საქართველოს ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ბაკიტჟან საგინტაევი ეწვევა

16-17 თებერვალს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ბაკიტჟან საგინტაევი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ბაკიტჟან საგინტაევი აჭარაში სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს, ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის პორტს დაათვალიერებს. გარდა ამისა, ყაზახეთის ვიცე-პრემიერი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ბათუმის სასტუმრო „ჰილტონში“ სატრანზიტო-სატრანსპორტო საკითხებზე ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს. საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

17 თებერვალს ყახაზეთის ვიცე-პრემიერის ვიზიტი თბილისში გაგრძელდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან.