მსოფლიო ეკონომიკა ვარდნის ფსკერს უახლოვდება

რედაქციისგან

შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში იმაზე უარესი, რაც 2010 წლის პირველ კვარტალში გველოდება, მერე აღარ მოხდება. ამის დამადასტურებელი მასალა აშშ-ის ეკონომიკის ბოლო მაკროეკონომიკური მონაცემებია: მოვლენა, რომელსაც სენსაცია შეგვიძლია ვუწოდოთ ის არის, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ რეფინანსირების პროცენტი იგივე ნიშნულზე დატოვა, მაგრამ რედისკონტირების პროცენტი ასწია 0,75%-მდე, რასაც ფსს (ფედერალური სარეზერვო სისტემა) წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა ეს ღონისძიება სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

ველა ექსპერტი ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ ეს შემობრუნების წერტილია, რასაც წინ უძღვოდა აშშ-ში მაკროეკონოეკონომიკური მონაცემების გაუმჯობესება. წამყვანი ეკონომიკური მაჩვენებლები გაიზარდა – 2010 წელს 0,3%-ით, მათ შორის, სამრეწველო წარმოების ზრდა 0,9%-ით; სამრეწველო სიმძლავრეების დატვირთვის კოეფიციენტი 75%-ით; სამრეწველო საქონელზე ფასები – 0.4%-ით გაიზარდა, დეფლაციის ეპოქა მთავრდება და ინფლაცია ისევ ცოცხლდება. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, ახლი სახლების მშენებლობა იანვარში გაიზარდა 2.8%-ით და 591 ათას ერთეულს მიაღწია, ხოლო მშენებლობის მოცულობა 2009 წლის იანვართან შედარებით 21,1%-ით გაიზარდა, ახალი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემის მაჩვენებელი 4,9%-ით გაიზარდა და 621 ათასს მიაღწია, იანვარში 0.4%-ით შემცირდა უმუშევრობა და 9,7% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ კი, წლიური გაანგარიშებით 2,5%-ს მიაღწია.
დოლარის კურსი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში (იანვარ-თებერვალი) წამყვანი ვალუტების მიმართ ძირითადად მყარდებოდა, ხოლო ნავთობის ფასი, ჩვენი ჟურნალის მიერ გაკეთებული პროგნოზების მიხედვითაც, ბარელზე 75 აშშ დოლარის ფარგლებში ტრიალებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ობამას გეგმას ახალი ჯანდაცვის შესახებ ჯერ სტარტი არ აუღია და არც უაზროდ გაზრდილი საბიუჯეტო დეფიციტის თუ საგარეო ვალების საკითხი გადაწყვეტილა, ინვესტორებისათვის აშშ-ის ეკონომიკა კვლავ მიმზიდველი რჩება და იზრდება კაპიტალის მოდინება საგარეო ვაჭრობის ბალანსის დეფიციტის ფონზე! ამან განაპირობა ფსს-ის გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს დოლარს და ინვესტორების რიცხვს გაზრდის. უახლეს მომავალში უნდა ველოდოთ უფრო მყარ დოლარს და ფასების დაწევას ყველა ძირითად სასაქონლო ბაზრის მდგენელებზე.
ჩინეთმა, რომელმაც შიდა მოხმარების სტიმულირებისაკენ აიღო კურსი კრიზისის დასაწყის ფაზაზე, 2010 წლიდან ფინანსური ბუშტის წარმოქმნის და ინფლაციის ტემპების ზრდის შიშით გაამკაცრა კრედიტების გაცემა სამომხმარებლო საქონელზე და იპოთეკაზე, ასევე, დოტაცია ზოგ საექსპორტო ბიზნესზე. შეწყვიტა ლითონების მარაგების შექმნა, რამაც ამ სახის საქონლზე ფასი მეტად დასწია. სერიოზული ცვლილებების მოლოდინშია იაპონია და მისი ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ცდილობს აშშ-სგან დამოუკიდებელი ეკონმიკური კურსი წაიყვანოს, მაგრამ აშშ-ში ანახეს ვისზეა “ტოიოტას” დიდება დამოკიდებული, ეს გიგანტიც ცნობილი სკანდალების გამო, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა ამ ახალ ეკონომიკურ კურსს, სერიოზულ ზარალში და ხალნგრძლივ სტაგნაციაში ჩაგდეს. მიუხედავად ამისა, იაპონიაში ეკონომკის ვარდნა -9,5%-დან -8.6%-მდე შემცირდა.
მთლიანობაში, მსოფლიოში ნავთობის ფასების (ბარელზე 75 დოლარის დონეზე) შენარჩუნების ფონზე, იზრდება სურსათზე ფასები და დოლარი ინარჩუნებს მყარ გაცვლით კურსს. ეს სიტუაცია გაგრძელდება I-II კვარტალში და იქნება ეკონომიკის შემობრუნების წერტილი.
ევროპა შეაზანზარა საბერძნეთის ვალების პრობლემამ. უნდა აღინიშნოს, რომ გაერთიანებული ევროპა ორად გაიყო – ევროს ზონად და 27 წევრიან ნაკრებად. თუ პირველს 4,8 მილიარდი ევროს სავაჭრო ბალანსის პროფიციტი აქვს, მეორეს – 2,7 ევროს დეფიციტი და ასეა ყველა მაჩვენებელთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, გაუმჯობესდა მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი გერმანიაში, პოლონეთში და საფრანგეთში, ასევე, სამრეწველო წარმოების ზრდის მაჩვენებელი და გერმანიაში ბიზნესმენთა განწყობილების მაჩვენებელი. საბერძნეთის საკითხმა შეაშფოთა ევროპა და შეიმუშავეს გადარჩენის გეგმა, რომელსაც ცდილობენ თვის ბოლოს სავალუტო ფონდათან ერთად განიხილონ. ევროპელებს აშშ-ის გარეშე უნდოდათ ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ, ჩანს, ტრიშეს არ ეყო გამბედაობა ან რესურსები და პროამერიკულ ინსტიტუტს, სავალუტო ფონდს უხმეს საშეველად.
ფსკერს ევროპაც ამ კვარტლის ბოლოს მიაღწევს და დაიწყება ხანგრძლივი აღდგენითი პერიოდი, რომელიც რამდენიმე წელიწადს გასტანს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, მან ამ ეტაპზე ვერ დაასუსტა აშშ და ვერ მიაღწია ლიდერობას – საფრანგეთის პრეზიდენტის და გერმანიის კანცლერის მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა – პირიქით, ევროპა დარჩა დაბნეული და პრობლემებით დახუნძლული ფსკერზე.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial