მსოფლიო სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2015 წლის მესამე კვარტალში, ენერგეტიკის სასაქონლო ბაზრებზე არსებული ფასები წინა პერიოდთან შედარებით 17 %-ით დაეცა. საკვებ პროდუქტებზე არსებული ფასები წინა კვარტალთან შედარებით 2.4, ხოლო წინა წელთან შედარებით 13 პროცენტითაა შემცირებული. გარდა ამისა, დაფიქსირდა ლითონსა ფასების 12 პროცენტიანი ვარდნა.
ზემოაღნიშნულ სასაქონლო ბაზრებზე დაფიქსირებული ფასთა ცვლილება, თავისთავად განპირობებულია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით.
„ელ-ნინიო“ – გლობალური კლიმატური მოვლენა, რომელიც განაპირობებს ქარებისა და წყლის ტემპერატურასა და სიხშირეს წყნარ ოკეანეში, გავლენას ახდენს სასოფლო პროდუქციის წარმოებაზე სამხრეთ ნახევარსფეროში, განსაკუთრებით ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე, ასევე, ავსტრალიაზე. დედამიწის ინსტიტუტის უკანასკნელი მონაცემებით, ელ-ნინიო წელს აქამდე დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შორის, ყველაზე ძლიერი იქნება. ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, „ელ-ნინიოს“ არ ექნება დიდი ზეგავლენა მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე არსებულ ფასებზე, რადგანაც არსებობს პროდუქციის საკმაოდ დიდი მარაგი და ამასთანავე, მსოფლიო და ქვეყნის შიგნით არსებულ ფასებს შორის საკმაოდ სუსტი კავშირებია. საპირისპიროდ, ელ-ნინიო გავლენას იქონიებს ლოკალურ, იზოლირებულ სასოფლო პროდუქციის ბაზრებზე, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებთან არ არიან დაკავშირებულნი, ეს შემთხვევა განსაკუთრებით ეხება განვითარებადი ქვეყნების ბაზრებს. არსებული პროგნოზი ემყარება ელ-ნინიოს მოქმედების წინა შემთხვევებს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასები დაეცა მაშინ, როდესაც ქვეყნების შიდა ბაზრებზე არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
k

ნედლი ნავთობის ბაზართან მიმართებით, აღსანიშნავია საერთაშორისო შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. შეთანხმებას 2015 წლის ივლისში მიაღწიეს და მისი იმპლემენტაცია 2016 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რამდენიმე თვის განმავლობაში, სანქციების შემსუბუქების შედეგად ირანმა გაზარდა ნედლი ნავთობის წარმოება დღეში 0,5-დან 0,7 მილიონ ბარელამდე, რის შედეგადაც ნავთობის დღიურმა წარმოებამ 2011 წლის სანქციების დაწესებამდე არსებულ დონეს – 3,6 მილიონ ბარელს მიაღწია. გარდა ნავთობისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ირანს აქვს პოტენციალი აწარმოოს და ექსპორტზე გაიტანოს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მარაგი.

მსოფლიო ბანკის განვითარების პერსპექტივების ჯგუფის დირექტორი ირანული ნავთობის მნიშვნელობაზე საუბრობს: „ირანული გაზისა და ნავთობის მსოფლიო და რეგიონალურ ბაზრებზე ექსპორტის გავლენა ძალიან დიდი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცაღა მანამდე საჭიროა, ირანმა შეძლოს რომ მიიზიდოს უცხოური ინვესტიციები და ტექნოლოგიები, რათა გაზარდოს არსებული რეზერვები.“
441

ნავთობის ფასებზე გავლენა იქონია ამერიკის შეერთებულ შტატებში და OPEC-ის ქვეყნების მიერ ნავთობის წარმოებაში დაფიქსირებულმა ტენდენციებმაც. მაშინ, როდესაც აშშ-ის ნავთობის წარმოება აპრილის თვეში უმაღლეს მაჩვენებელს აღწევდა, ამჟამად შეინიშნება კლებადი ტენდენციები ნავთობის წარმოების თვალსაზრისით. საპირისპიროდ, გაიზარდა OPEC-ის მხრიდან ნავთობის წარმოება, ძირითადად, ერაყისა და საუდის არაბეთის ხარჯზე.
<br?რაც შეეხება ბუნებრივი აირის ფასებს, 2015 წლის მესამე კვარტალში შეინიშნება ბუნებრივი აირის ფასის 3 %-იანი ვარდნა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ბუნებრივ აირზე ფასები შემცირდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და იაპონიაში. ჭარბი მიწოდების, შედარებით სუსტი მოთხოვნის და ნავთობზე დაბალი ფასების გამო, ბუნებრივ აირზე ფასები ყველა რეგიონში შემცირდება.

რაც შეეხება ქვანახშირის ბაზარს, აქ ფასები დაეცა 3 %-ით, რაც განპირობებულია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვანახშირის ჭარბი წარმოებით და მსოფლიოში ქვანახშირის ნომერი პირველი მომხმარებლის – ჩინეთის მხრიდან პროდუქტზე მოთხოვნის შემცირებით. 2015 წლის მონაცემებით, ჩინეთში ქვანახშირის იმპორტი შემცირებულია 1/3-ით, რაც განპირობებულია დაბალი ინდუსტრიული აქტივობით, წყლის და ენერგიის ალტერნატიული საშუალებების ათვისებით და ასევე დაბალი ხარისხის ქვანახშირზე შეზღუდვების დაწესებით. რაც შეეხება ინდოეთს, რომელიც ქვანახშირის აქტიური მომხმარებელი და იმპორტიორია, შეინიშნება ქვანახშირზე მოთხოვნის შემცირება, რადგანაც უმჯობესდება იმავე პროდუქტის ადგილობრივი წარმოება.
74

ისევე როგორც ზემოაღნიშნულ ბაზრებზე, შეინიშნება ფასების ვარდნა 12 %-მდე ყველა ლითონთან მიმართებით. ამის განმაპირობებელი ფაქტორი ლითონის ჭარბი მიწოდება და დიდი მარაგებია, ხოლო მეორე მხრივ უნდა აღინიშნოს ჩინეთის მხრიდან ლითონზე მოთხოვნის შემცირება. მაშინ როდესაც ლითონზე მსოფლიო მოთხოვნის 50% ჩინეთზე მოდის, უახლოეს მომავალში ჩინეთის, როგორც მსოფლიოში ლითონის ყველაზე დიდი იმპორტიორის ჩანაცვლება ვერ მოხერხდება ქვეყანათა სხვადასხვა ჯგუფების მიერ.

ასევე აღსანიშნავია ძვირფას ლითონებზე 2015 წლის მესამე კვარტალში ფასების 7%-იანი ვარდნა, რომელიც მსოფლიო ბანკის პროგნოზით მეოთხე კვარტალში 8% შემცირდება. ფასების ვარდნა შეინიშნება სასუქების ბაზრებზე, თუმცაღა ეს რიცხვი ზემოაღნიშნულ ბაზრებთან შედარებით ბევრად ნაკლებია და 1%-ს წარმოადგენს. სუსტი მოთხოვნისა და ზრდადი მიწოდების პირობებში, შესაძლებელია, რომ 2015 წლის ბოლომდე სასუქების ბაზრებზე არსებულმა ფასებმა კვლავ 1%-ით დაიკლოს. რაც შეეხება, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე არსებულ ფასებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2015 წლის მესამე კვარტალში ამ დარგში არსებულ პროფუქციაზე ფასების 2%-იანი ვარდნაა დაფიქსირებული, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებით, შესაძლოა 2015 წლის ბოლომდე 13%-მდე შემცირდეს, რაც განპირობებული იქნება მსოფლიოში არსებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მდიდარი მარაგებით.

ავტორი: მარიამ ხიზანაშვილი