50 000 =100, ანუ როგორ ვიძენთ სახელმწიფო ფასიან ქაღალდს

საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამოყენების პრაქტიკა, ფაქტობრივად არ არსებობს.
მოსახლეობის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას ხელი არ მოგვიწვდება ფასიან ქაღალდებზე, რომელიც იმ ემიტენტებისთვის გამოდის, ვისაც მისი შეძენის და ამით, სახელმწიფოსთვის „ცოტაოდენი“ თანხის (პროცენტიანი სარგებლით უკან დაბრუნების პერსპექტივით) სესხების სურვილი აქვს. ფასიანი ქაღალდების გამოყენების პრაქტიკის, ფაქტობრვად, არ ქონის მიზეზის სამართლიანობასადა მისგან გამოწვეულ შედეგებზე, სტატიის ბოლოს, თქვენ თვითონ იმსჯელეთ.
ზოგადად, ფასიანი ქაღალდი ორი სახის გვაქვს, სახელმწიფო და კორპორაციული. ამ უკანასკნელზე მოთხოვნაც კი არ არსებობს და სწორედ იმავე მიზეზის გამო, რაც სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან მიმართებითაა.
სახელმწიფოს უფლება აქვს, მოსახლეობისგან „ისესხოს“ თანხა და ამისთვის, უშვებს სავალო ვალდებულებას, ფასიან ქაღალდს, რომლის ცოტახნით საკუთრებაში მიღებით და თანხის სახელმწიფოსთვის თხოვნის საფუძველზე, კრედიტორი საკმაოდ მაღალი პროცენტით დარიცხული თანხის რაოდენობას იღებს უკან, დროის განსაზღვრულ ვადაში. შეგვიძლია ვთქვათ, და საფინანსო ლიტერატურაშიც მიღებული და გავრცელებულია აზრი, რომ ფასიანი ქაღალდი ურისკო ტიპის ინსტრუმენტს წარმოადგენს. მაგრამ 2007-2010 წლების ფინანსრურმა კრიზისმა, ამ მოსაზრების მცდარობა დაადასტურა. თუმცა ეს სხვა საკითხია და ამაზე შემდეგ სტატიებში ვიმსჯელებთ.

რატომ არ შეგვიძლია ჩვენ, ჩვეულებრივმა მოკვდავებმა შევიძინოთ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, რომლის შეძენის ლამის, ვალდებულებაც კი გვაქვს, რათა ქვეყანას დავეხმაროთ და ფული ვასესხოთ საჭიროების შემთხვევაში – მიზეზი ისაა, რომ ქაღალდები მთლიანად კომერციულ ბანკებს აქვთ შესყიდული.
„საქართველოს ფინანსთა სმინისტროს მიერ სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვის და დაფარვის შესახებ“ დებულება, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ერთობლივი ბრძანებითაა დამტკიცევული, წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ფასიან ქაღალდთან დაკავშირებულ ყველა საკითხს აწესრიგებს

დოკუმენტის თანახმად, ერთი სახაზინო ვალდებულების, ანუ ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 100 ლარი.
დებულების მიხედვით პირველად ბაზარზე მოქმედება ელექრტრონული აუქციონის მეშვეობით ხდება. იგი საქართველოს ეროვნულ ბანკში, მრავალი ფასის მეთოდით ტარდება და აუქციონზე მონაწილეობის მიღება მხოლოდ კომერციულ ბანკებს შეუძლიათ. სახელმწიფო ობლიგაციების ემიტენტს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკი ობლიგაციებს მხოლოდ სათავო რეზიდენტ კომერციულ ბანკებს და არარეზიდენტი კომერციული ბანკების ფილიალებს ჰყიდის.
ნებისმიერ ჩვენგანს თუ სურვილი გაუჩნდა, შეიძინოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, უნდა მიაკითხოს არა სახელმწიფო ორგანოს, ან დაწესებულებას, არამედ კომერციულ ბანკს.
„ეს ქმედება საერთოდ პრაქტიკის საწინააღმდეგო ქმედებაა. არც ერთ ცივილურ ქვეყანაში, მხოლოდ კომერციულ ბანკებზე ეს სფერო მიმგებული არ არის. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბოლო 50 წლის მანძილზე 300 პირველადი დილერი შეიცვალა. მათგან, ვინც პირველადი ემისია შეიძლება შეიძინოს, მხოლოდ სამია კომერციული ბანკი, დანარჩენი – საბროკერო, სადაზღვეო კომპანიები, იპოთეკური მსხვილი გაერთიანებები და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტები, ამათგან დაახლოებით ოთხი კომპანიაა ადგილობრივი, დანარჩენი კი, ფრანგული, იტალიური, კანადური, იაპონური და ა.შ. ანუ, ბაზარი მაქსიმალურადაა გახსნილი. ასევეა გერმანიაში, ინგლისში – ამ მიმართულებით გამოცდილების მქონე ქვეყნებში.“- ამბობს ეკონომიკის დოქტორი და საბროკერო კომპანია შპს „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი პლუსი“-ს თავმჯდომარე, დავით ასლანიშვილი.
2

ანუ, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მხოლოდ კომერციულ ბანკებს არ უნდა ჰქონდეთ ფასიანი ქაღალდის შეძენის საშუალება. მივადექით საკითხს, თუ როგორ შევძლებთ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები მხოლოდ, შუამავალი, კომერციული ბანკებისგან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის შეძენას. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ნომინალური, 100 ლარიანი ფასიანი ქაღალდის შესაძენად გაკეთებული განაცხადის შესატანად, მინიმუმ 50 000 ლარის ოდენობის თანხის მიტანა მოგიწევთ. რამდენად მსხვილი თანხაა იგი და როგორ ერგება კანონი რიგით, საშუალო შემოსავლის მქონე ქართველ მოქალაქეს, ეს თავად განსაჯეთ. იგივე შემთხვევაში კი აშშ-ში თანხა 1000-დან, 100 დოლარამდე დაწიეს.
„საბაზრო ფასი, რომელიც საქართველოში არაფერს გააჩნია, რომლის დადგენაც,ზოგადად, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით ხდება, ჩვენთან უბრალოდ არ არსებობს. საქართველოში მაქსიმალურად შეზღუდულია მონაწილეთა რაოდენობა ბაზარზე და მხოლოდ კომერციულ ბანკებს აქვთ მონაწილეობის მიღების უფლება. 50 000 ლარიანი ზღვარი საკმარისი არ ღმოჩნდა და დამატებით, დებულებით, ემისიის შეძენისას, გადახდას ორივე -კლიენტურის და ბანკის შემთხვევაში, კომერციული ბანკის დირექტორი ან უფლებამოსილი პირი აწერს ხელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომერციული ბანკი პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტში შედის, რადგან მას პირველ რიგში საკუთარი რესურსების განთავსება აინტერესებს. ესეც საერთაშორისო პრაქტიკის საწინააღმდეგო ქმედებაა.

ყველაფერ ამის მეგარეგულირებელი, ეროვნული ბანკია, მის ინტერესებში, მხოლოდ კომერციული ბანკების ლობირება შედის, ეს საფონდო ბირჟის პირობებშიც ვლინდება და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან მიმართებითაც ანალოგიური ვითარებაა“-აღნიშნავს ასლანიშვილი.

ფაქტი ცხადია, 50 000 ლარის ნაცვლად სახელმწიფო ნომინალური ღირებულების, 100 ლარიანი ფასიანი ქაღალდის შეძენა ბევრს არ უნდა და უფრო მეტს არ შეუძლია. ყველა პუნქტი, რომელიც შესაძლოა სამართლებრივად საეჭვოდ მოგეჩვენოთ, სწორი და დასაბუთებულია.

მთელი რიგი ასპექტები, რომელიც საქართველოს საფონდო ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სამართლებრივად, თუმცა არა სამართლიანად ყიდვა-გაყიდვას ახლავს, მომავალი სტატიების განხილვის თემად დავტოვოთ. გაგრძელება იქნება…

წყარო – „საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები”
მოამზადა: ნინო ტაბაღუამ

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial