დიმიტრი ქუმსიშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საწარმოები დაათვალიერა

19 თებერვალს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საწარმოები დაათვალიერა და მათი განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო. ვიცე-პრემიერს მეგზურობა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა გაუწია.
ვიცე-პრემიერმა თავდაპირველად „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ოჯთ“-ს წარმოება დაათვალიერა. აღნიშნული კომპანია 2000 წლიდან საქმიანობს და 100-ზე მეტი დასახელების თამბაქოს ნაწარმს უშვებს. სამომავლოდ, კომპანია წარმოების გაფართოებას და პირველადი თამბაქოს გადამუშავების საწარმოო ციკლის დამატებას გეგმავს, რაც საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის. საწარმოს პროდუქცია ექსპორტზე გავა.

2
გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო მაღალტექნოლოგიური პოლიგრაფიული საწარმოს „ომეგა თეგის“ საქმიანობასაც, სადაც ასევე გათვალისწინებულია დამატებითი ციფრული ლაბორატორიული დანადგარების შეძენა.
საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ომეგას“ გადაწყვეტილება, საწარმოში დანერგოს თამბაქოს პირველადი გადამუშავების ტექნოლოგიური ხაზი, მნიშვნელოვანი სტიმულია იმ ფერმერებისთვის, რომლებიც თამბაქოს წარმოების განვითარებას გეგმავენ.
სულ „ომეგა ჯგუფში“ დასაქმებულია 2000-მდე ადამიანი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანი კი შეადგენს 1,5 მილიარდამდე ლარს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial