ჯორჯ ბუშმა მსოფლიოს ახალი ბიუჯეტი წარუდგინა

მოამზადა ლინა ეპიშევამ

ეს ბიუჯეტი უფრო რადიკალურია, ვიდრე რეიგანის და ნიუტ გინგრიჰის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტები”, – განაცხადა საბიუჯეტო და პოლიტიკური პრიორიტეტების ლიბერალური ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტ გრინსტაინმა.

პროექტი ითვალისწინებს შემოსავლების და დანახარჯების მნიშვნელოვან ზრდას. პრეზიდენტ ბუშის მიერ წარდგენილი საბიუჯეტო პროექტის თანახმად, მიმდინარე წელთან შედარებით, 2004 ფინანსურ წელს ამერიკის სახელმწიფო ხარჯები 4,2%-ით გაიზრდება და 2,23 ტრლნ-ს შეადგენს, ხოლო შემოსავალი 4,7%-ით გაიზრდება და 1,92 ტრლნ-ს შეადგენს. 2004 წლის საბიუჯეტო დეფიციტი 307 დოლარს მიაღწევს (მომდევნო წელს გათვალისწინებულია 304 მილიარდი დოლარის დეფიციტი). ბიუჯეტის პროექტის პროგნოზის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული მთავრობა გეგმავს ეკონომიკური ზრდის სწრაფ ტემპებს, 2008 წელს ამერიკის ბიუჯეტში მოსალოდნელია დეფიციტი, რომელიც მთლიანობაში 1,08 ტრლნ დოლარს აღწევს; ამ წელს კი (არა ფინანსურ წელს, არამედ კალენდარულ წელს) – 2,9%-ს, 2004 წელს – 3,6%-ს, 2005 – 3,5%-ს, 2006 -3,3%-ს, 2007 – 3,2%-ს და 2008 წელს – 3,1%-ს. როგორც ვარაუდობენ, ინფლაციაც ნორმალური ტემპებით განვითარდება: 2008 წლამდე წლიური შემოსავალი 2,1-2,3% იქნება.

როგორც წესი, წარმოების ზრდის მაღალი ტემპი იწვევს საშემოსავლო შენატანების ზრდას, მაგრამ ბუშის ადმინისტრაციამ უკვე დიდი ხანია გადაწყვიტა გადასახადების შემცირების მეშვეობით ეკონომიკის სტიმულირება მოეხდინა. 2004 წლის საბიუჯეტო პროექტის თანახმად, უახლოესი 10 წლის განმავლობაში გადასახადები 1,3 ტრლნ დოლარით შემცირდება. მოგეხსენებათ, რომ პროექტის მნიშვნელოვან ელემენტს საწარმოების აქციათა დივიდენდების ორმაგი დაბეგვრის გაუქმება წარმოადგენს. აშშ-ის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, პოლ ო&ლსქუო;ნილი ამ იდეას ეწინააღმდეგებოდა, რაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კონგრესს 2004 ფინანსური წლისათვის გათვალისწინებული ფედერალური ბიუჯეტის პროექტი გადასცა, რომელიც ძალაში ამა წლის პირველი ოქტომბრიდან შედის. კონგრესში გაგზავნილი 3000-ფურცლიანი ბუშის ბიუჯეტი დიდი დებატების და დისკუსიების საგანი გახდა. ერთადერთი, რაზეც პრეზიდენტის ახალი ბიუჯეტის კრიტიკოსები და მხარდარმჭერები თანხმდებიან, არის ის, რომ ბუშის ბიუჯეტი ძალიან თამამია.

მისი სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი გახდა (გადადგომის შემდეგაც პოლ ო&ლსქუო;ნილმა მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტ ბუშის გადასახადების შემცირების გეგმა).

ამის გარდა, ბუშმა გადაწყვიტა გაეზარდა სახელმწიფო ხარჯები. 2004 წელს თავდაცვისთვის გათვალისწინებულია 380 მლრდ დოლარი. მომდევნო წლებში დაგეგმილია თავდაცვითი ხარჯების ყოველწლიურად 20 მილიარდამდე გაზრდა (როგორც ერთ-ერთმა ამერიკელმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, ცივი ომის დროსაც კი არ იხარჯებოდა ასეთი დიდი თანხა). პრეზიდენტმა ბუშმა კონგრესში გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ 2004 წლის ბიუჯეტი ქვეყნის წინაშე მყოფ ამ ამოცანას გადაწყვეტს: “გამარჯვება ტერორიზმთან ბრძოლაში ქვეყნის თავდაცვა და ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებაა”.

მომავალი საფინანსო წლისათვის აშშ ორჯერ შეამცირებს რუსეთისთვის საფინანსო დახმარებას, 148 მილიონი დოლარიდან 73 მილიონამდე. როგორც აღნიშნულია 2004 წლის ბიუჯეტთან მიმაგრებულ პროექტში, ეს დაკავშირებულია რუსეთის ეკონომიკის გაძლიერებასთან. დსთ-ის ქვეყნებში დოლარის ნაკადი (უკრაინა, ბელორუსია, მოლდავეთი, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი) 24%-ით, ანუ 576 მილიონ დოლარამდე შემცირდება. ამასთან, დახმარება პოსტსაბჭოური სივრცის ზოგიერთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი 11-15%-ით გაიზრდება.

დსთ-ის ზოგი ქვეყნებისთვის დახმარების შემცირება უფრო მეტად დაკავშირებულია აშშ-ის შიდა პრობლემებთან, რის გამოც ბევრმა დემოკრატმა ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკა. “ეს არ არის ბიუჯეტი, არამედ 308-ფურცლიანი პრეს-რელიზი პატარა ბავშვების და მამაცი ჯარისკაცების ფერადი სურათებით, რომლებმაც უნდა მოადუნონ ამერიკელების ყურადღება სიმართლისდმი”, – განაცხადა ჩარლზ რენჯელმა. სიმართლე კი იმაშია, რომ ბიუჯეტი ითვალისწინებს რეკორდულ დეფიციტს. უკვე ამ წელს ეს დეფიციტი 304 და 2004 წელს 307 მილიარდ დოლარს მიაღწევს. სწორედ ამ 290 მილიარდული დეფიციტის გამო 1992 წელს უფროსმა ბუშმა წააგო არჩევნები ბილ ქლინტონთან, რომელმაც ბიუჯეტი უდეფიციტო გახადა.

პრეზიდენტ ბუშის საბიუჯეტო გათვლები ითვალისწინებენ 2008 წლისათვის დეფიციტის აღმოფხვრას. ჯორჯ ბუშის თქმით, დეფიციტი არის 2000 წელს დაწყებული ეკონომიკური ვარდნის შედეგი.

ახალ ბიუჯეტს აკრიტიკებენ თავდაცვის გამო და შიდა უსაფრთხოებაზე გიგანტური ხარჯების გამო. პენტაგონისათვის გამოიყოფა 380 მილიარდი დოლარი. აქ არ შედის სავარაუდო ხარჯები ერაყთან შესაძლო ომის შემთხვევაში (50-დან 200 მილიარდ დოლარამდე). სხვათაშორის, სამხედრო ხარჯების რეკორდული ზრდა შეინიშნებოდა ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც უმცროსმა ბუშმა სამხედრო უწყების ბიუჯეტის 48 მილიარდ დოლარამდე გაზრდა დააპირა. 36,2 მილიარდი დოლარი ახლადშექმნილი ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროსთვის გამოიყოფა. ახალი ბიუჯეტის ფავორიტებს შორის არის ფასიანი ქაღალდებისა და საბირჟო ოპერაციების კომისია, რომლის დანიშნულებაა კორპორაციული სკანდალების თავიდან არიდება. ახალ საფინანსო წელს სახელმწიფო დეპარტამენტს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროგრამებს წილად 20%-ით, ანუ 3 მილიარდი დოლარით მეტი ერგება.

ენერგეტიკის სამინისტროს 24 მილიარდიანი ბიუჯეტის ერთი მესამედი გათვალისწინებულია სამხედრო და სამოქალაქო ბირთვული პროგრამების პრიორიტეტებისათვის, მათ შორის ბირთვული იარაღის წარმოებისათვის. ნასას ბიუჯეტი 3%-ით გაიზრდება და 2004 წელს 15,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. შათლების ფრენაზე გათვალისწინებული ხარჯები 3,2-დან 3,9 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიმართავს თუ არა პრეზიდენტი კონგრესს თხოვნით ახალი კოსმოსური ხომალდების მშენებლობისთვის სახსრების გამოყოფაზე. ნასას ბიუჯეტის ერთ-ერთი თავი ეძღვნება უცხოპლანეტელებს. მისი სათაურია – “სად არიან ნამდვილი უცხოპლანეტელები?”. “შესაძლოა, წარმოდგენა იმაზე, რომ “იქ ვიღაც არის” უფრო ახლოს არის რეალობასთან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია”, – წერია დოკუმენტში. კოსმოსური გამოკვლევების დაფინანსება 4 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. 342 მილიონი დოლარი გათვალისწინებულია პრეზიდენტის აღმასრულებელი მმართველობისათვის, რომელიც ჯორჯ ბუშს და დიქ ჩეინს მოვალეობების შესრულებაში ეხმარება.

კონგრესში ბევრი აკრიტიკებს ამ ბიუჯეტს. სენატის საბიუჯეტო კომიტეტის გამოჩენილი წევრის, სენატორ-დემოკრატ კენტ კონრადის განცხადებით, “პრეზიდენტ ბუშის ეკონომიკური განვითარების სტიმულირების გეგმის შედეგად მომავალ თაობას ახალი ვალების სიმძიმე დააწვება”. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ ბუშის ადმინისტრაცია განგებ ასუსტებს დოლარს. როგორც ცნობილია, დიდი საბიუჯეტო დეფიციტი სახელმწიფოს ფინანსურ სისუსტეზე და მაშასადამე, მისი ვალუტის სისუსტეზე მოწმობს. სუსტი ვალუტა კი ხელსაყრელია ექსპორტიორებისათვის და წარმოების მუშაკებისათვის. არ იყო შემთხვევითი ის, რომ ბევრმა ანალიტიკოსმა იწინასწარმეტყველა დოლარის დასუსტება პოლ ო&ლსქუო;ნილის ჯონ სნოუთი (წარმოების მუშაკი, სატრანსპორტო კომპანიი ხელმძღვანელი) შეცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ აქ სულ სხვა შემთხვევაა. გასულ კვირას სენატში თავისი კანდიდატურის დამტკიცების დროს ბატონმა სნოუმ პირდაპირ განაცხადა: “მე მხარს ვუჭერ ძლიერ დოლარს. ძლიერი დოლარი ქვეყნის ინტერესებშია”. ამერიკულ ხელისუფლებას რომ თუნდაც დაეპირებინა დოლარის დასუსტება, იგი ამას მაინც ვერ შეძლებდა. მაშინ მთელ მსოფლიოს და თვით ამერიკელებს მთავრობისათვის კრედიტის გაცემის მეშვეობით უნდა შეაწყვიტათ აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება ამერიკული. უნდა მოგახსენოთ, რომ თანამედროვე ფინანსური ბაზარი გაჩნდა მხოლოდ იმის წყალობით, რომ აშშ ებრძოდა დიდ ბრიტანეთს დამოუკიდებლობისათვის. ყველას და უპირველეს ყოვლისა, ინგლისელ მეწარმეებს აწყობდათ კრედიტის გაცემა ამერიკელებისათვის.

თუ ბუშის გეგმა ძალაში შევა, ათი წლის განმავლობაში იგი აისახება აშშ-ის ეკონომიკაზე, როგორც ერთ-ერთი იმ შვიდი ბიუჯეტის რიცხვიდან, რომელიც 35 წლის განმავლობაში წარდგენილი იყო კონგრესში. ბუშის ბიუჯეტს წინ გასვლის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე დანარჩენებს.