გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის ფორუმის ფარგლებში ფინეთის დელეგაციას შეხვდა

საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის ფორუმის ფარგლებში 13 მაისს საგარეო ეკონომიკურ საკითხებში ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მატი ანტონენისთან გამართულ შეხვედრაზე.საქართველოს მთავრობა ფინეთთან რამდენიმე ძირითად სფეროში თანამშრომლობს. ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გაფორმებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა სამ შეთანხმებას მოიცავს. ხელშეკრულება არეგულირებს თანამშრომლობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, ინვესტიციების წახალისება და თანამშრომლობის განვითარება, შემოსავლებზე ორმაგ დაბეგვრასთან და გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებული თემატიკა.

“ვისაუბრეთ იმ ინვესტორებზე, რომლებიც უკვე არიან საქართველოში. ეს არის „თელია სონერა,“ რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორი და ძალიან კარგი პოტენციალი არსებობს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაჟღერეთ ის მნიშვნელოვანი მესიჯები, რომლებიც აუცილებელია გაჟღერდეს ყველა ევროპელის წინაშე, რაც ეხება რიგის სამიტის წინ საქართველოს მომზადების ძალიან მაღალ ხარისხს და იმ მოლოდინებს, რომლებიც არსებობს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნას დაფიქსირებული. ჩვენ რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ფინეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ. ბუნებრივია ითქვა ისიც, რომ საბოლოო მიზანი არ არის ასოცირების შეთანხმება და დავაფიქსირეთ, რომ მომავალში, რა თქმა უნდა, ვუყურებთ ევროპულ პერსპექტივას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია საქართველოსთვის” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველო-ფინეთს შორის ურთიერთობები ვითარდება როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 18.02 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.ფინური ბიზნესი საკმაოდ აქტიურია საქართველოს ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე. აღსანიშნავია შვედურ-ფინური გიგანტის – „თელია სონერას“ საქმიანობა, რომელიც კომპანია „ჯეოსელის” აქციათა პაკეტის 100% მფლობელია.”ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითია, რომ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა თბილისში იმართება. ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხს ჩვენ ქვეყნებს შორის, თუ როგორ ვითარდება ეკონომიკა საქართველოსა და რეგიონში. ასევე განვიხილავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას. ფაქტი, რომ EBRD-ის შეხვედრა აქ მიმდინარეობს, ამტკიცებს გაზრდილ ინტერესს ამ რეგიონისა და კონკრეტულად საქართველოს მიმართ. ამიტომ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს” – განაცხადა მატი ანტონენიმ. ფინეთის მთავრობამ საქართველოში გაერო-ს განვითარების ოფისთან (UNDP) ერთად, ბორჯომი-ხარაგაულის სატყეო ეკოსისტემების აღდგენის და წყლის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების პროექტები განახორციელა. ასევე, ტექნიკური დახმარების შემდეგ ეტაპზე, EBRD-მა ფინური კომპანია „DIGITA“-ს ტექნიკური ექსპერტები დაიქირავა, რომლებმაც საეთერო ციფრული მაუწყებლობის ქსელის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტი შეიმუშავეს.EBRD-მა საქართველოში მიმდინარე წელს ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერის პროექტი გააგრძელა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ “ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ სამომხმარებლო და სეტ-ტოპ-ბოქსების შესყიდვის საკითხებთან დაკავშირებით დახმარება აღმოუჩინა.
საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის ფორუმის ფარგლებში 13 მაისს საგარეო ეკონომიკურ საკითხებში ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მატი ანტონენისთან გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს მთავრობა ფინეთთან რამდენიმე ძირითად სფეროში თანამშრომლობს. ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გაფორმებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა სამ შეთანხმებას მოიცავს. ხელშეკრულება არეგულირებს თანამშრომლობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, ინვესტიციების წახალისება და თანამშრომლობის განვითარება, შემოსავლებზე ორმაგ დაბეგვრასთან და გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებული თემატიკა.

“ვისაუბრეთ იმ ინვესტორებზე, რომლებიც უკვე არიან საქართველოში. ეს არის „თელია სონერა,“ რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორი და ძალიან კარგი პოტენციალი არსებობს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაჟღერეთ ის მნიშვნელოვანი მესიჯები, რომლებიც აუცილებელია გაჟღერდეს ყველა ევროპელის წინაშე, რაც ეხება რიგის სამიტის წინ საქართველოს მომზადების ძალიან მაღალ ხარისხს და იმ მოლოდინებს, რომლებიც არსებობს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნას დაფიქსირებული. ჩვენ რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ფინეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ. ბუნებრივია ითქვა ისიც, რომ საბოლოო მიზანი არ არის ასოცირების შეთანხმება და დავაფიქსირეთ, რომ მომავალში, რა თქმა უნდა, ვუყურებთ ევროპულ პერსპექტივას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია საქართველოსთვის” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველო-ფინეთს შორის ურთიერთობები ვითარდება როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 18.02 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ფინური ბიზნესი საკმაოდ აქტიურია საქართველოს ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე. აღსანიშნავია შვედურ-ფინური გიგანტის – “თელია სონერას“ საქმიანობა, რომელიც კომპანია “ჯეოსელის” აქციათა პაკეტის 100% მფლობელია.

“ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითია, რომ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა თბილისში იმართება. ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხს ჩვენ ქვეყნებს შორის, თუ როგორ ვითარდება ეკონომიკა საქართველოსა და რეგიონში. ასევე განვიხილავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას. ფაქტი, რომ EBRD-ის შეხვედრა აქ მიმდინარეობს, ამტკიცებს გაზრდილ ინტერესს ამ რეგიონისა და კონკრეტულად საქართველოს მიმართ. ამიტომ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს” – განაცხადა მატი ანტონენიმ.

ფინეთის მთავრობამ საქართველოში გაერო-ს განვითარების ოფისთან (UNDP) ერთად, ბორჯომი-ხარაგაულის სატყეო ეკოსისტემების აღდგენის და წყლის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების პროექტები განახორციელა. ასევე, ტექნიკური დახმარების შემდეგ ეტაპზე, EBRD-მა ფინური კომპანია „DIGITA“-ს ტექნიკური ექსპერტები დაიქირავა, რომლებმაც საეთერო ციფრული მაუწყებლობის ქსელის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტი შეიმუშავეს.

EBRD-მა საქართველოში მიმდინარე წელს ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერის პროექტი გააგრძელა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ “ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ სამომხმარებლო და სეტ-ტოპ-ბოქსების შესყიდვის საკითხებთან დაკავშირებით დახმარება აღმოუჩინა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial