„საზოგადოება და ბანკების“ 2015 წლის საქმიანობის ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ 2015 წლის ანგარიში მედიასგააცნო.
პრეზენტაციაზე ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ წლის განმავლობაშიგანხორციელებული პროექტები და მთავარი კამპანიები მიმოიხილა.
გიორგი კეპულაძემსაბანკო-საფინანსო სფეროში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.

„საზოგადოება და ბანკებმა“ 2015 წლის განმავლობაში საფინანსო თემებზე700-მდე ადამიანს გაუწიაკონსულტაცია, ჩაატარა 15 კვლევა და 3 ბანკომეტრი, ფინანსური განათლებისმიმართულებით, საერთაშორისო საფინანსო კონგრესი გამართასტუდენტებისთვის, განახორციელა სხვადასხვა მედია პროექტი, ხოლო ორგანიზაციის მედია სკოლაში, 40-მაჟურნალისტმა ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით განათლება მიიღო.
როგორც კეპულაძემ აღნიშნა, „საზოგადოება და ბანკების“ გუნდი სამომავლოდაც გეგმავს მრავალფეროვანსაგანმანათლებლო კამპანიებს, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.