უმჯობესია თუ არა ფიქსირებულ კურსიანი სავალუტო რეჟიმი ბიზნესის განვითარებისათვის (ჩეხეთის მაგალითი)

ჩეხეთი, პოსტჩეხოსლოვაკური ქვეყანა. ამ ორი ქვეყნის ერთმანეთისგან გაყოფა მშვიდობიანად მოხდა, რაც მათი სერიოზული პლიუსია და გამოიხატა კიდეც იმ წარმატებაში, რაც ამ ორივე ქვეყანას აქვს: ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მშპ ერთ სულზე გადაანგარიშებით პოსტსოციალისტურ ქვეყნებს შორის.

მიუხედავად საერთო სოციალისტური წარსულისა, კეთილმოზებლური ურთიერთობისა, ერთნაირი ეკონომიკური მდგომარეობისა (მცირეოდენი უპირატესობა ქონდა და აქვს ჩეხეთს), ერთნაირი გარემო პირობებისა, მათ სხვადასხვანაირი სავალუტო რეჟიმი აირჩიეს.

სლოვაკეთმა საკითხი მარტივად გადწყვიტა საგადამხდელო საშუალებად ევროს მიღებით, რითაც პრაქტიკულად უარი თქვა (ან შეიძლება ითქვას თავიდან აირიდა) მონაწილეობა მიეღო სავალუტო ომში.
ჩეხეთმა შეინარჩუნა ეროვნული ვალუტა კრონა (გამოკითხვის თანახმად მოსახლეობის 70% არის ეროვნული ვალუტის გაუქმების წინააღმდეგი). თუმცა თავისი ვალუტა მყარად მიაბა ევროს. უფრო ზუსტად თითქმის მყარად, რადგან ჩეხეთის სავალუტო საბჭოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია შეცვალოს არსებული კურსი, რისი მოლოდინიც მოსახლეობაში არის. (ამ მოლოდინებზე ცოტა ვრცლად ქვემოთ მოგახსენებთ).
დღეს ოფიცილური გაცვლითი კურსით 1 ევრო უდრის 27 კრონას. მოკლევადიან პერიოდში კურსი უცვლელის და ყველა გაანგარიშება თუ გადაანგარიშება, ყიდვა-გაყიდვა თუ აქტივების ღირებულების შეფასება ამ კურსით ხდება.

აქვე მომყავს კრონ/ევროს დამოკიდებულების გრაფიკი ბოლო ათი წლისათვის. ამ გრაფიკიდან ჩანს რომ ევროზე მყარად მიბმული კურსი სულაც არ არის „მყარი“ და ის საკმაოდ ხშირად იცვლება, ზოგჯერ ძალიან მკვეთრადაც. სავალუტო საბჭოს ყოველთვის აქვს შესაბამისი მიზეზი (თუ საბაბი) კურსის ცვლილების გასამართლებლად, თუმცა ამ შემთხვევაში ამას არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტი ერთია, ევროს მიმართ კურსი, გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით, არ არის მყარი.

24
ჩეხური წარმოება ორიენტირებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, რაშიც სერიოზულად უწყობს ხელს საზღვარი ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა ავსტრია და გერმანია. განვიხილოთ ისეთი კომპანიის მაგალითი, რომელიც თავის ნაწარმს ყიდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამ კომპანიისთვის ყოველი 27 კრონა შემოსავალი შიდა ბაზარზე ნიშნავს რომ იგივე პროდუქტი ექსპორტზე უნდა გაიტანოს 1 ევროდ (თითოეულ თანხაში ვგულისხმობ გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილ შემოსავალს). ცხადია პროცესი არ არის მომენტალური და გარკვეულ დროს საჭიროებს (შეკვეთის მიღება, დაგეგმვა, ნედლეულის შესყიდვა, დამზადება, შეფუთვა-ტრანსპორტირება-ჩაბარება). თუ კურსი მართლა ფიქსირებულია 1ევრო=27კრონაზე, მაშინ უბრალო არითმეტიკაა და კომპანია ყოველ მიღებულ ევროს უბრალოდ გადაიყვანს ეროვნულ ვალუტაში. მაგრამ დავუშვათ სავალუტო საბჭომ უცებ გადაწყვიტა რომ ხვალიდან 1 ევრო არის არა 27 კრონა, არამედ 26 (წინასწარ არავინ იცის როდის მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას). ამ შემთხვევაში კომპანია კარგავს 1 კრონას თავისი შემოსავლიდან, ამასთან ეს დანაკარგი შეუძლებელია გათვალისწინებული იქნას რაიმე ობიექტურ მონაცემზე დაყრდნობით, რადგან წინასწარი ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია რომელიც ექსპორტს აკეთებს, იძულებულია გაითვალისწინოს ეს შესაძლებლობა თავის საექსპორტო ფასში (ანუ პროდუქციას დაადოს მეტი ფასი, ვიდრე დააფასებდა ამ ფაქტორის არ არსებობსი შემთხვევაში).
ცხადია შეიძლება სავალუტო საბჭომ ეს გადწყვეტილება არც მიიღოს და გაცვლითი კურსი შენარჩუნდეს, მაგრამ მხოლოდ ის ფატორი რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, აიძულებს კომპანიებს მეტად დააფასონ თავიანთი პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე, პროდუქტის მეტად დაფასება კი ამცირებს მის კონკურენტუნარიანობას და შესაბამისად უარყოფითად აისახება ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებელზე.
არის შესაძლებლობა რომ კურსი 1ევრო=27კრონადან შეიცვალოს 1ევრო=28კრონაზე. ეს შემთხვევაც ასევე არასასურველია კომპანიისათვის (თუ მაგალითად ნედლეული შემოაქვს, 27 კრონის ნაცვლად მოუწევს გადაიხადოს 28 კრონა).
მოცემულ მსჯელობიდან ჩანს რომ კურსის მოულოდნელი ცვლილება არასასურველია ბიზნესისათვის და წარმოადგენს უარყოფით მოლოდინს, რაც არის საკმაოდ სერიოზული ფაქტორი ნებისმიერი გარიგების დადებისას და აუცილებლად ხდება მისი გათვალისწინება. ქვეყნის მასშტაბით კი უარყოფითი მოლოდინი არის ბიზნესის (შესაბამისად ეკონომიკის) განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ
1. ქვეყნის მიერ მყარი ვალუტის აღება საგადამხდელო საშუალებად დადებითად მოქმედებს ბიზნესის განვითარებაზე ქვეყანაში.
2. თითქმის იგივეა ეროვნული ვალუტის მყარ ვალუტაზე მიბმა, თუმცა სავალუტო საბჭოს მიერ კურსის შეცვლის შესაძლებლობა აჩენს უარყოფით მოლოდინს, რაც აისახება მიღებულ თუ მისაღებ გადაწყვეტილებებზე.
3. სავალუტო საბჭოსთვის უფლებების მაქსიმალურად შეზღუდვა ამცირებს უარყოფით მოლოდინებს და ამარტივებს ბიზნესგარიგებების წარმოებას.
4. ეროვნული ვალუტის არსებობა (განვითარებადი ქვეყნებისათვის), როგორ მყარადაც არ უნდა მიებას უცხოურ ვალუტას, ეკონომიკურად გაუმართლებელია და მხოლოდ არაეკონომიკური ფაქტორების გამო შეიძლება იქნეს მიღებული.

ავტორი: ნოდარ ჩინჩალაძე

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial