2015 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება

სტატისტიკის ეროვნული სააგენტო გასული წლის ეკონომიკური ზდის წინასწარ შეფაებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის დეკემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0,3 პროცენტი, ხოლო 2015 წლის მე-4 კვარტალში 2,9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა რეალურმა ზრდამ 2015 წელს წინასწარი შეფასებით 2,8 პროცენტი შეადგინა.

როგორც საქტატის ანგარიშში წერია, ისინი 2012 წლის იანვრიდან ყოველთვიურად აწარმოებენ ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ შეფასებებს, რომელიც უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე იანგარიშება. სწორედ აქედან გამომდინარე, აღნიშნული შეფასებები საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რომელსაც მოკლევადიანი წინსაწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად იყენებენ. იმ სფეროებში კი, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკუს მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთბულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტლური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შფასებისგან.

1
2
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქსტატმა გამოაქვეყნა 2015 წლის საგარეო ვაჭროობის წინასწარი მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9928 მლნ.აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლების შესაბამის მაჩვენებელზე 13%ით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 2204 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (23%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7724 მლნ.აშშ დოლარს (10%-ით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წელს 5521 მლნ.აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 % შეადგინა.

3
4
6
7