტრანსნაციონალიზაცია შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ქვეყნიდან კაპიტალის გატანისა და საკუთარი ნაციონალური ეკონომიკის დასუსტების შესაძლებლობა. Aამიტომ, ტრანსნაციონალიზაცია, მიუხედავად მისი დადებითი გავლენისა, როგორც მიმღები, ისე საბაზო ქვეყნების ეკონომიკებზე, ხშირად წინააღმდეგობას აწყდება გარკვეული წრეების მხრიდან ორივე ქვეყანაში. – სწორედ აქედან გამომდინარე წარმოებს ძირითადი წინააღმდეგობის ჩამოყალიბება ტრანსნაციონალური კაპიტალისა და ნაციონალური სახელმწიფოების ინტერესებს შორის, რაც, თავის მხრივ, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.
სანამ უშუალოდ ტრანსნაციონალიზაციის მთავარი პროდუქტისა და მამოძრავებელი ძალის – ტრანსნაციონალური კორპორაციების გენეზისსა და ევოლუციაზე გადავიდოდეთ, სასურველია, მოკლედ შევეხოთ ტრანსნაციონალიზაციის საკვანძო ტერმინს – უცხოურ ინვესტიციებსა და მასთან დაკავშირებულ თანამედროვე ტენდენციებს.
Uუცხოური ინვესტიციები იყოფა პირდაპირ და პორტფელურ ინვესტიციებად. პირდაპირი ინვესტიციები ერთი ქვეყნის ინვესტორს აძლევს მეორე ქვეყნის საწარმოებზე მართვის ეფექტიანი კონტროლის შესაძლებლობას, ხოლო უცხოური პორტფელური ინვესტიციები – კაპიტალდაბანდება ფასიან ქაღალდებში – ინვესტორს არ აძლევს საინვესტიციო ობიექტის რეალურად გაკონტროლების საშუალებას.
ინვესტორთა მიზნების პერიოდულად შეცვლის შედეგად, პირდაპირ და პორტფელურ ინვესტიციებს შორის მკაცრი საზღვარი არ არსებობს. ისმის კითხვა, რა რაოდენობის აქციების ფლობის შემთხვევაში ჩაითვლება დაბანდება პირდაპირ ინვესტიციად? ამის უნივერსალური მაჩვენებელი არ არსებობს. ზოგჯერ კონტროლისათვის საკმარისია საწარმოს აქციების 5%-იც, სხვა შემთხვევაში კი 15%-იც ცოტაა. Mბევრგან აქციების 10%-ის ფლობა კონტროლის განხორციელებისათვის საკმარისად ითვლება. გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში კი ასეთ ზღვარს 20% წარმოადგენს.1 ყველა დაბანდება ზღვარს ქვემოთ ითვლება პორტფელურ ინვესტიციად. ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკაში, არსებობს ზღვრის შემცირების ტენდენცია, რომლის იქითაც ინვესტიცია განიხილება, როგორც პირდაპირი.
Aდღეისათვის არსებობს პორტფელური ინვესტიციების პირდაპირთან შედარებით გაცილებით სწრაფი ზრდის მკვეთრად გამოკვეთილი ტენდენცია. თუ 16-18 წლის წინათ მათი მოცულობა პრაქტიკულად თანაბარი იყო, ახლა პორტფელური ინვესტიცია სამჯერ – მეტია პირდაპირზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა თავისი მიზნებით სულ უფრო მეტად სწრაფი და სპეკულაციური ხდება. გარდა ამისა, საწარმოს კონტროლისათვის აუცილებელი აქციების მინიმალური პაკეტი სულ უფრო მცირდება. თანამედროვე ტნკ-ების პირობებში აქციების სულ მცირე პაკეტიც კი საკმარისია ეფექტური კონტროლისათვის.
საერთაშორისო კორპორაცია – მსხვილი კომპანიის ორგანიზაციული ფორმაა, რომელიც ახორციელებს პირდაპირ ინვესტირებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. განასხვავებენ საერთაშორისო კორპორაციის 2 ტიპს:
1. ტრანსნაციონალური კორპორაცია – სათაო კომპანია ეკუთვნის ერთ ქვეყანას, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
2. მრავალნაციონალური კორპორაცია – სათაო კომპანია ეკუთვნის ორი ან მეტი ქვეყნის კაპიტალს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ასევე ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
თანამედროვე საერთაშორისო კორპორაციების უმეტესობას ტრანსნაციონალური კორპორაციის სახე აქვს, ამიტომაც ტრანსნაციონალიზაციას სწორედ ამ ფორმასთან აკავშირებენ.
1974 წელს ტნკ-ს ფენომენის შესასწავლად გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან შეიქმნა კომისია და ცენტრი. ეს სწორედ იმაზე მიუთითებდა, რომ ტნკ-ს როლი აღიარებულ იქნა მსოფლიო თანამეგობრობაში. შემდგომში ეს კომისია შევიდა გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციაში (UNჩთAD), რომლის კვლევის მასალებსა და სტატისტიკურ ინფორმაციას ტნკ-ზე ძირითადი ოფიციალური წყაროს სახე აქვს.
ისტორიულად ტნკ-ებმა განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარეს.
პირველი თაობის ტნკ-ები XIX საუკუნის ბოლოს შეიქმნა და ძირითადად ყოფილი კოლონიების იაფი ნედლეულის გადამუშავებაზე იყვნენ დასაქმებულები.
მეორე თაობის ტნკ-ები პირველი და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში გაჩნდნენ და სამხედრო-ტექნიკურ პროდუქციას აწარმოებდნენ. ზოგმა მათგანმა მე-2 მსოფლიო ომის შემდგომაც განაგრძო ფუნქციონირება. ისინი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების წარმოებას ახორციელებდნენ.
Mმესამე თაობის ტნკ-ები გაჩნდა მეოცე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, რომელთა საქმიანობაც დაფუძნებული იყო მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის მიღწევების ფართო გამოყენებაზე. 60-80-იან წლებში ტნკ-ების საქმიანობაში მიმდინარეობდა ნაციონალური და უცხოური წარმოების ორგანული შერწყმის პროცესი.
მეოთხე თაობის კორპორაციებმა მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს – ჩამოყალიბება, რომელთა საქმიანობამ გლობალური ხასიათი მიიღო. მათი დამახასიათებელი თავისებურებებია:
ბაზრების პლანეტარული ხედვა და მსოფლიო მასშტაბის კონკურენციის განხორციელება;
საერთაშორისო ბაზრების განაწილება რამდენიმე გლობალური ტნკ-ის მიერ;
ახალი ქსელური საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით მათი ფილიალების საქმიანობის კოორდინირება, კორპორაციის მთელი ორგანიზაციული სტრუქტურების მოქნილობა და ადაპტირებულობა, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ერთიანი წესების შემოღება-გამოყენება;
თავისი ფილიალების, ქარხნებისა და ერთობლივი საწარმოების მართვის ერთიან საერთაშორისო ქსელში ინტეგრირება, რომელიც, თავის მხრივ, სხვა ტნკ-ების ქსელშია ინტეგრირებული;
იმ სახელმწიფოებზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა, სადაც ტნკ-ების ბიზნესია განთავსებული;
დღეს უკვე შეგვიძლია მეხუთე თაობის ტნკ-ებზე საუბარი, რომლებიც თავისი ფინანსური და ეკონომიკური სიძლიერით მსოფლიო ეკონომიკაში სახელმწიფოების გვერდით დამოუკიდებელ მოთამაშეებად გამოდიან. ამ ტენდენციას ხელს უწყობს მათი საქმიანობის ლიბერალიზაცია. მარტო 2007 წელს გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციამ (UNჩთAD) ეროვნულ კანონმდებლობებში დააფიქსირა 100 ცვლილება, რომლებსაც შეუძლიათ ტნკ-ების საქმიანობაზე ზემოქმედება. აქედან 74 მათგანი მიმღები ქვეყნის გარემოს უფრო მიმზიდველს და ხელსაყრელს ქმნიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისათვის2.
ტნკ-ების საქმიანობის შეფასების ძირითად მაჩვენებლად მიჩნეულია ტრანსნაციონალიზაციის ინდექსი, რომელიც გაიანგარიშება როგორც საშუალო შემდეგი ფარდობითი მაჩვენებლებისა: უცხოური აქტივების წილი აქტივების მთლიან მოცულობაში; უცხოეთში განხორციელებული გაყიდვების წილი გაყიდვების მთლიან მოცულობაში; უცხოურ ფილიალებში დასაქმებულთა წილი დასაქმებულთა მთლიან მოცულობაში. რაც უფრო მაღალია ტრანსნაციონალიზაციის ინდექსი, მით უფრო დიდია უცხოური ფილიალების როლი ტნკ-ს საქმიანობაში. განვითარებულ ქვეყნებში ეს ინდექსი საშუალოდ 22.4%-ია, განვითარებად ქვეყნებში – 21.8%, ხოლო გარდამავალი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში – 19.6%. ამასთანავე, განვითარებულ სახელმწიფოებს შორის ტრანსნაციონალიზაციის ინდექსი ყველაზე მაღალია ბელგიაში – 65.4%, განვითარებადში – ჰონგკონგსა და ჩინეთში – 103.7%, ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის მაკედონიაში – 38.6%.3 2005 წლის კვლევამ გამოავლინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადინების კოლოსალური ზრდა-განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების მქონე ქვეყნებიდან. 2005 წელს ეს მაჩვენებელი 1.4 ტრილიონი აშშ დოლარს გაუტოლდა, მაშინ როცა 10 წლის წინათ 335 მილიარდ აშშ დოლარს უდრიდა. ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ზოგიერთ ქვეყანაში. მაგ. ჩინურმა კომპანიებმა 2001 წელს 450 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების უცხოური აქტივები შეისყიდეს. ეს ციფრი 2005 წელს მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.4
დღეისათვის არსებობს ტნკ-ს დაახლოებით79,000 ძირითადი კომპანია, რომელთაც მსოფლიოში 790, 000ფილიალი და დამოკიდებული ნკომპანია აქვთ, რომელთა მიერ 2007 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15 ტრილიონ აშშ დოლარს უდრიდა, ხოლო მათ მიერ განხორციელებული – გაყიდვები 31 ტრილიონ აშშ დოლარს, რაც 21%-ით მეტია 2006 წელთან შედარებით. 2007 წელს ტნკ-ებში დასაქმებულთა რიცხვმა 82 მილიონს მიაღწია. ისინი სულ უფრო დიდ გავლენას ახდენენ საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე, აკონტროლებენ მსოფლიო წარმოების სექტორის დაახლოებით ნახევარს, საგარეო ვაჭრობის 63%-ს, აგრეთვე ახალ ტექნიკაზე, ტექნოლოგიებსა და ნოუ-ჰაუზე პატენტებისა და ლიცენზიების დაახლოებით 4/5-ს.
ტნკ-ების კონტროლს დაქვემდებარებულია ხორბლის, ყავის, სიმინდის, ხე-ტყის მასალების, თამბაქოს, რკინისა და მადნეულის მსოფლიო ბაზრის 90%, თუჯისა და ბოქსიტების 85%, ჩაისა და ზეთის 80%, ბანანის, ნატურალური კაუჩუკისა და ნედლი ნავთობის 75%. აშშ-ში ექსპორტის ნახევარს ადგილობრივი და უცხოური ტნკ-ები ახორციელებენ, დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღწევს, ხოლო სინგაპურში – 90%-ს.5
საყურადღებოა, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3-ჯერ სწრაფად გაიზარდა შიდა ინვესტიციებთან შედარებით, თუმცა მათ წილად მოდის განვითარებულ ქვეყნებში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების სულ რაღაც 6%.
საინტერესოა, რომ ამავე პერიოდში, მოზიდული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობით, აშშ პირველ ადგილზე იმყოფება. საყურადღებოა ისიც, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 3/5 განვითარებულ ქვეყნებზე მოდის, ხოლო დარჩენილი 2/5 განვითარებადზე, რომლის 2/3-ს აზიის ქვეყნები მოიხმარენ. ამასთანავე, აფრიკის ქვეყნების უმეტესობაში, მიუხედავად ბუნებრივი რესურსების სიუხვისა, მოზიდული უცხოური კაპიტალი უმნიშვნელოა. უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი კომპანიების შერწყმისა და ერთის მიერ მეორის შთანთქმის გზით ხორციელდება. 2007 წელს ამგვარი გარიგებების ღირებულება 1,637 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 21%-ით მეტი იყო 2000 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
არსებობს საკმაოდ ზუსტად ჩამოყალიბებული ტენდენცია – რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას (პუი) აბანდებს და იზიდავს კიდეც. ეს ტენდენცია გამოიხატება ისეთ მაჩვენებელში, როგორიცაა დამოკიდებულება მოცემული ქვეყნის მიერ მიღებული პუი-სა და ამ ქვეყნის მიერ განხორციელებულ უცხოურ ინვესტიციებს შორის. ცხრილში მოტანილია აღნიშნული მაჩვენებლები სხვადასხვა ქვეყნისათვის მე-20 საუკუნის ბოლოს:
აქედან ჩანს, რომ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და დანიის ეს კოეფიციენტები ახლოსაა ერთთან (ე.ი. ისინი აბანდებენ დაახლოებით იმდენივე პუი-ს, რამდენსაც იღებენ). Gგერმანიისა და საფრანგეთისათვის ეს მაჩვენებლები საშუალოდ 1,5%-ია; ესპანეთისათვის – მხოლოდ 0,36%. საერთო ფონზე მკვეთრად გამოხატული რეკორდსმენი კაპიტალის გატანაში არის იაპონია 16,86%-ით.
ტნკ-ების განვითარება პირდაპირ გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკის ზრდაზე. შეიძლება გამოვყოთ ტნკ-ების მსოფლიო ეკონომიკაზე ზემოქმედების რამდენიმე მიმართულება:
1. ტნკ-ები მეტწილად განსაზღვრავენ საქონლისა და მომსახურების ბაზრის კონკურენტუნარიანობას, დინამიკასა და სტრუქტურას;
2. ტნკ-ები აკონტროლებენ კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ისინი არიან განვითარებადი ქვეყნების ძირითადი ინვესტორები და აქტიურად ზემოქმედებენ მათი ეკონომიკური განვითარების დონეზე, იმავდროულად აქვთ გავლენის ფართო სფეროები განვითარებულ ქვეყნებშიც;
3. ტნკ-ები ასრულებენ უდიდეს როლს ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემაში. ფინანსური და საწარმოო შესაძლებლობების წყალობით, სწორედ მათ ხელშია თავმოყრილი მეცნიერებატევადი წარმოება;
4. ტნკ-ები წარმოადგენენ შრომის საერთაშორისო მიგრაციის სტიმულატორს. ისინი ხელს უწყობენ პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გავრცელებასა და გაცვლას სხვადასხვა ქვეყანას შორის.
ამრიგად, ტნკ-ები წარმოადგენენ თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი პროცესების მამოძრავებელ ძალას. ისინი დადებით გავლენას ახდენენ სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონების ეკონომიკებზე, განმსაზღვრელ როლს თამაშობენ საერთაშორისო კონკურენციის პროცესში.
თუმცა ტნკ-ების როლი არ შეიძლება ცალსახად დადებითად შეფასდეს. მათი ინტერესები ხშირად ეწინააღმდეგება ეროვნული სახელმწიფოების მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესებს.
ტრანსნაციონალური კაპიტალის ეროვნულ, უპირატესად განვითარებად სახელმწიფოებზე გავლენის ნეგატიური მხარეებია:
1. ტნკ-ები ახერხებენ რა მონოპოლიური ფასების დაწესებას, მწვავე კონკურენციას უწევენ ადგილობრივ კომპანიებს, ავიწროებენ მათ შიდა ბაზარზე და არ აძლევენ განვითარების საშუალებას;
2. ტრანსნაციონალური კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება საფრთხეს უქმნის ეროვნული ვალუტების სტაბილურობას და საერთოდ განვითარებადი ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას;
3. ტნკ-ები აღწევენ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დარგებში და უარყოფითი გავლენას ახდენენ მათ განვითარებაზე;
4. ტნკ-ები ხშირად არღვევენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ფუნქციონირებენ. მანიპულირებენ რა ტრანსფერული ფასებით, ხშირად გვერდს უვლიან ეროვნულ კანონმდებლობას, შემოსავლებიდან გადასახადებზე თავის არიდების მიზნით, და ახორციელებენ მათ გადაქაჩვას ერთი ქვეყნიდან მეორეში;
5. კოსმოპოლიტიზმს, რომლის მატარებელიც არის ტრანსნაციონალური კაპიტალი, შეუძლია ეროვნული ბიზნესის განვითარების საწინააღმდეგო იდეოლოგიის გავრცელება;
6. ტრანსნაციონალური კაპიტალი, იცავს რა თავის ინტერესებს, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გავლენას ახდენს კაპიტალის მიმღებ ქვეყნებზე და ხშირად არ ემთხვევა ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
იმ შემთხვევაში, როცა ტრანსნაციონალური კაპიტალის ინტერესები ობიექტურად ემთხვევა სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, მას შეუძლია უზრუნველყოს ამ უკანასკნელის მნიშვნელოვანი უპირატესობა სხვა ქვეყნებთან კონკურენტულ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, განვითარებული სახელმწიფოები აქტიურად უწყობენ ხელს საკუთარი ტნკ-ების გაფართოებას, რომლებიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ ქვეყანაში საერთაშორისო საქმიანობიდან საგადასახადო შემოსავლებისა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის ზრდას.
ეს სახელმწიფოები ატარებენ ტრანსნაციონალური კაპიტალის მხარდამჭერ სხვადასხვა ღონისძიებას:
1. პირდაპირი ინვესტიციებისათვის სახელმწიფო გარანტიებისა და დაზღვევის უზრუნველყოფას;
2. საინვესტიციო დავების რეგულირების მხარდაჭერას სპეციალიზებული საერთაშორისო არბიტრაჟების შექმნით;
3. სამართლიანი და არადისკრიმინაციული საინვესტიციო გარემოს შექმნას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისათვის;
4. ორმაგი საგადასახადო დაბეგვრის გამორიცხვას;
5. საკუთარი ტნკ-ების ადმინისტრაციულ და დიპლომატიურ მხარდაჭერას ახალ უცხოურ ბაზრებზე გავლენის მოსაპოვებლად. თანამედროვე ეტაპზე ბაზრებისათვის ბრძოლამ სამხედრო-პოლიტიკური ძალადობიდან უსისხლო, ეკონომიკურ სფეროში გადაინაცვლა.
საყურადღებოა ისიც, რომ ზოგჯერ სახელმწიფოებს საკუთარი ტნკ-ების წინააღმდეგაც უხდებათ გარკვეული ღონისძიებების გატარება. მაგალითად, პირდაპირი ინვესტიციების გატანაზე გადასახადის დაწესება, რადგან ტნკ-ების გაძლიერებას თან სდევს ქვეყნიდან კაპიტალის გადინება პირდაპირი ინვესტიციების სახით, რაც მთლიანობაში შეიძლება სასარგებლო იყოს ქვეყნისთვის, მაგრამ არასასურველ ნეგატიურ გავლენას ახდენს დასაქმების დინამიკაზე, შრომის მწარმოებლურობასა და წარმოების ტემპების ზრდაზე, რაც, საბოოლოო ჯამში, მშპ-ის მოცულობაზე უარყოფითად აისახება.
განვითარებული სახელმწიფოები, ესმით რა ტნკ-ების მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში, ცდილობენ მათზე კონტროლის დაწესებას. შედეგად წარმოიშვა სახელმწიფო ტნკ-ები. დღეისათვის არსებობს ტნკ-ების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი სახელმწიფოს მონაწილეობით. 500 უმსხვილეს ტნკ-ს შორის დაახლოებით 8,2% სახელმწიფო ტნკ-ებს უჭირავთ. სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირით განსაკუთრებით ევროპული ტნკ-ები გამოირჩევიან, რომელთა შორის ფრანგული ტნკ-ები ლიდერობენ.
ამრიგად, მიმოვიხილეთ ტრანსნაციონალიზაცია – კვლავწარმოების პროცესის ნაწილის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანის პროცესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით. იგი ხორციელდება ტნკ-ებით საკუთარი ეკონომიკური ეფექტიანობისა და საქმიანობის მდგრადობის გასაძლიერებლად. ძირითადი მოტივი არის მოგების ზრდა, ახალი ბაზრების დაპყრობით და მიმღები ქვეყნების ეკონომიკური და ინსტიტუციონალური თავისებურებების გამოყენებით.
ტრანსნაციონალიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში, თუმცა ბოლო დროს განვითარებული გლობალური ფინანსური კრიზისი კომპანიების მიერ საზღვარგარეთ დაბანდებების განხორციელების სურვილზე უარყოფითად აისახა. ეს, ძირითადად, კრედიტის გაძვირებით არის გამოწვეული. შედეგად, კომპანიების შერწყმა და შთანთქმა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2008 წლის I ნახევარში ამ გარიგებების ღირებულება 29%-ით ნაკლები იყო 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2008 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2007 წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა და 1,600 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკის ვარდნისა და ფინანსური კრიზისის პროცესი არ გვაძლევს ტნკ-ების საქმიანობის გაფართოებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაში ოპტიმიზმის საფუძველს.