დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბაკიტჟან საგინტაევმა ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონა და სარფის საბაჟო დაათვალიერეს

ბათუმში ვიზიტით მყოფმა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ბაკიტჟან საგინტაევმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახ კოლეგას გააცნო ის უახლესი სერვისები, რომლითაც გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმპორტიორების მომსახურება ხორციელდება.
ბაკიტჟან საგინტაევმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიც მოინახულეს და იქ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა იმ ტექნოლოგიებისა და სერვისების მნიშვნელობა, რომლითაც საბაჟო-გამშვები პუნქტი საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლს ახორციელებს და გადამხდელებს მომსახურებას უწევს. სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის დათვალიერების შემდეგ დელეგაცია ბათუმში გაემგზავრა, სადაც სასტუმრო „ჰილტონში “სატრანზიტო-სატრანსპორტო საკითხებზე ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება.