ევროკავშირის ქვეყნებმა ერთიანი საბანკო ზედამხედველის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის ქვეყნებმა ერთიანი საბანკო ზედამხედველის შესახებ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ლუქსემბურგში გამართული, ევროპის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ახალი ორგანო მუშაობას 2014 წლის ნოემბრიდან შეუდგება.

ერთიანი საბანკო ზედამხედველი ევროპის ცენტრალური ბანკის ეგიდით იმუშავებს და ევროზონის 130 ყველაზე მნიშვნელოვან ბანკს გააკონტროლებს. როგორც გერმანიის ფინანსთა მინისტრი განმარტავს, საბანკო ზედამხედველის მიზანი იქნება არ დაუშვას ისეთი ბანკების გაკოტრება, რომლებმაც შესაძლოა ევროპული სახელმწიფოების ნორმალურად ფუნქციონირებაზე გავლენა მოახდინონ.