ლეშეკ ბალცეროვიჩი და საქართველო

ვლადიმერ პაპავა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
სოციალიზმი იყო აბსურდული წყობა.

დემოკრატია კაპიტალიზმს მოითხოვს.
ეკონომიკის განვითარებისათვის
კაპიტალისტური სისტემაა აუცილებელი.
ლ. ბალცეროვიჩი

პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი საქართველოში პირველად ისე “გამოჩნდა”, რომ ეს პროფესიონალების (თუმცა, მათ შორისაც არა ყველასათვის) გარდა თითქმის არავის შეუნიშნავს. ამ მოვლენის ასახსნელად კომუნისტური სისტემის ნგრევის შემდეგ პოლონეთში, რუსეთსა და საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ერთ-ერთი საწყისი ეტაპის მოკლე ისტორიული ექსკურსის გაკეთებაა აუცილებელი.

გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს პოლონეთში ლეშეკ ბალცეროვიჩის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ე.წ. “შოკური თერაპიის” განახლებულ სქემას ჩაეყარა საფუძველი.

“შოკური თერაპია”, ან “მწარე აბი” (“Bitter Pill” (Adams, Brock, 1993, p. XIII)) უმოკლეს ვადებში რადიკალური გარდაქმნების რიცხვის მაქსიმიზებას გულისხმობს1 , რომელთა შორის უმთავრესი გამიზნულია, უზრუნველყოს ბიუჯეტის დეფიციტის ლიკვიდირება (ან მინიმიზება მაინც) და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება, ფულის ნომინალური მასის ან ვალუტის გაცვლითი კურსის დაფიქსირების პირობებში. “შოკური თერაპიის” შინაარსი მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ორთოდოქსული სცენარიდან გამოდის, როცა ბიუჯეტის დეფიციტის ლიკვიდირება (ან მინიმიზება მაინც) და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება ფულის ნომინალური მასის, ან ვალუტის გაცვლითი კურსის დაფიქსირების პირობებში ძალზე სწრაფად, დროის შემჭიდროებულ ვადებში ხდება. ამასთან, წარმატება დიდადაა დამოკიდებული პოლიტიკურ სტაბილურობაზე (ჟოცჰემ, 1999). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “შოკური თერაპია” ე.წ. “ვაშინგტონის კონსენსუსის” იდენტურია, ხოლო ეს უკანასკნელი კი ტრანსფორმაციული პროცესებისადმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიდგომებს უდევს საფუძვლად.

“შოკური თერაპიის” მეთოდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იქნა გამოყენებული დასავლეთ გერმანიის რეფორმირებისათვის. “მეორე სიცოცხლე” ამ მეთოდს, როგორც ზემოთ აღინიშნა, პოსტკომუნისტურმა პოლონეთმა შესძინა და შემდგომ სხვადასხვა ვარიაციით და მეტ-ნაკლები წარმატებით ბევრ სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყანაშიც, მათ შორის, ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც იქნა რეალიზებული; კერძოდ, თუ პოლონეთში შემუშავებულ იქნა “ბალცეროვიჩის გეგმა”, იუგოსლავიაში მიიღეს “მარკოვიჩის გეგმა”, უნგრეთში – “კუპას გეგმა”, ჩეხოსლოვაკიაში – “კლაუსის გეგმა”. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ თითოეული ეს გეგმა არსით, პრაქტიკულად, იდენტურია და ერთმანეთისაგან მხოლოდ ცალკეული დეტალით თუ განსხვავდება.

1992 წლის იანვრიდან რუსეთშიც იწყება “შოკური თერაპიის” მეთოდის რეალიზაცია და მას სათავეში რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი, ეგორ გაიდარი ჩაუდგა (თუმცა, ზემოხსენებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, შესაბამის ღონისძიებათა კომპლექსს ფორმალურად “გაიდარის გეგმა” არ დარქმევია). ერთი თვის დაყოვნებით “შოკური თერაპიის” “ბალცეროვიჩისეული გეგმის” გატარება, პრაქტიკულად, სახეშეუცვლელი რუსული ვერსიით საქართველოშიც დაიწყო და მასაც სათავეში ვიცე-პრემიერი, კერძოდ, რომან გოცირიძე ჩაუდგა (აღსანიშნავია, რომ რუსეთის მსგავსად არც საქართველოში შესაბამის ღონისძიებათა კომპლექსს ფორმალურად “გოცირიძის გეგმა” არ დარქმევია).

აქ იბადება ლოგიკური კითხვა: იყო კი მზად საქართველო იმ დროს რეფორმის ამ ცნობილი მეთოდის გამოყენებისათვის?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია აღინიშნოს ის პრინციპული განსხვავება, რაც რეფორმების დასაწყისში მყოფი სახელმწიფოებრიობის მქონე და სახელმწიფოებრიობის არმქონე ქვეყნებისათვის იყო დამახასიათებელი; პირველ მათგანს განეკუთვნებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად, პოლონეთი, უნგრეთი ან ბულგარეთი, ხოლო მეორეს – საბჭოთა კავშირის, იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ჩეხოსლოვაკიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი სახელმწიფოები; ამ უკანასკნელში გამონაკლისს დაშლილი ქვეყნების სამართალმემკვიდრეები წარმოადგენენ, რომლებმაც შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობის თითქმის ყველა ატრიბუტი (მაგალითად, საელჩოები, საბაჟო, დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო სისტემა და სხვ.). საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად რუსეთმა შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი, რითაც ის პირობითად შეიძლება “გავუტოლოთ” სახელმწიფოებრიობის მქონე ზემოაღნიშნულ პოსტკომუნისტურ ქვეყნებს. სხვა დანარჩენ ქვეყნებს კი ესაჭიროებოდათ საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა (გარკვეული აზრით ნაწილობრივ გამონაკლისს წარმოადგენდნენ უკრაინა და ბელორუსი, რომლებიც თუნდაც ფორმალურად, მაგრამ მაინც იყვნენ გაეროს წევრები). ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოც, რომლის წინაშეც დადგა ორი მეტ-ნაკლებად ერთნაირი სირთულის ამოცანის – სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის – ერთდროული გადაჭრის აუცილებლობა, რაც ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მარტო მეორე ამოცანის გადაწყვეტა.

“შოკური თერაპიის” მეთოდის რეალიზება სახელმწიფო ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო ინსტიტუტების მიზანმიმართულ გამოყენებას მოითხოვს. ამგვარი ინსტიტუტების არარსებობის პირობებში “შოკური თერაპიის” მეთოდის სრულფასოვანი გამოყენება შეუძლებელია და ყოველგვარი მცდელობა პრინციპში წარუმატებლობისათვისაა განწირული. ამ დებულების ჭეშმარიტებას, სამწუხაროდ, საქართველოს იმდროინდელი გამოცდილებაც ამტკიცებს. ამაში დარწმუნება სულაც არ არის &ლსქუო;ძნელი; ამისათვის საკმარისია განვიხილოთ ე.წ. “ბალცეროვიჩის გეგმა” (რომელიც “შოკური თერაპიის” თანამედროვე და თანაც უკვე კლასიკურ სქემად ითვლება) და გავაანალიზოთ როგორი დამახინჯებით გატარდა იგი ჩვენში, რუსულ “სარკეში” ამ “გეგმის” ანარეკლის საქართველოში ბრმა კოპირების შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სათანადო ინსტიტუტები, სამწუხაროდ, არ არსებობდა (პაპავა, 1995; Papava, 1996A, pp. 252-255; 1999, pp. 268-272).

“ბალცეროვიჩის გეგმის” თანახმად, საწყის ეტაპზე პოლონეთში, პრაქტიკულად, ერთდროულად შემდეგი ღონისძიებები იქნა გატარებული:

ყველა სახეობის ფასების მრავალჯერადი მომატება, ინფლაციური პროცესების შეგნებული ხელშეწყობა ბაზარზე წონასწორობის დამყარების მიზნით;

მოსახლეობის შემოსავლების “მკაცრი” შეზღუდვა;
საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოსულ ცოტა ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაა. მისი კანონზომიერებების შესწავლას არაერთი განმაზოგადებელი გამოკვლევა მიეძღვნა. ამ პრობლემის გარშემო არსებული სამეცნიერო-ანალიტიკური პუბლიკაციების სიუხვის მიუხედავად, საკითხთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სადისკუსიოა, ცალკეული ურთულესი პრაქტიკული თუ თეორიული ხასიათის ამოცანა გადაწყვეტას ელის. ეს ამოცანები, უმეტეს შემთხვევაში, ტიპიური ხასიათისაა, რის გამოც მათ გადასაწყვეტად ერთიანი მიდგომების შემუშავება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ამავე დროს, აუცილებელია ხაზი იმ გარემოებასაც გაესვას, რომ მხოლოდ უნიფიცირებული მიდგომებით ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პრაქტიკა (როცა უყურადღებოდ, ან თითქმის უყურადღებოდ) არის დარჩენილი თითოეული ცალკე აღებული ქვეყნისათვის დამახასიათებელი სპეციფიკა) საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. ეს კი იმის ერთ-ერთი (არა ერთადერთი) საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზია, თუ ყოველთვის რატომ ვერ ხერხდება თეორიულად გამართული სქემებით შედგენილი რეფორმატორული პროგრამებით წარმატების მიღწევა. ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაში ამ ქვეყნის სპეციფიკურ თავისებურებათა სათანადო დონეზე გათვალისწინების აუცილებლობა დღეს დიდად საკამათო აღარ არის.

ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჰარი თრუმენს ერთხელ განუცხადებია, რომ ის “ცალხელა” ეკონომისტს ეძებდა, ვინაიდან, როცა თავის ეკონომისტებს რჩევას სთხოვდა, ისინი თავის პასუხს აგებდნენ სიტყვათაწყობაზე: “ერთის მხრივ, …, მეორეს მხრივ, …”, სადაც “მეორეს მხრივ, …” – ინგლისურად “on the other hand” ქართულად სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “მეორე ხელზე”. ნამდვილი პროფესიონალი ეკონომისტი “ცალხელა” ვერ იქნება, რაც ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესის მართვისას ამ სპეციალობის ადამიანებისაგან საყოველთაოდ აპრობირებული ერთიანი მიდგომების გამოყენებისას მოცემული ქვეყნისათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ თავისებურებათა აუცილებელ გათვალისწინებას მოითხოვს.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პრობლემატიკას მთელ მსოფლიოში მრავალი საყურადღებო გამოკვლევა მიეძღვნა. პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი იმ “ორხელა” ეკონომისტების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც გამოირჩევა არა მარტო როგორც საერთაშორისო სახელის მქონე მეცნიერ-მკვლევარი, არამედ, როგორც არანაკლებ ავტორიტეტული პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. აქედან გამომდინარე, მისი ყველა გამოკვლევა ერთდროულად მეცნიერ-ეკონომისტისა და პრაქტიკოსი მოღვაწის შეჯერებულ შეხედულებებს ასახავს.

პოსტკომუნისტური რეფორმირების საკითხებში, ის ავსტრიული ეკონომიკური სკოლის ლიდერის, ლუდვიგ ფონ მიზესის, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების: ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკისა და მილტონ ფრიდმენის ეკონომიკური მსოფლმხედველობითი ტრადიციების გამგრძელებელია, ამიტომ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ ბალცეროვიჩისეულ თითქმის ყველა გამოკვლევას ფრაზა – “დემოკრატია კაპიტალიზმს მოითხოვს” – ლაიტმოტივად გასდევს.

დემოკრატია, როგორც ცნობილია, უწინარეს ყოვლისა, არჩევანის შესაძლებლობას ნიშნავს; არჩევანი კონკურენციის ერთ-ერთი წინაპირობაა; ხოლო კონკურენცია განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა.

სოციოლოგებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ, როცა ამა თუ იმ ტიპის საზოგადოების არსი ბოლომდე გახსნილი არ არის, მას რაიმე გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, უკეთებენ თავსართს “პოსტ” (მაგალითად, “პოსტინდუსტრიული”, “პოსტეკონომიკური”, “პოსტკომუნისტური”, “პოსტსოციალისტური”, “პოსტსაბჭოთა” და სხვ.). პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის გამოკვლევები “პოსტკომუნისტურისა”, თუ “პოსტსოციალისტურის” ნაცვლად აშკარად ნათელი ტერმინის – “კაპიტალისტურის” დამკვიდრებას ემსახურება. ეკონომისტებს (და არა მარტო მათ) უნდა გვეყოს პროფესიული პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი სითამამე, რომ საბაზრო ეკონომიკაზე პოსტკომუნისტური გადასვლის პროცესს კომუნისტური ეკონომიკის კაპიტალისტური ტრანსფორმაცია ვუწოდოთ. ვანი გაზრდა და ბრუნვაში არსებული ფულის მასის შეზღუდვა; მოსახლეობის მიერ ფულის დაზოგვის სტიმულირების მიზნით ანაბრებსა და სხვა დეპოზიტებზე პროცენტების გაზრდა;

ცენტრალიზებულ კაპიტალურ დაბანდებათა შემცირებისა და წამგებიან საწარმოთა დოტირებაზე უარის თქმით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცა;

სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების მიზნით სახელმწიფო სესხის ობლიგაციების გამოშვება;

საგადასახადო სისტემის მოწესრიგება და მისი უნიფიცირება;

დოლარის მიმართ ზლოტის ერთიანი გაცვლითი კურსის შემოღება და შიდა ბაზარზე ზლოტის კონვერტირების უზრუნველყოფა;

ახალი საბაჟო ტარიფების შემოღება იმპორტის შეზღუდვისა და ექსპორტის სტიმულირების მიზნით;

მთავრობის რეალურ შესაძლებლობათა ფარგლებში მოსახლეობის იმ ნაწილისათვის სოციალური დახმარების აღმოჩენა, ვინც ამას მართლაც საჭიროებს;

მონოპოლიური სტრუქტურების ლიკვიდაცია და საწარმოთა საქმიანობაში სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ჩარევაზე უარის თქმა.

რუსეთში “შოკური თერაპიის” მეთოდის გამოყენება 1992 წლის 2 იანვრიდან დაიწყო, ხოლო ერთი თვის დაგვიანებით, როგორც აღინიშნა, მას საქართველოც აჰყვა. განვიხილოთ ის, თუ რამდენად იქნა (და საერთოდ იქნა თუ არა) საქართველოში “ბალცეროვიჩის გეგმის” თითოეული პუნქტი შესრულებული:

რეფორმა ფასწარმოქმნაში საქართველოში ჯერ კიდევ 1991 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა ზოგიერთი სახეობის საქონელზე თავისუფალი ფასწარმოქმნა პირველად იქნა შემოღებული. თუკი ეს მოვლენა 1991 წელს უფრო გამონაკლისის ელფერს ატარებდა, 1992 წლის 1 თებერვლიდან (ანუ რუსეთთან შედარებით ერთი თვის დაყოვნებით) ფასწარმოქმნის სისტემაში უკვე რადიკალური ცვლილებები იქნა გატარებული: საქონლისა და მომსახურების ერთ ჯგუფზე რეგულირებადი ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველივე ეს საბაზრო წონასწორობის მიღწევისათვის იყო მიმართული. თუ 1991 წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსი 1.8-ს2 შეადგენდა, 1992 წელს ეს მაჩვენებელი 25-მდე გაიზარდა, ამავე დროს აღსანიშნავია, რომ რეგულირებადი სამომხმარებლო ფასები 1992 წელს 1991 წელთან შედარებით 68-ჯერ გაიზარდა (აქედან, პურზე, როგორც კვების ერთ-ერთ ძირითად პროდუქტზე – 100-ჯერ). შეიძლება ითქვას, რომ “ბალცეროვიჩის გეგმის” პირველი პუნქტი საქართველოში, მთლიანობაში, განხორციელებულ იქნა;

1992 წელს საქართველოში მინიმალური ხელფასებისა და სოციალური გასაცემლების მნიშვნელოვანი ინდექსირება განხორციელდა. თუ 1991 წელს ინდექსირება მხოლოდ ერთხელ მოხდა, 1992 წელს დაწყებული ფასწარმოქმნის ფართომასშტაბიანი ლიბერალიზაციის პროცესში შემოსავლების ინდექსირება უკვე 6-ჯერ მოხდა. 1991 წელს მუშა-მოსამსახურეთა მინიმალური და საშუალო ხელფასი, წინა წლებთან შედარებით, შესაბამისად 1.85-ჯერ და 1.26-ჯერ გაიზარდა, ხოლო 1992 წელს 1991 წელთან შედარებით, შესაბამისად – 13,14-ჯერ და 17.94-ჯერ. მართალია, საქართველოში რაიმე მკაცრი მარეგლამენტირებელი ღონისძიება გატარებული არ ყოფილა, რომლის მიხედვითაც ხელფასის ფონდის ზრდა შეიზღუდებოდა (როგორც ეს პოლონეთში განხორციელდა, როცა ხელფასის ფონდის 2 პროცენტის ფარგლებში ზრდის შემთხვევაში საწარმო, ამ ნაზრდის 200 პროცენტით, ხოლო 2 პროცენტზე მეტი გადაჭარბებისათვის შესაბამისი თანხის 300-500 პროცენტით ჯარიმდებოდა), მაგრამ ხელფასების და სოციალური გასაცემლების ზრდა ფასების ზრდას მაინც აშკარად ჩამორჩა. მაშასადამე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ “ბალცეროვიჩის გეგმის” მეორე პუნქტიც საქართველოში მეტ-ნაკლებად განხორციელდა;

1992 წელს 1991 წელთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთი მოთხოვნამდე ანაბრებზე წლიური 2 პროცენტიდან 5 პროცენტამდე, ხოლო 10 წლამდე ანაბრებზე კი წლიური 9 პროცენტიდან 80 პროცენტამდე გაიზარდა. საპროცენტო განაკვეთების ამგვარი ზრდა ვერ ასახავდა ინფლაციის ტემპს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდით პრინციპულად შეუძლებელი იყო იმდროინდელ საქართველოში ბრუნვაში არსებული ფულის მასის შეზღუდვა, რადგანაც საქართველოს საკუთარი მონეტარული სისტემა არ გააჩნდა: საქართველოში უკვე დაშლილი საბჭოთა კავშირის მანეთი და ახლად შემოღებული რუსული რუბლი იყო ბრუნვაში. 1992 წლის ზაფხულში გადაწყდა ანაბრების გაორმაგება წინმსწრები ვადით. კერძოდ, 25 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ანაბრების გაუფასურების გამო, ისინი პირველი აგვისტოს მდგომარეობით გაორმაგდებოდა; მოსახლეობამ 25 ივლისიდან აქტიურად დაიწყო ფულის შეტანა ანაბარზე; ახალი გადაწყვეტილება ანაბრებზე გაორმაგების მიზნით თანხების შეტანის ვადის 10 აგვისტომდე გადაწევის შესახებ 1 აგვისტოს იქნა მიღებული; გაორმაგების გზით დამატებული თანხების გამოტანა მხოლოდ 1 წლის შემდეგ, ხოლო გამონაკლისის სახით ამ თანხების გამოყენება პრივატიზაციის (რომელიც იმ პერიოდში საქართველოში, ფაქტობრივად, შეჩერებული იყო) პროცესში იყო ნებადართული. რადგანაც 1992 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთიდან (რომელიც რჩებოდა ფულის ემიტენტად) ნაღდი ფულის კუპიურების საჭირო რაოდენობის დროული ჩამოტანა ძალზე გართულდა, ზემოხსენებული გზით ანაბრებზე აკუმულირებული ფული ხელფასებისა და პენსიების სახით იქნა გაცემული, რამაც რეფორმის გამტარებელი მთავრობის მხრიდან ბრუნვაში არსებული ფულის მასის შეზღუდვა, პრაქტიკულად, გამორიცხა. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ “ბალცეროვიჩის გეგმის” მესამე პუნქტი საქართველოში ვერ გატარდა;

1992 წელს ცენტრალიზებულ კაპიტალდაბანდებათა ხვედრი წილი სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო ხარჯებში არ შემცირებულა, 1992 წლამდე ის 20-25 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა; დოტაციების ფაქტობრივი მოცულობა 1992 წელს 1991 წელთან შედარებით თითქმის 5.1-ჯერ გაიზარდა. მართალია, 1991 წელს დოტაციების ხვედრი წილი საბიუჯეტო ხარჯებში 47 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 1992 წელს ის 30.1 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ ეს ფაქტი დოტაციების ფაქტობრივი მოცულობის მრავალჯერადი ზრდის გამო, იმის მტკიცებისათვის სულაც არ არის საკმარისი, რომ “ბალცეროვიჩის გეგმის” მეოთხე პუნქტი საქართველოში დაცული იქნა;

სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციები 1992 წელს იქნა გამოშვებული, ხოლო მათი რეალიზაცია მხოლოდ 1993 წლის შემოდგომაზე მოხდა და ისიც, ძირითადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ობლიგაციების ახალ ქართულ ობლიგაციებზე გადაცვლის მიზნით; რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად სახელმწიფო სესხის ობლიგაციების გამოყენებას, ეს საბიუჯეტო ინსტრუმენტი იმ პერიოდში საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული. ნათელია, რომ საქართველოში “ბალცეროვიჩის გეგმის” არც მეხუთე პუნქტი განხორციელებულა;

საგადასახადო სისტემის მოწესრიგება საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ 1991 წლის ზაფხულში დაიწყო. მაშასადამე, “ბალცეროვიჩის გეგმის” მეექვსე პუნქტი იმდროინდელ საქართველოში, ძირითადად, შესრულებულად უნდა ჩაითვალოს. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად საგადასახადო სისტემის მოწესრიგება საქართველოშიც, პრაქტიკულად, უწყვეტ პროცესს წარმოადგენს;

1992 წელს საქართველოს საკუთარი ეროვნული ვალუტა არ ჰქონდა და ამდენად “ბალცეროვიჩის გეგმის” მეშვიდე პუნქტის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო;

1992 წელს შემოღებულ იქნა ერთიანი საბაჟო ტარიფები. იმპორტი იბეგრებოდა 2, ხოლო ექსპორტი 8 პროცენტით, აშკარაა, რომ ეს იმპორტის შეზღუდვასა და ექსპორტის სტიმულირებას ხელს სულაც არ უწყობდა. ფაქტია, რომ საქართველოში “ბალცეროვიჩის გეგმის” არც მერვე პუნქტი არ შესრულებულა;

ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ 1992 წელს 1991 წლის მსგავსად შემოსავლების ინდექსირებას ჰქონდა ადგილი. ამ დროს დაბალშემოსავლიანი ოჯახებისადმი რაიმე სპეციალური დახმარების სისტემა არ არსებობდა, ანუ სოციალური დაცვის სისტემა შემოსავლების დონის მიხედვით, დახმარების დიფერენცირების მექანიზმს არ “იცნობდა”. ასეთ ვითარებაში შემოსავლების, მაგალითად, გაორმაგების შემთხვევაში აბსოლუტური სხვაობაც შემოსავლებს შორის მაღალ და დაბალშემოსავლიანთა მიხედვით ორჯერვე იზრდებოდა, რამეთუ გაორმაგებას ექვემდებარება თავად ეს სხვაობაც. მაშასადამე, შემოსავლების საყოველთაო ინდექსირების პირობებში მცირე შემოსავლიანი ოჯახების მდგომარეობა შეფარდებითად კიდევ უფრო უარესდება. ინდექსირების ხსენებული პრაქტიკის შედეგად, 1992 წელს რეალურმა მინიმალურმა ხელფასმა 1991 წლის დონის მხოლოდ 86 პროცენტი შეადგინა. რადგანაც შემოსავლების ინდექსირების მიუხედავად 1992 წელს ვერ მოხერხდა ყველაზე უფრო მეტად გაჭირვებულ პირთა მიზანმიმართული დახმარება, ამიტომ, სამწუხაროდ, საქართველოში “ბალცეროვიჩის გეგმის” ვერც მეცხრე პუნქტი ვერ განხორციელდა;
1992 წელს საკანონმდებლო და სამთავრობო გადაწყვეტილებები საქართველოში მონოპოლური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ, პირველად იქნა მიღებული; ბუნებრივია, რომ მათი ფართომასშტაბიანი ამოქმედება იმავე წელს ვერ მოხერხდებოდა. მართალია, ჯერ კიდევ 1991 წელს საწარმოთა რესურსებით უზრუნველყოფის ცენტრალიზებული საბჭოური წესი მთლიანად მოიშალა, მაგრამ საწარმოთა საქმიანობაში სახელმწიფოს ადმინისტრაციული ჩარევის სისტემა მაინც შენარჩუნებულ იქნა (კერძოდ, ფართოდ გამოიყენებოდა სახელმწიფო დაკვეთის მექანიზმი). ყოველივე ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ იმდროინდელ საქართველოში სრული მასშტაბით “ბალცეროვიჩის გეგმის” ვერც მეათე პუნქტი ვერ განხორციელდა.

მაშასადამე, “შოკური თერაპიის” პოსტკომუნიტური ქვეყნებისათვის კლასიკურ სქემად ქცეული “ბალცეროვიჩის გეგმის” ათი პუნქტიდან ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზით 1992 წელს საქართველოში შვიდი (პირველი, მეორე და მეექვსე პუნქტების გარდა) ვერ განხორციელდა. მათ შორის, განსაკუთრებით “შოკური თერაპიის” მეთოდის არსის განმსაზღვრელი ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა გამოიყოს, როგორიცაა, საბიუჯეტო დოტაციებისა და სუბსიდების გაუქმება, და ბრუნვაში არსებული ფულის მასის მკაცრი შეზღუდვა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ განუხორციელებელი პუნქტების ნაწილი ვერც განხორციელდებოდა, რადგანაც იმ დროს საქართველოს, უწინარეს ყოვლისა, საკუთარი მონეტარული სისტემა არ გააჩნდა. ასეთ ვითარებაში “შოკური თერაპიის” მეთოდის, ძირითადად, მხოლოდ ფასების ლიბერალიზაციაზე დაყრდნობით განხორციელებული არასრულფასოვანი მოდიფიკაცია კრახისათვის განწირული იყო.

1993 წელი და 1994 წლის პირველი ნახევარი საქართველოს მთავრობის ანტირეფორმატორულ ქმედებათა ვრცელი სპექტრით ხასიათდება (მაგალითად, გოცირიძე, 1999, გვ. 259-260; Gურგენიდზე, Lobzhanidze, Onoprishvili, 1994; Papava, 1995), რაც…1994 წლის მეორე ნახევრიდან იქნა შეჩერებული, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა თვისებრივად ახალ დონეზე განახლდა. თავისი არსით ამ დროს განახლებული ეკონომიკური რეფორმა არასრულფასოვნად გატარებული “ბალცეროვიჩის გეგმის” “შევსებას” ისახავდა მიზნად, რაც სავსებით რეალური აღმოჩნდა სათანადო სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობისა და ხელისუფლებაში პროფესიონალ ეკონომისტთა მოსვლის კვალობაზე.

1990-1994 წლებში საქართველოს ეკონომიკა სამჯერ და მეტად შემცირდა. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყნის ეკონომიკა, როგორც წესი, მთლიანი შიდა პროდუქტის, სამრეწველო პროდუქციის გამოშვების, შრომის მწარმოებლურობის, ინვესტიციების, რეალური შემოსავლების დონის მნიშვნელოვან დაცემასთან ასოცირდება. დაზუსტების მიზნით უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქციის გამოშვების შემცირება, პირველ რიგში, იმ საწარმოებში ხდება, რომლებიც პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესის დაწყებამდე იყვნენ შექმნილნი (Konings, Walsh, 1998). ასევე ითვლება, რომ პოსტკომუნისტური რეფორმების წარმატებით გატარების კვალობაზე წარმოების დაცემა იცვლება ზრდით, რის გამოც ამ პროცესს U-მრუდის ფორმა აქვს (Blanchard, 1997, pp. 1-20). საინტერესოა, რომ ეკონომისტთა შორის აღნიშნული ეკონომიკური ზრდის გამომწვევი მიზეზების შესახებ ჯერჯერობით ერთიანობა მიღწეული არ არის (Tanzi, 1997, pp. 315-316).

სწრაფი ეკონომიკური რეფორმების გატარების დაგროვილი გამოცდილება ცხადყოფს, რომ “ტრანსფორმაციული ვარდნის” (მაგალითად, Kornai, 1993), “ტრანსფორმაციული კრიზისისა” (მაგალითად, Schmieding, 1993) თუ “პოსტკომუნისტური დიდი დეპრესის” (Milanovic, 1998, pp. 23-30) მიზეზი არა “შოკური თერაპიის” არსშია, არამედ მის უარყოფაში,&ლსქუო;ძველი სისტემის კრახში ძევს, რამეთუ ქვეყნები, რომელთა არჩევანიც “შოკური” რეფორმები იყო, ეკონომიკური აღმავლობის ფაზაში პირველები შევიდნენ (de Melo, Denizer, Gelb, 1997). ამ დებულების სისწორეს საქართველოს გამოცდილებაც ადასტურებს. კერძოდ, 1995 წელს დროში გაწელილი “შოკური თერაპიის” სქემის რეალიზაციის შედეგად, ხუთწლიანი ეკონომიკური ვარდნა შეიცვალა ზრდით: 1995 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტამდე, 1996-1997 წლებში კი წელიწადში, საშუალოდ, 10-11 პროცენტიანი ზრდით.

დღეს უკვე პრაქტიკით დადასტურდა, რომ “შოკური თერაპიის” მეთოდს ყველაზე დიდი წარმატება იმ ქვეყნებში მოაქვს, სადაც რეფორმამდელი (უფრო ზუსტად კი “შოკამდელი”) ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად არადამაკმაყოფილებელია, რომ მოსახლეობა მზადაა გადაიტანოს ყველაფერი, ოღონდ დაძლეულ იქნას არსებული პრობლემები. ამ შემთხვევაში “შოკის” უარყოფითი ზეგავლენა ისეა მინიმიზებული, ხოლო დადებითი შედეგები იმდენად შესამჩნევია, რომ ასეთ პირობებში “შოკური თერაპიის” გამტარებელ რეფორმატორებს რაიმე პოლიტიკური სირთულეები არ ექმნებათ (ამის საუკეთესო მაგალითად 1994-1995 წლების საქართველო უნდა ჩაითვალოს). მაშასადამე, “შოკური თერაპიის” მეთოდის წარმატებით განხორციელება ემყარება პარადოქსს: “რაც უარესია – მით უკეთესია”. აქედან გამომდინარე, ქვეყნისათვის, რომელიც არსებობის (ან თითქმის არსებობის) ზღვარზეა მისული, “შოკური თერაპიის” მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობა და აუცილებლობა რაიმე ეჭვს არ უნდა იწვევდეს (უფრო ზუსტად კი ალტერნატივაც კი არ აქვს), რადგანაც, პრაქტიკულად, დადებითი შედეგები გარანტირებულია. ასეთი შემთხვევები შეიძლება კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც “მინიმალური შოკი, მაქსიმალური თერაპიით”.

დაბოლოს, ჩემი ღრმა რწმენით, იმის მიუხედავად, რომ “შოკური თერაპიის” მიდგომით შეუძლებელია საბაზრო ინსტიტუტების ფორმირება, თუნდაც თეორიულ დონეზე იმის აღიარება, რომ პოსტკომუნისტური რეფორმები ინსტიტუციონალური გარდაქმნებით უნდა დაწყებულიყო და მხოლოდ მათი დამთავრების კვალობაზე უნდა განხორციელებულიყო ლიბერალიზაციისა და სტაბილიზაციის პროგრამები, დროის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მეწარმეობის განვითარებისათვის საჭირო საბაზრო სიგნალების ფორმირებაზე უარის თქმას, ეკონომიკის წარმართვის კომუნისტური მექანიზმების მნიშვნელოვანი ნაწილის “გაყინვას” ნიშნავს. მაშასადამე, იმის გამართლება, რომ პოსტკომუნისტური რეფორმები მხოლოდ და მხოლოდ ინსტიტუციონალური გარდაქმნებით უნდა იქნას დაწყებული, ქვეყანას საბაზრო ეკონომიკის, საზოგადოების ეკონომიკური მოწყობის დემოკრატიული საწყისიდან დიდი ხნით დააშორებს. ამავე დროს ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც სახელმწიფოებრიობის მთელი რიგი ატრიბუტი მემკვიდრეობით ვერ შეხვდა “შოკური თერაპიით” გარდაქმნების დაწყებას წინ სათანადო ინსტიტუტების სულ ცოტა ჩანასახოვან მდგომარეობაში შექმნა ესაჭიროება. პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი საქართველოში პირველად 1995 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა. ეს იყო დრო, როცა ქვეყანა ფულის რეფორმისა და საზოგადოდ “გადავადებული” “შოკური თერაპიის” პრაქტიკულად დასრულების სტადიაში იყო შესული. მისი ვიზიტი ხანმოკლე იყო და მას საქართველოს ეკონომიკის, მისი რეფორმირების მიმართ გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

ამ ხანმოკლე ვიზიტის დროს საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებში ლეშეკ ბალცეროვიჩის ქართველ კოლეგებთან საქმიანი შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროშიც მოეწყო, სადაც თითქმის ორსაათიანი დისკუსიის განმავლობაში სამინისტროს წამყვანი მუშაკები სტუმართან ერთად საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის სირთულეებს, საბაზრო ინსტიტუტების ფორმირების პრობლემებს იხილავდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლეშეკ ბალცეროვიჩმა ჩემთან პირად საუბარში იკითხა, თუ სად მოვახერხე თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის ცნებებით მოაზროვნე არაერთი ხანშიშესული ადამიანის თავმოყრა ეკონომიკის სამინისტროში (იმ პერიოდში სამინისტროს სამმართველოების უფროსების უმრავლესობა უფროსი თაობის წარმომადგენლები იყვნენ), რამეთუ ამ ასაკის ადამიანები, როგორც წესი, ძველი კომუნისტური მენტალიტეტით ხასიათდებოდნენ. მან განცვიფრება, ხოლო მე, როგორც ქართველმა მინისტრმა, სიამაყე აშკარად ვერ დავმალეთ, როცა ჩემგან გაიგო, რომ ეს ხანშიშესული სპეციალისტები ყოფილი საგეგმო კომიტეტის თანამშრომლები იყვნენ და მათ რაიმე სპეციალური საგანმანათლებლო კურსები არსად არ გაუვლიათ; რომ ისინი მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებით “შეიარაღებულ” პროფესიონალებს წარმოადგენდნენ, რაც მათ უადვილებდათ ახალი ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციისადმი ალღოს აღებას; ასეთი კადრების გვერდზე კი ახალგაზრდა თაობაც უფრო ადვილად ეუფლებოდა სამინისტროს აპარატში მუშაობისათვის საჭირო გამოცდილებას. ამ ინფორმაციაზე პროფესორ ბალცეროვიჩის რეაქცია იმ სინანულის გამოხატვა იყო, რომლის თანახმადაც პოლონეთში გაუმართლებლად იჩქარეს და კომუნისტური რეჟიმის ნგრევისას, ყოფილი საგეგმო კომიტეტიც ეკონომიკის სამინისტროდ გარდაქმნის ნაცვლად გააუქმეს.

საქართველოს ყოფილი საგეგმო კომიტეტის ეკონომიკის სამინისტროდ გარდაქმნის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა მისთვის დარგთაშორისი, ეკონომიკური რეფორმის მაკოორდინირებელი ფუნქციის მინიჭებას ჰქონდა. ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 1992-1993 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, პროფესორ მიხეილ ჯიბუტის მიერ საქართველოს სინამდვილეში შემოღებული ინდიკატური დაგეგმვის პრაქტიკა, რომელსაც ანალოგი პოსტკომუნისტურ სივრცეში დღესაც არ გააჩნია. ინდიკატურ გეგმას საბაზრო სისტემის პირობებში საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროგრამის როლის შესრულება დაეკისრა და ამ გეგმაში ყველა დაინტერესებულ პირს ეკონომიკის შესაბამისი სექტორის ძირითადი “საკვები” უნდა ეპოვა.

პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის თბილისში ვიზიტისას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, შეიძლება ითქვას, “კარგი” მთავრობის საუკეთესო მოდელი იყო, რადგანაც ის მართვაში რაც შეიძლება ნაკლებად ერეოდა და მაქსიმალურ თავისუფლებას უქმნიდა კონკურენციულ ძალებს ეკონომიკის განვითარებისათვის (მისი ინიციატივით ლიბერალიზებულ იქნა ფასები და ვაჭრობა, საგარეო ვაჭრობაში გაუქმდა კვოტირების სისტემა, ხოლო ლიცენზირება იმ მინიმუმამდე იქნა დაყვანილი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება და ა.შ.).

დასანანია, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ხსენებული მოდელის მთავრობის სხვა სტრუქტურებზე განვრცობის ნაცვლად 2000 წელს მისი მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებთან შერწყმის შემდეგ დარგთაშორისი სამინისტროს ნაცვლად მრავალდარგობრივი – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო მივიღეთ, რომელიც უკვე მართვის (უმთავრესად მრეწველობის უშუალო მართვის) არასაბაზრო ფუნქციით “დამძიმებული” აღმოჩნდა.

მკითხველისათვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, რომ მოგვიანებით პოლონეთში ეკონომიკის სამინისტრო შეიქმნა. 2000 წელს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ეთხოვა აშშ-სადმი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის მოწვევის დაფინანსება, რაც აშშ-ის მიერ დადებითად იქნა გადაჭრილი.

საქართველოს ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისთანავე მისადმი უარყოფითი დამოკიდებულება საჯაროდ დავაფიქსირე, რამაც ქვეყნის პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე გაანაწყენა. ამ დროს ჩემი პოზიცია, თავის მხრივ, ხელისუფლების მხრიდან ქართველი ეკონომისტების წყენას ასახავდა, რისი არსიც შემდეგში მდგომარეობს:

გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში კომუნისტური რეჟიმის ნგრევის შემდეგ არავინ, მსოფლიოში არც ერთმა ეკონომისტმა არ იცოდა, თუ კომუნისტური ხასიათის მქონე ეკონომიკის ტიპიდან საბაზრო, ანუ კაპიტალისტური ტიპის ეკონომიკაზე გადასვლა როგორ უნდა განხორციელებულიყო. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში პოსტკომუნისტური ქვეყნების ლიდერები არა მარტო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, არამედ მსოფლიოში ცნობილ ცალკეულ ეკონომისტებს რჩევა-დახმარებისათვის მიმართავდნენ. მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეფრი საქსი აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს მთავრობათა მრჩეველი იყო.

მას შემდეგ, რაც იმ ეპოქიდან სულ ცოტა ათმა წელიწადმა გაიარა, რეფორმების გზაზე მდგარ თითქმის ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყანაში ეროვნულ პროფესიონალთა კადრები გამოიკვეთა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობის მეტ-ნაკლებად მდიდარი გამოცდილება დაგროვდა.

ასეთ ვითარებაში ათწლიანი რეფორმების შემდეგ საქართველოში უცხოელი, თუნდაც ძალზე გამოცდილი და მაღალპროფესიონალი მრჩევლის მოწვევა ორი რამის აღიარებაა: ჯერ ერთი იმის, რომ ქვეყანაში იმის მცოდნე (რომ არაფერი ვთქვათ გამოცდილებაზე) ეკონომისტები, თუ როგორ უნდა გატარდეს რეფორმები, არ არსებობს, ხოლო მეორე – თურმე საერთაშორისო საფინანსო ერთი და არც მეორე, საბედნიეროდ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
იმავდროულად მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალის, პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის საქართველოში პრეზიდენტის პირადი მრჩეველის რანგში მოწვევას შეიძლება მაინც მოეძებნოს გამართლება, რამეთუ საქართველოს მთავრობაში (რომელიც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტის სათათბირო ორგანო უნდა იყოს) ეკონომიკური პოსტები არაეკონომისტებმა დაიკავეს, თუმცა, არც ეკონომისტის დიპლომის მქონეთ გააჩნდათ ეკონიმიკური მეცნიერების ის ცოდნა, რის აუცილებლობაზეც პროფესორი ბალცეროვიჩი არაორაზროვნად მიუთითებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ უკანასკნელის საქართველოში მოწვევის ინიციატორთა ჩანაფიქრით მისი უმთავრესი ფუნქცია საგანმანათლებლო უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ამ ჩანაფიქრსაც არ ეწერა განხორციელება, რამეთუ “კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა”.

ვიდრე ბოლო დებულების ამსახველ მაგალითებს მოვიყვანთ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის საქართველოს პრეზიდენტისადმი მიცემული რჩევები საზოგადოებისათვის ძალზედ გასაიდუმლოებულია და ხანდახან იმის შთაბეჭდილებაც კი რჩება, რომ ეს მინისტრებისათვისაც (?!) კი ასეა. თავად პოლონელი პროფესორი თბილისს კვარტალში ერთხელ თუ ეწვევა და ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დამტკიცებიდან რამდენიმე თვეში ის თავის სამშობლოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა. ამასთან, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, ხშირი ჩამოსვლა სულაც არ არის აუცილებელი, რადგანაც მისი მაღალპროფესიული გუნდი თბილისში პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, და რაც უფრო მთავარია საქართველოს ეკონომიკას სულაც არ სჭირს რაიმე ექსტრაორდინალური, რაც, შორეული პოლონეთიდან “ცუდი ხილვადობის” გამო, სათანადოდ არ გამოჩნდება. აქედან გამომდინარე, მისი და მისი გუნდის რჩევები (ყოველ შემთხვევაში, ისინი მაინც, რომლებიც მათი “კონსპირაციულობის” მიუხედავად საზოგადოებისათვის ცნობილია) არ სცდება იმ ჩარჩოებს, რაც მისი ქართველი კოლეგებისთვისაც (აკადემიური წრეებიდან) ისედაც კარგადაა ცნობილი.

განვიხილოთ პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩისა და მისი თბილისური ჯგუფის საზოგადოებისათვის ცნობილი რამდენიმე რეკომენდაცია:

ერთ-ერთი პირველი ჩამოსვლისთანავე პროფესორ ბალცეროვიჩის რეკომენდაცია იყო, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა რაც შეიძლება მალე გარკვეულიყო იმაში, თუ ქვეყანაში როგორი ეკონომიკური სისტემა უნდა აშენებულიყო და შესაბამისი არჩევანიც გაეკეთებინა. სამწუხაროა, რომ ქართველ დამხვდურთა შორის არ მოიძებნა არც ერთი (არ არის გამორიცხული ელემენტარული არცოდნის გამო), რომელიც ეტყოდა, რომ კარგად თუ ცუდად. მაგრამ ასეთი არჩევანი საქართველოში 1995 წელს კონსტიტუციის (რომელიც ქვეყნის ეკონომიკური სისტემის საფუძვლებს განსაზღვრავს) მიღებით უკვე ხუთი წელიწადია რაც გაკეთებულია, რომ 1995 და 2000 წლებში საპრეზიდენტო არჩევნებში ხალხმა (მართალია ხშირ შემთხვევაში შეუგნებლად) მხარი არა უბრალოდ ედუარდ შევარდნაძეს, არამედ მის პროგრამებსაც დაუჭირა, რომლებშიც სათანადოდაა ასახული საქართველოს ეკონომიკური მოწყობის პრობლემები. ერთი კია, თუ საქართველოს მთავრობის წევრები არ იცნობენ საპრეზიდენტო პროგრამებს, რატომ უნდა გაგვიკვირდეს ამ საკითხებში უცხოელ ექსპერტთა გაუცნობიერებლობა?

ბალცეროვიჩის თბილისური ჯგუფის მხრიდან საქართველოს მთავრობაში კოორდინაციის არარსებობამ დაუფარავი უკმაყოფილება გამოიწვია. საქართველოს კონსტიტუციისა და “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის” შესახებ კანონიდან (რომელთა თანახმადაც ამ ფუნქციის განხორციელება სახელმწიფო მინისტრის პრეროგატივაა) გამომდინარე, ხსენებული პრობლემა არც ქართველ პროფესიონალთა თვალს უნდა გაპარვოდა და არც გაპარვია; გაუგებარია, რაში დაგვჭირდა უცხოელ, ძვირადღირებულ ექსპერტთა მოცდენა, ჩვენთვის ისედაც ხილული პრობლემის “გამოსააშკარავებლად”?

პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩისა და მისი თბილისური ჯგუფის ერთ-ერთი გახმაურებული რეკომენდაციის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის პროგრესული სისტემა (როცა საქართველოში ფიზიკური პირის შემოსავლის ოდენობის ზრდის კვალობაზე ზრდადი – 12, 15, 17 და 20 პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთები გამოიყენება), პროპორციული სისტემით (ერთიანი 15 პროცენტიანი განაკვეთით) უნდა შეიცვალოს, რაც ამ სახეობის გადასახადის ამოღების ადმინისტრირებას თვისობრივად ამარტივებს, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია პრაქტიკულად ამ შემოსავლების დამალვის სტიმულებს აუქმებს. ეს წინადადება საქართველოს ხელისუფლებას ჩემ მიერ ჯერ კიდევ 1992 წელს წარედგინა და შემდეგაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშეც არაერთხელ დასმულა (პაპავა, 2000, გვ. 103-107), რაც, სამწუხაროდ, გათვალისწინებული არ იქნა. ბუნებრივია, რომ პოლონელ ეკონომისტთა ეს რჩევა აშკარად მისასალმებელია. სამწუხაროა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელიც უტილიტარული ეკონომიკური პოლიტიკის (რომლის მთავარი პრინციპია – “მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს”) მიმდევარია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის ამ რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ საშემოსავლო გადასახადის ზედა განაკვეთის გაზრდა დააპირა; იმის ნაცვლად, რომ აშკარად საღ აზრზე დაფუძნებული წინადადება ყოფილიყო გაზიარებული, პოლონელ ექსპერტთა მთელი ძალისხმევა იმაში დაიხარჯა, რომ საშემოსავლო გადასახადის ისედაც უვარგისი სისტემა კიდევ უფრო არ გაუარესებულიყო;
2000 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, იმ საწარმოთა წილები, რომელთა არანაკლებ 51 პროცენტი სამართავად სახელმწიფოს საკუთრებაშია, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროდან შესაბამის დარგობრივ სამინისტროებს გადაეცათ. ბუნებრივია, რომ ბალცეროვიჩის ჯგუფმა მართვის ამ სოციალისტური “ელფერის” და ინტერესთა კონფლიქტის შემცველი ბრძანებულების გაუქმება მოითხოვა; აღსანიშნავია, რომ მოცემული ბრძანებულების წინააღმდეგნი ჯერ კიდევ მისი განხილვის სტადიაზე ვიყავი (როგორც იმ დროს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, რაც მაშინ, სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული;

ბალცეროვიჩის თბილისური ჯგუფის ერთ-ერთი რეფორმატორული წინადადება საპენსიო სისტემას ეხება. მათი აბსოლუტურად სწორი შეფასებით, საქართველოში დღეს ასეთი სისტემა არ არსებობს, ხოლო 14 ლარიანი პენსია თავისი ბუნებით არ ასრულებს (და ვერც შეასრულებს) პენსიის, როგორც ასეთის, ფუნქციას. ქართული სახელმწიფოს მწირი საფინანსო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხსენებული ჯგუფი რეკომენდაციას იძლევა, რომ აქცენტი კერძო საპენსიო ინსტიტუტის შექმნაზე იქნეს გადატანილი, ხოლო სახელმწიფომ უმთავრესი ყურადღება მოსახლეობის მიმართ დაგროვილ ძველ დავალიანებათა (რომელიც ჯამში, სამწუხაროდ 300 მლნ. ლარს აღემატება) გასტუმრებასა და მიმდინარე ვალდებულებათა დროულ დაფარვაზე უნდა გაამახვილოს. საქართველოს მთავრობის პოზიცია (რასაც ზურგს მსოფლიო ბანკიც უმაგრებს) კი მიზნად კერძო საპენსიო ინსტიტუტის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო საპენსიო სისტემის რეფორმირებასაც ისახავს (და მას გარკვეული აზრით უპირატესობასაც ანიჭებს). ჩემი ღრმა რწმენით სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისადმი მნიშვნელოვანი დავალიანებისა და ქრონიკული საბიუჯეტო კრიზისის პირობებში სახელმწიფო საპენსიო სისტემის რეფორმირებაზე პრიორიტეტული ზრუნვა ფუჭი გარჯა იქნება, ხოლო ამის გამო კერძო საპენსიო ინსტიტუტის შექმნის შეფერხება – აშკარა შეცდომა.

პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩისა და მისი თბილისური ჯგუფის გაუთვალისწინებელ რეკომენდაციათა ჩამონათვალი, ისინი საზოგადოებისათვის ცნობილი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ, ბევრად უფრო ვრცელი იქნებოდა (ეგებ მათი გასაიდუმლოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც იყოს, რომ ქართული სამთავრობო გუნდის სუსტი მხარეები დაიმალოს).

ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ცუდი ეკონომიკური პოლიტიკა ბალცეროვიჩისეულ “ტყუპ ძმებზე” – საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფების ზეწოლასა და უცოდინრობაზეა დამყარებული; თანაც ეს ტყუპისცალები უერთმანეთოდ როდი მოქმედებენ: ისინი ერთმანეთს აძლიერებენ (ბალცეროვიჩი, 2002, გვ. 12-14).

პროფესორ ბალცეროვიჩის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის რანგში მოღვაწეობამ დაადასტურა, რომ საქართველოში “უცხოელ მღვდელსაც არ აქვს შენდობა”. ეს კი, სამწუხაროდ, არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგანაც თუკი ერთი ღვაწლმოსილი ქართველი ეკონომისტის სიტყვებს დავუჯერებთ – “საქართველოში ყველაზე დიდი ჭკუის გამომყენებელი ჭკუის დეფიციტია”.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial