ექსპერტები მსოფლიო ეკონომიკურ სტაბილურობაზე ისევ შფოთავენ, ანუ ისტორიამ ვერაფერი გვასწავლა

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

კომისიამ, რომელიც აშშ-ში ფინანსური კრიზისის გამომწვევ მიზეზებს იკვლევდა, იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა 600-გვერდიანი დასკვნა. ექსპერტთა შეფასების მიხედვით, კრიზისის გამომწვევი მთავარი ფაქტორი სუბიექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიზისის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ვინაიდან ის იყო შედეგი კონკრეტულ ადამიანთა ქმედებებისა თუ უმოქმედობის. სეკურიტიზაციისა და შუბ-პრიმე იპოთეკური კრედიტების, საცხოვრებელ ფართებზე ფასების, საფინანსო კომპანიების სავაჭრო ოეპარციებისა და დაურეგულირებელი დერივატივების მკვეთრმა ზრდამ მსოფლიო ეკონომიკა სავლალო შედეგებამდე მიიყვანა.

კრიზისის გამომწვევ მნიშვნელოვან მიზეზთა შორის, ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ ე.წ. ჩრდილოვანი საბანკო სისტემის არსებობას. საუბარია, საინვესტიციო ბანკების, ჰეჯ-ფონდების და სავალუტო ბაზრების ფონდების შესახებ. კრიზისი გამოიწვია ფინანსური ინსტიტუტების ლიბერალურმა რეგულირებამ და ზედამხედველობამ, რაც მათ საშუალებას აძლევდა განეხორციელებინათ ისეთი გლობლური ფინანსური ოპერაციები, რომლებიც მხოლოდ მცირე ფინანსური სახსრებით იყო დაზღვეული. შედეგად, ფინანსური ოპერაციების სულ უფრო დიდი ნაწილი ექცეოდა “პარალელურ” (ჩრდილოვან) საბანკო სისტემაში. თუ 1980 წლისთვის ტრადიციულ საბანკო სისტემაზე მოდიოდა ფინანსურ სექტორში განხორციელებული ოპერაციების 70%, 2000 წლისათვის ეს მაჩვენებელი 50%-მდე შემცირდა.
ლიბერალურმა რეგულირების სისტემამ მიგვიყვანა არასაბანკო ფინანსური ინსტრუმენტების სულ უფრო მასშტაბურ გამოყენებამდე. რეგულიების სისტემაში იმ ნორმის შემოღებამ, რომელიც იძლევა ფინანსური საქმიანობის მცირე კაპიტალით დაწყების შესძლებლობას, ფაქტობრივად, გაზარდა ფინანსური ინსტიტუტების ნასესხებ სახსრებზე დამოკიდებულება და ფინანსური პირამიდების ფორმირებას შეუწყო ხელი. ამ პრობლემაზე ყუარდღების გამახვილება დიდი ხნის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ 1998 წელს ბრუკსლი ბორნი, რომელიც იმჟამად იყო სასაქონლო ფიუჩესებით მოვაჭრეთა კომისიის თავმჯდომარე (CFTC), მიუთითებდა კომპანიაLTCM-თან დაკავშირებულ რისკებზე. მისი შეფასებით, კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა საიმისოდ, რომ მოეზიდა ფინანსური რესურსი 125 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც 100-ჯერ აღემატებოდა კომპანიის კაპიტალის მოცულობას. ასეთ კომპანიათა რაოდენობა კი ძალიან დიდი იყო. დღეს ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევების მიმართ რისკ-ფაქტორები არ იყო სათანადოდ შეფასებული, არც ბაზრებისა და არც მარეგულირებელი ინსტიტუტების მხრიდან.

გამოუსადეგარი თეორიები
აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას, კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე საუბრის დროს, ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა ხელმძღვანელმა ალან გრინსპენმა აღიარა, რომ კრიზისის დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მოვლენების გადაფასება სხვა თვალით შეიძლობდა. მან გაიხსენა ის ეკონომიკური ნაშრომები, რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ მსგავსი მოვლენები წინასწარ განიჭვრიტოს (ზოგიერთის ავტორი ნობელის პრემიის მფლობელიც არის). მიუხედავად ამისა, კრიზისის აცლება მანც ვერ მოხერხდა. “დღემდე არსებული ყველა ინტელექტუალური შენობა ჩამოინგრა – აღიარა გრინსპენმა – რადგან ყველა თეორიული მოდელი დაფუძნებული იყო უკანსაკნელი 20 წლის მოვლენებსა და მონაცემებზე, რომელიც ეკონომიკური წინსვლის გამო, როგორც ეიფორიის ხანა, ისე შეიძლება შევაფასოთ”.
ამ ყველაფრიდან იმ დაკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ეკონომიკურმა მეცნიერებამ და ბიზნეს-სტარატეგიების შემსწავლელმა დარგებმა მარცხი განიცადეს და, რომ ბიზნეს-კომპანიების და სახელმწიფოების ეკონომიკური განვითარების აქამდე შექმნილმა გრძელვადიანმა სტრატეგიებმა აზრი დაკარგეს. ახლა აქტუალურია კითხვა: რა პრინციპებით განისაზღვრება ეკონომიკური ხასითის ჯილდოების მინიჭება თანამედროვე მსოფლიში? უახლოესი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ “ექსპერტთა ჟიური” იმ ნამუშევრებსა და თეორიებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც საქმე საქმეზე რომ მიდგება, პრაქტიკაში სრულიად ფუჭი და გამოუსედაგარია.

ფედერალური სარეზერვო სისტემის რეფორმა
კრიზისის დროს ისევ დაიწყო საუბარი, იმის შესახებ, რომ აუცილებელია, ერთი მხრივ, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დამოუკიდებლობისა და, მეორე მხრივ, ფედერალური სარეზერვო სისტემის დმოუკიდებლობის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. რეგიონალური ფედერალური სარეზერვო ბანკების აქციონერები – კომერციული ბაკები, კონკრეტული კომერციული და მფლობელების ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ამერიკულ “კოლექტიურ რეგულირებას”. ის ფაქტი, რომ დღეს აშშ-ის ცენტრალური ბანკის ფუნცქციები არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელთა კონტროლს, ბევრს აღელვებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ეკონომიკა, რომელსაც გამჭვირვალობაზე აქვს პრეტენზია და იგივეს მოუწოდებს სხვებსაც, სინმდვილეში ჩაკეტილი სისტემაა, საიდანაც ინფორმაციის გასვლა რთულია და ეს ეხება მისი ფუნქციების ფუნდამენტურ სფეროებს. ამიტომაც კრიზისის მსვლელობისას აშშ-ის ფინასურ წრეებში დაიწყეს სისტემის რეფორმირებაზე აქტიური მუშაობა, ცვლილებებს მხარდჭერა საკანონმდებლო დონეზეც აქვთ.
ამჟამად, აშშ-ის კონგრესში განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ფედერალური სარეზერვო სისტემის აუდიტს. დღეს არ წარმოებს ფედერალური სარეზერვო სისტემის ისეთი მნიშვნელოვანი საქმიანობის აუდიტი, როგორიც არის ფულად-საკრედიტო და ღია ბაზრის ოპერაციები, ოპერაციები სხვა ქვეყნების მთავრობებთან და ცენტრალურ ბანკებთან.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება უკავშირდება სარისკო საინვესტიციო საბანკო ოპერაციებში კლიენტთა სახსრების გამოყენების დროს შეზღუდვებს. რეგულირების ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ, რომ ბანკები ანაბრებზე არსებულ თანხებს ძალიან ხშირად იყენებენ სარისკო საინვესტიციო პროექტებისათვის.
ნორმების გამკაცრება შორის მოიაზრება ისიც, რომ დერივატივებით ვაჭრობა უნდა მოხდეს არა პირდაპირ ბანკების საშუალებით, არამედ ამ საქმიანობისათვის სპეციალურად შექმნილი ინსტიტუტების მიერ. ამასთან, ფედერალური სარეზერვო სისტემის როლის შემცირების მიზნით, ფედ-ის მმართველს დანიშნავს არა დირექტორთა საბჭო, როგორც ეს ახლა არის, არამედ ქვეყნის პრეზიდენტი. ასევე შეიქმნება ფინანსური სტაბილურობის სამეთვალყურეო საბჭო, ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით. კომისიის შემადგენლობაში შევლენ სხვადსხვა ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელებიც. რეფორმის ფარგლებში განიხილება კიდევ ერთი ნორმის შემოღების შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს მსხვილი საბანკო ჰოლდინგებისა და არასაბანკო ფინანსური კომპანიების შერწყმა, რომლებიც შედიან ფედი-ის მეთვალყურეობის ქვეშ. ყველა ეს ღონისძიება ემსახურება აშშ-ის ფინანსური სისტემაზე ზედამხედველობის გამკაცრებას.
მიუხედავად იმისა, რომ უახლოსი გამოცდილება ცხვირწინ გვაქვს, ამერიკელი და არა მარტო ამერიკელი ექსპერტები, მიიჩნევენ, რომ ისტორიამ ვერაფერი გვქწავლა. 2010 წელი კვლავ გამოირჩეოდა ფინანსური ემისიების განაკუთრებით დიდი მოცულობით. გაიზარდა მოთხოვნა დაბალი ხარისხის ობლიწგაციების, ე.წ. ჯუნკ ბონდს-ის მიმართაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კვლავ მეორდება ის რისკები, რომელიც წინ უსწრებდა გლობალურ ფინანსურ კრიზისს. ექსპერტები შიშობენ, რომ ამ ყველაფერს კვლავ ექნება მასობრივი სისტემური ხასიათი. როგორც იაპონიის ბანკის ხელმძღვანელი მაასაკი შირაკავა სამართლინდ აღნიშნავს: “ბაზარი წინ ვერ აღუდგება აქციონერთა ფინანსური ოპერაციებით შემოსავლების ზრდის სურვილს”.
“დღევანდელი შედეგები გვიჩვენებს, რომ ის სტაბილიზაცია, რომელიც დღეს მსოფლიო ეკონომიკაშია, ძალიან მყიფეა” – ასკვნიან ამერიკლი ექსპერტები. მსოფლიო ეკონომიკა და ცალკეული ქვეყნის ეკონომიკები კვლავ დიდი საფრთხის წინაშე დგანან. ასეთ პირობებში აუცილებელია, პოსტკრიზისული ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ახალი პროგრამების შემუშავება, რომელიც ჯეროვნად უპასუხებს გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარ გამოწვევებს.