სოფლის მეურნეობის მინისტრი მსოფლიო ბანკის ექსპერტს მარკ სვენდსენს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მსოფლიო ბანკის ექსპერტს, საქართველოს ირიგაციის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების ჯგუფის ხელმძღვანელს, მარკ სვენდსენს შეხვდა.
შეხვედრაზე 2015-2025 წწ.-ის საქართველოს ირიგაციის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიმდინარეობა განიხილეს. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ოთარ დანელიას სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

12345648_936479083094002_7169408045175372098_n
როგორც შეხვედრაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციაა. ამ მიმართულებით, სამინისტრო და შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ აქტიურად მუშაობს და არაერთ პროექტს ახორციელებს. მიუხედავად ამისა, საირიგაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, სრულყოფილი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება მნიშვნელოვანია ქვეყანაში ირიგაციის და ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.
საქართველოს ირიგაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება მსოფლიო ბანკის პროექტის – ,,საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარება“ – ფარგლებში ხორციელდება.
12301779_936479076427336_8586052284218527862_n
სოფლის მეურნეობის სამიისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial