საქართველოს პრემიერ-მინისტრი JPMorgan Chase-ის სათავო ოფისში

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, JPMorgan Chase-ის სათავო ოფისს ეწვია და შეხვედრა გამართა ბანკის პრეზიდენტთან, ჯეიმს დაიმონთან.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯეიმს დაიმონს საქართველოს დიდი ნდობისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ვიზიტის განმავლობაში ბიზნესწრეებთან შეხვედრების ორგანიზებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა JPMorgan Chase-ის უდიდესი გამოცდილება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სფეროში და გამოთქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.

JPMorgan Chase-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს.
საუბრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ძალისხმევაზე, რომელიც საქართველოში დამატებითი კაპიტალის მოზიდვას მოემსახურება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial