უკრაინა რუსულის გაზის გარეშე?!

კიევის განაცხადებითუკვე შეუძლია რუსული გაზის გარეშე არსებობა – მის ყველა საჭიროებას ევროპა უზრუნველყოფს.
რუსეთსა და უკრაინას შორის კვლავ მწვავე დებატები მიმდინარეობს გაზის მიწოდების თაობაზე. მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ და თითქმის დაიწყეს კიდეც კიევისთვის ცისფერი საწვავის მიწოდება, რომ ახალი პრობლემები გაჩნდა. „გაზპრომმა“ გაზის მიწოდებისთვის ავანსი ვერ მიიღო უკრაინული მხარისგან და დაანონსა, რომ ამის გამო შეიძლება კიევს გაზის მიწოდება ისევ შეუწყდეს. საპასუხოდ კი უკრაინის ნავთობგაზის ხელმძღვანელმა ხმამაღლა განაცხადა, რომ თავის ქვეყანას რუსული გაზის გარეშე არსებობა შეუძლია.
ალექსეი მილერის აზრით, რუსეთმა შეიძლება უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, თუ „გაზპრომი“ ფულს ვერ მიიღებს. „გადახდილი გაზის მარაგი მცირდება, ვფიქრობ რომ დარჩა… სულ რაღაც ორი დღე“. მისი სიტყვებით, ახლა უკრაინას ძალიან მცირე მოცულობის გაზი აქვს. რაშიც ფული გადაიხადეს, იმ გაზის მარაგი კი შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღე ეყოს. ცოტა ხნით ადრე, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ უკრაინამ, ბოლოს 5 ნოემბერს გადაიხადა გაზში.

მილერმა ასევე განცხადა, რომ უკრაინას მიწისქვეშა საცავებში საკმაოდ სოლიდური მარაგი აქვს. „რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არ ვინერვიულოთ, იმიტომ რომ ეს გაზი პირველ რიგში, მოიხმარება და ამ შემოდგომა -ზამთარს თუ გაუძლებს“.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრიმა, ვლადიმერ დემჩიშინმა კი თქვა, რომ კიევი არ საჭიროებს რუსული გაზის ყიდვას მეოთხე კვარტალის ბოლომდე. „საცავებში საკმარისი გაზია, რომ ყიდვა არ მოგვიწიოს“ – ამბობს ის. ამჟამად, 16,5 მილიარდი კუბური მეტრია შენახული, გასულ წელს კი უკრაინას14 მილიარდი კუბური მეტრის მარაგი ჰქონდა.
ნავთობგაზის ხელმძღვანელი კი უფრო მშვიდადაა. „ჩემდა გასაოცრად, მე მივიღე ერთი და იგივე კითხვა სხვადასხვა ადამიანებისგან ამ თემაზე: რა მოხდება თუ ჩვენ ვერ მივიღებთ გაზს რუსეთისგან? მე ვპასუხობ: ჩვენ შევძლებთ ამ ზამთრის სეზონზე უკრაინის გაზით უზრუნველყოფას, თუნდაც ევროპიდან. დივერსიფიკაცია და გაზის ბაზარი რეალურად მუშაობს“ – წერს კობალოვი თავის FACEBOOK გვერდზე.
„არასდროს ასეთი რამ არ იყო და აი ახლა…“ – ამ ფრაზით ახასიათებს უკრაინა-რუსეთის ისტორიებს, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი დიმიტრი ადამიდოვი. „სინამდვილეში – ამბობს ის – გაზის ირგვლივ სკანდალი უკვე ტრადიციად იქცა. ამიტომ არც იქნება გასაკვირი, რომ რამე მოხდეს, მით უმეტეს ასეთ ფონზე, როცა უკრაინა არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს, თუნდაც ავიასივრცის ჩაკეტვა ან ყირიმის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული დარღვევები. არ ვსაუბრობ, უკრაინის ვალებზე“.
ექსპერტების დასკვნებით, პრაქტიკა გვიჩნევებს, რომ უკრაინული მხარე, როგორც სჩვევია ხოლმე, ბოლო მომენტამდე უუნარობას და არაადეკვატურობას ავლენს, მაგრამ მაინც კომპრომისზე მიდის. თუმცა ამ ჯერზე არა რუსეთთან, არამედ ევროკავშირთან უწევს კომპრომისის ძებნა.
მსგავსი განცხადებები ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს და მათ, შეიძლება, პოპულისტური ეწოდოს, მიიჩნევს „სოციალური აზროვნების ცენტრის“ ექსპერტი, ანტონ სონიჩევი. ეს უკვე ერთგვარი ტრადიციაა. ანალოგიურად, ნავთობგაზის ხელმძღვანელმა ანდრეი კობოლევმა 2014 წლის ზაფხულში გააკეთა განცხადება, მაგრამ უკრაინას მაინც მოუწია გაზის ყიდვა გასულ შემოდგომა – ზამთრის სეზონისთვის.
ამ ზამთარს უკრაინა ვერ გაძლებს რუსული გაზის გარეშე, მით უმეტეს თუ ტემპერატურა დაბალი იქნება, როგორიც უკრაინულ ზამთარს ახასიათებს. უკრაინული ზამთრის ტემპერატურის გათვალისწინებით, მას დაახლოებით 30-35 მილიარდი კუბური მეტრი გაზი სჭირდება. 20 ნოემბრის მონაცემებით, გაზის მარაგი 16,583 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, მაგრამ ეს მოცულობა ნელ-ნელა მცირდება.
„სიტუაციიდან გამომდინარე – ამბობს ანტონ სონიჩევი – უკრაინა რუსეთისგან გააგრძელებს გაზის შესყიდვას, 2016 წლის მეორე კვარტალშიც. მომავალში კი, ახალი კამათი წამოიწყება გაზის ფასზე და მისი ფასისი ჩამოკლებაზე. მომავალში უკრაინამ სწორი მიდგომა უნდა გააკეთოს. ასე თუ ისე, ის შეძლებს არსებობას რუსული გაზის გარეშე, მაგრამ ამავდროულად უნდა შეამციროს გაზის მოხმარება მრეწველობაში და საზოგადოებაში, თუ უნდა სათბობი მიიღოს ევროკავშირის ქვეყნებიდან. უკრაინა, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, რუსულ გაზს გაცილებით ძვირად ყიდულობს, თუმცა მას მაინც მოუწევს რუსული გაზის ყიდვა, უბრალოდ ეს ევროკავშირის გავლით მოხდება.

მაომზადა მარიამ გვარამიამ

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial