ინფლაციური ზეწოლის მონოპოლისტური შუქ-ჩრდილები

ალექსანდრა ლალიაშვილი

მსოფლიო ეკონომიკურმა და ფინანსურმა რეცესიამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ბაზრების რეგულირების თემა. საითკენ უნდა წავიდეს მსოფლიო? დერეგულირებისა თუ რეგულირების პოლიტიკის გამკაცრებისაკენ? რამდენადაა შესაძლებელი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის სრული პრინციპების დაცვით ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა? ან იქნებ სახელმწიფოს და მარეგულირებელი ინსტიტუტების უფრო გააქტიურებაა საჭირო. ამ დისკუსიას განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოში ინფლაციის მზარდმა ტემპებმა. განსაკუთრებით კი სურსათზე.

ბევრი ქვეყნის მთავრობა და ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასების კატასტროფული მატების ობიექტურ მიზეზებთან (უამინდობის გამო ცუდი მოსავალი) ერთად, არსებობს სპეკულაციური ფაქტორებიც, როდესაც ცალკეული ბიზნეს-სუბიექტები არსებულ სიტუაციაზე ხელის მოთბობას ცდილობენ და ფასებს კიდევ უფრო ბერავენ. კარგად გვახსოვს ზაფხულის ბოლოს რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლა, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთში პურის გაძვირება სპეკულანტების მუშაობის შედეგია. მაშინ პუტინმა ანტიმონოპოლიურ სტრუქტურებს დაავალა პურის გაძვირების მიზეზების შესწავლა და სპეკულაციის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღება.
რუსეთის დუმაში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დახვეწაზე დღეს აქტიურად მუშაობენ. თუმცა, მეორე საკითხია ის, თუ ვის როგორ ესმის კანონმდებლობის “დახვეწა”? რა ნორმებს უნდა შეიცავდეს ის და რას არა.
საკანონმდებლო ნორმები და ანტიმონპოლიური სამსახურის მიერ გატარებული პარქტკული ღონისძიებები უნდა იყოს მიმართული კნკურენციის დაცვისაკენ და არ უნდა იყოს პოლიტიკური ტერორის საშუალება ბიზნეს- ორგანიზაციების მიმართ. როგორც რუსი მიმომხილველები აღნიშნავენ, რუსეთის ფედერალური ანტიმონოპლიური სამსახური ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საკანონმდებლო ორგანოა დღეისთვის ქვეყანაში. კონკურენციის შესახებ კანონის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში საკმაოდ მომრავლებულია ანტიმონოპოლიური საკანონმდებლო ბერკეტების გამოყენების შემთხვევები ბაზრის სხვადასხვა მოთამაშეების მიმართ.
როგორ უნდა იმუშაოს ანტიმონოპოლიურმა ორგანომ ისე, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს კორუფციული ელემენტები და არასასურველი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა? რუსი მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ანტიმონოპოლიური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ბოლო წლების განმავლობაში ისაა, რომ საგრძნობლად შემცირდა შერწყმებისა და გაერთიანებების წინასწარი კონტროლი. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ შერწყმების საქმეებზე მკაცრი წინასწარი კონტროლი, ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ ანტიმონოპოლიური სამსახურის ბიუროკრატიული აპარატის გაბერვის და ბიზნესის ჯანსაღი ფუნქციონირების შემაფერხებელი პირობა იყო. რუსეთში მსაგვსი საქმეების განხილვა დაახლოებით 3-ჯერ არის შემცირებული. თუ ადრე წელიწადში მსგავსი 20 000-მდე საქმე იხილებდა, ახლა ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5 000 საქმეა. ექსპერტები ამას დადებით ტენდენციად მიიჩნევენ.
მაგრამ დადებით მომენტებთან ერთად რუსი მიმომხილველები იმ უარყოფით შედეგებზეც საუ-ბრობენ, რომელიც 2008-2010 წლებში რუსეთის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მუშაობას ახლდა თან. ძალიან მნიშვნელოვია, ერთი მხრივ, მანკიერი ბიზნეს-გადაწყვეტილებების გამოვლენა და მათი აღკვეთა და, მეორე მხრივ, ამ ანტიმონოპოლიური ძალაუფლების გამოყენება პოლიტიკური მიზნისათვის, ერთი პოლიტიკური ან ბიზნეს-ჯგუფის ინტერესების სასიკეთოდ.
ბულია “კოლექტიური დომინირების” თემასთან და კომპანიების “შეთანხმებული მოქმედების” პრაქტიკასთან. ნებისმიერ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის მთავარი საზრუნავი არის ფასებზე საიდუმლო შეთანხმებების გამოვლენა და მათი აღკვეთა. ამასთანავე, საიდუმლო შეთანხმებების გამოვლენა უფრო ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების საქმეა და მსგავსი უფლება-მოვალეობები, როგორც წესი, არ შედის ანტიმონოპოლიური სამსახურის კომპეტენციაში. მსგავსი შეთანხმებების არსებობის რეალურად დამტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ ის, რომ ბაზრის ამა თუ სეგმენტის მსხვილ მოთამაშეებს შორის არსებობს “უსიტყვო გარიგება” ფასებთან დაკავშირებით, ერთი შეხედვითაც ნათელია.
ასეთი გარიგებების გამოაშკარავებისას, მთავარი პრობლემა, რაც თავს იჩენს, ის არის, რომ ოპონენტები ყოველთვის მიუთითებენ, მართალია, კომპანიები ბაზრის სხვადასხვა სუბიექტები არიან, მაგრამ ისინი მაინც ერთი და იმავე ბაზრის მოთამაშეები არიან და ლოგიკურია, რომ ცვლილებებზეც ერთნაირად რეაგირებენ.
ამ მსჯელობაში რაღაც ლოგიკა არის, მაგრამ მაინც რთული დასაჯერებელია, რომ სხვადასხვა კომპანიების მენეჯერების ტვინი ერთნაირად არის მოწყობილი და საბაზრო პროცესებზე სინქრონულად რეაგირებენ. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ანტიმონოპოლიური სამსახურის მუშაობის მთავარი სირთულე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ფაქტებით ამის დამტკიცება თითქმის შეუძლებელია.
რუსი კანონმდებლები ამ დილემის წინააღმდეგ ბრძოლას ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში შესაბამისი ნორმების შეტანით იწყებენ: დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პირველ რიგში, უნდა განიმარტოს ტერმინი “შეთანხმებული მოქმედება”, რას ნიშნავს ის და როგორ შეიძლება მისი გამოვლენა და პრევენცია. დადგინდება სპეციალური კრიტერიუმები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება “უბრალოდ სინქრონული ქმედებებისა” და “შეთანხმებული მოქმედებების” ერთმანეთისგან გამიჯვნა. მაშინ კი, როცა კანონში ეს ნორმები იქნება ჩადებული, ანტიმონოპოლიურ სამსახურს მეტი ბერკეტი ექნება მსგავსი საქმეების წინააღმდეგ საბრძოლველად.
თუმცა, საინტერესოა, რა მექნიზმებით უნდა აიძულო მონოპოლისტი პროდუქციაზე სასურველი ფასი დააწესოს? ან რას ნიშნავს “სასურველი ფასი”? მონოპოლისტი კომპანიაც ხომ ბაზრის ისეთივე სუბიექტია, როგორიც მომხმარებელი. როგორ უნდა განისაზღვროს ვისი ინტერესებია უპირატესი საერთო ეკონომიკური კეთილდღეობისთვის – მონოპოლისტის თუ მომხმარებლის? ბოლო პერიოდში გავრცელებულია ტენდენცია, რომ დადგინდეს მონოპოლისტის ხარჯები, მოგება და ეს შედარდეს იმ ფასს, რომლითაც მას ბაზარზე გააქვს პროდუქცია. ამ ორი ფასის შედარებით, კი ანტიმონოპოლიურ სამსახურს შეუძლია განსაზღვროს ფასის ზედა ზღვარი, რომლის იქითაც კომპანიებს ფასის გაზრდა არ შეეძლებათ, მაგრამ ეკონომიკურ თეორიაში ცნობილია, რომ ბუღალტრული მოგება და ეკონომიკური მოგება სხვადასხვა ცნებებია და ხშირად, ამა თუ იმ ეკონომიკური სუბიექტის მოგება იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს ბუღალტრის ანგარიშებშია ასახული. როგორ უნდა გამოვთვალოთ მონოპოლისტის რეალური დანახარჯები? ეს კიდევ ერთი დილემაა, რომლის წინაშეც ანტიმონოპოლიური სამსახური ხშირად დგას. ალბათ ამის გამოცაა, რომ ექსპერტთა დიდი ნაწილი და არა მარტო რუსეთში, მიიჩნევს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციებში ფასების კონტროლი და ზედამხედველობა არ უნდა შედიოდეს. ფასები კონკრეტულმა ბაზარმა თავად უნდა შექმნას. ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კი ბაზრის კონკურენტულობა უნდა უზრუნველყოს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ იჩენს ხოლმე თავს ანტიმონოპოლიური სამსახურის მუშაობისას, არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში, ანტიმონოპოლიური სამსახურის ძალაუფლება გამოიყენება არაჯანსაღი კონკურენციის მისაღწევად, არამედ უბრალოდ, ერთი ეკონომიკური ჯგუფის მეორესგან დასაცავად ან სულაც პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად.
ქართული რეალობა
ყოველივე ამაზე მსჯელობის საუკეთესო საშუალებას დღეს საქართველოში არსებული სიტუაციაც გვაძლევს. ეკონომისტები საქართველოში ცხოვრების გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად სხვადასხვა სფეროს მონოპოლიზაციასაც ასახელებენ და მთავრობას შესაბამისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების კვალდაკვალ, ფასების ზრდის მოსათოკად, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დახვეწასა და შესაბამისი სამსახურის ფუნქციების გაძლიერებისკენაც მოუწოდებენ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2009 წლის მონაცემებით, მთლიანი ბიზნესის ბრუნვაში მსხვილ ბიზნესს 85% უკავია. ექსპერტთა შეფასებთ, მთლიანი ბიზნესის ბრუნვაში მსხვილი ბიზნესის 85%-იანი წილი საქართველოს ბაზარზე კონკურენციის დონეს 2,5-ჯერ ამცირებს.
ის, რომ ქართული ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტში არაჯანსაღი კონკურენციაა, მხოლოდ ქართ-ველო მომხმარებლებისა და ექსპერტების განსჯის საგანი არ არის. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დახვეწა და ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა იმ 4 მთავარ პირობათა შორისაა, რომლის შესრულებაც საქართველო-ევროკავშირს შორის ფართო და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DჩFთA) მიღწევისთვის არის საჭირო. ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, მონოპოლიებთან მებრძოლ სამსახურს შემდგომი რეაგირების უფლებაც უნდა მიეც ით, სამსახურს, ბაზრის კვლევის გარდა, ისეთი ტიპის კონტრაქტების შეჩერებაც უნდა შეეძლოს, რომლებიც ჯანსაღ კონკურენციას ხელს უშლის. ვიდრე საქმე სასამართლომდე მივა, ანტიტრესტულ ორგანოს სხვადასხვა სანქციის გამოტანის უფლებაც უნდა ჰქონდეს, როგორც ამას ევროპული კანონმდებლობა ითვალისწინებს.
2010 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ჯერჯერობით, მისი ფუნქცია კვლავ მხოლოდ ბაზრის ანალიზია.
ანტიმონოპოლიური სამსახური არსებობს ფასებისა და კონკურენციის სააგენტოს სახით და იმავე ფუნქციებით მუშაობს, რაც მანამდე ჰქონდა. ის იკვლევს, ხომ არ ერევიან სახელმწიფო ინსტიტუტები ისეთი კანონმდებლობის მიღებაში, რომლითაც ერთ სექტორს მიენიჭება უპირატესობა მეორესთან შედარებით ან რომელიმე თანამდებობის პირმა არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს მონოპოლიზმს. მარტივად რომ ვთქვათ, სამსახური აკონტროლებს სახელმწიფო ხელისუფლების ჩაურევლობას ბიზნესში. ხოლო კერძო სექტორისთვის გამიზნულ სექტორულ კვლევებს მას შემდეგ დაიწყებს, რაც უფლებამოსილება კანონით მიენიჭება. ექსპერტების შეფასებით კი, სამსახურს, პირველ რიგში, ბაზრის შესწავლის ფუნქცია უნდა ჰქონდეს, პერიოდულად უნდა აგროვებდეს ინფორმაციას კომპანიების საქმიანობის შესახებ, რის საფუძველზეც ბაზრის ანალიზს გააკეთებს. გარდა ამისა, მას რეაგირების უფლებაც უნდა მიენიჭოს. ამასთანავე, კანონით უნდა განისაზღვროს, ამა თუ იმ სეგმენტში ბაზრის რა წილის მქონე კომპანია უნდა ჩაითვალოს მონოპოლისტად.
მთავრობაში განმარტავენ, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის რეფორმა ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი – სამსახურის სტრუქტურულ რეორგანიზაციას ითვალისწინებდა და განხორციელდა კიდეც. კერძოდ, ანტიმონოპოლიური სამსახური გამოვიდა ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობიდან. ეკონომიკის სამინისტროში აქამდე არსებულ სამსახურს – “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს” სახელი შეეცვალა და ანტიმონოპოლიური სამსახური დაერქვა. მეორე ეტაპი სამსახურის ფუნქციების გადახედვას ითვალისწინებს. როგორც მთავრობაში გვპირდებიან, რეფორმების დასრულების შემდეგ, ანტიმონოპოლიური სამსახური ბაზრის ყველა სეგმენტს გააკონტროლებს. კონკურენციის სააგენტოს კვლევის ჩატარება ბაზრის ყველა სეგმენტში შეეძლება, რათა დაადგინოს, ხომ არ არის ბიზნესის ამა თუ იმ სფეროში ხელოვნური მონოპოლიები და ხომ არ ხდება ფასების ხელოვნური ზრდა. სააგენტოს, საჩივრის საფუძველზე, კარტელური გარიგებებისა და მონოპოლისტური შემთხვევების გამოძიების ფუნქცია ექნება. საქმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. პროცესზე ბრალმდებელი იქნება სააგენტო. ამას გარდა, ანტიმონოპოლიური სამსახური შეძლებს გამოიყენოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაცია და ასევე უფლება ექნება, დაიქირაოს კერძო ექსპერტები კონკრეტული კვლევებისათვის.
ამ ცვლილებების განხორციელება გასული წლის ბოლსთვის იგეგმებოდა, მაგრამ მთავრობამ დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ცვლილებების განხორციელების ვადამ 2011 წლის გაზაფხულამდე გადაიწია.
გაზაფხული უკვე კარსაა მომდგარი, ვნახოთ ამჯერად რას მოიმოქმედებს საქართველოს მთავრობა და რეალურად გამოიღებს თუ არა შედეგს გატარებული რეფორმები. რეალური შედეგები კი ჩვენთვის, არა დავარცხნილ-გალამაზებული კანონი და დამატებითი უფლებებით აღჭურვილი ანტიმონოპოლიური სამსახური იქნება, რომლითაც ხელისუფლება ევროკავშირის წინაშე მოიწონებს თავს, არამედ ბაზარზე ფასების შემცირება, რაც მოსახლეობას გაცილებით მეტად აინტერესებს, ვიდრე ევროკა-ვშირის დირექტივების შესრულება-არშესრულების საკითხი.
მსოფლიო ეკონომიკურმა და ფინანსურმა რეცესიამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ბაზრების რეგულირების თემა. საითკენ უნდა წავიდეს მსოფლიო? დერეგულირებისა თუ რეგულირების პოლიტიკის გამკაცრებისაკენ? რამდენადაა შესაძლებელი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის სრული პრინციპების დაცვით ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა? ან იქნებ სახელმწიფოს და მარეგულირებელი ინსტიტუტების უფრო გააქტიურებაა საჭირო. ამ დისკუსიას განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოში ინფლაციის მზარდმა ტემპებმა. განსაკუთრებით კი სურსათზე. ბევრი ქვეყნის მთავრობა და ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასების კატასტროფული მატების ობიექტურ მიზეზებთან (უამინდობის გამო ცუდი მოსავალი) ერთად, არსებობს სპეკულაციური ფაქტორებიც, როდესაც ცალკეული ბიზნეს-სუბიექტები არსებულ სიტუაციაზე ხელის მოთბობას ცდილობენ და ფასებს კიდევ უფრო ბერავენ. კარგად გვახსოვს ზაფხულის ბოლოს რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლა, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთში პურის გაძვირება სპეკულანტების მუშაობის შედეგია. მაშინ პუტინმა ანტიმონოპოლიურ სტრუქტურებს დაავალა პურის გაძვირების მიზეზების შესწავლა და სპეკულაციის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღება.
რუსეთის დუმაში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დახვეწაზე დღეს აქტიურად მუშაობენ. თუმცა, მეორე საკითხია ის, თუ ვის როგორ ესმის კანონმდებლობის “დახვეწა”? რა ნორმებს უნდა შეიცავდეს ის და რას არა.
საკანონმდებლო ნორმები და ანტიმონპოლიური სამსახურის მიერ გატარებული პარქტკული ღონისძიებები უნდა იყოს მიმართული კნკურენციის დაცვისაკენ და არ უნდა იყოს პოლიტიკური ტერორის საშუალება ბიზნეს- ორგანიზაციების მიმართ. როგორც რუსი მიმომხილველები აღნიშნავენ, რუსეთის ფედერალური ანტიმონოპლიური სამსახური ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საკანონმდებლო ორგანოა დღეისთვის ქვეყანაში. კონკურენციის შესახებ კანონის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში საკმაოდ მომრავლებულია ანტიმონოპოლიური საკანონმდებლო ბერკეტების გამოყენების შემთხვევები ბაზრის სხვადასხვა მოთამაშეების მიმართ.
როგორ უნდა იმუშაოს ანტიმონოპოლიურმა ორგანომ ისე, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს კორუფციული ელემენტები და არასასურველი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა? რუსი მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ანტიმონოპოლიური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ბოლო წლების განმავლობაში ისაა, რომ საგრძნობლად შემცირდა შერწყმებისა და გაერთიანებების წინასწარი კონტროლი. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ შერწყმების საქმეებზე მკაცრი წინასწარი კონტროლი, ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ ანტიმონოპოლიური სამსახურის ბიუროკრატიული აპარატის გაბერვის და ბიზნესის ჯანსაღი ფუნქციონირების შემაფერხებელი პირობა იყო. რუსეთში მსაგვსი საქმეების განხილვა დაახლოებით 3-ჯერ არის შემცირებული. თუ ადრე წელიწადში მსგავსი 20 000-მდე საქმე იხილებდა, ახლა ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5 000 საქმეა. ექსპერტები ამას დადებით ტენდენციად მიიჩნევენ.
მაგრამ დადებით მომენტებთან ერთად რუსი მიმომხილველები იმ უარყოფით შედეგებზეც საუ-ბრობენ, რომელიც 2008-2010 წლებში რუსეთის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მუშაობას ახლდა თან. ძალიან მნიშვნელოვია, ერთი მხრივ, მანკიერი ბიზნეს-გადაწყვეტილებების გამოვლენა და მათი აღკვეთა და, მეორე მხრივ, ამ ანტიმონოპოლიური ძალაუფლების გამოყენება პოლიტიკური მიზნისათვის, ერთი პოლიტიკური ან ბიზნეს-ჯგუფის ინტერესების სასიკეთოდ.
ბულია “კოლექტიური დომინირების” თემასთან და კომპანიების “შეთანხმებული მოქმედების” პრაქტიკასთან. ნებისმიერ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის მთავარი საზრუნავი არის ფასებზე საიდუმლო შეთანხმებების გამოვლენა და მათი აღკვეთა. ამასთანავე, საიდუმლო შეთანხმებების გამოვლენა უფრო ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების საქმეა და მსგავსი უფლება-მოვალეობები, როგორც წესი, არ შედის ანტიმონოპოლიური სამსახურის კომპეტენციაში. მსგავსი შეთანხმებების არსებობის რეალურად დამტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ ის, რომ ბაზრის ამა თუ სეგმენტის მსხვილ მოთამაშეებს შორის არსებობს “უსიტყვო გარიგება” ფასებთან დაკავშირებით, ერთი შეხედვითაც ნათელია.
ასეთი გარიგებების გამოაშკარავებისას, მთავარი პრობლემა, რაც თავს იჩენს, ის არის, რომ ოპონენტები ყოველთვის მიუთითებენ, მართალია, კომპანიები ბაზრის სხვადასხვა სუბიექტები არიან, მაგრამ ისინი მაინც ერთი და იმავე ბაზრის მოთამაშეები არიან და ლოგიკურია, რომ ცვლილებებზეც ერთნაირად რეაგირებენ.
ამ მსჯელობაში რაღაც ლოგიკა არის, მაგრამ მაინც რთული დასაჯერებელია, რომ სხვადასხვა კომპანიების მენეჯერების ტვინი ერთნაირად არის მოწყობილი და საბაზრო პროცესებზე სინქრონულად რეაგირებენ. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ანტიმონოპოლიური სამსახურის მუშაობის მთავარი სირთულე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ფაქტებით ამის დამტკიცება თითქმის შეუძლებელია.
რუსი კანონმდებლები ამ დილემის წინააღმდეგ ბრძოლას ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში შესაბამისი ნორმების შეტანით იწყებენ: დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პირველ რიგში, უნდა განიმარტოს ტერმინი “შეთანხმებული მოქმედება”, რას ნიშნავს ის და როგორ შეიძლება მისი გამოვლენა და პრევენცია. დადგინდება სპეციალური კრიტერიუმები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება “უბრალოდ სინქრონული ქმედებებისა” და “შეთანხმებული მოქმედებების” ერთმანეთისგან გამიჯვნა. მაშინ კი, როცა კანონში ეს ნორმები იქნება ჩადებული, ანტიმონოპოლიურ სამსახურს მეტი ბერკეტი ექნება მსგავსი საქმეების წინააღმდეგ საბრძოლველად.
თუმცა, საინტერესოა, რა მექნიზმებით უნდა აიძულო მონოპოლისტი პროდუქციაზე სასურველი ფასი დააწესოს? ან რას ნიშნავს “სასურველი ფასი”? მონოპოლისტი კომპანიაც ხომ ბაზრის ისეთივე სუბიექტია, როგორიც მომხმარებელი. როგორ უნდა განისაზღვროს ვისი ინტერესებია უპირატესი საერთო ეკონომიკური კეთილდღეობისთვის – მონოპოლისტის თუ მომხმარებლის? ბოლო პერიოდში გავრცელებულია ტენდენცია, რომ დადგინდეს მონოპოლისტის ხარჯები, მოგება და ეს შედარდეს იმ ფასს, რომლითაც მას ბაზარზე გააქვს პროდუქცია. ამ ორი ფასის შედარებით, კი ანტიმონოპოლიურ სამსახურს შეუძლია განსაზღვროს ფასის ზედა ზღვარი, რომლის იქითაც კომპანიებს ფასის გაზრდა არ შეეძლებათ, მაგრამ ეკონომიკურ თეორიაში ცნობილია, რომ ბუღალტრული მოგება და ეკონომიკური მოგება სხვადასხვა ცნებებია და ხშირად, ამა თუ იმ ეკონომიკური სუბიექტის მოგება იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს ბუღალტრის ანგარიშებშია ასახული. როგორ უნდა გამოვთვალოთ მონოპოლისტის რეალური დანახარჯები? ეს კიდევ ერთი დილემაა, რომლის წინაშეც ანტიმონოპოლიური სამსახური ხშირად დგას. ალბათ ამის გამოცაა, რომ ექსპერტთა დიდი ნაწილი და არა მარტო რუსეთში, მიიჩნევს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციებში ფასების კონტროლი და ზედამხედველობა არ უნდა შედიოდეს. ფასები კონკრეტულმა ბაზარმა თავად უნდა შექმნას. ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კი ბაზრის კონკურენტულობა უნდა უზრუნველყოს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ იჩენს ხოლმე თავს ანტიმონოპოლიური სამსახურის მუშაობისას, არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში, ანტიმონოპოლიური სამსახურის ძალაუფლება გამოიყენება არაჯანსაღი კონკურენციის მისაღწევად, არამედ უბრალოდ, ერთი ეკონომიკური ჯგუფის მეორესგან დასაცავად ან სულაც პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად.
ქართული რეალობა
ყოველივე ამაზე მსჯელობის საუკეთესო საშუალებას დღეს საქართველოში არსებული სიტუაციაც გვაძლევს. ეკონომისტები საქართველოში ცხოვრების გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად სხვადასხვა სფეროს მონოპოლიზაციასაც ასახელებენ და მთავრობას შესაბამისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების კვალდაკვალ, ფასების ზრდის მოსათოკად, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დახვეწასა და შესაბამისი სამსახურის ფუნქციების გაძლიერებისკენაც მოუწოდებენ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2009 წლის მონაცემებით, მთლიანი ბიზნესის ბრუნვაში მსხვილ ბიზნესს 85% უკავია. ექსპერტთა შეფასებთ, მთლიანი ბიზნესის ბრუნვაში მსხვილი ბიზნესის 85%-იანი წილი საქართველოს ბაზარზე კონკურენციის დონეს 2,5-ჯერ ამცირებს.
ის, რომ ქართული ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტში არაჯანსაღი კონკურენციაა, მხოლოდ ქართ-ველო მომხმარებლებისა და ექსპერტების განსჯის საგანი არ არის. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დახვეწა და ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა იმ 4 მთავარ პირობათა შორისაა, რომლის შესრულებაც საქართველო-ევროკავშირს შორის ფართო და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მიღწევისთვის არის საჭირო. ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, მონოპოლიებთან მებრძოლ სამსახურს შემდგომი რეაგირების უფლებაც უნდა მიეც ით, სამსახურს, ბაზრის კვლევის გარდა, ისეთი ტიპის კონტრაქტების შეჩერებაც უნდა შეეძლოს, რომლებიც ჯანსაღ კონკურენციას ხელს უშლის. ვიდრე საქმე სასამართლომდე მივა, ანტიტრესტულ ორგანოს სხვადასხვა სანქციის გამოტანის უფლებაც უნდა ჰქონდეს, როგორც ამას ევროპული კანონმდებლობა ითვალისწინებს.
2010 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ჯერჯერობით, მისი ფუნქცია კვლავ მხოლოდ ბაზრის ანალიზია.
ანტიმონოპოლიური სამსახური არსებობს ფასებისა და კონკურენციის სააგენტოს სახით და იმავე ფუნქციებით მუშაობს, რაც მანამდე ჰქონდა. ის იკვლევს, ხომ არ ერევიან სახელმწიფო ინსტიტუტები ისეთი კანონმდებლობის მიღებაში, რომლითაც ერთ სექტორს მიენიჭება უპირატესობა მეორესთან შედარებით ან რომელიმე თანამდებობის პირმა არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს მონოპოლიზმს. მარტივად რომ ვთქვათ, სამსახური აკონტროლებს სახელმწიფო ხელისუფლების ჩაურევლობას ბიზნესში. ხოლო კერძო სექტორისთვის გამიზნულ სექტორულ კვლევებს მას შემდეგ დაიწყებს, რაც უფლებამოსილება კანონით მიენიჭება. ექსპერტების შეფასებით კი, სამსახურს, პირველ რიგში, ბაზრის შესწავლის ფუნქცია უნდა ჰქონდეს, პერიოდულად უნდა აგროვებდეს ინფორმაციას კომპანიების საქმიანობის შესახებ, რის საფუძველზეც ბაზრის ანალიზს გააკეთებს. გარდა ამისა, მას რეაგირების უფლებაც უნდა მიენიჭოს. ამასთანავე, კანონით უნდა განისაზღვროს, ამა თუ იმ სეგმენტში ბაზრის რა წილის მქონე კომპანია უნდა ჩაითვალოს მონოპოლისტად.
მთავრობაში განმარტავენ, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის რეფორმა ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი – სამსახურის სტრუქტურულ რეორგანიზაციას ითვალისწინებდა და განხორციელდა კიდეც. კერძოდ, ანტიმონოპოლიური სამსახური გამოვიდა ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობიდან. ეკონომიკის სამინისტროში აქამდე არსებულ სამსახურს – “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს” სახელი შეეცვალა და ანტიმონოპოლიური სამსახური დაერქვა. მეორე ეტაპი სამსახურის ფუნქციების გადახედვას ითვალისწინებს. როგორც მთავრობაში გვპირდებიან, რეფორმების დასრულების შემდეგ, ანტიმონოპოლიური სამსახური ბაზრის ყველა სეგმენტს გააკონტროლებს. კონკურენციის სააგენტოს კვლევის ჩატარება ბაზრის ყველა სეგმენტში შეეძლება, რათა დაადგინოს, ხომ არ არის ბიზნესის ამა თუ იმ სფეროში ხელოვნური მონოპოლიები და ხომ არ ხდება ფასების ხელოვნური ზრდა. სააგენტოს, საჩივრის საფუძველზე, კარტელური გარიგებებისა და მონოპოლისტური შემთხვევების გამოძიების ფუნქცია ექნება. საქმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. პროცესზე ბრალმდებელი იქნება სააგენტო. ამას გარდა, ანტიმონოპოლიური სამსახური შეძლებს გამოიყენოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაცია და ასევე უფლება ექნება, დაიქირაოს კერძო ექსპერტები კონკრეტული კვლევებისათვის.
ამ ცვლილებების განხორციელება გასული წლის ბოლსთვის იგეგმებოდა, მაგრამ მთავრობამ დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ცვლილებების განხორციელების ვადამ 2011 წლის გაზაფხულამდე გადაიწია.
გაზაფხული უკვე კარსაა მომდგარი, ვნახოთ ამჯერად რას მოიმოქმედებს საქართველოს მთავრობა და რეალურად გამოიღებს თუ არა შედეგს გატარებული რეფორმები. რეალური შედეგები კი ჩვენთვის, არა დავარცხნილ-გალამაზებული კანონი და დამატებითი უფლებებით აღჭურვილი ანტიმონოპოლიური სამსახური იქნება, რომლითაც ხელისუფლება ევროკავშირის წინაშე მოიწონებს თავს, არამედ ბაზარზე ფასების შემცირება, რაც მოსახლეობას გაცილებით მეტად აინტერესებს, ვიდრე ევროკა-ვშირის დირექტივების შესრულება-არშესრულების საკითხი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial