ფინანსთა მინისტრი OPIC-ის წარმომადგენელს ჰარის მეჰოს შეხვდა

15 მაისს, ფინანსთა მინისტრი OPIC-ის წარმომადგენელს ჰარის მეჰოს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს OPIC-ის მხარდაჭერით საქართველოში პოტენციური პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები.

ჰარის მეჰოს განცხადებით, OPIC-ი დაინტერესებულია, საქართველოს როგორც მისი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის განვითარებაში.

,,ძალიან გვიხარია ის პროგრესი, რომელსაც საქართველო განიცდის. ჩვენ ვმუშაობთ ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიებთან, რათა მათ კიდევ უფრო გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას. რადგან ეს პრიორიტეტული სექტორია საქართველოსთვის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნისთვის,“ – აღნიშნა OPIC-ის წარმომადგენელმა.