როგორ გაუცრუა ობამამ მსოფლიოს იმედები

ნინო არველაძე

ირანის რეჟიმი, მისი ბირთვული პროგრამა საერთაშორისო საზოგადოებას და მის მოწინააღმდეგეებს კვლავ აშფოთებს. ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობა, როგორც ყოველთვის, შორეულ მირაჟად რჩება, ავღანეთში მეამბოხეთა ძალადობა ძლიერდება და პაკისტანში იღვრება.

ალ-ქაიდა აშშ-სა და მის მომხრეებზე თავდასხმის მზადებას აგრძელებს. მსოფლიო კვლავ შფოთავს. ეჭვგარეშეა, რომ ბარაკ ობამამ საგარეო პოლიტიკის
სფეროში ჯადოსნურ წარმატებას ვერ მიაღწია.
რა მოიმოქმედა ბარაკ ობამამ გასულ წლებში ისეთი, რომ მისი პოპულარობა 80%-დან 50%-მდე შემცირდა? ამერიკელი ინტელექტუალები იმედგამაცრუებელ ნიშნებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ გასულ წელს ობამას რეკორდი იმდენად ცუდი იყო, რომ შეუძლებელია ის კიდევ ერთხელ გახდეს ამერიკის პრეზიდენტი.
ეს იმასაც ნიშნავს, რომ ის მომავალ სამ წელიწადში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთებას ვერ შეძლებს. იმედგამაცრუებელი ატმოსფერო საარჩევნო კამპანიამ შექმნა, სადაც ობამამ იმედების კოშკები დადგა. ამერიკელები ფიქრობდნენ, რომ ეყოლებოდათ ენერგიული, კულტურული, ყოვლისშემძლე და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე პრეზიდენტი. ახლა კი, ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამერიკელებს ობამა ჯადოსნური ეგონათ.
ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის შეცვლა და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება იყო. ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ ამერიკა და რუსეთი, შესაძლოა, ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მაინც ითანამშრომლებენ იქ, სადაც მათი ინტერესები დაემთხვევა. ბაიდენმა მიუთითა კიდეც იმ საკითხებზე, რომელთა ირგვლივაც ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან თანამშრომლობას აპირებს – ომი ავღანეთში და ბირთვული იარაღის წარმოების არშეწყვეტა ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ პოლონეთისა და ჩეხეთის ტერიტორიაზე რაკეტსაწიინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის დანადგარებისა და რადარების დამონტაჟებასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებენ.
შეძლებს ამერიკა რუსეთის გამოსწორებას? იქნებ, ამერიკასთან თანამშრომლობა რუსეთს საერთაშორისო არენაზე სიძლიერეს მოიუტანს და ამერიკა თავის ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პოზიციებს დათმობს?
რუსეთისა და ყირგიზეთის გარიგება, როდესაც ამ უკანასკნელმა რუსეთისგან დახმარების სახით 2 მლრდ დოლარი მიიღო, სინამდვილეში კი ამერიკელებისათვის მანასის ბაზა დაკეტა, რომელიც ამერიკელებისათვის ავღანეთისკენ მიმავალი გზა იყო, ობამასთვის რუსეთის გამოსწორებისაკენ მიმავალ გზაზე პირველ პრობლემად იქცა. ექსპერტები ობამას ურჩევენ უსაფრთხოების საკითხები არ დაივიწყოს და მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის როლი არ გააძლიეროს. თუმცა, ცხადია, რომ ობამასთვის სარაკეტო თავდაცვის სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ის შესაძლებელია რუსეთთან არაერთ კომპრომისზე წავიდეს. ფაქტია, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ამერიკელები აქტიურად აღარ საუბრობენ.
ამერიკის ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად ცუდია და გლობალური პოლიტიკა იმდენად რთული, რომ მას ჯადოქარიც კი ვერ უშველის. საკმარისი არ არის იმის მტკიცება, რომ ბუშის მიერ დატოვებული ეკონომიკა არ გაუარესებულა, უმუშევრობის მაჩვენებელი 10%-ზე მეტად არ გაზრდილა, დოლარი კიდევ უფრო არ გაუფასურებულა. ობამამ ბანკები და მანქანათმწარმოებლები გაკოტრებისგან იხსნა, უძრავი ქონების კრიზისს ხელმძღვანელობდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ცდილობდა. ამერიკის ისტორიაში პირველად, მან მოახერხა ის, რომ ამერიკელი შესაძლებელია სიცოცხლეს გამოესალმოს სამედიცინო მკურნალობის ნაკლებობის გამო. ამერიკული სამედიცინო მომსახურება იმდენად ძვირია, რომ მილიონობით ღარიბი მასზე არც კი ოცნებობს.
ობამამ საგარეო პოლიტიკის სფეროში წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ მან გუანტამოს წამების ცენტრში ნამდვილად დააწესა წამებაზე ლიმიტი. 2009 წლის აპრილში განაცხადა, რომ 2010 წლის აგვისტოში ერაყიდან ამერიკელ სამხედროებს გაიყვანდა, ასევე 2011 წლის ივლისში ამერიკელი სამხედროები ავღანეთის ტერიტორიებს დატოვებენ.
“ვაშინგტონ პოტსში” ჯექსონ დიელი და “უოლ სტრიტ ჯოურნალში” ფუად აჯამი ყოველ ორშაბათს თავიანთ რუბრიკაში ობამას პოლიტიკაზე მსჯელობენ. ჯექსონი დიელი ობამას არაბულ სამყაროსთან დამოკიდებულებას აკრიტიკებს: ობამას ადმინისტრაციამ არაბ რეფორმისტებს მხარი ვერ დაუჭირა, ამერიკული პრესის თანახმად, არაბი რეფორმისტები, რომლებიც უმეტესად იბრძვიან სოციალური და პოლიტიკური მოდერნიზაციის ბარიერების დასამსხვრევად შუა აღმოსავლეთში, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ობამას ადმინისტრაცია მათ დახმარების ნაცვლად ზიანს აყენებს.
“ყველა არაბულ ქვეყანას ცვლილებების დიდი სურვილი აერთიანებს და მათ სწამდათ, რომ ობამა ამ ცვლილებისთვის შესაფერისი იარაღი იყო, ახლა კი მათ მხოლოდ იმედები უცრუვდებათ.” ქუვეიტის პარლამეტში არჩეული ოთხი ქალიდან ერთ-ერთი აცხადებს, რომ ბუშის ადმინისტრაცია მათ დახმარებას რეალურად ცდილობდა და მუდვივად არწმუნებდა ქუვეიტს, რომ პოლიტიკური და სოციალური ლიბერალიზაცია ისლამური ექსტრემიზმისთვის საუკეთესო შხამსაწინააღმდეგო საშუალება იქნებოდა. ობამას ადმინისტრაცია კი, ხშირად საუბრობს არაბული რეფორმების არარსებობაზე. იორდანიის პოლიტიკური განვითარების მინისტრი საუბრობს იორდანელი ხალხის მოსაზრებაზე, რომ აშშ-ს არაბულ ქვეყნებში დემოკრატიას სტაბილურობა ურჩევნია.
აჯამი არაბი და მუსულმანური სამყაროების დაპირისპირებაზე ამახვილებს ყურადღებას: “ბატონმა ობამამ ვერ გადაწყვიტა: ის “ხალხთან” ყოფილიყო თუ მმართველობასთან, რომელიც მას იპყრობდა. ირანელ ხალხს, რომელიც ქუჩაში გამოდიოდა ობამას დიპლომატიამ უღალატა, რომლის მეშვეობითაც დაინიშნა საშინელი მმართველობა, რისი წყალობითაც მილიონობით ირანელი თავიდან მოიშორეს. 2009 წლის 4 ნოემბერს თეირანში ამერიკის საელჩოს კონფისკაციის 30 წლისთავთან დაკავშირებით რეფორმისტები ამერიკული დიპლომატიის მიმართ პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდნენ ლოზუნგით – “ობამა, ან მათთან ხარ, ან ჩვენთან”. ობამამ ისინი უყურადღებოდ დატოვა და თეირანის “მკვლელი” რეჟიმის “დანიშვნა” განაგრძო, მისი გადაწყვეტილება ნათელი იყო, ეს ნამდვილად არ იყო ამერიკული დიპლომატიის საუკეთესო მომენტი. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მოკვლევის თანახმად, არაბული სამყაროს უმეტესი ნაწილი კვლავ ანტი-ამერიკანიზმის კერაა და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე ჩივის, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ისრაელი-პალესტინის საკითხზე და ქაშმირსა და ინდოეთს შორის დაპირისპირებაზე. აჯამი ამტკიცებს, რომ ობამას სურვილის უქონლობა, გააკრიტიკოს წარსული ამერიკული პოლიტიკა, არაბულ სამყაროში პატივისცემას ნამდვილად არ იმსახურებს.
ევროპის კავშირის იმედგაცრუება
აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გადაწყვეტილება, არ დაესწროს გეგმიურ სამიტს მადრიდში 2010 წლის 24 მაისს კრიტიკოსების მიერ ფასდება, როგორც პასუხი ევროპელი ლიდერებისათვის, რომლებიც ცდილობენ გააკვიონ, თუ ვინ არის მათი ნამდვილი ლიდერი: “ჩვენ ვიმუშავებთ ობამასთან, რათა გავარკვიოთ ორივე მხარისათვის შესაფერისი დრო სამიტისათვის”, განაცხადა ევროპის საბჭოს სპიკერმა მაიკლ მანნმა. 1997 წლის შემდეგ ევროპის კავშირი და აშშ ყოველწლიურ სამიტს ატარებენ, 2009 წელს ობამა ევროპას 9-ჯერ ესტუმრა. სამიტის გამოტოვება ერთგვარი გზავნილია ევროპის კავშირისათვის, რომელიც თავს აღწერს, როგორც აშშ-სათვის აუცილებელი პარტნიორი, განსაკუთრებით კი, ლისაბონის ხელშეკრულების შემდეგ, რომლის თანახმადაც, ევროპის კავშირი უფრო ძლიერი გლობალური მოთამაშე ხდება. თუმცა, აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ობამას გეგმებში შედის ძლიერი ტრანს-ატლანტიკური ურთიერთობების მშენებლობა.
ევროპის კავშირის წარმომადგენლებმა უკვე გამოხატეს სინანული ობამას დაუსწრებლობის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ სამიტზე დასწრებაზე უარის თქმა ევროპის კავშირისათვის დიდი დარტყმაა, რომელიც ცდილობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისათვის სანდო პარტნიორი გახდეს. ესპანეთი ცდილობდა ობამასთვის ემასპინძლა. სამიტის გაცდენა ობამას მხრიდან კიდევ იმის მიმანიშნებელია, რომ ობამა არ შეხვდება ნაკლებად ცნობილ ვან რომფუისს, რომლის პოზიციასაც მხარს უჭერს ევროპის კავშირი, ასევე ევროპის კავშირის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, კატერინ ეშტონს, რომელიც, ასევე, ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს ადგილი დაიმკვიდროს ევროპის კავშირის იერარქიაში, სადაც გავლენიანი პირები, როგორიცაა საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლას სარკოზი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ნამდვილ ძალაუფლებას ფლობენ. ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ, რომ ობამას საგარეო პოლიტიკა ახალ ქვეყნებზეა ორიენტებული სამხრეთ ამერიკასა და აზიაში. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, ხოსე ლუის როდრიგეს ზაპატერო ერთდროულად გაბრაზებულიც არის და დაბნეულიც ობამას გადაწყვეტილებით.
ბარაკ ობამას გაპრეზიდენტებისთანავე ამერიკელმა კორესპონდენტებმა მსოფლიოს მასშტაბით ჩაატარეს გამოკითხვა აშშ-ის პრეზიდენტის შესახებ, თუ როგორ უყურებდნენ მსოფლიოს წარმომადგენლები მის გაპრეზიდენტებას და რა იმედები ჰქონდათ მათ. ერთი წლის შემდეგ კვლავ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო:
ავღანეთი
ვადირ საფი, ქაბულის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და სამართლის პროფესორი:
მაშინ: ცხადია, რომ ბუშის ადმინისტრაციამ და მისმა მოკავშირეებმა ვერ მიაღწიეს მათ მიზნებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ეს იმას ნიშნავს, რომ ავღანელი ხალხი ობამასგან და ამერიკის ახალი მმართველობისგან ელის ცვლილებებს სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში, ისევე როგორც, ცვლილებებს ავღანეთის ადმინისტრაციაში. სერიოზული ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების, ეკონომიკური დახმარებისა და ავღანეთის ადმინისტრაციაში, აშშ წარმატებას ვერ მიაღწევს, საერთაშორისო საზოგადოება სარგებელს ვერ მიიღებს და ავღანეთი კიდევ უფრო მეტად დაზარალდება. სერიოზული ცვლილებების გარეშე ამ რეგიონში უსაფრთხოება გამორიცხულია.
ახლა: ობამამ ავღანეთის პრობლემის გადაჭრის სტრატეგია შეცვალა, მაგრამ ის არ განუხორციელებია. ის მის განხორციელებას შეძლებს კარგ სამხედრო და დიპლომატიური გუნდის საშუალებით. სამოქმედო გეგმა ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომ შედეგიც არ ჩანს.
სომხეთი
გირო მანოიანი, დაშნაკის ერთ-ერთი ლიდერი:
სამწუხაროდ, ობამამ არ შეასრულა მისი სომხურ-ამერიკული საზოგადოების წინაშე დადებული პირობა და არ აღიარა 1915 წლის გენოციდი. ობამამ არ უნდა შესწიროს სომხეთის ინტერესები აშშ-თურქულ ურთიერთობებს, მას უფრო დაბალანსებული მიდგომები მართებს.
აზერბაიჯანი
ილქარ მამედოვი, პოლიტიკური ანალიტიკოსი:
მაშინ: ვიმედოვნებ, ახალი ადმინისტრაცია ორიენტებული იქნება დემოკრატიის საკითხებზე ჩვენს რეგიონში, არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ სომხეთში, საქართველოსა და მთლიანად, სამხრეთ კავკასიაში, რადგანაც დემოკრატია არის ერთადერთი ღირებულება, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი რეგიონი და მოიტანოს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ერებში. დიდი ხნის განმავლობაში, ეს ღირებულება აშშ-ის პოლიტიკაში სათანადად შეფასებული არ იყო აზერბაიჯანის მიმართ და მას მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა. ვფიქრობ, ახალი ადმინისტრაცია კარგი შანსი იქნება იმისათვის, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება და ყველა სხვა თანამედროვე ღირებულებები, რომელსაც აშშ-სათვის კეთილდღეობა მოაქვს, ჩვენს რეგიონსაც მოუტანს მშვიდობას, კეთილდღეობას.
ახლა: არ ჩანს იმ პოლიტიკის გატარების ნათელი ნიშნები, რომელზეც გასულ წელს ვსაუბრობდი. ფაქტიურად, რეგიონში კონფლიქტის მოგვარებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში თურქულ-სომხურმა ურთიერთობების აღდგენამ ბურუსი შემატა. ობამას ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო შემოეთავაზებინა ან განეხორციელებინა პოლიტიკა, რომელიც გააძლიერებდა დემოკრატიის ინსტიტუტებს ჩვენს რეგიონში და ამავე დროს გააძლიერებდა აშშ-ის როლს სამხრეთ კავკასიაში. უფრო მეტიც, ნათლად შეგვიძლია დავინახოთ არა მხოლოდ აშშ, არამედ დასავლეთიც ევროპის ჩათვლით, თუ როგორ განიცდიან წარუმატებლობას რუსეთისა და ცენტრალურ აზიაში.
ბელორუსია
ალექსანდრ მილინკევიჩი, ოპოზიციის ლიდერი:
მაშინ: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შშ-ის პრეზიდენტმა კოორდინაცია გაუწიოს ბელორუსიისა და ევროპის კავშირის დაახლოებას. აუცილებელია აშშ და ევროკავშირი ერთ ხმაში საუბრობდნენ, რაც ხშირად ნამდვილად არ ხდება.
ახლა: ადვილი არ არის ყოველთვის გაამართლო შენზე დამყარებული იმედები, მან ბევრი გააკეთა, მაგრამ საჭიროა გლობალური პრობლემების გადაჭრა.
ბოსნია-ჰერცოგოვინა
მაფიდ მემიია, სარაევოს ტელევიზიის პოლიტიკური მიმომხილველი:
მაშინ: ისტორიის ლოგიკიდან გამომდინარე ამერიკელი პრეზიდენტი უნდა იყოს სოციალური თანასწორობისა და თავისუფლების მსოფლიო ჩემპიონი. თუე ეს ასეა, მაშინ ბარაკ ობამა ზურგს შეაქცევს ორმაგ სტანდარტებს პოლიტიკაში, რადგან ის წარუმატებელი პოლიტიკური კურსია და აშშ-ს მხოლოდ პრობლემებს თუ მოუტანს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ ბოსნიაში ჩადებს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტებზე დაყრდნობილ პოლიტიკური სიძლიერისა და დემოკრატიის ინვესტიციას. მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან თანამედროვე პოლიტიკა არ არის სფერო, სადაც სიმართლე და სამართლიანობა მაღალ ხარისხშია აყვანილი, აქ მთავარია ეროვნული ინტერესები. ვწუხვარ, მაგრამ არ გამაჩნია დიდი იმედები და მწამს, რომ ბარაკ ობამა რაიმე გამორჩეულს არ გააკეთებს.
ახლა: ერთადერთი ცვლილება, რისი მოწმეებიც გავხდით განხორციელდა ფსიქოლოგიურ სფეროში. მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ობამა ხალხმა მორალურ და სანდო პიროვნებად მიიღო. მისი ნატურით, განათლებითა და მჭერმეტყველებით ის ტოტალურად განსხვავდება ჯორჯ ბუშისგან, მაგრამ პოლიტიკაში ობამას წინა პრეზიდენტისგან ბევრი რამ მემკვიდრეობით დარჩა. როგორც ნობელის ჯილდოს მფლობელი, მან უფრო გააფართოვა ომი ავღანეთში და უდიდესი ისტორიული რისკი გასწია. ახლო აღმოსავლეთში კი, არაფერი გააკეთა. მან მსოფლიოს პასუხისმგებლობით აღსავსე პოლიტიკა აღუთქვა, მაგრამ კოპენჰაგენის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე 2009 წლის დეკემბერში თავისი შესაძლებლობები საფრთხის ქვეშ დააყენა, როდესაც საზოგადოებას დიდი ბიზნესის სპიკერად მოევლინა.
ერთადერთი ძვრა საგარეო პოლიტიკის საკითხში იყო სარაკეტო დაცვის პროექტის საქმიდან ამოღება, მაგრამ ეს დამაბნევლად ცოტაა მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ქვეყნის პრეზიდენტისგან.
გაიო სეკულიჩი, პროფესორი:
მაშინ: ობამა ნამდვილად შესაფერისი პრეზიდენტია იმისათვის, რომ რაიმე დადებითი გააკეთოს ამ რეგიონსა და ბოსნიაში, მაგრამ მას საქმე ექნება ვირტუალურად არაკანონიერი ამერიკული საგარეო პოლიტიკის საშინელ კანონებთან, ასევე, უკიდურესად დაძაბულ საშინაო პრობლემებთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ობამა შესაძლოა აღმოჩნდეს სიტუაციაში, სადაც ჩვენი რეგიონი და განსაკუთრებით ბოსნია, პრიორიტეტების სიაში თითქმის ბოლო ადგილზე იქნება. მარტო ობამა ბოსნიასთვის, ან სხვა რეგიონისათვის ვერაფერს გააკეთებს, ის სანტა კლაუსი არ არის. რაიმე განსაკუთრებულს მისგან არ უნდა ველოდეთ, როგორც ნათქვამია, “ენდე მხოლოდ შენს თავს და შენს ცხენს.”
ახლა: არის პროგრესი ობამას საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, მაგრამ მაინც დიდი ნაპრალია მის პოლიტიკურ მოსაზრებებსა და მათ განხორციელებას შორის. მიუხედავად, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტისა ჩვენს რეგიონში, აშშ-ს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გაგრძელდება მისი ქმედებები, ევროკავშირის პარტნიორობის ფარგლებში რეგიონში, განსაკუთრებით კი, ბოსნია-ჰერცოგოვინის სტაბილიზაციის საკითხში? თუ ამერიკა ამ როლის მიტოვებას აპირებს?
ხორვატია
ვესნა პუსიჩი, პარლამენტის დეპუტატი, 2009-10 წლების საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი:
მაშინ: ვისურვებდი ბარაკ ობამა, როგორც აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი ესტუმროს ხორვატიას – შეიძლება ამ ფაქტმა ძალიან დადებითი გავლენა მოახდინოს რეგიონზე.
ვიმედოვნებ, რომ ობამა სამხრეთ ევროპის ქვეყნების სვლას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მხარს დაუჭერს. ნაკლები ყურადრება უნდა მიექცეს სამხედრო საკითხებს; უფრო მეტად უნდა გამოიკვეთოს პოლიტიკური ურთიერთობები და თანამშრომლობა.
ახლა: მისი მთავარი ამოცანა გასულ წელს ეკონომიკური გაჯანსაღება და ჯანდაცვის რეფორმა იყო. მისი მიდგომა ეკონომიკური გაჯანსაღებისაკენ წარმატებულია, ვფიქრობ, სხვა ქვეყნებმა მას უნდა მიბაძონ, განსაკუთრებით კი, ევროპამ. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ნაკლები სინათლეა. უზარმაზარია ავღანეთის პრობლემა. ახლა ჩვენ ქაბულში ომისა და კონფლიქტის მოწმეები ვართ. მისი მოსაზრება, რომ ავღანეთი იყო მთავარი პრობლემა და არა ერაყი – კარგი მიდგომაა, მაგრამ ცხადია, რომ ავღანეთის საკითხებში დიდი წარმატება მიღწეული არ არის.
ვფიქრობდი, რომ ინაუგურაციის დროს სიტყვის წარმოთქმისას ის ირანის მიმართ ახალ პოლიტიკური მიდგომის კონტურებს გამოკვეთდა, მაგრამ მსოფლიომ ამ საკითხში რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჯერ კიდევ ვერ გადადგა.
საქართველო
გია ნოდია, პოლიტიკური ანალიტიკოსი:
მაშინ: ობამას ადმინისტრაციის ძალაუფლებაში მოსვლა საქართველოსათვის დიდი იმედია, რადგან აშშ-სთან ახლო თანამშრომლობა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს ობამას ადმინისტრაციამ იპოვნოს ბალანსი რუსეთსა და მის მოსაზღვრე პატარა ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვას შორის. ამ სფეროში კრახი არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას შეარყევს, არამედ მთელი რეგიონისას.
ახლა: მისი პრეზიდენტობის პირველ წელს, ობამამ მსოფლიოში წარმატებულად დანერგა კეთილი ნება. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალია, თუმცა ის ჯერ არ გამოხატულა მის თანასწორ მნიშვნელოვან მიღწევაში.
ბარაკ ობამამ კონცენტრაცია ავღანეთი-პაკისტანის სკითხზე გააკეთა, რომელიც, ალბათ, აშშ-ის ეროვნული ინტერესების გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შემცირებულია ყურადღება და გავლენა პოსტ საბჭითა სამყაროს მიმართ.
ჩემს რეგიონში, აშშ ორინეტებულია არა საქართველოზე, არამედ თურქეთ-სომხურ შერიგებაზე, რომელიც ეჭვგარეშეა, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტია და შესაძლებელია მან რეგიონს დიდი სარგებელი მოუტანოს, განსაკუთრებით, თუ მას მთიანი ყარაბახის კონფლიქტის საკითხების გადაჭრა მოჰყვება.
სამწუხაროდ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები კვლავ ჩიხში რჩება და ასე გაგრძელდება განსაჭვრეტელ მომავალში. როგორც სჩანს, აშშ-ის ადმინისტრაციას სწამს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს გააკეთებს – მიუხედავად იმისა, რომ ის არ თმობს მის შეხედულებას, რომ რუსეთმა ვერ შეძლო მისი მოვალეობების დაკმაყოფილება საქართველოდან შეიარაღებული ძალების გაყვანის თაობაზე.
ირანი
ამირ აჰმადი, ამერიკულ-ირანული საბჭოს დამაარსებელი და პრეზიდენტი:
ყველაზე ცუდი, რაც გასულ წელს მოხდა აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობების გაყინვაა. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ორივე მხარის მიერ გაკეთდა პოზიტიური განცხადებები. პრობლემების შეგუბებაზე ის ხალხი საუბრობს, რომლებიც მოელოდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის სიძნელეები ძალიან სწრაფად გაქრებოდა. ეს პრობლემები 30 წლის განმავლობაში გროვდებოდა.
ირანთან მიმართებაში წამოჭრილია პრობლემები, რომელიც მხოლოდ ობამას ხელში არ არის, მათ შორის, ირანის საპრეზიდენტო არჩევნები.
ერაყი
ჰაშიმ ალ-თაი, პარლამენტის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე:
მაშინ: ვისურვებდი უსაფრთხოების პაქტის განხორციელებას და რომ ერაყელმა და ამერიკელმა ხალხმა უკეთ იურთიერთონ ორი ქვეყნის ცივილიზებული იმიჯის შესაქმნელად.
ახლა: პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო ერაყთან მიმართებაში, როდესაც ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქი ვაშინგტონს ვიზიტად ეწვია (2009 წლის ოქტომბერი), რომ ერაყს პატივს სცემდა. ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ ეს პირობა შესრულდება. ობამასგან უფრო მნიშვნელოვან მიდგომასEელიან პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში.
ყაზახეთი
ჟუსიპბეკ კორგასბეკი, ჟურნალისტი:
მაშინ: როდესაც ამერიკა იწყებს მისი მტრების დემოკრატიისკენ ხელის კვრას, განვითარებადი ქვეყნები ნერვიულდებიან და გაისმის მოსაზრებები, სადაც დემოკრატიის საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სწორედ ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ბარაკ ობამა დემოკრატიას სწორ მიმართულებას მისცემს. თუ დიდი ქვეყანა, როგორიცაა აშშ სამართლიანი იქნება მისი დემოკრატიული ღირებულებების პირობებში, მაშინ მას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება განვითარებად ქვეყნებზე.
ახლა: მსოფლიო სავსეა ეთნიკური, სამთავრობო და რელიგიური კონფლიქტებით, მათ მოგვარებას კი დრო სჭირდება. ობამას მმართველობისას მან ნათლად წარმოაჩინა მისი ნება ამ საკითხების მოგვარებისთვის.
ყირგიზეთი
როზა ოტუნბაევა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი:
მაშინ: ობამას საგარეო პოლიტიკა უმეტესად მიმართული იქნება აშშ-ის დაზიანებული რეპუტაციის აღსადგენად. მან უნდა დაასრულოს ერაყის ომი და ავღანეთის საკითხები მოაგვაროს. თუ ის ბუშის ადმინისტრაციის მიერ ჩადენილ შეცდომებს დაძლევს და ომს დაასრულებს, მაშინ ის მსოფლიო პოლიტიკურ კლიმატს ძალიან დადებითად შეცვლის.
ახლა: ცენტრალურ აზიაში ობამას ადმინისტრაცია ჯერ კიდევ არაფერს აკეთებს. ამერიკელები უმეტესად საკუთარ შეიარაღებულ ჯარებზე ზრუნავენ და ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატია მეორეხარისხოვანია.
მოლდოვეთი
იგორ ბოტანი, დემოკრატიის მონაწილეთა ასოციაციის დირექტორი:
მაშინ: როდესაც საქმე მსოფლიოს ისეთ ნაწილს ეხება, სადაც მოლდოვეთი მდებარეობს, ყველას პრაგმატულობა მართებს. რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური პროგრესი დიდი ხანია რეგიონში მწვავე საკითხად დგას, მაგრამ რეგიონს ასევე საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს, გავიხსენოთ რუსეთ-საქართველოს ომი და რუსეთ-უკრაინის გაზის დავა.
მსგავსი საკითხებისადმი მიდგომა შესაძლებელია გაუმჯობესდეს მნიშვნელოვნად ბუშის ერის სამემკვიდრეო ნარჩენების გაბათილებით აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. აშშ-სა და ევროკავშირის ნაწილობრივი ჰარმონიზაციაც კი ამ რეგიონში გამჭვირვალე ეფეტს მოიტანს.
ახლა: თუ იმ პრობლემებს გავითავალისწინებთ, რომლებიც ბარაკ ობამას მემკვიდრეობით გადაეცა, მაშინ ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მას რწმენა არ დაუკარგავს.
რუსეთი
კონსტანტინ კასაჩიოვი, რუსეთის დუმის საგარე საქმეთა საბჭოს ხელმძღვანელი:
მაშინ: ველი აშშ-ის მხრიდან რუსეთის მიმართ პოლიტიკის შეცვლას, ის ამერიკის მხრიდან უფრო აქტიური უნდა გახდეს და უნდა შეიცავდეს იმ პრობლემებზე დებატებს, რომელიც არა მხოლოდ აშშ-ის ინტერესებში შედის, არამე რუსეთის ინტერესებშიცაა. ფაქტი, რომ ამერიკელებმა ობამას დაუჭირეს მხარი იმაზე მეტყველებს, რომ ხალხი ცვლილებებს ელის, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში.
ახლა: ობამას მიერ განხორციელებული ცვლილებები ჯერ კიდევ იმედებისა და მოლოდინების დონეზეა, რომელიც ობამაზე ზეწოლას ახდენს.
ცხადია, რომ გასული წელი დადებითი იყო, ყოველ შემთხვევაში, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობებისათვის და ობამა რჩება მნიშვნელოვან, პერსპეტიულ პარტნიორად ჩვენთვის. ყველაზე დადებითი მოვლენა ის არის, რომ ჩვენ მივუახლოვდით ახალ სტრატეგიული შეიარაღებული ძალების კონტროლის შეთანხმების ხელმოწერას და შეგვიძლია ამოვისუნთქოთ და განვიხილოთ გლობალური სარაკეტო თავდაცვის სისტემები. ვიმედოვნებ 2018 წლამდე, როდესაც აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის პროგრამა კვლავ რეალური გახდება, ჩვენ შემუშავებული გვექნება საერთო მექანიზმი. ასევე, უფრო კონსტრუქციული გახდა ჩვენი განხილვები ავღანეთთან დაკავშირებით, ასევე, დადებითი ასპექტია დიალოგი ირანის პრობლემაზე.
ვლადიმერ რიჟკოვი, ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენელი:
მაშინ: არ ვფიქრობ, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებში რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვლება, რადგან აშშ-ს უკვე აქვს ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით გრძელვადიანი სტრუქტურა შეცვლილი. აშშ შეეცდება კავკასიაში მისი როლის გაძლიერებას.
ახლა: პირველ წელს ვფიქრობ, რომ ობამას სერიოზული შეცდომები არ დაუშვია. მან საკუთარი თავი წარმოაჩინმა, როგორც ენერგიული და ეფექტური ლიდერი. ვფიქრობ, მისი შეფასება ოთხიანი უნდა იყოს. მეორე მხრივ, მან ვერ მოახერხა მისი წინამორბედის მიერ დატოვებული დაბრკოლებების აღმოფხვრა, დიდი განსჯის შემდეგ გადაწყვიტა დამატებითი შეიარაღებული ძალების გაგზავნა ავღანეთში, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ, რაც უფრო მეტი შეიარაღებული ძალები იქნება იქ, მით უფრო მეტი პარტიზანი იმოქმდებს მის წინააღმდეგ და ნაკლებ კონტროლს დაამყარებს ავღანეთში. არსებობს საშიშროება, რომ ერაყში სწრაფი დესტაბილიზაცია მოხდეს და არ ჩანს პროგრესი ირანთან მიმართებაში. ობამას მიერ გატარებული პოლიტიკა რუსეთისადმი პრაგმატულია. რა თქმა უნდა, ის აცხადებს, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა რუსეთში მისთვის უზენაესია, მაგრამ მისი პუტინთან და მედვედევთან ურთიერთობა პრაგმატულადაა გათვლილი, სხვათა შორის, ჯერ არც სტრატეგიული შეიარაღებული ძალების კონტროლის ხელშეკრულებაზე მოწერილა ხელი.
აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ შეაჩერა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო თავდაცვის პროგრამის განხორციელება, ასე რომ, გარკვეული კომპრომისი მოძებნილია. ამავე დროს, არსებობს ფუნდამენტური განსხვავებები: გავლენის სფეროები პოსტ საბჭოთა ქვეყნებში და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება, რომელიც არ შეწყვეტილა, არამედ მხოლოდ დროებით შეჩერდა, იგივე უნდა ითქვას სარაკეტო თავდაცვის სისტემებზე.
ობამას გაპრეზიდენტებიდან ერთი წლის შემდეგ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს იმედი გაუცრუვდა, ან იქნებ მასზე ძალიან დიდ ფსონს თავიდანვე დებდნენ? ცხადია, რომ ობამას საკუთარი გეგმები აქვს და მსოფლიო არენაზე მთავარი მოთამაშის სტატუსის მიტოვებას არ აპირებს, ამისათვის კი, რუსეთთან კომპრომისებზეც არ ამბობს უარს. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო იმედგაცრუებულია, რუსეთი კი, მეტის მოლოდინში.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial