თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის 2015 წლის ანგარიში

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ ჭიჭინაძემ 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მან თბილისის მთავრობის წევრებს, ეკონომიკის ექსპერტებს, დარგის სპეციალისტებს და მედიას გასული წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.
ეკონომიკურ პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი 2015 წელს 3,72 მლნ ლარს შეადგენდა. შესრულების მაჩვენებელმა 3,68 მლნ ლარი შეადგინა, რაც სამსახურის ბიუჯეტის 99%-ს წარმოადგენს.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის მიერ „იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტის“ ფარგლებში 13 ადგილობრივი ბიზნესი დაფინანსდა, მათ შორის სესხი მიიღეს როგორც 13 ივნისის სტიქიით, ასევე ხანძრით დაზარალებულმა კომპანიებმაც. პროექტის ფარგლებში სესხი 6%-ად, დაზარალებული ბიზნესის შემთხვევაში კი 3%-ად გაიცა.
111

პრეზენტაციაზე საუბარი იყო „მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც 1000-ზე მეტმა პირმა გაიარა გადამზადების კურსები. დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით ტრენინგკურსი გაიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 200-მა პირმა. კურისის მონაწილეები ანაზღაურებადი სტაჟირების სამთვიან პროგრამაშიც ჩაერთნენ.
პროექტ „ბიზნესის დაგეგმვის მიმართულებით ტრადიციული რეწვის ოსტატების გადამზადებას“ ფარგლებში, ადგილობრივი ტრადიციული რეწვის ოსტატებს ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მათ მიერ მომზადდა საკითხი სპორტის დარგში ქონების გადასახადის განაკვეთის 1000-ჯერ შემცირების შესახებ. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სპორტის დარგში ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი 1%-ის ნაცვლად 0,001% იქნება. აღნიშნული განაკვეთი ძალაში შევიდა და 2017 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნდება. სგადასახდო შეღავათი სახელმწიფო ან კერძო სპორტული ორგანიზაციის ბალანსზე აღრიცხულ ქონებას, კერძოდ, სპორტულ დარბაზებს, საფეხბურთო სტადიონებს, საცურაო აუზებს და სხვა სპორტულ ობიექტებს შეეხება.

ნოდარ ჭიჭინაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა ენერგოეფეფექტურობასა და მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაზე და ამ კუთხით განხორციელებულ პროექტებზე.