PPD NETWORK-ის კვირეული თბილისში

„საქართველოს ბიზნეს პალატამ“ და პალატის წევრმა ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღეს Public Private Dialogue Network-ის ფარგლებში ორგანიზებულ კვირეულში, რომელიც 7-11 მარტს თბილისში ჩატარდა. კვირეულს ესწრებოდნენ მცირე და საშუალო ბიზნესის, ბიზნეს ასოციაციებისა და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

4

კვირეულის დროს, რომელსაც უძღვებოდა ევროკავშირის პოლიტიკის ძირითადი ექსპერტი კრისტიან გესლი, ჩატარდა 2 მრგვალი მაგიდა და სამი სემინარი, რომლის განმავლობაშიც მონაწილეებს გააცნეს ის საკომუნიკაციო მეთოდები, რომელიც კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ეფექტიანად წარმართვისთვის არის საჭირო.
3

გაიმართა დისკუსია ისეთ საკითხებზე როგორიცაა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების როლი, საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის ფარგლებში სამოქმედო გეგმების შემუშავების მექანიზმები და მათი განხორციელების გზები. მრგვალი მაგიდის სადისკუსიო თემები ასევე შეეხებოდა იმ პრობლემურ საკითხებს რომელიც, მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე საჯარო სექტორთან ურთიერთობის დროს დგას.
5

Public Private Dialogue Network პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით East Invest 2-ის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობას. დაწვრილებით პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.