ევროპის სამი უზარმაზარი შეცდომა

რედაქციისგან

მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვები ევროსთვის კიდევ ერთი რთული პერიოდი აღმოჩნდა. ინვესტორები ევროზონის ფინანსთა მინისტრების მიერ შემუშავებულ 750 მლრდ ევროს ღირებულების გადარჩენის გეგმას წონიან. ევროს გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ მკვეთრად დაეცა. შიში, გადარჩენის გეგმის განუხორციელებლობის თაობაზე, შესაძლოა, უფრო გაძლიერდეს, მაგრამ ღელვის ნამდვილი საგანია დრო, როემლიც, შესაძლოა, ევროპის ლიდერების მიერ დაშვებული სამი უზარმაზარი შეცდომის გამო გაიფლანგოს.
პირველია, მაცნეზე ნადირობის სინდრომი. ძალიან ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი ყველა ბრალდებას უყენებს მოვაჭრეებს, ჰეჯ-ფონდებს, სარეიტინგო სააგენტოებსა და დანაჩენ “გაუმართებელ” თავდასხმებს ევროზე. მსგავსმა მიდგომამ შთააგონა გერმანია, აეკრძალა მთავრობის ფასიანი ქაღალდების “შიშველი” მოკლე გაყიდვები. გერმანული მარეგულირებელი აღნიშნულ პრაქტიკას ნებას რთავს მცირე როლი ითამაშოს ბერძნულ ბაზარზე. აკრძალვა მხოლოდ გერმანიას ეხება, გერმანიის ყველაზე დიდი მოკლე გაყიდვები ლონდონში ხორციელდება. თუ მას საერთოდ აქვს რაიმე გავლენა, აკრძალვა უბრალოდ გაართულებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვას.
ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება ჰეჯ-ფონდების წესების გამკაცრებისა და კერძო აქციების თაობაზე, ისეთივე უაზრობაა, როგორც შეხედულება, რომ მსგავსმა ფირმებმა ფინანსური კრიზისი გამოიწვიეს. ვერავინ უარყოფს, რომ ფინანსური რეგულაცია გაუმჯობესებას საჭიროებს, მაგრამ ევროზონის რთული პერიოდის გამომწვევი მიზეზების მხოლოდ წყეულ მოვაჭრეებზე გადაბრალება, სახიფათო შეცდომაა. ფაქტიურად, ინვესტორებმა თვალი გაახილეს, მაგრამ დაგვიანებით, ევროზონის ზოგიერთი ქვეყნის ფისკალური მოწყვლადობა ექსტრემალურ ზღვარს აღწევს და იძულებულნი არიან საბიუჯეტო შეკვეცას მიმართონ.
მეორე შეცდომად შეგვიძლია განვიხილოთ გადაჭარბებული შოკი და შფოთი.
მიუხედავად იმისა, რომ ევროს გადარჩენის გეგმის შემუშავებას რამდენიმე კვირა დასჭირდა, 750 მლრდ ევრო უზარმაზარი თანხაა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზო, ამტკიცებდა, რომ მთავრია ევროს დაფარვის ზონამ საკუთარი თავი დაიცვას. იმ ქვეყნებში, სადაც ევრო ვრცელდება და, სადაც ნაკლები პრობლემებია, მგალითად იტალიაში, ახალი ფისკალური გამკაცრების ზომების შეტანას აპირებენ. რაც შეეხება საბერძნეთს, შოკი და შფოთი უადგილო სჩანს. დაპირებების შესრულების შემთხვევაშიც კი, საბერძნეთის სახელმწიფო დავალიანება მშპ-ის 150%-ზე მეტი იქნება. სინამდვილეში, საბერძნეთის ვალების პრობლემა სხვა არაფერია, თუ არა, გაბანკროტება, არალიკვიდურობა და გაბანკროტება უფრო მეტი ვალით ვერ აღმოიფხვრება. ამის მაგივრად, ევროზონის მთავრობებმა და მარეგულირებლებმა უნდა დაიწყონ ვალების რესტრუქტურიზაციის დაგეგმვა, რომელშიც შევა იმ ბანკების დანაკარგების გაუქმება, რომელთა დავალიანებაც საბერძნეთს აქვს.
ბერძნული გაკოტრების დამარხვა
მესამე და ყველაზე დიდი შეცდომაა, სტრუქტურული რეფორმების გაღრმავება და შეხედულება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ საბერძნეთი და ევროზონის სხვა პრობლემური ქვეყნები მათ საბიუჯეტო დეფიციტს შეამცირებენ. რამდენიმე სახელგატეხილი ფისკალური გაიძვერა ანგელა მერკელს პრობლემების მოგვარებას ჰპირდება, რაც მაზოხისტობა და სილაჩრეა. ერთი მხრივ, ეკონომიკების მხრიდან, მკვეთრად შემცირებული მოთხოვნა მხოლოდ უმნიშვნელოდ იზრდება, მაგრამ ფისკალური დისციპლინის ცდუნებას შეუძლია პოლიტიკოსებს მიუტევოს პრობლემური ევროპისგან გაქცევა და სამხრეთ ევროპაში კონკურენტუნარიანობის დაკარგვა.
საბერძნეთი, ესპანეთი და იტალია ენერგიულად ცდილობენ ევროს ხარისხის შენარჩუნებას. მაგრამ, ისინი ერთხელ მოდუნდნენ და ბიზნესს ნება დართეს რეფორმების კვალდაკვალ კონკურენცია გაეზარდათ, მუშა-ხელის ღირებულება დაეწიათ და პროდუქტიულობა გაეზარდათ. ფაქტიურად, მონეტარული და გაცვლითი კურსის მოქნილობის დაკარგვით რეფორმები ზეწოლას ახდენენ, რაც ევროს კრიზისმა დაადასტურა. ასევე, გადაუდებელია, რომ გერმანიამ უფრო მეტი გააკეთოს შიდა მოთხოვნის ასამაღლებლად, რაოდენ სამწუხაროა, რომ ევროზონის მთავრობების უმეტესობა ჯერ კიდევ ვერ სცნობს პრობლემას, რაოდენ პათეტიურია, რომ ისინი ყველაფერს მხოლოდ ლონდონის ჰეჯ-ფონდების ხელმძღვანელობას აბრალებენ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial