თურქეთის ეკონომიკა რუსი ტურისტების გარეშე მნიშვნელოვნად შემცირდება

რუსეთის მოსახლეობისთვის ეფექტური აკრძალვა ტურისტულ მოგზაურობაზე თურქეთში, ეხმაურება რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდებას თურქული F-16-ის მიერ. ეს ფაქტი გავლენას იქონიებს კრემლის თემატიკით განწყობილ სასტუმროზე ანტალიაში. მოცემულ ოთხ ნაწილში ნათლადაა ასახული თუ რა ემუქრება თურქეთის ეკონომიკას.
გაქცევა
რუსები თურქეთში
ტურისტების რაოდენობა (მილიონი) იანვრიდან სექტემბრამდე

m
თურქეთი ყველაზე პოპულარული ადგილია რუსებისათვის, ამას ადასტურებს მიმდინარე წლის სტატისტიკა: 3,3-მა მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა თურქეთში პირველი 9 თვის განმავლობაში. ისინი შეადგენენ ტურისტების 10%-ზე მეტს, რაც მეორე უმაღლესი მაჩვენებელია გერმანიის შემდეგ.

თურქეთის მიმართულებით სამოგზაურო ტურების გაყიდვა განიხილება როგორც რუსეთის კანონების “უხეში დარღვევა,” აცხადებს ტურიზმის ფედერალური სააგენტო, ასე რომ დაახლოებით 6,000 ადამიანს, რომელთაც უკვე გაფორმებული ჰქონდათ ტური სააგენტოებთან, მოუწევთ გეგმების შეცვლა უახლოეს დღეებში.
დეფიციტის უფსკრული
უფსკრულის ამოვსება
ტურიზმი ეხმარება თურქეთს მიმდინარე ანგარიშების დეფიციტის კონტროლზე აყვანაში

a
ტურიზმი აღრიცხავს თურქეთის შემოსავალში 21 მილიარდ დოლარს, წლის პირველ ცხრა თვეში სექტემბრის ჩათვლით, იგი ასევე მთავარ როლს თამაშობს მიმდინარე ანგარიშებზე კონტროლის აღებასა და უფსკრულის ამოვსებაში. ამ კვირამდე, მშპ-სთან დეფიციტის სავარაუდო შეფარდება 5%-ით კლება იყო, განსხვავებით 2014 წლის 5.8%-ით კლებისა და ადრინდელი 8%-ით კლებისაგან, ნაჩვენებია “ბლუმბერგის” პროგნოზებში.
დეფიციტი მნიშვნელოვანია, რადგან თურქეთის ეკონომიკა განიცდის დაუცველ ძვრებს ინვესტორთა განწყობის გამო, რაც გამოწვეულია განვითარებადი ბაზრებით, რადგან აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ფიქრობს გასესხების ღირებულების გაზრდას, -აცხადებს ლონდონის კაპიტალური ჯგუფის ანალიტიკოსი, იპეკ ოზკარდესკაია. დეფიციტის შესავიწროვებლად თურქეთმა 2 წლის წინ წარადგინა შეზღუდვები სამომხმარებლო კრედიტზე რათა შიდა მოთხოვნილება გაეზარდა, შედეგად კი მხოლოდ ეკონომიკის ზრდის შენელება მიიღო.
თურქეთის ტურიზმის ინდუსტრიამ უკვე განიცადა უარყოფითი ცვლილებები გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდის გამო, რუსეთის ახალმა კანონმა შესაძლოა შეატრიალოს ბოლო დროის გაუმჯობესებული ანგარიშები,” -ამბობს იპეკ ოზკადერსკაია.
„სამგზავრო ჩანთებით ვაჭრობა“
დაურეგისტრირებელი ექსპორტი
ცენტრალური ბანკის შეფასებით რუსები შეადგენენ ე.წ „სამგზარო ჩანთებით ვაჭრობის“ ნახევარს
n
შედეგები სცდება ტურისტთა რაოდენობის ოფიციალურ მაჩვენებელს. თურქეთის სავალუტო შემოსავლების მთლიანი თანხა უკავშირდება რუს ტურისტების და არარეგისტრირებულ ვაჭრობას, რომელიც საბოლოოდ 6 მილიარდ დოლარზე მაღალია წელიწადის განმავლობაში, ან უბრალოდ ქვეყნის მშპ-ს 0.8%-ზე მეტი. ამას დამატებული ის ფაქტი, რომ თურქეთის ექსპორტი რუსეთში ოფიციალური არხების მეშვეობით ზრდის შემოსავალსა და მშპ-ს 1,4%-ით, -ამბობს “Turk Ekonomi Bankasi AS”-ის სტრატეგი ისტანბულში, ერკინ ისიკი.
პრობლემების შერწყმა

ch
თურქული აქტივები უკვე გაჩერებული იყო სირიის კონფლიქტისა და ქურთული მილიტანტური დაჯგუფების, PKK-ის სამწლიანი დაშლის ფონზე. ლირა მესამე ყველაზე ცუდი განვითარების მქონე ვალუტაა ბაზარზე ამ წელს, ხოლო რეალი და კოლუმბიური პესო ორი წელია ითვლებიან პირველ და მეორე ადგილზე მყოფებად.
თურქეთის სარგებელი ორი წლის განმავლობაში არის ის, რომ ფასიანი ქაღალდების რაოდენობა გაიზარდა 19 საბაზისო პუნქტიდან 10.53-მდე მას შემდეგ, რაც რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
“ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სარგებლის გაზრდას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ “Fed”-ი ასევე ასწევს განაკვეთებს. თუ ბოლოდროინდელი შევიწროვება გაგრძელდება, სავარაუდოა ლირაზე ზეწოლის მომატება.” აცხადებს ანალიტიკოსი იპეკ ოზკარდესკაია.

ავტორი მანანა ბერიძე

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial