2016 წლის ინოვაციური პროდუქტი: FlashLock

FlashLock შექმნილია იმისათვის, რომ ხელის გულზე გქონდეთ კონტროლის მთელი სისტემა. ეს არის ახალი, უგასაღებო პროდუქტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უსაფრთხოების გაზრდა.
ძვირფასეულობაზე ღია წვდომა ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია უსაფრთხოების პარამეტრების გაზრდა. მაგალითისათვის, ეკლესიებში ძვირფასეულობის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია.

ყველაფერი, ხმის მოწყობილობა, ავეჯი, სხვადასხვა აღჭურვილობა, კომპიუტერული ტექნიკა, ძვირფასეულობა და ა.შ. უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ამავე დროს დაცული. როდესაც გასაღები იკარგება, დუბლირებული ან მოპარულია, ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს შეეგუოს გაზრდილ რისკს თუ გაიღოს დამატებითი ხარჯები საკეტების გამოსაცვლელად. ბევრი ეკლესია აცნობიერებს რომ დიდი ხანია უსაფრთხო აღარ არის ტრადიციული მექანიკური გასაღების სისტემები და აუცილებელია ჭკვიან სისტემებზე გადართვა, არამხოლოდ უსაფრთხოების სისტემის გასაძლიერებლად, არამედ ქურდობებისა და ვანდალიზმის თავიდან ასაცილებლად.
3
FlashLock არის უსაფრთხო და გამოსაყენებლად მარტივი. ნებართვა იგზავნება მოკლეტექსტური შეტყობინების ან მეილის სახით და მისი გამოყენება შეუძლია ყველას ვისაც აქვს წვდომა ამა თუ იმ სისტემის მომხმარებლის (იუზერის) ფუნქციაზე. FlashLock სისტემის საშუალებით თქვენი მობილური ხდება თქვენი გასაღები. ასევე სისტემის საშუალებით არსებობს სპეციალური წვდომა მენეჯერებისა და თანამშრომლებისათვის. მონიტორის საშუალებით ნებისმიერ დროს შესაძლებელია მომხმარებლის დამატება, რედაქტირება და წაშლის სიგნალის გაგზავნა მომხმარებლების ვებგვერდზე.
5
6
აღარასოდეს მოგიწევთ ნერვიულობა გასაღებსა და უსაფრთხოებაზე, რადგან ის სულ თქვენთან იქნება, ერთჯერადი კოდი ყოველ გამოყენებაზე განახლებადია. ეს არის უსაფრთხო სისტემა რომელიც თქვენ ძვირფასეულობას დაიცავს, ამასთანავე ყოველ ჯერზე განახლებისთვის საჭირო ახალი დანახარჯების გარეშე. FlashLock იყენებს სერიულ ოპტიკურ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რომელიც კომბინირებადია ნებისმიერ ვებ-მოწყობილობასთან. მას არ სჭირდება სპეციალური პროგრამის ჩამოწერა ან ბლუთუზი, ის თავსებადია ნებისმიერ მოწყობილობასთან რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინტერნეტზე წვდომა.

FlashLock არის CyberLock-ის პროდუქტი, ის წარმოებულია აშშ-ში.

8

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial