ქართულ ბაზარზე ხორცი გაიაფდა

ქართულ ბაზარზე ხორცი გაიაფდა, _ ამის შესახებ გადაცემა ”რადიო მარკეტს” თბილისის ხორცის მაღაზიებში განუცხადეს. მოვაჭრეების თქმით, ბოლო 7 თვე ხორცის ფასები კლებით ხასიათდება, რაც სასაკლაოებზე ტარიფების დაწევას უკავშირდება. მათივე განცხადებით, ფასების კლება რეალიზაციაზეც აისახა და ხორცის გაყიდვების მაჩვენებელი 30%-ით არის გაზრდილი.

”ბოლო პერიოდში მომხმარებელს ხარისხი აწუხებს და არა ფასი, რადგანაც ხორცის ბაზარზე შენახვის პირობები სათანადოდ არ მოწმდება და ბევრი ხარვეზებია. რაც შეეხება ფასებს, კილოგრამი ხორცი უკვე 8-დან 10 ლარამდე ღირს”, _ ხორცით მოვაჭრეები.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial