მსოფლიოს ნავთობის ფასების 20-30%-იანი ზრდა ემუქრება

აკაკი როგავა

ევროკავშირის სანავთობე ემბარგო, რომელიც კომპანიებს ირანისგან ნავთობის შესყიდვას უკრძალავს, ძალაში 2012 წლის 1 ივლისს შევა. დარჩენილ ვადაში ევროპულმა ორგანიზაციებმა ნედლეულის სხვა მიმწოდებლები უნდა მოიძიონ. ისლამურმა რესპუბლიკამ უკვე შეწყვიტა ნავთობის მიწოდება ბრიტანული და ფრანგული კომპანიებისთვის. ირანთან მიმართებაში ასევე მოქმედებს ფინანსური ხასიათის სანქციებიც, რომელიც ცოტა ადრე აშშ-მ შემოიღო. როგორც ცნობილია, აშშ და ევროკავშირი შემზღუდავი ღონისძიებებით ცდილობენ, ირანი აიძულონ უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე, იმის შიშით, რომ რესპუბლიკამ სამეცნიერო კვლევები საომარი მიზნებით არ გამოიყენოს.

ირანი საუდის არაბეთის შემდეგ მეორე უმსხვილესი ნავთობის მწარმოებელია ოპეკის წევრებს შორის. 2010 წლის შედეგებით ირანი რუსეთისა და საუდის არაბეთის შემდეგ ნავთობის ექსპორტით მესამე ადგილზეა. დღეს დღეობით ევროკავშირის წევრებზე ირანული ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 20% მოდის. ირანული ნავთობის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ჩინეთია, რომელიც ისლამური რესპუბლიკის მოპოვების 20%-ს მოიხმარს. ოპეკის ინფორმაციით, ირანული ნავთობის ექსპორტის წლიური ღირებულება 71,6 მილიარდი დოლარია.
ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის ირანული ნავთობის ექსპორტის 20%. ამ ქვეყნებში მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ისლამური რესპუბლიკა იძულებული გახდება სხვა პარტნიორები მოიძიოს, პირველ რიგში, აზიის ქვეყნებიდან. თავის მხრივ, ევროპელებიც იძულებულნი იქნებიან ნავთობი სხვა ქვეყნებიდან მიიღონ, პირველ რიგში, სავარაუდოდ, საუდის არაბეთისგან, რომელმაც ბაზრის უზრუნველყოფის პირობა დადო ნედლეულის ნებისმიერი უკმარისობის შემთხვევაში. ებრაული გაზეთის Hაარეტზ-ის მონაცემებით, 2012 წლის იანვარში ინდოეთში ირანული ნავთობის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 37%-ით გაიზარდა. წინა თვეში ირანი და ინდოეთი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ იმის შესახებ, თუ რა ვალუტით უნდა გადაეხადათ ინდოელებს ნავთობის საფასური, რადგან სანქციების გამო ევროსა და დოლარით უნაღდო ანგარიშსწორება გარ-თულებულია.
ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2012 წლის დასაწყისიდან ირანიდან ნავთობის შეტანა შეწყვიტონ. ეს არ ეხება დაგეგმილ მიწოდებას, ისინი უნდა განხორციელდეს, ახალი კონტრაქტები კი, გადაწყდა, რომ აღარ გაფორმდეს. თავის მხრივ, ოფიციალური თეირანი იმუქრებოდა, რომ ექსპორტის შეწყვეტა ნებისმიერ წამს შეეძლო. თებერვლის შუა რიცხვებში მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთ საშუალებებში გამოჩნდა ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ შეწყვიტა ნავთობის ექსპორტი ევროპაში, მაგამ შემდგომში ეს ფაქტი არ დადასტურდა. კონკრეტულად კი: ირანული ტელეარხის Pრესს თV-ის ვებ.გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ირანმა შეწყვიტა ნავთობის ექსპორტი ევროკავშირის ექვს ქვეყანაში მისი სანავთობე და საბანკო სექტორის წინააღმდეგ დადებული სანქციების საპასუხოდ, რომელიც ევროკავშირმა შემოიღო. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მოგვიანებითYეს ინფორმაცია არ დადასტურდა და Aგენცე Fრანცე-Pრესსე-მა ტელეკანალ IღIB-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ხელისუფლებამ ამ ქვეყნებში ნავთობის მიწოდების საკითხის “გადახედვა” არ გამორიცხა. ირანი ოპეკის ქვეყნებს მოუწოდებს, არ გააფართოვონ მოპოვება და ენერგორესურსების გაყიდვები არ გაზარდონ. იანვარში საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ, თუკი შეიქმნებოდა აუცილებლობა, იგი მზად არის გაზარდოს ნავთობის ექსპორტის მოცულობა.
24 თებერვალს ამერიკულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წერდნენ, რომ 16 სადამზვერვო სამსახურის მოხსენებიდან, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება, შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ატომური იარაღის დასამზადებლად სამუშაოები ამ ქვეყანაში არ მიმდინარეობს. მზვერავები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მსგავსი კვლევები 2003 წელს დასრულდა. თუმცა, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ თეირანს სურს მიაღწიოს ცოდნის ისეთ დონეს, რომ, აუცილებლობის შემთხვევაში, ბომბის დამზადება შეძლოს.
საერთაშორისო სავალუტი ფონდის ექსპერტების განცხადებით, თუკი ირანის ნავთობზე ემბარგო დაწესდება და ძალაში შევა, მსოფლიოს ნავთობის ფასების 20-30%-იანი ზრდა ემუქრება. ექსპერტების შეფასებით, ემბარგო ნავთობის ბაზრისთვის ისეთივე შოკისმომგვრელი და მასშტაბური იქნება, როგორც ლიბიის რევოლუციის დროს. თუკი თეირანმა გადაწყვიტა შეასრულოს თავის მუქარა სპარსეთის ყურის გადაკეტვის შესახებ, შედეგები ბევრად დრამატული იქნება. ორმუზის ყურის გავლით ყოველწლიურად გადაიტვირთება მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის მეოთხედი და ნავთობის ექსპორტის 40%, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ერაყი, ქუვეითი, საუდის არაბეთი.
ირანული ნავთობის წინააღმდეგ ამოქმედებულმა სანქციებმა, ბაზარს თავისი ხელი უკვე დაატყო. დიდ ბრიტანეთში ნავთობის ფასებმა წლიური მაქსიმუმი აჩვენა, მისმა ღირებულებამ ბარელზე 121,91 დოლარს მიაღწია (77,77 ფუნტ სტერლინგი). თჰე Gუარდიან-ის ინფორმაციით, ბარელის ფასმა იმ რეკორდს გადააჭარბა, რომელიც მან 2011 წელს ლიბიის სამოქალაქო ომის ფონზე დაამყარა. გასულ წელს ნავთობის ფასების მატებამ ინფლაციის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რომელმაც წლიურ გამოხატულებაში შეადგინა 5%. როგორც თჰე Fინანციალ თიმეს-ი წერს, ნავთობის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია ეკონომიკური ზრდის ტემპზე უარყოფითად აისახება. გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უახლოეს მომავალში სანავთობე ინფლაციასთან ბრძოლა ქვეყნის ხელუსუფლების მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.
21 თებერვალს, აშშ-ში ვაჭრობის შედეგად, ნავთობის ფასმა მიაღწია 106 დოლარს ბარელზე, რაც ბოლო ათი თვის მაქსიმუმად იქცა. ყოველივე ამის მიზეზი, ექსპერტების მოსაზრებით, ირანიდან მიწოდებაზე ემბარგოს შემოღების გამო, ტრეიდერების მიერ ხელოვნურად გაზრდილი ფასებია, რომლებიც ნედლეულზე დეფიციტის შექმნას ელოდებიან.
Bლოომბერგ-მა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ინდოეთს დახმარება შესთავაზა ნავთობის მიწოდების საკითხში იმის სანაცვლოდ, რომ უარი ეთქვა ნედლეულის ირანიდან მიღებაზე. შუამავლობასთან დაკავშირებით ვაშინგტონი, სავარაუდოდ, ერაყსა და საუდის არაბეთს გაურიგდება. ამ მეთოდით აშშ ცდილობს ირანის მიმართ დაწესებული სანქციების ეფექტურობა გააძლიეროს. ინდოეთის მიერ ირანში ნავთობის შესყიდვის მოცულობამ 2012 წლის იანვარში რეკორდს მიაღწია – 550 ათასი ბარელი დღეში. სანქციებისა და მიწოდების ანაზღაურებასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, ინდოეთმა შესყიდვები გაზარდა.
2012 წლისთვის ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებული მოლაპრაკებები მიმდინარეობს ჩინეთსა და ირანს შორის. ჩინეთი იმედოვნებს, რომ ირანიდან ნახშირწყალბადის იმპორტის შენარჩუნების ან გაზრდის სანაცვლოდ მნიშვნელოვან დისკონტს მიიღებს. თავის მხრივ, საუდის არაბეთი ამტკიცებს, რომ ირანის ყოფილი კლიენტთა დანაკარგების კომპენსირება მნიშვნელოვანწილად შეუძლია. ინდოეთისთვის აშშ-სთან და საუდის არაბეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები, შესაძლოა, ირანზე ზემოქმედების კარგი ბერკეტი აღმოჩნდეს. ოფიციალურ დელის ამ მეთოდით შეუძლია ისლამური რესპუბლიკიდან ნედლეულის, მომგებიანი პირობებით მიწოდებას მიაღწიოს, აღნიშნავენ სააგენტოსთან საუბარში Bლოომბერგ-ის გამოკითხული ექსპერტები.
თავის მხრივ, ანგოლის სახელმწიფო კომპანია შონანგოლ-მა უარი განაცხადა სამხრეთ პარსში გაზის საბადოს დამუშავებაში მონაწილეობის მიღებაზე, სადაც მას 20%-იანი წილი ეკუთვნის, – ამის შესახებ Aგენცე Fრანცე-Pრესსე-ი იუწყება. შონანგოლ-ს დირექტორთა საბჭოს წევრის, მათეუს დე ბრიტოს განცხადებაზე დაყრდნობით. მისი სიტყვებით, ირანში მუშაობა სერიოზულად გართულებულია, პირველ რიგში, ევროკავშირის სანქციების გამო. როგორც თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ი აზუსტებს, პროექტის ღირებულება, რომელზედაც შონანგოლ-მ უარი თქვა, შეადგენს 7,5 მილიარდ დოლარს.
ანგოლელმა მენავთობეებმა ირანის ხელისუფლებასთან კონტრაქტს 2009 წელს მოაწერეს ხელი, როცა ევროპულმა კომპანიებმა თეირანთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს სანქციების გამო. სამხრეთ პარსის დამუშავებაში მონაწილეობას რუსული “გაზპრომიც” იღებს. სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლმა დააზუსტა, რომ შონანგოლ-ს ირანული პროქტიდან გამოსასვლელად სულ რამდენიმე ოპეარაცია დარჩა. კომპანიის ხელმძღვანელობამ თავის გადაწყვეტილების შესახებ ისლამურ რესპუბლიკას უკვე აცნობა.
ადრე გავრცელებული ცნობის თანახმად, აშშ-ის ხელისუფლება, რომელიც ანგოლის ნავთობის, სიდიდით მეორე მომხმარებელია მსოფლიოში, ზეწოლას ახდენდა აფრიკულ ქვეყანაზე. გასულ თვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაადასტურეს, რომ ანგოლასთან, ირანის წინააღმდეგ საქნციებთან დაკავშირებით კავშირი ჰქონდათ, მაგრამ დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
ირანული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ჩინური კომპანიებიდან ერთ-ერთი – Uნიპეც-ი, რომელიც შინოპეც-ის შვილობილია, მიმდინარე წელს ირანიდან ნავთობის შესყიდვის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ცნობას ღეუტერს-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. რაც შეეხება მეორე კომპანიას, სახელწიფო ნავთობტრეიდერ ძჰუჰაი ძჰენრონგ-ს, მისი შესყიდვები ძველებურად დღე-ღამეში 240 ათასი ბარელი დარჩება. ჯერჯერობით, უცნობია თუ რა მოცულობით შეამცირებს Uნიპეც-ი შესყიდვებს, გასულ წელს იგი დღე-ღამეში 260 ათას ბარელ ნედლეულს ყიდულობდა.
ბაზრის მონაწილეები ელოდნენ, რომ ჩინეთი, პირიქით, ევროპული ემბარგოს შემდეგ გაზრდიდა ნავთობის შესყიდვას ირანისგან. მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის ნედლეულის მიწოდებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გაჭიანურდა, არადა, როგორც წესი, შეთანხმებები ყოველთვის იანვარში ფორმდებოდა, ექსპერტების აზრით, ამის მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ ჩინეთი შექმნილი სიტუაციიდან მოგების მიღებას გეგმავს და ცდილობს, ირანისგან ნავთობი დაბალ ფასებში შეიძინოს. მიუხედავად იმისა, შეამცირებს თუ არა ჩინეთი ირანისგან ნავთობის შესყიდვას, ის მაინც დარჩება თეირანისთვის ნავთობის მთავარ გასაღების ბაზრად. გასულ წელს პეკინმა შესყიდვები 30%-ით გაზარდა რეკორდულ 555 ათას ბარელამდე დღე-ღამეში.