რუსული ალმასი IPO-სთვის ემზადება

თამარ ახვლედიანი

“ალროსამ” საჯარო კომპანიის სტატუსის მისაღებად მორიგი ნაბიჯი გადადგა: 18 ივლისს მან ინდიკატორულ სისტემაში ღთშ Bოარდ ჩვეულბრივი აქციები ჩართო (ტიკერი ალრს). “ალროსას” ყიდვა-გაყიდვის კოტირებებს შორის სხვაობა ახლა მხოლოდ 0,1%-ს შეადგენს, რაც RTS Board-ისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია. ალმასების კომპანიის აქციებით პრაქტიკულად ყველა მსხვილი ბროკერი ვაჭრობს. ამ საკითხს რუსულ პროფესიონალურ ფორუმებზეც აქტიურად განიხილავენ. მაინც საინტერესოა პასუხი კითხვაზე: რა ბედი ეწევა ამ ქაღალდებს IPO-ს შემდეგ.

ჯერ კიდევ გასულ წელს “ალროსა” დახურული სააქციო საზოგადოება იყო და მის აქციებზე გარიგებების დადება საკმაოდ რთული იყო. მაგრამ 2011 წლის აპრილში IPO-სთვის მომზადების ფარგლებში კომპანია ღია სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და მისი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა გამოცოცხლდა. ახლა ლიკვიდობას უზრუნველყოფენ უმცირესობები, რომელთაც აქციების 9% აქვთ.
ზოგიერთი მონაცემებით, ბროკერები დიდი ხანია ცდილობდნენ ალმასების კომპანია მოეთავსებინათ ღთშ Bოარდ სისტემაში, თუმცა, მართალია, ემიტენტის ოფიციალური თანხმობა ამისთვის საჭირო არ არის, მაგრამ “ალროსა” არ მიესალმებოდა ასეთ ნაბიჯს. და აი, სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის ტალღაზე კომპანიამ თავისი პოზიცია შეიცვალა. საკუთარი კაპიტალიზაციით “ალროსა” უკვე კმაყოფილი უნდა იყოს. დღეს თითო აქცია 26 ათას დოლარად იყიდება (კაპიტალიზაცია 7,1 მილიარდი დოლარი), შარშან შემოდგომაზე კი არასაბირჟო ვაჭრობებზე მისი ფასი შეადგენდა მხოლოდ 9,5 ათას დოლარს.
რაც შეეხება “ალროსას” ძლიერ და სუსტ მხარეებს. პირველს განეკუთვნება მისი ლიდერობა ალმასების მოპოვებაში (მსოფლიო მარაგებისა და მოპოვების 30%) და ახალი საბადოს – “უდაჩნი” – სულ მოკლე ხანში ამოქმედება. მეორეს, ანუ სუსტ მხარეს განეკუთვნება ძალიან მაღალი სუფთა ვალი საერთო მოცულობით 97,8 მილიარდი რუბლი 2010 წლის 27 მილიარდის საოპერაციო მოგების პირობებში. ასევე, სერიოზული ინვესტიციების საჭიროება და უზარმაზარი სოციალური ვალდებულებები. აქციების ზრდის დრაივერიც ცნობილია. პირველი – ეს არის ლიკვიდობის ზრდა ქაღალდების დანაწევრების ხარჯზე. სწორედ ეს საკითხი განიხილეს 25 ივლისს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა. შედეგად ერთი აქცია ნომინალით 13 502,5 რუბლი კონვერტირდება 27 005 აქციაში ნომინალით 50 კაპიკი. შესაბამისად, დღევანდელი აქციის ახალი ღირებულება შეადგენს დაახლოებით ერთ დოლარს. მეორე დრაივერი ეს არის IPO, ხოლო მესამე – ალმასის ბაზრის ზრდა. IPO-ს საკითხი და ვადები ჯერჯერობით ღიაა. თავიდან ხელმძღვანელობა საუბრობდა 2012 წლის პირველ ნახევარზე, მაგრამ ეს თარიღი სავარაუდოდ შეიცვლება.
დღეს “ალროსას” აქციები იაფი არ არის. 2010 წლის მოგების გათვალისწინებით P/E = 17. კომპანიისთვის, რომელსაც სტაბილური მოპოვება და გასაღების ბაზარი ციკლური აქვს, ცოტა არ არის. მაგალითად, 2009 წელს ალმასზე მოთხოვნა დაეცა და მოპოვებული ქვების მესამედზე მეტი სახელმწიფომ შეისყიდა. ასე რომ, კომპანიის ბიზნესის უეცარი გაფართოება მოსალოდნელიც არ ყოფილა.
ექსპეტების აზრით, “ალროსას” მომავალი დამოკიდებულია თვითონ ემიტენტზე. თუკი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია აქციების სტატუსი და კაპიტალიზაცია, მისთვის აუცილებელია IP-განყოფილება: კომპანიის თანამშრომლები მუდმივად უნდა ეკონტაქტებოდნენ ინვესტკომპანიების ანალიტიკოსებს, რომელთათვისაც საწარმოს ბიზნესის მთელი ჯაჭვი გამჭვირვალე უნდა იყოს. ყველაფერთან ერთად აქციას კარგი ფრეე ფლოატ1 უნდა ჰქონდეს რუსეთში.
კაპიტალიზაციის მიხედვით, “ალროსა” “პოლიმეტალის” საპირწონეა, ამიტომ IPO-ს შემდეგ მან შეიძლება ММВБ-ს ინდექსში 1,5% მიიღოს. ეს ფონდების მხრიდან მასზე მოთხოვნას უზრუნველყოფდა. თუმცა, იდეაში ქაღალდი უნდა მოხვდეს MSCI ინდექსში.