მრავალმილიონიანი მელიორაციის „მრავალნულოვანი“ დანაკარგი

2012 წლის ბოლოდან სოფლის მეურნეობის დარგი ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა და შესაბამისად, სახელმწიფომ ფინანსური,საკანონმდებლო, საინვესტიციო და სხვა სახის მექანიზმებით აღნიშნული დარგის განვითარების სტიმულირება აქტიურად დაიწყო. ამ ღონისძიებათა კომპლექსის ერთერთ ძირითად კომპონენტს საირიგაციო სფეროს აღდგენა–რეაბილიტაცია წარმოადგენს.
ირიგაციის სფეროში მიმდინარე მასშტაბურ ღონისძიებებზე ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ოთარ დანელიამ, სამინისტროს საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას, 20 ნოემბერს გაიმართა. მისი თქმით, ეს ის მიმართულებაა,რომელზეც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა.

25
სამელიორაციო საქმიანობას შპს „ საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. მისი ცნობით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სარწყავი სისტემების პრაქტიკულად ყველა მაგისტრალური არხი აღდგენილია. 2012 წლიდან დღემდე წყალუზრუნველყოფილი სასოფლო – სამეურნეო მიწის ფართობი 45 000 ჰექტრიდან 97 000 ჰექტრამდე, ხოლო დამშრალი 14 000 ჰექტრიდან 28 000 ჰექტრამდე გაიზარდა.
26
როგორც ხედავთ,წყალუზრუნველყოფილი ტერიტორიების ფართობი საკმაოდ დიდია, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი აქტიურად მიმდინარეობს,თუმცა საინტერესოა,რამდენად ეფექტურად ახორციელებს ამ ყოველივეს „საქართველოს მელიორაცია“. საგულისხმოა, ისიც რამდენად გამართულია სერვისის მიწოდების პროცესი კონკრეტული აბონენტებისთვის და შესაბამისად ხდება თუ არა გასარწყავებული ფართობის ათვისება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საირიგაციო სისტემის მართვის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც 2012 წლიდან 2014 წლის 1 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. ამ მონაცემების საფუძველზე ვიგებთ, რომ არაეფექტური გახლდათ მიწოდების სერვისი ,ვინაიდან არ არსებობდა გრაფიკი, თუ რა დროს უნდა მიწოდებოდათ კონკრეტულ აბონენტებს წყალი,გარდა ამისა, სისტემური სამმართველოების(შემდგომში სერვის ცენტრების) მართვის პროცესის გაუმჯობესება და ხელშეკრულების პირობების დახვეწა გახლდათ მნიშვნელოვანი. (სამელიორაციო მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობები გულისხმობს მომხმარებელთა მიერ თანხის ერთჯერადად გადახდას, რომელიც ირიგაციის შემთხვევაში აღნმოსავლეთ საქართველოს აბონენტთათვის 75 ლარს შეადგენს 1 ჰექტარზე,დასავლეთ საქართველოში კი 45 ლარს. დრენაჟის შემთხვევაში მომხმარებელს 40 ლარის გადახდა უწევს 1 ჰექტარზე)
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი – ლევან წიწილაშვილი განნმარტავს : „გრაფიკის არარსებობა, გამშვები ფარების რეგულირება, ხელშეკრულების გაუმართაობა სერვისის მიწოდების არაეფექტურობის პროპორციულია. იმისათვის რომ ხარვეზები აღმოიფხვრას აუცილებელია წყალმოხმარების ოპტიმალური გრაფიკების შედგენა მოსახლეობის ჩართულობის პირობებში,გარდა ამისა, მნიშვენელოვანია ხელშეკრულების პირობების დახვეწა. დღესდღეობით, მოსახლეობა არა მოხმარებული წყლის რაოდენობის მიხედვით იხდის გადასახდს, არამედ ერთჯერადად, ჰექტარზე გაანგარიშებით. ეს გარკვეულწილად უსამართლობას იწვევს, ვინაიდან ის,ვინც თევზის მოშენებითაა დაკავებული და აქვს ხელოვნური ტბა მას უფრო მეტი რაოდენობის წყალი სჭირდება ვიდრე მას,ვისაც იონჯა(პარკოსანი მცენარე,რომელიც პირუტყვის საკვებად გამოიყენება) აქვს დათესილი“
27
ხელშეკრულების პირობებსა და ტარიფებზე საუბრობს აგრეთვე „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი – ლევან დვალი ( გენერალური დირექტორი 2014 წლის 10 სექტემბრიდან) :„ვინაიდან მრიცხველებს ვერ დავუყენებთ თითოეულ გლეხს მიმაჩნია,რომ ტარიფი მორწყვის ჯერადობით უნდა განისაზღვრებოდეს ან კონკრეტული რაოდენობის თანხით მთელ წელიწადზე გაანგარიშებით. წელს მათი მოსავალი ირიგაციის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა და მთლიანობაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარით სარგებლობის საშუალება მიეცათ, შესაბამისად მათ წელიწადში 300 ლარის გადახდა არ უნდა გაუჭირდეთ. მსოფლიო ბანკი ამბობს, რომ მომხმარებელმა რწყვის შედეგად მიღებული სარგებლის ნახევარი უდა გადაიხადოს წყალში, თუმცა ჩვენ გვებევრება.გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ USAID-ის დაფინანსებით მოხდება ტარიფის ფორმულის დააგანარიშება, წლის ბოლოს უკვე გვეცოდინება ყველა სარწყავ სისტემაზე რა ღირს წყალი, და შესაბამისად ვიმოქმედებთ“
ლევან წიწილაშვილმა (აუდიტის საკვლევი პერიოდის გათვალისწინებით)აღნიშნა, რომ პრობლემა წყლის არათანაბარი გადანაწილებაცაა. გასარწყავებული ფართობის მომხმარებელთაგან ზოგს ჭარბად ურწყავენ ნაკვეთს ზოგს კი საერთოდ არ მიეწოდება. ამის მიზეზად გრაფიკის გაუმართაობასაც ასახელებს. აუდიტმა შეისწავლა რამდენიმე აღდგენილი არხი,მათ შორის ხრამი – დებედა. ანალიზის მიხედვით, არხის დასაწყისში მდებარე ნაკვეთები იღებენ გაცილებით მეტი მოცულობის წყალს, მაშინ როდესაც არხის ბოლოს მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ხდება წყლის მიწოდება. აუდიტის ჯგუფის მიერ ფიზიკური დათვალიერებისას ხრამ–არხის 2/3 ის შემდეგ წყალი უმნიშვნელო რაოდენობით მოედინებოდა და რწყავდა მხოლოდ არხის უშუალო სიახლოვეს მდებარე ნაკვეთებს.
28
საინტერესოა თუ რაში იხდიდნენ აბონენტები ფულს, ან რაში ხარჯავდა სახელმწიფო იმ 8 000 000 ლარს, რომელსაც ყოველწლიურად ურიცხავს კომპანიას მომსახურების გაწევისთვის.
ლევან დვალის თქმით, გრაფიკთან დაკავშირებული ხარვეზები აღმოიფხვრა და წყლის განაწილებისას ფორსმაჟორული სიტუაციები არ იქმნება. ეს ყოველივე კი სერვის ცენტრების გაძლიერებამ განაპირობა: „აბონენტები ხელშეკრულებაში უთითებენ ვის როდის სურს წყლის მიღება. ადრე იყო პრობლემები გადანაწილებასთან მიმართებით,მაგალითად, მომხმარებელს ეტყოდნენ რომ გარკვეულ დროს მიიღებდა წყალს, თუმცა იმ დროს სხვას ურწყავდნენ ნაკვეთს, მაგრამ ეს პრობლემები დღეს მოგვარებულია,რაც სერვის ცენტრების გაძლიერებას უკავშირდება“

ზოგადად, მაშინ როცა მელიორაცია ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა, დაიწყო აქტიური ღონისძიებები. მელიორაციის კომპანია ფოკუსირებული იყო არა მოთხოვნაზე, არამედ მიწოდებაზე. მათ აღადგინეს არხები ,თუმცა მისი გამოყენება და შესაბამისად გასარწყავებული ტერიტორიების ათვისება ნაკლებად ხდებოდა. გულისხმობს თუ არა ეს იმას,რომ მილიონობით ლარი ფუჭად დაიხარჯა?
ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს „საქართველოს მელიორაციის“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორიც: „ ამდენი ფული არ უნდა დახარჯულიყო,მოთხოვნა რეალურად არ იყო,თუმცა მაინც სრულად გარემონტდა არხები,ამას კი ვფიქრობ, არც სოციალური და არც ეკონომიკური ამონაგები არ ექნება. ჩვენ ამ კუთხით მიდგომა შევცვალეთ ,მხოლოდ მათ მოვურწყავთ ნაკვეთებს,ვისაც ამის სურვილი აქვთ. და არა ისე,რომ ჯერ გავაკეთოთ და მერე დაველოდოთ როდის მოხდება მიწის ათვისება .“
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშიდან კარგად ჩანს ,თუ რამდენია წყალუზრუნველყოფილი ტერიტორიების რაოდენობა, აქედან კი მორწყული და დრენირებული ფართობების წილი(2013-2015 წლებში)

29
როგორც მელიორაციის კომპანიაში განმარტავენ, თუ 2014 წელს დამატებით მორწყული ფართობი დამატებით წყალუზრუნველყოფილის 18%-ს შეადგენდა, 2015 წელს წინა წელთან შედარებით დამატებით მორწყული ფართობი დამატებით წყალუზრუნველყოფილის 54%-ს შეადგენს..

აღსანიშნავია ისიც, რომ სტატისტიკა გაფორმებული ხელშეკრულების რაოდენობის მიხედვით ითვლება, რაც აუდიტის სამსახურის ცნობით, რეალურ მონაცემებს არ იძლევა. ლევან წიწილაშვილი საუბრისას განმარტავს,რომ ხელშეკრულების გაფორმება არ არის პირდაპირ პროპორციული მომსახურების მიწოდებისა, ანუ რეალურად მორწყული თუ დრენირებული ტერიტორიებისა(ინფორმაცია ეყრდნობა აუდიტის სამსხურის 2012- 2014 წლების ანგარიშს).
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ხშირად გასარწყავებული მიწების დამუშავება არ ხდება, ამიტომაც ლევან დვალი, ისევე როგორც აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, ე.წ ცივ მიწებზე გადასახადის დაწესების მომხრენი არიან.
სერვისის მიწოდების ეფექტურ ღონისძიებებზე საუბრისას ლევან დვალმა აღნიშნა, რომ შეიქმნა რეგიონული დირექციები, რაც უზრუნველყოფს მუდმივ ინტერაქციას ადგილობრივ ხელისუფლებასა და აბონენტებს შორის, გარდა ამისა, „ბილინგის“ სისტემა და აქტივების ეფექტური მართვის ე.წ „იარპის“ ელექტრონული პროგრამა დაინერგა ,რაც საქმიანობის გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.2015 წელს კი შეიქმნა მობილური მელიორაციის სამსახური. მობილური სატუმბები ბევრად ეკონომიურია ჩვეულებრივი სატუმბი სადგურებისგან განსხვავებით.
30
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გენერალური დირექტორის ცნობით, მათი მიზანია კომპანია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი და კომერციულად საინტერესო გახდეს, ვინადან როცა ის კერძო იქნება, უფრო ეფექტურად შეძლებს სერვისის მიწოდებასა და ხელსაც შეუწყობს წყალუზრუნველოყოფილი ტერიტორიების ათვისებას. „ჩვენ გვინდა, რომ კომპანია გახდეს დამოუკიდებელი და მას აღარ დასჭირდეს სახელმწიფო დახმარება. მთავრობა ყოველ წელს კომპანიას 8 000 000 ლარს აძლევს მხოლოდ იმისათვის, რომ მომსახურება გაწიოს. ამდენი თანხას,რომ გვირიცხავენ ჩვენ ზარალიანი კომპანია ვჩანვართ, დოტაციაზე, სუბსიდირებაზე ორიენტირებული. სჯობს ეს ხალხს გადაუხადონ და კომპანიაც უფრო გამართული /მომგებიანი იქნება. როცა სახელმწიფო ბიუჯეტზე მიერთებული აღარ ვიქნებით კომერციულად მოაზროვნენი გავხედებით და ორიენტირი მეტი ხელშეკრულების გაფორმებაზე,სერვისის ხარისხის გაუმჯობესებასა და მაქსიმალურად დიდი შემოსავლის მიღებაზე გადავალთ“ – განაცხადა ლევან დვალმა.
აუდიტის სამსახურში აცხადებენ,რომ კომპანიის დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბებაში საფრთხეს ვერ ხედავენ.მთავარია, რომ ყველა მომხმარებელს თანაბრად მიეწოდოს წყალი და სერვისის მიწოდების ხარისხიც გაუმჯობესდეს.
დაბოლოს,როგორც ხედავთ, არხები აღდგენილია, გასარწყავებული ტერიტორიები დიდი, ათვისებული მიწები არცთუ ისე ბევრი, მოთხოვნა-მიწოდების არასწორად განსაზღვრის გამო დახარჯული თანხა „მრავალნულოვანი“. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ არსებობს პოტენციალი სერვისის მიწოდების გაუმჯობესების, კმაყოფილი მომხმარებლების ზრდისა და ფულის ეფექტურად ხარჯვის. მოლოდინი დიდია, ვნახოთ რა იქნება მომავალში.

ავტორი- მარიამ ტყეშელაშვილი

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial