სოფილის მეურნეობის ახალი პროექტის პრეზენტაცია

10 დეკემბერს სასტურმო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით „სოფლის მეურნეობის, გარემოსა და სასოფლო დასახლებების სტატისტიკის სტრატეგიული განვითარების გეგმის“ დოკუმენტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
სოფლის მეუნეობის, გარემოსა და სასოფლო დასახლებების სტატისტიკის სისტემის ხედვა ითვალისწინებს, აწარმოოს ხარისხიანი სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც მთავრობას და ინფორმაციის სხვა მომხმარებლებს სჭირდება,უზრუნველყოფს სტატისტიკურ ინფორმაციაზე რეგიონულ და საერთაშორისო მოთხოვნების ეფექტურ შესრულებას.
“ეს პროცესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტრატეგიის შემუშავებაში FAO-ს წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები, ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა და მას თანმიმდევრულად მივყვებით. გვსურს, რომ სოფლის მეურნობის დარგში იყოს სისტემური პოლიტიკა, რომელიც აღარ შეიცვლება. პროცესის სწორად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია სწორედ სტატისტიკური მონაცემები. შესაბამისად ეს პროექტი მეტად პროდუქტიული იქნება ჩვენთვის“ -აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ – გოჩა ცოფურიშვილმა.

პროექტის პრეზენტაციას აგრეთვე ესწრებოდა გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე – მაია ბითაძე. რომელმაც აღნიშნა, რომ სტრატეგიულ გეგმაში გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩართვას უცილობლად დიდი მნიშვნელობა აქვს.
„სოფლის მეურნეობის განვითარება სწორი გარემოს დაცვითი სამუშაოების გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად ჩვენი სამინისტროს ჩართვა ამ პროექტში ძალიან მნშვნელოვანია. სწორედ კომბინირებული მუშაობით მივაღწევთ დიდ შედეგსა და დასახეულ მიზანს“ – განმარტა მაია ბითაძემ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტი საქართველოში პირველად მზადდება და მასში წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის, გარემოსა და სოფლის დასახლებების სტატისტიკის წარმოების სრულყოფისთვის საჭირო მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებები.სტრატეგიული გეგმის მოქმედების ვადად 2016 – 2020 წლები განისაზღვრა.

ავტორი მარიამ ტყეშელაშვილი