ქართული ბრენდის დღე 2016

22 დეკემბერს გაიმართება „ქართული ბრენდის დღის“ რიგით მე-14 დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი – ქართული ბრენდის დღე 2016.
„ქართული ბრენდის დღე“ – საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო “პროფილის” მიერ დაფუძნებული და დაპატენტებული პროექტია, რომელიც ყოველწლიურად იმართება. 15-წლიანი არსებობის მანძილზე მან 500 – ზე მეტი წარმატებული ქართული ბრენდის გამოვლენა შეძლო და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს მრეწველობისა და ბიზნესის განვითარებაში.

კონკურსში მონაწილე კომპანიების მიერ შერჩეული ბრენდები, განაწილებული იყო კატეგორიების მიხედვით. ნომინანტი ბრენდები შეირჩა მათი ცნობადობის, კომპანიის ავტრიტეტის და განსაკუთრებით წარმატებული კრეატიული გადაწყვეტილებების მიხედვით. კონკურსში გამარჯვება გამოხატავს, არამარტო ბრენდის წარმატებას, არამედ, მათ პროფესიონალურ სტატუსს, ვისი ხელმძღვანელობითაც ბრენდმა მწვავე კონკურენციის პირობებში ბაზარზე ლიდერის პოზიცია დაიკავა.
ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“ ღონისძიების ერთ ერთი საინფორმაციო მხარდამჭერია.