8,3 %-ით „გაძვირებული ცხოვრება“

2015 წლის დასაწყისიდან დღემდე, ჩვენს ქვეყანაში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების და, შესაბამისად, მისი განმსაზღვრელი ინდექსის ზრდაც შეიმჩნევა. წლის დასაწყისში ინდექსის მაჩვენებლი 1 %-ით გაიზარდა და ამ ზრდაზე ძირითადი გავლენა, დამამუშავებელ მრეწველობაზე ფასების 0, 8%-ით ზრდამ იქონია.
ფასები გაიზარდა საკვებ პროდუქტებზე და თამბაქოს წარმოებაზეც, გარდა ამისა, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე.
ფასები ამის პარალელურად ქიმიური მრეწველობის პროდუქციაზე 4, 3 %-ით შემცირდა.
სამრეწევლო პროდუქციის ფასების ინდექსი სწარფი ტემპით განაგრძობს ზრდას.
2
საქსტატის ინფორმაციით, ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 8,3%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. წინა თვესთან მიმართებით კი ოქტომბრის მონაცემებით, სამრეწველო ფასების ინდექსი 1, 4%-ითაა მომატებული.
ფასების ინდექსის ზრდა ძირითადად განპირობებულია ელექტროენერგიის, აირის – წყლის წარმოებისა და განაწილების სექციაზე ფასების 10, 3 %-ით ზრდით.
12- თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებში იქონია:
დამამუშავებელი მრეწველობა- ფასები გაიზარდა 7,8%-ით და სექციის წვლილმა ინდექსის ცვლილების საერთო მაჩვენებელში შეადგინა 6,37 პროცენტული პუნქტი.
ფასები გაიზარდა ასევე ქვესექციებზე: საკვებ პროდუქტებზე ( სასმელის ჩათვლით) და თამბაქოს ნაწარმზე, ასევე ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობაზე. აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექციაში ფასები 13 %-ით გაიზარდა, რის შემდეგაც, სექციის წილმა ინდექსის ცვლილების მაჩვენებელში 1, 9 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
3
ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტად უალკოჰოლო სასმელები და თამბაქო გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ამ კატეგორიის პროდუქციის ფასები 13,1%-ით გაძვირდა. 12 თვიან პერიოდში ფასები 4,1%-ით გაიზარდასურსათსა და ალკოჰოლურ სასმელზე. ძირითადად, გაძვირდა ხილი და ყურძენი 22, 2%-ით, ზეთი და ცხიმი 15,6 %-ით და ყავა, ჩაი და კაკაო 10,4 %-ით.
ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად, 11,1 %-ით არის ფასები მომატებული ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, გაძვირდა ფარმაცევტული ნაწარმი 27, 4 %-ით.
ასევე ფასები გაიზარდა ავეჯზე და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთზე.
წინა თვესთან შედარებით, ოქტომბერში ყველაზე მაღალი ზრდა ტანსაცმლისადა ფეხსაცმელის ფასებზე დაფიქსირდა.
სასტუმროებისა და კაფე-რესტორნების მომსახურება 2 %-ითაა გაძვირებული.
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, არცაა გასაკვირი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსის ზრდა. იმდენად, რამდენადაც ეს მაჩვენებელი ცალკეული სამრეწველო პროდუქციის ფასებით განისაზღვრება. მრეწველობის სხვადასხვა დარგის პროდუქცია კი თანდათან ძვირდება . საქსტატის მიერ გამოქვეყნებული შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ქართველების ცხოვრება ბოლო პერიოდში 8, 3%-ით გაძვირდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

მოამზადა: ანა ურუშაძემ